AML პოლიტიკა
Cryptal-ის AML პოლიტიკა ემსახურება არალეგალური აქტივების მიმოცვლის აღკვეთას.
- 1. ზოგადი პირობები
- 2. ტერმინების განმარტება
- 3. კომპლაენსის ოფიცერი
- 4. კომპლექსური შემოწმების ზომების განხორციელება
- 5. კომპლექსური შემოწმების ნორმალური ზომები
- 6. პირის იდენტიფიცირება
- 7. რისკის შეფასება
- 8. ანგარიშგება საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
1. ზოგადი პირობები
1.1. ფულის გათეთრებისადა ტერორისტების დაფინანსების პრევენციის, აგრეთვე საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის პოლიტიკა (შემდგომში წოდებული როგორც პოლიტიკა) განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს კლიენტების შესამოწმებლად (როგორც ეს განსაზღვრულია 2.7-ე პუნქტში) და ტრანზაქციებისთვის (როგორც ეს განსაზღვრულია 2.6-ე პუნქტში) ისეთი გარიგებების გაფორმების თავიდან ასაცილებლად, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფულის გათეთრებას და ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებას, ასეთი გარიგებების იდენტიფიცირების და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველსაყოფად.
1.2. წინამდებარე პოლიტიკის შესრულების ვალდებულება ეკისრება მთავარ აღმასრულებელ დირექტორს და პროდუქტის პროვაიდერის თანამშრომლებს, მათ შორის, დროებით პერსონალს, პროვაიდერის აგენტებს, რომლებიც დაიწყებენ ან დაამყარებენ საქმიან ურთიერთობებს (როგორც ეს განსაზღვრულია 2.5-ე პუნქტში) (შემდგომში ყოველი მათგანი ერთობლივად წოდებულია, როგორც წარმომადგენელი). ყველა წარმომადგენელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო წინამდებარ პოლიტიკას.
1.3. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს სტანდარტებს, რომლებიც წარმოდგენილია ფინანსურ საკითხებზე სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) 49-ე რეკომენდაციაში, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ფინანსური სისტემის გამოყენების თავიდან აცილების თაობაზე საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკაში.
2. ტერმინების განმარტება
2.1. ფულის გათეთრება - მოქმედებების ერთობლიობა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონებით ან ამ ქონების ნაცვლად მიღებული სხვა ქონებით, რომლის მიზანიც მდგომარეობს შემდეგში:
- ქონების არსის, წყაროს, ადგილმდებარეობის, განლაგების, გადაადგილების, საკუთრების უფლების ან ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა;
- აღნიშნული ქონების გარდაქმნა, გადაცემა, მოპოვება, ფლობა ან გამოყენება ქონების უკანონო წარმომავლობის დამალვის ან შენიღბვის მიზნით, ან ისეთი პირის დასახმარებლად, რომელიც მონაწილეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მისი ქმედების სამართლებრივი შედეგების თავიდან ასაცილებლად;
- 2.1.i-ედა 2.1.ii-ექვეპუნქტებში მითითებულ ქმედებებში მონაწილეობა, ასეთი ქმედებების შესრულების, შესრულების მცდელობის, დახმარების, თანამონაწილეობის, მხარდაჭერისა და რჩევის მიზნით გაერთიანება.
2.2. ტერორიზმის დაფინანსება – ტერორისტებისთვის ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ფულადი სახსრების გადაცემა ან შეგროვება იმ განზრახვით, რომ ასეთი სახსრები გამოყენებული ან გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ტერორისტული მიზნებისთვის, იმ შემთხევაშიც კი, თუ ეს სახსრები არ იქნება კავშირში კონკრეტულ ქმედებასთან, სრულად ან ნაწილობრივ, აგრეთვე ისეთი ქმედებების მომზადებისთვის, რომლებიც კანონით მიჩნეულია სისხლის სამართლის დანაშაულად.
2.3. საერთაშორისო სანქციები - ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი არა-სამხედრო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობის შენარჩუნებას ან აღდგენას, კონფლიქტების პრევენციას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დემოკრატიის მხარდაჭერასა და განმტკიცებას, კანონის უზენაესობის დაცვას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და საერთაშორისო სამართლის უზენაესობას.
