ფინანსური სამყარო ყოველთვის აღაფრთოვანებდა ადამიანებს, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც კრიპტომ პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში და წარმოჩინდა, როგორც ახალი შესაძლებლობებისა და ფინანსური თავისუფლების დამატებითი სფერო.
პარალელურად ფილმებმა, რომლებიც კრიპტოვალუტებსა და ფინანსებზეა, კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
ჩვენს ბლოგში, სწორედ ისეთ ფილმებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ეხება არა მხოლოდ კრიპტო სამყაროს, არამედ ინვესტირებასა და ფინანსებს, რაც პირდაპირ კავშირშია კრიპტოვალუტებით ვაჭრობასა და ინდუსტრიის უკეთ გაგებასთან.
The Wolf of Wall Street (2013)
ცნობილი ინვესტორისა და აქციებით მოვაჭრე, ჯორდან ბელფორტის ისტორიაზე დაფუძნებული უოლ სტრიტის მგელი ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფიულ ნამუშევრად ითვლება ფინანსების სფეროში. ფილმი დაფუძნებულია ბელფორტის იმავე სახელწოდების მემუარებზე და მის როლს ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.
Wolf of Wall Streetყველა მაყურებლის გემოვნებას დაკმაყოფილებს, დაინტერესებულია თუ არა კრიპტო და ფინანსური ინდუსტრიებით, მისი რეჟისორი კი მარტინ სკორსეზეა.
თუ ჯერ არ გაქვს ეს ფილმი ნანახი, შეგიძლია ჩვენი ბლოგის კითხვა დროებით შეწყვიტო და ფილმს ჩაუჯდე.
The Big Short (2015)
ჩვენი სიის მორიგი ცნობილი ფილმი, რომელიც სავსეა ჰოლივუდის ვარსკვლავებით და კარგად ასახავს 2007-2008 წლებში განვითარებულ ფინანსურ კრიზის The Big Short-ია. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ ლევისის იმავე სახელწოდების ბესტ-სელერზე და მასში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან კრისტიან ბეილი, სტივ ქარელი, რაიან გოსლინგი და ბრედ პიტი. ფილმში მოვლენები მიმდინარეობს იმ ადამიანების ირგვლივ, რომლებთაც არავინ უჯერებდა უძრავი ქონების ბიზნესში გამოწვეული კრიზისული რყევების შესახებ, რამაც მოგვიანებით, 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
თუ გაინტერესებს 2008 წლის ფინანსური კრიზისის საწყისი მონაკვეთი და იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც ეს ყველაფერი იწინასწარმეტყველეს, ეს ფილმი ნამდვილად დაგაინტერესებს.
Margin Call (2011)
ისევე როგორც The Big Short (2015), Margin Call (2011)-იც ეხება 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამომწვევ ფაქტორებს და მისი სამსახიობო შემადგენლობაც არანაკლებ ვარსკვლავურია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კევინ სპეისი და ჯერემი აირონსი. ისტორია ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ ფინანსურ კრიზისში ცდილობენ საკუთარი კომპანიის ინტერესების დაცვას და მის გადარჩენას.
თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობდნენ კომპანიები და რა ნაბიჯებს დგამდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისის დროს, Margin Call-სი ნამდვილად მოგეწონება.
The Rise and Rise of Bitcoin (2014)
შემდეგი ფილმი, რომელიც უკვე უშუალოდ უკავშირდება კრიპტოვალუტებსა და ბიტკოინს არის The Rise and Rise of Bitcoin. ის დოკუმენტური ხასიათის არის და ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის საწყის დღეებსა და იმ ადამიანებს, ვინც მის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს.
ფილმში ნახავთ ინტერვიუებს Bitcoin პიონერებთან, დეველოპერებთან და გაიგებთ მათი ისტორიის შესახებ, თუ როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები ამ ინდუსტრიაში. იქ ასევე ნახავთ, ზოგადად კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალს.
თუ ბიტკოინიც შენი პირველი კრიპტო ვალუტაა, ეს ფილმი ნამდვილად სანახავი გაქვს!
Banking on Bitcoin (2016)
2016 წელს გამოსული ფილმი დეტალურად მიყვება ყველა იმ მოვლენას, რომელიც კრიპტოვალუტების პირველ Bull Market-სა და მწვანე ტრენდს ეხება. ასევე, მასში განხილულია კრიპტოს მომავლის პერსპექტივები და ზეგავლენა, რომელიც მას შეიძლება ტრადიციულ საბანკო სისტემაზე ქონდეს. ფილმში შეხვდებით ექსპერტებთან ინტერვიუებს, სადაც ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბრობენ ბიტკოინის ტექნოლოგიურ ასპექტებზე.
