ხშირად დასმული შეკითხვები

ბილეთის ან ცოდნის ბაზის გასახსნელად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს დახმარების გვერდს Help Desk

search

როგორ დავრეგისტრირდე?

Cryptal-ზე ანგარიშის გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფანჯარაში მიუთითეთ ანგარიშის ტიპი (ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია), შეიყვანეთ სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი და პაროლი. დეტალურად გაეცანით საიტის გამოყენების წესებს და მიჰყევით ინსტურქციას, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ შესაბამისი ველი და დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. მოცემული პროცედურების გავლის შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელ ბმულს, რომლის გააქტიურების შემდეგ შეძლებთ თქვენთვის სასურველი უსაფრთხოების პარამეტრების დაყენებას.

როგორ გავიარო ვერიფიკაცია?

ბირჟის ფუნქციებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლის შემდეგ საჭიროა თქვენი ანგარიშის ვერიფიცირება. ამისთვის გთხოვთ, შესაბამის ფანჯარაში შეავსოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“ და ატვირთოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. საერთაშორისო მომხმარებლებმა კი, მხოლოდ პასპორტის ფოტო უნდა ატვირთონ.


ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს და ერთი სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ პასუხს ვერიფიკაციის სტატუსთან დაკავშირებით.

როგორ დავიწყო ვაჭრობა?

ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, ვაჭრობის დასაწყებად დააკლიკეთ საფულეს, რათა შეიტანოთ დეპოზიტი და შეძლოთ კრიპტოს შეძენა სადებეტო და საკრედიტო ბარათების (ლარში) ან საბანკო გადარიცხვის (ლარში და დოლარში) მეშვეობით. ასევე შესაძლებელია კრიპტო მისამართების დაგენერირება, რათა Cryptal-ზე შეძლოთ კრიპტოს გადმოტანა სხვა პლატფორმიდან.

სავაჭროდ ორი ფუნქციის გამოყენება შეიძლება: სწრაფი ვაჭრობა და ბირჟა.

რა არის პირადი ბროკერი?

არასაბირჟო გარიგებების საშუალებით, ჩვენ ვეხმარებით მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს კრიპტო ბირჟების გვერდის ავლით განახორციელონ მოცულობითი ტრანზაქციები.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: otc@cryptal.com

რა განსხვავებაა სწრაფ გადაცვლასა და ბირჟას შორის?

სწრაფი გადაცვლა არის მარტივი ხერხი იყიდოთ ან გაყიდოთ კრიპტოვალუტები სწრაფად VISA ან MASTERCARD ბარათების გამოყენებით.

ბირჟა არის სივრცე, სადაც მყიდველები და გამყიდველები უკავშირდებიან ერთმანეთს და დებენ სავაჭრო გარიგებებს MARKET ან LIMIT დავალებების საშუალებით.

როგორ გამოვიყენო სწრაფი გადაცვლა?

გადადით გვერდზე სწრაფი გადაცვლა , მიუთითეთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტა, აირჩიეთ ყიდვის ან გაყიდვის ფუნქცია, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება და დააჭირეთ ღილაკს „იყიდეთ ახლა“.

როგორ გამოვიყენო ბირჟა?

ბირჟა გთავაზობთ ორი ტიპის MARKET და LIMIT დავალებებს.

MARKET დავალება უზრუნველყოფს თქვენი დავალების დაუყოვნებლივ შესრულებას, თუმცა არ იძლევა გარანტიას კონკრეტულ ფასზე. ასეთი დავალება შესრულდება სწრაფად, მაგრამ გარიგების ფასი დამოკიდებული იქნება ბირჟაზე კრიპტოვალუტის მიწოდებასა და მოთხოვნაზე.

LIMIT დავალება კი უზრუნველყოფს თქვენი დავალების შესრულებას კონკრეტულ ფასად. მოცემული დავალების შემთხვევაში გარიგების სასურველ ფასს განსაზღვრავს მომხმარებელი და დავალება სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი მიაღწევს მითითებულ ნიშნულს.

როგორ შევავსო ბალანსი?

Cryptal-ზე თანხის ჩასარიცხათ, შედით საფულეში და აირჩიეთ სასურველი საფულე შესაბამისი კრიპტოვალუტის ან ტრადიციული ვალუტის ჩასარიცხად.