2.4. კომპლაენსის ოფიცერი - წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და რომლის პასუხისმგებლობაშიც პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელება შედის.
2.5. საქმიანი ურთიერთობა - კლიენტისა და ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტის პროვაიდერის ურთიერთობა.
2.6. ტრანზაქცია - ფულადი სახსრების მოძრაობა ან საგადახდო ორდერი, საბანკო გადარიცხვა, საკრედიტო/სადებეტო ბარათითგადახდა ან კრიპტოვალუტის გადარიცხვა კლიენტისგან პროდუქტის პროვაიდერის მიმართ.
2.7. კლიენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს პროვაიდერის პროდუქტს.
2.8. ბენეფიციარი მფლობელი - არის ფიზიკური პირი, რომელიც:
- საკუთარი გავლენის გათვალისწინებით, ასრულებს ტრანზაქციის, ოპერაციის ან ნებისმიერი სხვა პირის კონტროლს,მის ინტერესებში შედის, მის სასარგებლოდ ან მისიმხრიდან ხორცილდება ტრანზაქცია ან ოპერაცია, ასრულებს ტრანზაქციას, აქტს, განახორციელებს მოქმედებას, ჩაატარებს ოპერაციას, მიიღებს შესაბამის ზომას ან სხვაგვარად განახორციელებს კონტროლს გარიგების, აქტის, მოქმედების, ოპერაციის განხორციელებასა თუ შესაბამისი ზომის მიღებაზე ან სხვა პირის მიმართ, რომლის ინტრესებშიც და ვის სასარგებლოდაც,ან ვისი ხარჯებითაც სრულდება ტრანზაქცია, აქტი,მოქმედება, ოპერაცია ან ზომა.
- საბოლოოდ ფლობს ან აკონტროლებს იურიდიულ პირს აქციების საკმარისი პროცენტული რაოდენობის, ხმის მიცემის უფლებების ან პირდაპირი თუ არაპირდაპირი წილის ფლობით ამ პირის მიმართ, მფლობელის წილების ჩათვლით ან სხვა საშუალებებით კოტროლის გზით. პირდაპირი ფლობა არის კონტროლის განხორციელების თავისებურება, როდესაც ფიზიკური პირი ფლობს 25% წილს პლუს ერთი აქცია ან 25%-ზე მეტ წილს კომპანიაში. არაპირდაპირი ფლობა არის კონტროლის განხორციელების გზა, როდესაც კომპანია, რომელსაც ფიზიკური პირი აკონტროლებს ან რამდენიმე კომპანია, რომლებიც იმავე ფიზიკური პირის კონტროლს ექვემდებარება, ფლობს 25% წილს პლუს ერთი აქცია ან კომპანიის აქტივების 25%-ზე მეტს.
- იმყოფება ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაციის ყველა შესაძლო ზომის ამოწურვის შემდეგ, ii-ე ქვეპუნქტში მითითებული პირის იდენტიფიკაცია შეუძლებელია და არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ასეთი პირი არსებობს ან როდესაც პირიქით, არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი ბენეფიციარი მფლობელი;
- მინდობილობით საკუთრების, სამოქალაქო სამართლებრივი პარტნიორობის, თანასაზოგადოების ან სამართლებრივი შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი მფლობელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებს ასოციაციას პირაპირი ან არაპირდაპირი ფლობით ან სხვაგვარად და არის ასეთი ასოციაციის: დამფუძნებელი ან პირი, რომელმაც ქონება გადასცა ასოციაციის აქტივების შესაქმნელად, რწმუნებული, მმართველი ან მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს და აკონტროლებს ქონების დაცვას, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი პირი დაინიშნება, ან ბენეფიციარი, ან როდესაც საჭიროა ბენეფიციარისა თუ ბენეფიციარების განსაზღვრა, იმ პირების კლასი, რომელთა მთავარ ინტერესებშიც იქმნება ან ოპერირებს ასეთი ასოციაცია.