Trust Machine: The Story of Blockchain (2018)
ამ ფილმში შეხვდებით კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფართო მიმოხილვას, ასპექტებს, რომლებზეც შეიძლება მან ზეგავლენა მოახდინოს, დაწყებული ფინანსებით დასრულებული ჯანდაცვის სფეროთი. ბიტკოინის ისტორიის დოკუმენტურ ფილმში, განხილულია ყველა ის ასპექტი, რომელმაც შესაძლოა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ცვლილება გამოიწვიოს.
დამატებით, ფილმში საუბარია ყველა იმ დაბრკოლებაზე, რომელიც ამ ეტაპზე ბლოკჩეინ ინდუსტრიას ექმნება, როგორც ტექნიკურად, ისე სხვა მხრივ.
თუ ოდესმე გიფიქრია, როგორ შეიძლება ბლოკჩეინმა თავი იჩინოს ერთი შეხედვით კრიპტოსთან ნაკლებად დაკავშირებულ თემებთან, 2018 წლის ეს ფილმი ყველაფერს კარგად აგიხსნის.
Crypto (2019)
2019 წელს გადაღებულ თრილერში ნაჩვენებია ყველა ბნელი მხარე, რომელიც შეიძლება კრიპტო აქტივებს მოქონდეს. ფილმის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც მთავარ როლში კურტ რასელის პერსონაჟია.
ახალგაზრდა პერსონაჟი, რომელიც კრიმინალურ ბანდებთან არის აფილირებული ცდილობს არა-ლეგალური ფულის გათეთრების გზები იპოვოს და სწორედ ასეთს კრიპტოვალუტების სახით პოულობს.
თუ გაინტერესებს ფილმები, სადაც მოქმედება მუდმივად დაძაბულია და ამავე დროს გინდა გაიგო, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტების ტექნოლოგია, Crypto (2019) შენთვის არის.
Bit by Bit: How P2P is Freeing the World (2015)
ხშირად ადამიანებს აშინებთ კრიპტო სამყაროში არსებული რთული ტერმინოლოგია. 2015 წელს გამოსული ფილმი Bit by Bit კი, დეტალურად გვაჩვენებს სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტს სწორედ ისე, როგორც სახელწოდებაშია - ნაბიჯ-ნაბიჯ.
ფილმში წარმოჩენილია ყველა ის უპირატესობა, რომელიც peer-to-peer (P2P) ტექნოლოგიას მოაქვს. აქცენტი გამახვილებულია არა-მხოლოდ კრიპტოვალუტებზე, არამედ ყველა იმ უპირატესობაზე, რომელიც P2P-ის დემოკრატიული და დეცენტრალიზებული სისტემებისა და სამყაროსთვის მოაქვს.
თუ გაინტერესებს P2P-ის მუშაობის პრინციპი და მისი როლი მომავალ სამყაროში, მაშინ ეს სწორად საშენო დოკუმენტური ფილმია.
Inside Job (2010)
კიდევ ერთი საინტერესო ფილმი, რომელიც 2008 წლის ფინანსურ კრიზისს ეხება. Inside Job გადაღებულია ჩარლზ ფერგიუსონის მიერ და ფილმი შედგება ექსპერტებთან და ფინანსურ დირექტორებთან ინტერვიუებისაგან.
ფილმში დეტალურად განხილულია ის ეტაპები, რამაც გამოიწვია კრიზისი და ასევე საუბარია, რა როლი ქონდათ სახელმწიფო ინსტიტუციებს ამ ყველაფერში. ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც აინტერესებს რა იყო გამომწვევი მიზეზი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისისა, Inside Job აუცილებლად საყურებელი ფილმია.
Boiler Room (2000)
Boiler Room მოგვითხრობს ახალგაზრდა ადამიანის ისტორიას, რომელმაც ბედი საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობაში მოსინჯა. მთავარ როლებში არიან ვინ დიზელი, ბენ აფლეკი და ჯოვანი რიბისი. მათი პერსონაჟები ფილმის მსვლელობისას დეტალურად მოგვითხრობენ ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.
თუ გიყვარს ფინანსებთან და რისკებთან დაკავშირებული ფილმები, მაშინ Boiler Room ნამდვილად უნდა იყოს შენს სიაში.
შეჯამება:
თუ დაინტერესებული ხარ ფინანსებით, უოლ სტრიტითა და კრიპტოვალუტებით, ჩვენს სიაში მოხვედრილი 10 ფილმი აუცილებლად უნდა ნახო. თითოეული ნახსენები ფილმი განიხილავს კრიპტოვალუტებისა და ფინანსური სამყაროს ისეთ საინტერესო ნიუანსებს, რომელიც დაგეხმარება უკეთ ჩაწვდე როგორ მუშაობს ეკონომიკა და გახდე უკეთესი თრეიდერი!