ტრადიციული ვალუტის ჩარიცხვა შეგიძლიათ საკრედიტო ან სადებეტო ბარათების მეშვეობით (ლარი) ან საბანკო გადარიცხვით (ლარი ან/და ა.შ.შ დოლარი)

თუ აირჩევთ კრიპტო საფულეს, თქვენ დაგჭირდებათ რომ შესაბამისი მისამართი დააგენერიროთ. მენიუში გამოჩნდება QR კოდი და საფულის მისამართი. გამოიყენეთ აღნიშნული ფუნქცია, რომ გადმოიტანოთ თქვენი ფინანსები Cryptal-ზე. თქვენს მიერ გადმოტანილი კრიპტო აისახება საფულეში, მას შემდგომ, რაც ბლოქჩეინში დადასტურდება საჭირო ტრანზაქციები.

თუ გსურთ რომ ანგარიშზე შემოიტანოთ ლარი ან დოლარი, მარცხენა მხარეს მენიუდან აირჩიეთ შესაბამისი საფულე. თუ დეპოზიტი საბანკო ბარათიდან ხორციელდება, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ დაამატოთ ახალი ბარათი ან გამოიყენოთ სისტემაში უკვე დამახსოვრებული ოფცია. მიუთითეთ სასურველი რაოდენობა და დააჭირეთ დეპოზიტი-ს. თქვენს მიერ გადმოტანილი თანხა აისახება რამოდენიმე წუთში. თუ ტრანსფერს საბანკო გადარიცხვით გადაწყვეტთ, მოგეწოდებათ ჩვენი ანგარიშის დეტალები. ადგილობრივი ბანკებიდან ტრანსფერი ერთ სამუშაო დღეს მოიცავს, ხოლო საერთაშორისო ტრანსფერები კი, 2-3 დღეს.

როგორ გავანაღდო პირადი ანგარიშის ბალანსები?

თქვენ შეგიძლიათ გაანაღდოთ კრიპტო ან Fiat ვალუტები თქვენი Cryptal-ის საფულიდან. ამისათვის გააქტიურებული უნდა გქონდეთ Google Authenticator-ი და ორ-ფაქტორიანი აუთენთიფიკაცია.

გასანაღდებლად ეწვიეთ საფულეს და აირჩიეთ სასურველი, კრიპტო ან Fiat საფულე მარცხენა სექციიდან. შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს "განაღდება" მარჯვენა სექციაში. თუ კრიპტო საფულიდან ანაღდებთ, მაშინ დაგჭირდებათ მისამართისა და კრიპტოების რაოდენობის მითითება. შეავსეთ ველი და დააჭირეთ ღილაკს "განაღდება". განახლებული ბალანსი აისახება თქვენს საფულეში ბლოკჩეინის დადასტურების შემდეგ.

ლარის ან დოლარის განაღდების შემთხვევაში აირჩიეთ შესაბამისი საფულე მარცხენა სექციიდან. მოგვაწოდეთ ინფორმაცია საბანკო გადარიცხვისთვის და მიუთითეთ სასურველი რაოდენობა. ადგილობრივი გადარიცხვები აისახება 1 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო გადარიცხვებს 2-3 სამუშაო დღე დასჭირდება.

რა ღირს Cryptal-ზე ვაჭრობა?

Cryptal-ის საკომისიოები ვრცელდება შემდეგ სერვისებზე:

  • სავაჭრო ტრანზაქციები
  • დეპოზიტები
  • განაღდებები

ყველა სავაჭრო გაცვლას აქვს 0.25%-იანი საკომისიო maker/taker-ისათვის. სწრაფი გადაცვლის დროს დამატებითი საკომისიოები არ ირიცხება.

კრიპტო დეპოზიტები საკომისიოების გარეშეა. საბანკო გადარიცხვით შემოტანილი ა.შ.შ დოლარი და ლარიც საკომისიოს გარეშეა. ვიზა და მასტერქარდის მეშვეობით დეპოზიტი კი - 3%.

ა.შ.შ დოლარში განაღდების საკომისიო 1.5%-ია. ლარში განხოციელებული საბანკო გადარიცხვებისათვის საკომისიო 2%-ია. ვიზა/მასტერქარდის მეშვეობით გატანის საკომისიო TBC ბანკის შემთხვევაში 1 ლარია, ხოლო საქართველოს ბანკის მეშვეობით 1.2 ლარი. კრიპტო გატანა უფასოა და დამოკიდებულია მხოლოდ ბლოქჩეინის საკომისიოზე.