2.9. პოლიტიკური გავლენის მქონე პირი (PEP) - არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ან რომელსაც დაეკისრა საყოველთაო საჯარო უფლებამოსილებების შესრულება, აღნიშნული ფიზიკური პირი შეიძლება იყოს: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური, მინისტრი და მინისტრის მოადგილე ან თანაშემწე; პარლამენტის ან ანალოგიური საკანონმდებლო ორგანოს წევრი, პოლიტიკური პარტიის მმართველი ორგანოს წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, აუდიტორთა სასამართლოს ან ცენტრალური ბანკის გამგეობის წევრი; ელჩი, მაღალჩინოსანი შეიარაღებულ ძალებში; სახელმწიფო უწყების ადმინისტრაციული, მმართველობითი ან ზედამხედველობის ორგანოს წევრი; დირექტორი, დირექტორის მოადგილე და საბჭოს წევრი ან საერთაშორისო ორგანიზაციის ეკვივალენტური თანამდებობის პირი, გარდა საშუალო ან უმცროსი რანგის თანამდებობის პირებისა.
2.9.1. იმ პირის ოჯახის წევრი, რომელიც ასრულებსსაყოველთაო საჯარო უფლებამოსილებებს, არის პოლიტიკურად აქტიური პირის მეუღლე ან ექვივალენტური პირი; შვილები და მათი მეუღლე, ან პირი, რომელიც ითვლება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული პირის მეუღლედ; პოლიტიკურიზეგავლენის მქონე პირის მშობელი.
2.9.2. იმ პირის ახლო ნათესავი, რომელიც ასრულებს საყოველთაო საჯარო უფლებამოსილებებს, არის ფიზიკური პირი, რომელიც ცნობილია, რომ წარმოადგენს იურიდიული პირის ან იურიდიული ორგანიზაციის ბენეფიციარ მფლობელს ან ერთობლივ ბენეფიციარ მფლობელს, ან აკავშირებს რაიმე სხვა მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა პოლიტიკურიზეგავლენის მქონე პირთან; და ფიზიკური პირი, რომელიც ერთპიროვნულად ბენეფიციალურად ფლობს იმ იურიდიულ პირს ან იურიდიულ ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია, რომ შეიქმნა პოლიტიკური გავლენის მქონე პირის დე ფაქტო სარგებლისთვის.
2.10. პროდუქტის პროვაიდერი – მოხმარების პირობების 2.1 პუნქტის შესაბამისად.
2.11. ვირტუალური ვალუტა - ციფრული ფორმით წარმოდგენილი ფასეულობა, რომლის გადაცემაც, შენახვა ან გაყიდვა ხდება ციფრულად და რომელსაც პირები ღებულობენ, როგორც საგადახდო ინსტრუმენტს; არარეგულირებადი, ციფრული ფულის ტიპი, რომელიც გაიცემა და ჩვეულებრივ კონტროლდება მისი შემქმნელის მიერ, აგრეთვე გამოიყენება და მიიღება სპეციფიკური ვირტუალური საზოგადოების წევრებს შორის.
3. კომპლაენსის ოფიცერი
3.1. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ნიშნავს კომპლაენსის ოფიცერს, რომლის ძირითად უფლება-მოვალეობებში შედის შემდეგი:
3.1.1. აწარმოოს პოლიტიკით შესაბამისობის მონიტორინგი რელევანტურ კანონებთან და აკონტროლოს წარმომადგენელთა საქმიანობის შესაბამისობა პოლიტიკის ფარგლებში დადგენილ პროცედურებთან;
3.1.2. შეაგროვოს და განაახლოს მონაცემები დაბალი საგადასახადო რისკის მქონე ქვეყნებთნ, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი და დაბალი რისკის მქონე ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც დგანან ფულის გათეთრებისა და ტერირისტების დაფინანსების საფრთხის წინაშე;
3.1.3. ჩაატაროს ტრენინგი, გასცეს ინსტრუქცია და მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია წარმომადგენლებს ფულის გათეთრების თავიდან აცილებისა და ტერორისტული დაფინანსების აღკვეთის პროცედურებთან დაკავშირებით;
3.1.4. წელიწადში ერთხელ (ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტი სიხშირით) მთავარ აღმასრულებელ დირექტორს წარუდგინოს ანგარიში პოლიტიკის შესრულების და იმ ტრანზაქციების განხორციელების შესახებ, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ გამიზნულია ფულის გათეთრებისა თუ ტერორიზმის დაფინანსებისთვის;
3.1.5. შეაგროვოს, დაამუშავოს და გააანალიზოს წარმომადგენლებისგან ან კლიენტებისგან მიღებული მონაცემები საეჭვო და უჩვეულო საქმიანობის შესახებ;
3.1.6. უზრუნველყოს ანგარიშგება ფულის გათეთრების ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების საეჭვო შემთხვევებზე და მოახდინოს რეაგირება საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების დაკითხვებზე;
3.1.7. წარადგინოს შეთავაზებები შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების შესახებ.
