Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
trandingcharts-geo-1000x300
2023-01-11clock7 minutes

ამ ბლოგში მიმოვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ Trading Chart წარმატებული ვაჭრობისთვის და როგორ დაგვეხმარება მისი სწორად წაკითხვა საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში.

Trading Chart-ის გარდა ვისაუბრებთ მასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, რომელიც ყველა წარმატებულმა თრეიდერმა უნდა იცოდეს.

Trading View VS. Depth Chart

  • Trading View-ის დახმარებით ვიზუალურად აღვიქვამთ აქტივების მიმოქცევის ტრენდს. რომელი კრიპტო აქტივი, დროის რომელ მონაკვეთში რა ფასებში მერყეობდა, ტრენდი ზრდადი იყო - თუ კლებადი და ა.შ
    ის მოიცავს დამატებით ტექნიკური ანალიზის სხვადასხვა ხელსაწყოს, იქნება ეს Moving Averages თუ სხვა.
  • Depth Chart არის კონკრეტული აქტივის მოთხოვნა-მიწოდების მრუდის გრაფიკული ვიზუალიზაცია. ის არის სხვადასხვა ფასად დადებული ყიდვისა და გაყიდვის ორდერების ერთობლიობა, რომელიც თრეიდერს ეხმარება გაიგოს რამდენად მაღალია ლიკვიდურობა და ვოლატილობა ბაზარზე.

რა არის Trading Chart?

Trading Chart არის კრიპტოვალუტებისა და ტრადიციული ვალუტების მიმოქცევის გრაფიკული ვიზუალიზაცია. Chart-ს იყენებენ თრეიდერები, რათა სწორად დაიჭირონ ის სიგნალები, რომლებიც მიგვანიშნებს თუ საით შეიძლება წავიდეს ბაზრის ტრენდი, როგორც ზოგადად, ისე კონკრეტული კრიპტო აქტივების ჭრილში.

რა ტიპის Trading Chart-ები არსებობს?

კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას პროფესიონალი თრეიდერები უამრავი ტიპის ჩარტს იყენებენ, რომლებიდანაც თითოეული შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციისა და ტრენდის მანიშნებელი იყოს. ასეთია Line Chart, Bar Chart, Scatter Plot და ა.შ.

Cryptal-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე პრაქტიკული - Candlestick Chart.

Candlestick Chart აქტიურად გამოიყენება ფინანსურ ბაზრებთან მუშაობისას, განსაკუთრებით კი კრიპტოინდუსტრიაში. ის გვიჩვენებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა ეტაპზე იყო ამა თუ იმ აქტივის ფასი, როდის დაფიქსირდა ყველაზე მაღალი და/ან დაბალი ფასი და ა.შ

შესაბამისად, Candlestick არის ოპტიმალური ვარიანტი, რომ სხვადასხვა მანიშნებელი სიგნალების მეშვეობით, თრეიდერმა ივარაუდოს მარკეტი Bullish იქნება თუ Bearish.

Candlestick Chart-ში ყოველი დანაყოფი საკუთარ როლს ასრულებს. მაგალითად, მწვანე „სანთლები“ მანიშნებელია, რომ ბაზარზე ფასები მატულობს, ხოლო წითელი - ფასების დაცემის მანიშნებელია. მწვანე სანთლის ზედა წვერი საწყისი ფასია, ხოლო ბოლო - სასრული ფასი. მისი ვიწრო ხაზები კი - Market High-სა და Market Low-ს გვიჩვენებს.

ანალოგიური ვრცელდება წითელ სანთელზეც.

სხვადასხვა ფორმის სანთელი თრეიდერს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის, მაგალითად:

  • მოკლე სანთელი, გვეუბნება, რომ მითითებულ დროის მონაკვეთში ფასი მცირედით შეიცვალა (იხ. ფოტოზე #1)
  • გრძელი სანთელი გვანიშნებს, რომ მითითებულ დროის მონაკვეთში ფასი საგრძნობლად შეიცვალა (იხ. ფოტოზე #2)
  • მოკლე Wick ნიშნავს, რომ ვაჭრობის უმეტესობა საწყისი ფასის პერიოდში განხორციელდა (იხ. ფოტოზე #3)
  • გრძელი Wick გვეუბნება, რომ ფასი საგრძნობლად შეიცვალა (იხ. ფოტოზე #4)
  • Doji იმის მანიშნებელია, რომ კონკრეტულ პერიოდში საწყისი და საბოლოო ფასები თითქმის იდენტური იყო (იხ. ფოტოზე #5)
  • Dragonfly Doji გვეუბნება, რომ კონკრეტულ პერიოდში საწყისი, საბოლოო და ყველაზე მაღალი ფასი თითქმის იდენტური იყო (იხ. ფოტოზე #6)

მომდევნო ბლოგებში დეტალურად მიმოვიხილავთ სხვადასხვა ინდიკატორებსა და Pattern-ებს, რომლებიც თრეიდინგში და მარკეტის ტრენდების ამოცნობაში დაგეხმარებათ.

თუ გაინტერესებს პრაქტიკაში როგორ მუშაობს Trading Chart, მაშინ შეგიძლია კრიპტალზე Spot ბირჟაზე ვაჭრობა გამოსცადო.

დაკავშირებული ბლოგი: როგორ დავიწყო ვაჭრობა Cryptal-ზე?

Support