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი საკომისიოების ცხრილი.

Cryptal-ი უსაფრთხოა?

დიახ, Cryptal უსაფრთხოა! ჩვენი მომხმარებლების აქტივების უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის. ამიტომ, Cryptal იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს და უზურნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს.

ჩვენ ასევე, შესაბამისობაში ვართ საინფორმაციო უსაფრთხოების ISO 27001-სა და კრიპტოვალუტის უსაფრთხოების (CCSS) სტანდარტებთან.

რა არის 2FA?

2FA ანუ ორ ფაქტორიანი აუთენტიკაცია ეს არის უსაფრთხოების დამატებითი საფეხური Cryptal-ის ანგარიშებისთვის. ის იქმნება იმისთვის, რომ ანგარიშის მფლობელი იყოს ერთადერთი პირი მასზე წვდომის უფლებით, თუნდაც სხვებმა იცოდნენ პაროლი.

ანგარიშზე შესვლისას, საჭირო იქნება პაროლის და აუთენტიკაციის კოდის შეყვანა, რომელიც გენერირდება ყოველ 30 წამში აუთენტიკაციის აპის მიერ.

ჩვენ გირჩევთ აუცილებლად გააქტიუროთ 2FA, რადგანაც ის უზრუნველყოფს უფრო მაღალი უსაფრთხოების დონეს ვიდრე SMS ვერიფიკაცია და თავიდან გვარიდებს არაავტორიზებულ წვდომას თქვენს ანგარიშზე.

როგორ გავააქტიურო 2FA?

თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ 2FA ანგარიშის შექმნისას ან ნებისმიერ სხვა დროს თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან.

2FA-ს გასააქტიურებლად, თქვენ დაგჭირდებათ GOOGLE აუთენტიკატორის ან სხვა 2FA აპის ჩამოტვირთვა მობილურ ტელეფონში.

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ Cryptal-ზე ვერიფიკაცია?

უმეტესი ქვეყნების მოქალაქეებს Cryptal-ზე ვერიფიცირება პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით შეუძლიათ, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს ეს არ შეუძლიათ, ეს ქვეყნებია:

  • ავღანეთი
  • კუბა
  • განა
  • ირანი
  • ერაყი
  • ნიგერია
  • ჩრდილოეთ კორეა
  • პაკისტანი
  • სომალი
  • სამხრეთ სუდანი
  • სუდანი
  • სირია
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • იემენი

სრული სიის ნახვა, შეგიძლიათ აქ.

ეთერიუმი და ტეზერი ERC-20 ქსელს იყენებენ?

დიახ, ჩვენი ეთერიუმისა (ETH) და ტეზერის (USDT) მისამართები ERC20 ქსელზეა.

როგორ დავიბრუნო თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული XRP, XLM და LUNA?

კრიპტალზე რიპლის (XRP), სტელარის (XLM და ტერას (LUNA) დეპოზიტის დროს თეგის/მემოს მითითება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარიცხული კრიპტოვალუტა არ აგესახებათ კრიპტალზე და დაიკარგება.

თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს აღდგენის მცდელობა შესაძლებელია, ამისთვის უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. გადმორიცხული კრიპტოს ოდენობა და მიმღები მისამართი;
  2. ტრანზაქციის შესრულების თარიღი;
  3. გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთი (ფოტოსურათი) ბირჟიდან ან საფულიდან, სადაც ჩანს ზედა 2 პუნქტში მოცემული ინფორმაცია.

აუცილებელია, კრიპტალზე რეგისტრირებული ანგარიში იყოს ვერიფიცირებული.
აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენს გუნდს დასჭირდება 5-7 სამუშაო დღე ჩარიცხული კრიპტოვალუტის თქვენ ბალანსზე ასახვისთვის. თუმცა, კრიპტალი მისი დაბრუნების გარანტიას არ იძლევა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს ბალანსზე ასახვისთვის, ჩამოგეჭრებათ მისი მოცულობის 5%, როგორც საკომისიო.

Support