4. კომპლექსური შემოწმების ზომების განხორციელება
4.1. პროდუქტის პროვაიდერმა უნდა განსაზღვროს და მიიღოს კომპლექსური შემოწმების სათანადო ზომები (შემდგომში წოდებული როგორც კომპლექსური შემოწმება),რისკის შეფასების შედეგების გამოყენებით.
4.2. წარმომადგენლებმა განსაკუთრებულიყურადღება მიაქციონ ტრანზაქციაში მონაწილე კლიენტების საქმიანობას და იმ გარემოებებს, რომლებიც ეხება ფულის გათეთრებას ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებას, კომპლექსურ, მაღალი ღირებულების ან უჩვეულო ტრანზაქციების ჩათვლით, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე გონივრული ეკონომიკური დანიშნულება.
4.3. კლიენტის და/ან ტრანზაქციის რისკის დონიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის მიხედვით, უკვე არსებობს თუ არა საქმიანი ურთიერთობა ან ის მხოლოდ ახლა ყალიბდება, პროდუქტის პროვაიდერი მიმართავს კომპლექსური შემოწმების ჩევულებრივ ზომებს (იხილეთ პუნქტი 5), კომპლექსური შემოწმების გამარტივებულ ზომებს (იხილეთ პუნქტი 8) ან კომპლექსური შემოწმების გაუმჯობესებულ ზომებს (იხილეთ პუნქტი 9). პროდუქტის პროვაიდერმა უნდა ისარგებლოს კომპლექსური შემოწმების უწყვეტი ზომებითსაქმიანი ურთიერთობების მიმდინარე მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
4.4. კომპლექსური შემოწმების ზომები მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
i. კლიენტის იდენტიფიცირება და მისი პირადობის გადამოწმება სანდო, დამოუკიდებელი წყაროების, დოკუმენტების ან მონაცემების გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული იდენტიფიცირების გზით;
ii. კლიენტის წარმომადგენლის იდენტიფიცირება და გადამოწმება, აგრეთვე წარმომადგენლობითიუფლების დადგენა;
iii. კლიენტის ბენეფიციარი მფლობელის იდენტიფიცირება;
iv. საქმიანი ურთიერთობის და ტრანზაქციის დანიშნულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და, საჭიროების შემთხვევაში, შეფასება;
v. კლიენტისბიზნესის კომპლექსური შემოწმება იმ ფაქტის უზრუნველყოფის მიზნით, რომ განხორციელებული ტრანზაქციები შეესაბამება პროვაიდერის მიერ კლიენტის მიმართ პროდუქტის და მისი ფულადი საშუალებების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას;
vi. ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, არის თუ არა კლიენტიპოლიტიკური გავლენის მქონე პირი, პოლიტიკური გავლენის მქონე პირის ოჯახის წევრი ან პოლიტიკური გავლენის მქონე პირის ახლო ნათესავი.
4.5. პროდუქტის პროვაიდერი, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს კლიენტის ქონების/შემოსავლის წყაროს.
4.6. კომპლექსური შემოწმების ვალდებულების სისრულეში მოსაყვანად, წარმომადგენლები სარგებლობენ შემდეგი უფლებებით და ვალდებულებებით:
i. მოითხოვონ შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კლიენტისა და მისი წარმომადგენლების ვინაობის დასადგენად;
ii. მოითხოვონ დოკუმენტები და ინფორმაცია კლიენტის საქმიანობის და ფულადი სახსრების კანონიერი წარმოშობის შესახებ;
iii. მოითხოვონ ინფორმაცია იურიდიული პირის ბენეფიციარი მფლობელების შესახებ;
iv. შეამოწმონ კლიენტის / ტრანზაქციის რისკის პროფილი, შეარჩიონ კომპლექსური შემოწმების შესაბამისი ზომები, შეაფასონ რისკი, არის თუ არა კლიენტი ან ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვა პირი ჩართული ან შეიძლება თუ არა მონაწილეობდეს ფულის გათეთრებაში ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში;
v. განმეორებით განსაზღვრონ კლიენტის ან კლიენტის წარმომადგენლის ვინაობა იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება რაიმე ეჭვი თავდაპირველი იდენტიფიკაციის პროცესში მიღებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით;
vi. უარი თქვან ტრანზაქციაში მონაწილეობაზე ან ტრანზაქციის განხორციელებაზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტრანზაქცია უკავშირდება ფულის გათეთრებას ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებას, ან რომ კლიენტი ან ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვა პირი არის ჩართული ან შეიძლება მონაწილეობდეს ფულის გათეთრებაში ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში.
4.7. მუდმივად გამოყენებული კომპლექსური შემოწმების ზომების მიზანს კლიენტებისა და ტრანზაქციების მიმდინარე მონიტორინგი წარმოადგენს. საქმიანი ურთიერთობის მიმდინარე მონიტორინგის განხორციელება ითვალისწინებს შემდეგს:
i. განხორციელებული ტრანზაქციების საფუძვლიანი შემოწმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნული ტრანზაქციები შეესაბამება პროვაიდერის მიერ კლიენტის მიმართ პროდუქტის, საქმიანობისა და რისკის პროფილის შესახებ მიწოდებულ ცოდნას;
ii. ტრანზაქციებთან დაკავშირებით ფულადი სახსრების წყაროს შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
iii. კომპლექსური შემოწმების ზომების განხორციელების დროს მოპოვებული დოკუმენტების, მონაცემების ან ინფორმაციის მუდმივად განახლება;
iv. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იმ ტრანზაქციებსა და კლიენტის მოქმედებებზე, რაც იწვევს დანაშაულებრივ საქმიანობას ან ფულის გათეთრებასა თუ ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებას, აგრეთვე ტრანზაქციების არსის, მიზეზების და მონაცემების გარკვევა;
v. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საქმიან ურთიერთობებზე ან ტრანზაქციებზე იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც მითითებულია რისკის ქვეყნების ჩამონათვალში მითითებულ მესამე ქვეყანაში.
4.8. კლიენტის, როგორც იურიდიული პირის ყოველწლიური შემოწმება სრულდება რეგულარულად, წელიწადში ერთხელ. განახლებული მონაცემები აისახება პროდუქტის კლიენტის მონაცემთა ბაზაში.
4.9. წარმომადგენელი განაახლებს კლიენტის მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ანუ მიმართავს შესაბამის კომპლესური შემოწმების ზომებს ყოველ ჯერზე, როდესაც:
i. კლიენტი მიმართავს პროდუქტის პროვაიდერს გრძელვადიან ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში;
ii. ინფორმაციის იდენტიფიკაციისა და გადამოწმების შემდეგ წარმოიშვება ეჭვი, რომ ადრე შეგროვებული დოკუმენტები ან მონაცემები არაა საკმარისი, შეცვლილია ან არასწორია. ამ შემთხვევაში, წარმომადგენელს შეუძლია პირისპირ შეხვდეს კლიენტს;
iii. მონაცემები, რომლებიც ეხება კლიენტის ტრანზაქციებს, მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებებზე კლიენტის საქმიანობაში ან საქმიანობის მოცულობაში, რაც იძლევა კლიენტის რისკის პროფილში ცვლილებების განხორციელების გარანტიას;
iv. პროდუქტის პროვაიდერი მესამე პირების ან მედიის საშუალებით შეიტყობს, რომ კლიენტის საქმიანობა ან მის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
4.10. წარმომადგენელი შეაფასებს კლიენტის საქმიანობის არსს და მიზანს, რათა განსაზღვროს შესაბამისი ტრანზაქციის შესაძლო კავშირები ფულის გათეთრებასთან ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებასთან. შეფასების შედეგად გასაგები გახდება საქმიანი ურთიერთობის მიზანი, კლიენტის საქმიანობის არსი, კლიენტის რისკის დონეები და, საჭიროების შემთხვევაში, ტრანზაქციებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების წყაროები.
5. კომპლექსური შემოწმების ნორმალური ზომები
5.1. პროდუქტის პროვაიდერმა სისრულეში უნდა მოიყვანოს ნორმალური კომპლექსური შემოწმება შემდეგ შემთხვევებში:
i. ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარებისთანავე;
ii. თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი ტრანზაქციის ღირებულება გადააჭარბებს 30 000 ლარს, იმის მიუხედავად, სრულდება თუ არა ფინანსური ვალდებულება ერთ ან რამდენიმე გადახდაში;
iii. კომპლექსური შემოწმების ზომების განხორციელებისას ადრე შეგროვებული დოკუმენტები ან ინფორმაცია არაა საკმარისი ან არსებობს გონივრული ეჭვი ასეთი ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით;
iv. ფულის გათეთრების ან ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების შესახებ ეჭვის არსებობის საფუძველზე.
5.2. კომპლექსური შემოწმების ნორმალური ზომების განხორციელებისას, წარმომადგენელი მიმართავს კომპლექსური შემოწმების ზომებს, როგორც ეს მითითებულია 4.4-ე პუნქტში.
5.3. დაუშვებელია ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან ტრანზაქციის განხორცილება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი, შესაბამისი თხოვნის მიუხედავად, ვერ შეძლებს დოკუმენტებისა და სათანადო ინფორმაციის წარდგენას, რაც აუცილებელი იქნება კომპლექსური შემოწმების ჩასატარებლად, ან თუ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ადგილი აქვს ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5.4. თუ შესაბამისი მოთხოვნის მიუხედავად, არსებული კლიენტი ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში დოკუმენტაციას და სათანადო ინფორმაციას კომპლექსური შემოწმების ჩასატარებლად. ასეთი ქმედება ჩაითვლება ხელშეკრულების არსებით დარღვევად და აღნიშნული უნდა ეცნობოს წარმომადგენლის მიერ კომპლაენსის ოფიცერს, ამ შემთხვევაში კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდება, ხოლო საქმიანი ურთიერთობა შეწყდება დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე.
5.5. პროდუქტის პროვაიდერმა არ უნდა დაიწყოს საქმიანი ურთიერთობება ანონიმურ კლიენტებთან.
6. პირის იდენტიფიცირება
8.1. კომპლაენსის ოფიცრის მიმართ გაგზავნილი შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:
8.1.1 საქმიანი ურთიერთობის პროცესში გამოვლენილინებისმიერი უჩვეულო ან საეჭვო გარემოება ან ისეთი ნიშნების არსებობა, რომლებიც მიუთითებს ფულის გათეთრებაზე, ტერორისტების დაფინანსებაზე ან აღნიშნულის მცდელობაზე, რის შესახებაც წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპლაენსის ოფიცერს;
8.1.2. კომპლაენსის ოფიცერი გააანალიზებს და შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს.
8.2. ოფიციალური სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოების მიმართ გაგზავნილი შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:
8.2.1. კომპლაენსის ოფიცერი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, არის თუ არა ტრანზაქცია საეჭვო და, შესაბამისად, გადაუგზავნოს ინფორმაცია შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო უფლებამოსილ ორგანოებს (FIU), ხოლო მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეაჩეროს თუ არა ტრანზაქციის განხორციელება და/ან შეწყვიტოს თუ არა საქმიანი ურთიერთობა;
8.2.2. კომპლაენსის ოფიცერი შეინახავს ნებისმიერ ანგარიშს, რომელთაც მიიღებს წარმომადგენლებისგან საეჭვო ან უჩვეული ტრანზაქციების შესახებ იმ ფორმატით, რომლის აღდგენაც შემდგომ იქნება შესაძლებელი, სრულ ინფორმაციას, რომელიც შეგროვდება ასეთი შეტყობინებების გასაანალიზებლად, აგრეთვე სხვა დაკავშირებულ დოკუმენტაციებსა და შეტყობინებებს, რომლებიც ექვემდებარება ანგარიშგებას შესაბამისი პერიოდისთვის, შეტყობინების გაგზავნისა და ინფორმაციის მიწოდების დროის მითითებით იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც გაგზავნეს ასეთი შეტყობინებები და ინფორმაცია;
8.2.3. კლიენტი ან ტრანზაქციაში მონაწილე პირი (მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაკავშირებული პირების ჩათვლით), რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც საეჭვო, შესაძლოა არ იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე.
7. რისკის შეფასება
პროდუქტისპროვაიდერს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მიღებული უნდა ჰქონდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომა ფულის გათეთრების და ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, პროდუქტის პროვაიდერს შეუძლია უზრუნველყოს ფულის გათეთრების და ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების თავიდან აცილების ან შემცირების ღონისძიებები შესაბამისობაში მოყვანა დადგენილ რისკებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს რესურსების განაწილების შესაძლებლობას ყველაზე ეფექტიანი გზით. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ რესურსების გამოყენება მოხდეს პრიორიტეტების შესაბამისად, რათა ყველაზე მეტი ყურადღება მიექცეს ყველაზე მნიშვნელოვან რისკებს.
8. ანგარიშგება საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
8.1. კომპლაენსის ოფიცრის მიმართ გაგზავნილი შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:
8.1.1 საქმიანი ურთიერთობის პროცესში გამოვლენილინებისმიერი უჩვეულო ან საეჭვო გარემოება ან ისეთი ნიშნების არსებობა, რომლებიც მიუთითებს ფულის გათეთრებაზე, ტერორისტების დაფინანსებაზე ან აღნიშნულის მცდელობაზე, რის შესახებაც წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპლაენსის ოფიცერს;
8.1.2. კომპლაენსის ოფიცერი გააანალიზებს და შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს.
8.2. ოფიციალური სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოების მიმართ გაგზავნილი შეტყობინება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:
8.2.1. კომპლაენსის ოფიცერი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, არის თუ არა ტრანზაქცია საეჭვო და, შესაბამისად, გადაუგზავნოს ინფორმაცია შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო უფლებამოსილ ორგანოებს (FIU), ხოლო მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეაჩეროს თუ არა ტრანზაქციის განხორციელება და/ან შეწყვიტოს თუ არა საქმიანი ურთიერთობა;
8.2.2. კომპლაენსის ოფიცერი შეინახავს ნებისმიერ ანგარიშს, რომელთაც მიიღებს წარმომადგენლებისგან საეჭვო ან უჩვეული ტრანზაქციების შესახებ იმ ფორმატით, რომლის აღდგენაც შემდგომ იქნება შესაძლებელი, სრულ ინფორმაციას, რომელიც შეგროვდება ასეთი შეტყობინებების გასაანალიზებლად, აგრეთვე სხვა დაკავშირებულ დოკუმენტაციებსა და შეტყობინებებს, რომლებიც ექვემდებარება ანგარიშგებას შესაბამისი პერიოდისთვის, შეტყობინების გაგზავნისა და ინფორმაციის მიწოდების დროის მითითებით იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც გაგზავნეს ასეთი შეტყობინებები და ინფორმაცია;
8.2.3. კლიენტი ან ტრანზაქციაში მონაწილე პირი (მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაკავშირებული პირების ჩათვლით), რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც საეჭვო, შესაძლოა არ იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე.