ფასების დინამიკა

საუკეთესო კრიპტო აქტივები ერთ სივრცეში

Choose
TOGEL
Coin name
caret-top-smallcaret-bottom-small
Last price
caret-top-smallcaret-bottom-small
Volume
caret-top-smallcaret-bottom-small
24H
caret-top-smallcaret-bottom-small
logoTether(USDT)USDT
2.8055
1,610.86187000
arrow-up-green0.49 %
ჯამური მიწოდება: 141193635647.97623
მიმოქცევაშია: 138618977175.67438
შეიქმნა: 2015-02-25

Tether (USDT) არის მსოფლიოში პირველი სტაბილური კოინი. ის თავდაპირველად გამოვიდა 2014 წელს Realcoin-ის სახელით. მისი შემქმნელები არიან ბიტკოინის ინვესტორი ბროკ პირსის, მეწარმე რივ კოლინზისა და პროგრამების დეველოპერი კრეიგ სელერსი.

USDT თავდაპირველად გამოიცა ბიტკოინის Omni Layer-ის პროტოკოლით მეშვეობით, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა სხვა ბლოკჩეინებზეც. USDT-ს დიდი ნაწილი დღესდღეობით გამოშვებულია Tron-ისა და Ethereum-ის ბლოკჩეინებში. USDT ასევე გამოშვებულია ისეთ ქსელებში, როგორიცებიცაა: EOS, Algorand, Solana, Liquid და SLP.

logoBitcoin(BTC)BTC
276,026.11
0.32256600
arrow-up-green2.06 %
ჯამური მიწოდება: 19794440
მიმოქცევაშია: 19794440
შეიქმნა: 2010-07-13

ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა და ციფრული გადახდის ფორმა, რომელიც უცნობმა დეველოპერმა, ან დეველოპერთა ჯგუფმა შექმნა სატოში ნაკამოტოს სახელის ქვეშ. ის 2009 წელს გამოქვეყნდა ღია წყაროს სახით. ტრანზაქციები ხორციელდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის, ყველანაირი შუამავლის გარეშე. აღნიშნული ტრანზაქციები დასტურდება ქსელის კვანძების მეშვეობით და აღირიცხება ბლოკჩეინში. იმის გამო, რომ არ არსებობს ცენტრალური სტრუქტურა ან ადმინისტრატორი, ბიტკოინი მოიხსენიება, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მაინინგის ჯილდოს გარდა, ბიტკოინი გამოიყებენა სხვა ვალუტებთან მიმოცვლისათვის, პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად. 2015 წლის თებერვლისთვის, 100, 000-ზე მეტი ბიზნესი იღებდა ბიტკოინს, როგორც გადახდის ფორმას. კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, 2.9-დან 5.8 მილიონ მომხმარებლამდე იყენებს კრიპტო საფულეს, უმეტესობა მათგანი - ბიტკოინის.

logoEthereum(ETH)ETH
10,396.05
14.91134000
arrow-up-green2.39 %
ჯამური მიწოდება: 120444873.4958635
მიმოქცევაშია: 120444873.4958635
შეიქმნა: 2015-08-07

ეთერიუმი არის დეცენტრალიზებული, ღია წყაროს ბლოკჩეინი ჭკვიანი კონტრაქტების ფუნქციონალით. ეთერი (ETH or Ξ) არის კრიპტოვალუტის პირვანდელი პლატფორმა. ის საბაზრო კაპიტალიზაციის ბიტკოინის შემდგომ მეორეა.
2013 წელს პროგრამერ ვიტალიკ ბუტერინის მეშვეობით დაიბადა ეთერიუმის შექმნის იდეა. 2014 წელს მომხმარებელთა დაფინანსების შედეგად დაიწყო მასზე მუშაობა და 2015 წლის 30 ივლისს ქსელი გაეშვა. პლატფორმა ნებისმიერს საშუალებას აძლევს განათავსოს მასზე მუდმივი და უცვლელი დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომლებთანაც მომხმარებლებს შეუძლიათ ურთიერთქმედება. დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციები უზრუნველყოფენ ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს ტიპური ფინანსური შუამავლების საჭიროების გარეშე, მაგალითად ისეთი, როგორებიც არიან ბროკერები, ბირჟები ან ბანკები, როგორიცაა კრიპტოვალუტის მომხმარებლებს უფლებას აიღონ სესხი თავიანთი საკუთრების საწინააღმდეგოდ ან სესხის გაცემის მიზნით. ეთერიუმი ასევე NFT-ს შექმნისა და გაცვლის საშუალებასაც იძლევა. ისინი წარმოადგენენ ციფრული ხელოვნების ნიმუშებს და კლასიფიცირდებიან, როგორც უნიკალურ ციფრულ საკუთრებად. ასევე, სხვა კრიპტოვალუტები მუშაობენ ERC-20-ის ტოკენის სახით ეთერიუმის ბლოქჩეინზე და პლატფორმას გაუკეთეს უტილიზაცია მონეტების საწყისი შეთავაზებისათვის.

ეთერიუმმა განახლებების სერია დაიწყო, რომელიც ეთერიუმ 2.0 სახელით არის ცნობილი და მისი მთავარი მიზანი არის Proof of Stake (PoS)-ზე გადასვლა და ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაზრდა.

logoLitecoin(LTC)LTC
313.91
169.72428000
arrow-up-green2.34 %
ჯამური მიწოდება: 84000000
მიმოქცევაშია: 75293105.80410936
შეიქმნა: 2013-04-28

ლაითქოინი (LTC ან Ł) არის peer-to-peer კრიპტოვალუტისა და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც გამოშვებულია MIT/X11 ლიცენზიით. იგი ადრეულ ალტკოინთა რიგს ეკუთვნის და 2011 წელის ოქტომბერში შეიქმნა. ტექნიკურ დეტალებში ლაითქოინი ბიტკოინის თითქმის იდენტურია.

ის არის ბიტკოინის Core კლიენტის განახლება და ძირითადად განსხვავდება ბლოკის გენერაციის დროში (2.5 წუთი), გაზრდილი ქოინების რაოდენობაში, განსხვავებულ გადაჭრის ალგორითმში (სკრიპტი, SHA-256-ის ნაცვლად) და მცირედით მოდიფიცირებულ GUI-ში.

ლაითქოინი 2011 წლის 7 ოქტომბერს GitHub-ზე გამოქვეყნდა, 13 ოქტომბერს კი ქსელი ჩაეშვა.

logoToncoin(TON)TON
17.127
162.28000000
arrow-up-green3.22 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:
logoSolana(SOL)SOL
623.59
164.49100000
arrow-up-green4.39 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:

ქსელი დაფუძნებულია ანატოლი იაკოვენკოს მიერ, 2017 წელს. სოლანას ბლოკჩეინი იყენებს ე.წ Proof of History (PoH)–ის მეთოდს, რომელიც ათასობით ტრანზაქციის სწრაფად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ამ მეთოდთან ერთად კიდევ სხვა მრავალ მეთოდს იყენებს სოლანა, რომ ე.წ ბლოკის დრო დააჩქაროს. ბიტკოინის ბლოკის დაგენერირებას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება, ეთერიუმს - 15, ხოლო სოლანას 400 მილიწამი.


SOL არის სოლანას ეკოსისტემის მთავარი კრიპტოვალუტა. მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა დაასთეიქონ ქოინი სოლანას ბლოკჩეინზე, PoS კონსესუსის მექანიზმში მონაწილეობის მისაღებად. სთეიქინგის გარდა, SOL გამოიყენება ე.წ ჭკვიან კონტრაქტებთან (Smart Contract) ინტერაქციისას, ტრანზაქციების საკომისიოების გადახდაში. ეთერიუმის მსგავსად, დეველოპერებს აქაც შეუძლიათ ჭკვიანი კონტრაქტების წერა ბლოკჩეინზე. ზოგიერთმა Dapps-მა, SOL-ს ახალი გამოყენებაც მოუძებნა, როგორიცაა აპლიკაციის ე.წ გავერნენსში (Governance) მონაწილეობის მიღება.


SOL-ს არ აქვს მიწოდების ზედა ზღვარი, თუმცა მუშაობს დეფლაციურ მოდელზე, რომლის მიხედვითაც ტრანზაქციების 50% „იწვება“. წარმადობის ზრდასთან ერთად, წვის სიხშირემ უნდა გადაუსწროს SOL-ს გრძელვადიან წლიურ ინფლაციას, რომელიც ოფიციალური წყაროს მიხედვით 1.5% უნდა იყოს 2031 წლისთვის.

logoPolygon(POL)POL
1.65203
10,107.20000000
arrow-up-green1.86 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:
logoAave(AAVE)AAVE
774.58
71.75929000
arrow-up-green1.1 %
ჯამური მიწოდება: 16000000
მიმოქცევაშია: 15009975.5023012
შეიქმნა: 2020-10-02

Aave არის ეთერიუმზე დაფუძნებული #DeFi პროტოკოლი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ციფრული აქტივების სესხება-დადეპოზიტება. პროტოკოლი შექმნა სტანი კულიჩევმა 2017 წელს, თავდაპირველად პლატფორმას ერქვა ETHLend-ი. ETHLend-ზე ტრანზაქციის ორივე მხარის მოთხოვნა-მიწოდება უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს, რაც ლიკვიდურობის პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ 2020 წელს განახლებული პროტოკოლი Aave გამოვიდა. Aave ე.წ ავტომატიზირებული, ალგორითმული „ფულადი მარკეტია“, სადაც სესხები გაიცემა ე.წ ლიკვიდურობის პულებიდან, ანუ არ არის იმის საჭიროება რომ სესხი ინდივიდუალურად შევუსაბამოთ გამსესხებელს.

პლატფორმაზე საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია პულში აქტივის გამოყენების ხარისხზე. თუ კონკრეტული აქტივი მთლიანად გამოყენებულია და არ გვაქვს პულში, მაშინ საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, რომ ე.წ ლიკვიდურობის მიმწოდებლებმა დაადეპოზიტონ საჭირო აქტივი.

AAVE არის ERC-20 სტანდარტის AAVE -ს პროტოკოლის ტოკენი. მისი ძირითადი დანიშნულება პლატფორმაზე ცვლილებების შეტანაში მონაწილეობის მისაღებად გამოყენებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ “Safety Module”-თან ინტერაქციაში მისი როლიც.

logoCardano(ADA)ADA
2.86885
8,412.400000
arrow-up-green0.76 %
ჯამური მიწოდება: 44995057356.92572
მიმოქცევაშია: 35112728715.27779
შეიქმნა: 2017-10-01

კარდანო არის ღია ბლოკჩეინ პლატფორმა. ის არის დეცენტრალიზებული, Proof of Stake (PoS)-ის მეთოდის მეშვეობით მიღებულ კონსენსუსზე დაყრდნობილი. მას აქვს ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მისივე კრიპტოვალუტის მეშვეობით, რომელსაც ადა ქვია.

კარდანო ეთერიუმის თანადამფუძნებლის ჩარლზ ჰოსკინსონის მიერ 2015 წელს შეიქმნა. პროექტის დეველოპმენტი და განვითარება მიმდინარეობს Cardano Foundation-ის მიერ, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში. ადა არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა, რომელიც Proof of Stake (PoS)-ის მეთოდს იყენებს, რომელიც Proof of Work (PoW)-ს მწვანე ალტერნატივად ითვლება.

logoAxie Infinity(AXS)AXS
21.08
165.40200000
arrow-up-green2.37 %
ჯამური მიწოდება: 270000000
მიმოქცევაშია: 155711626.47019878
შეიქმნა: 2020-08-31

Axie Infinity - NFT-ზე დაფუძნებული ონლაინ ვიდეო თამაში, რომელიც ვიეტნამურმა სტუდია Sky Mavis-მა შეიმუშავა. თამაში ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებს.

Axie Infinity-ის ეკოსისტემაში, თამაშის გმირებს Axie-ები ჰქვიათ. ისინი NFT-ები არიან. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ისინი თქვენს კრიპტო საფულეში, გაგზავნოთ სხვა ეთერიუმის მისამართზე ან მიჰყიდოთ მოთამაშეებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მარკეტფლეისზე - OpenSea. Axie-ების გარდა თამაში მოიცავს ვირტუალურ მიწას და სხვა ატრიბუტებს.

Axie Infinity-ის ყოველდღიურად 300,000 მომხმარებელი ჰყავს.

Axie Infinity- ის თამაშისას, მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიმუშავონ AXS (Axie Infinity Shards) ტოკენები. AXS ივაჭრება ბევრ მაღალ-რეიტინგულ ბირჟაზე, მათ შორის Binance-ზეც. ქართულ ბირჟებს შორის, AXS - ის ყიდვა მხოლოდ Cryptal-ზე შეგიძლიათ.

logoBitcoin Cash(BCH)BCH
1,482.64
27.94013000
arrow-up-green2.84 %
ჯამური მიწოდება: 19800331.25
მიმოქცევაშია: 19800331.25
შეიქმნა: 2017-07-23

მაშინ, როდესაც ბიტკოინის დეველოპერთა ჯგუფი ვერ შეთანხმდა ბიტკოინის კოდის ცვლილებაზე, იგი გაიყო და დარჩა საწყისი - ბიტკოინ ქეში, რომელმაც ტექნოლოგიური ცვლილება განიცადა. ბიტკოინ ქეშის შექმნის მიზანი ბიტკოინში არსებული პრობლემების გადაჭრა და გამოსწორებაა იყო.

ბიტკოინ ქეშის ტრანზაქციები უფრო სწრაფია, ვიდრე ბიტკოინის, რადგან ბლოკის ზომა 1 მგ-დან 8 მგ-მდე გაიზარდა. ბიტკოინთან შედარებით ასევე შემცირებულია ტრანზაქციის გადასახადი.

ასევე ეს კრიპტოვალუტა არის სწრაფი, სანდო, მარტივი, სტაბილური და დაცული.

logoBNB(BNB)BNB
1,931.75
25.11243000
arrow-up-green1.99 %
ჯამური მიწოდება: 144008722.22
მიმოქცევაშია: 144008722.22
შეიქმნა: 2017-07-25

BNB არის კრიპტოვალუტა, რომელიც შექმნა Binance-მა 2017 წელს. თავდაპირველად BNB იყო ERC-20 სტანდარტის, ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენი, თუმცა ახლა იგი Binance-ის ბლოკჩეინის ე.წ „ადგილობრივი“ ვალუტაა. BNB-ს აქვს გამოყენების უამრავი მაგალითი, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ Binance-ის ეკოსისტემაში მას ვაჭრობის საკომისიობზე ფასდაკლებებისთვის იყენებენ. BNB-ს ასევე იყენებენ სამოგზაურო მიზნებისათვის სასტუმროებისა და ფრენების დასაჯავშნად, ვირტუალური საჩუქრების შესაძენად, საკრედიტო ბარათით შოპინგისას და სხვა მრავალი.

1 BNB-ის ფასი გამოშვების მომენტში $0.11 იყო.

logoChiliz(CHZ)CHZ
0.28687
15,652.40000000
arrow-up-green0.49 %
ჯამური მიწოდება: 9206791217
მიმოქცევაშია: 9206791217
შეიქმნა: 2019-07-01

ჩილიზი არის პოპულარული ციფრული ვალუტა, რომელსაც სპორტული და გასართობი ფან-კლუბები იყენებენ Socios-ს პლატფორმის გამოყენებით. როდესაც გულშემატკვირები ჩილიზს შეიძენენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შესაბამის კლუბში წილის მფლობელები გახდნენ.

logoCompound(COMP)COMP
270.98
59.78215000
arrow-up-green1.23 %
ჯამური მიწოდება: 10000000
მიმოქცევაშია: 8848459.57719575
შეიქმნა: 2020-06-16

Compound-ი არის ისეთი DeFi პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კრიპტოვალუტების სესხება ან დადეპოზიტება, მესამე მხარის ჩართვის გარეშე. პლატფორმასთან ინტერაქციისთვის საჭიროა მხოლოდ ეთერიუმის საფულე და კაპიტალი.


სესხება-გასესხებისათვის პლატფორმაზე გამოიყენება შემდეგი კრიპტოვალუტები : ETH, COMP, WBTC(Wrapped Bitcoin), USDC, DAI, USDT, ZRX, BAT, REP, TUSD, UNI, LINK, MKR, FEI, AAVE, SAI, YFI, SUSHI, და USDP.

COMP არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პლატფორმაზე ცვლილებების შეტანა. გარდა ამ ფუნქციისა, პლატორმის აქტიურად გამოყენების წასახალისებლად, ნებისმიერი ინტერაქციის დროს მომხმარებელი, იქნება ეს მსესხებელი თუ გამსესხებელი, ჯილდოვდება COMP-ით.

logoDAI(DAI)DAI
2.8020
326.14510000
arrow-up-green0.53 %
ჯამური მიწოდება: 5365382702.664872
მიმოქცევაშია: 5365382702.664872
შეიქმნა: 2019-11-22

დაი არის სტაბილური კრიპტოვალუტა, რომლის მიზანიც არის, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინის გავლით, ავტომატიზირებული ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით შეინარჩუნოს მაქსიმალურად ახლო ფასი ამერიკულ დოლართან მიმართებით. დაი გამართული და რეგულირებული არის MakerDao-ს მიერ, რომელიც არის დეცენტრალიზებული და ავტონომიური ორგანიზაცია (DAO), რომელიც დაის სტაბილურობის შესანარჩუნებლად უზრუნველყოფს ხმის მიცემის საფუძველზე ჭკვიან კონტრაქტებში პარამეტრების ცვლილებებს.

დაი და MakerDao მიჩნეულია, როგორც პირველი დეცენტრაზიებული ფინანსების მაგალითად, რომელმაც საგრძნობი პოპულარობა პოვა.

logoDogecoin(DOGE)DOGE
1.11407
19,805.90000000
arrow-up-green1.09 %
ჯამური მიწოდება: 147153326383.70526
მიმოქცევაშია: 147153326383.70526
შეიქმნა: 2013-12-15

Dogecoin არის კრიპტოვალუტა, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ძაღლის ჯიშის ცნობილ ინტერნეტ მიმზე. აღნიშნული კრიპტოვალუტა 2013 წელს Litecoin-ის გამოეყო.

logoThe Graph(GRT)GRT
0.74042
12,359.00000000
arrow-up-green0.64 %
ჯამური მიწოდება: 10799706720.163599
მიმოქცევაშია: 9548531509.165474
შეიქმნა: 2020-12-17

Graph არის ინდექსირების პროტოკოლი, რომელიც მოითხოვს ბლოკჩეინის მონაცემებს ისეთი ქსელებიდან, როგორიცაა Ethereum და InterPlanetary File System (IPFS). ღია API-ები, სახელწოდებით ქვეგრაფები, შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა, რათა Graph-ის მხარდაჭერილი ქსელებიდან მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს.

logoChainlink(LINK)LINK
63.9382
385.59600000
arrow-up-green3.12 %
ჯამური მიწოდება: 1000000000
მიმოქცევაშია: 626849970.4527867
შეიქმნა: 2017-09-20

ჩეინლინკი არის ეთერიუმზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ბლოქჩეინ ორაკლის ქსელი. ჩეინლინკის მიზანია, რომ ფასილიტაცია გაუწიოს შემაფერხებელი მონაცემების გადაცემას, რომელიც ჭკვიან კონტრაქტებში მოხვდება. მისი შემქმნელების მტკიცებით, ჩეინლინკის გამოყენება შესაძლებელია იმის შესამოწმებლად, არის თუ არა დაკმაყოფილებული ჭკვიანი კონტრაქტის პარამეტრები კონტრაქტის რომელიმე დაინტერესებული მხარისგან დამოუკიდებლად, „კონტრაქტის უშუალოდ რეალურ სამყაროსთან დაკავშირებით, გადახდებთან თუ სხვა მონაცემებთან“.

ტოკენი ლინკი არის ERC-677-ის ტოკენი, რომელიც თავისმხრივ ERC-20-ის გაფართოებაა. ჩეინლინკის განცხადებით, აღნიშნული ვაჭრობიდან მიღებული დივიდენდები გამოიყენება კვანძის ოპერატორებისთვის გადასახდელად, რომლებიც ინფორმაციას იღებენ ჭკვიანი კონტრაქტებიდან და ასევე, დეპოზიტებისთვის, რომლებიც აღნიშნულმა ოპერატორებმა კონრტაქტების შემქმნელების საფუძლვეზე გააკეთეს. ტოკენების შენახვა შესაძლებელია ERC-20-ის ნებისმიერ საფულეში, რამეთუ ERC-677 მოიცავს ყველა ფუნქციონალს, რასაც ERC-20.

logoDecentraland(MANA)MANA
1.70745
2,613.80000000
arrow-up-green3.14 %
ჯამური მიწოდება: 2193179327.320146
მიმოქცევაშია: 1942255184.1130493
შეიქმნა: 2017-09-17

დეცენტრალენდი არის ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვირტუალური სამყარო, იგივე მეტავერსი, სადაც როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისევეა შესაძლებელი უძრავი ქონებისა თუ სხვა აქტივების შეძენა. მაგალითისთვის, მომხმარებელს MANA-ს კრიპტოვალუტის გამოყენებით შეუძლია ვირტუალური მიწის ნაკვეთის ყიდვა (LAND), რომელიც არის NFT.

MANA არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, ხოლო სხვა ყველა უნიკალური აქტივი დეცენტრალენდში, LAND-ის ჩათვლით არიან non-fungible ERC-721 სტანდარტის ტოკენები. მათი შენახვა შესაძლებელია კრიპტო საფულეებში, ხოლო გაყიდვა დეცენტრალენდის Marketplace-ზე.

დეცენტრალენდს მისი შემქმნელები, არგენტინელი არი მეილიჩი და ესტებან ორდანო, 2015 წლიდან ავითარებდნენ. პროექტი 2017 წელს გამოვიდა და ციფრული მიწა მხოლოდ $20-ად იყიდებოდა. 2021 წელს კი NFT-ების პოპულარობის ზრდასთან ერთად ფასი $6,000 დან $100,000-მდე მერყეობდა. 2021 წლის დეკემბერში პლატფორმას თვეში 500,000 აქტიური მომხმარებელი ყავდა.

logoPepe(PEPE)PEPE
0.00006526
1,101,004,636
arrow-down-red1.07 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:
logoThe Sandbox(SAND)SAND
1.96508
1,940.40000000
arrow-up-green0.54 %
ჯამური მიწოდება: 3000000000
მიმოქცევაშია: 2430232126.2233224
შეიქმნა: 2020-08-05

სენდბოქსი - დეცენტრალიზირებული ვირტუალური სამყარო ეთერიუმის ბლოკჩეინზე.

თავდაპირველი ვერსია 2011 წელს შეიქმნა, როგორც სათამაშო პლატფორმა მობილურზე, 2018 წელს კი თანადმფუძნებლებმა სებასტიან ბორგეტმა და არტურ მადრიდმა გადაწყვიტეს მეტავერსის შექმნა ბლოკჩეინზე. საბოლოო ვერსია კი 2020 წელს გამოვიდა.

მოთამაშებს შეუძლიათ მოაწყონ თავიანთ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული ე.წ სათამაშო გარემო და შექმნან ციფრული აქტივები, უფასო პროგრამის დახმარებით (VoxEdit). ციფრული აქტივები შესაძლოა გაიყიდოს როგორც NFT, სენდბოქსის მარკეტზე(The Sandbox Marketplace).

რაც შეეხება SAND-ს, რომელიც ERC-20 სტანდარტის ტოკენია, იგი გამოიყენება ეკოსისტემაში ყველა ტრანზაქციის შესასრულებლად და თამაშში ნებისმიერი ტიპის ინტერაქციისათვის. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ გინდა რომ პლატფორმაზე ითამაშო, შეისყიდო LAND-ი, ან ივაჭრო NFT-ებით სენდბოქსის მარკეტზე, აუცილებლად უნდა ფლობდე SAND-ს. SAND ასევე გამოიყენება პლატფორმაზე რაიმე ცვლილების შეტანისას ხმის მისაცემად და სთეიქინგშიც ჯილდოების მოსაპოვებლად.

logoShiba Inu(SHIB)SHIB
0.00007642
913,059,377.0
arrow-up-green0.57 %
ჯამური მიწოდება: 589508596522228
მიმოქცევაშია: 589255626238149.2
შეიქმნა: 2020-08-01

შიბა ინუს ტოკენი (SHIB) არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც დახასიათებულია, როგორც “meme ქოინი”. იგი შეიქმნა 2020 წლის აგვისტოში უცნობი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, სახელად რიოში. ქოინს სახელი შიბა ინუ (柴犬), ჩიბუს რეგიონში წარმოშობილი იაპონური ძაღლის ჯიშის შემდგომ დაერქვა. ეს იმავე ჯიშია, რომელიც დოჯქოინის სიმბოლოა და იგიც თავისთავად სატირიკული კრიპტოვალუტაა, რომელიც “Doge meme”-ზე დაყრდნობით შეიქმნა.

შიბა ინუ 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და თავი “დოჯქოინის მკვლელად” გამოაცხადა. 13 მაისს, ვიტალიკ ბუტერინმა 50 ტრილიონ შიბაზე მეტი გადარიცხა ინდოეთში კოვიდ-კრიპტო ფონდში.

logoTron(TRX)TRX
0.76644
15,973.200000
arrow-up-green1.61 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:
logoUniswap(UNI)UNI
44.0926
402.18400000
arrow-up-green3.5 %
ჯამური მიწოდება: 1000000000
მიმოქცევაშია: 600483073.71
შეიქმნა: 2020-09-17

უნისვაპი არის დეცენტრალიზებული გაცვლის პროტოკოლი, რომელიც დაფუძნებულია ეთერიუმის ბლოკჩეინზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ERC-20 ტოკენების სრულად აკონტროლოს. მისი პირველი ვერსია (Uniswap v1) 2018 წლის ნოემბრიდან არის მოქმედი (ჩაეშვა DevCon 4-ზე), ხოლო მეორე - 2020 წლის მაისში გაეშვა (Uniswap v2). უნისვაპში მომხარებლებს შეუძლიათ ტოკენების გაცვლა, აღნიშნული ტოკენების საერთო ჯგუფში ჩაგდება მოგების მაქსიმალიზაციის მიზნით, ან მისი დალისთვა ცენტრალური შუამავლის მინდობის გარეშე. ყოველი ტრანზაქცია პირდაპირ ქსელში ხორციელდება, სადაც საკომისიოები არსებობს, შესაბამისად უნისვაპი ეთერიუმის საჯარო ქსელში საკომისიოების მიმართულებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ამავე დროს, იგი ყველაზე გამოყენებადი დეცენტრალიზებული აპლიკაცია იყო 2021 წლის დასაწყისში. უნისვაპი შექმნილია უნიკალურ სისტემაზე, რომელსაც Automated Market Maker (AMM) ქვია. ლიკვიდურობა იქმნება ორი ERC-20 ტოკენისგან შემდგარი საერთო ქსელით. ლიკვიდურობის წარმოქმნისათვის მონაწილეები (ლიკვიდურობის პროვაიდერები ან LP) ჯილდოს სახით იღებენ გადაცვლების შემდეგ დატოვებულ საკომისიოებს. Uniswap v2-ში, გადაცვლის საკომისიო განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო თანხის 0.30%-ით. შეგროვებული საკომისიოები თავსდება სარეზერვო სივრცეში. მაშინ, როცა პროტოკოლი ჩაირთვება, უნისვაპის მფლობელები ყოველი გაცვლიდან 0.05% მიიღებენ, ლიკვიდურობის პროვაიდერთა ჯილდო კი, 0.25%-მდე დაიწევს. მიუხედავად იმისა, რომ უნისვაპი პირველი AMM არ ყოფილა, აღნიშნულმა მოვლენამ მის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი, რამაც თავისთავად წარმართა პროცესი და საბოლოოდ შეიქმნა SushiSwap. აღნიშნული კი, ძლიერ ემყარება ღია წყაროს კონტრაქტებს. უნი არის ERC-20-ის ტოკენი, რომელიც დაფუძნებულია ეთერიუმის ბლოკჩეინზე და იძლევა უნისვაპის პროტოკოლის, პროტოკოლის საკომისიოების მოქმედების (თუ ის გააქტიურდება 0.05% უნის ტოკენის მფლობელების მიმართულებით გადაადგილდება), eth ENS და SOCKS ლიკვიდურობის ტოკენის კონტროლის შესაძლებლობას.

logoUSD Coin(USDC)USDC
2.8047
357.397000
arrow-up-green0.53 %
ჯამური მიწოდება:
მიმოქცევაშია:
შეიქმნა:

ე.წ. Stablecoin, რომლის ფასიც მუდმივად უცვლელია. ამ შემთხვევაში, USDC კოინი არის დოლართან მიმართებაში მუდმივად მყარი.

კოინი შექმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Centre-მა 2018 წელს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრიპტო-ბირჟა Coinbase-ისა და ფინტექ კომპანია Circle-ის მხარდაჭერით. სწორედ ამიტომ, USDC ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს კრიპტო ინვესტორების წრეში. Tether-ისაგან განსხვავებით, 100%-იანი რეზერვის ფლობის შესახებ CENTRE ყოველთვიურ გამჭირვალობის რეპორტს აქვეყნებს. USDC, Tether-ის შემდგომ მეორე ყველაზე დიდი stablecoin-ია. მისი მუდმივი ღირებულება 1$-ს შეადგენს.

logoStellar(XLM)XLM
1.16505
17,578.7000000
arrow-down-red4.54 %
ჯამური მიწოდება: 50001786911.162926
მიმოქცევაშია: 30161645348.185177
შეიქმნა: 2014-08-05

დეცენტრალიზებული, ღია ქსელი, რომელიც 2014 წელს რიპლის თანადამფუძნებლის, ჯედ მაკლების და იურისტ ჯოი კიმის მიერ შეიქმნა. თავდაპირველად ის Ripple-ის პროტოკოლს ეფუძნებოდა, თუმცა განახლების შემდეგ ის SCP-ის პროტოკოლზე გადავიდა, რომლის შექმნაზეც სტენფორდის პროფესორი დეივიდ მაზიერსი მუშაობდა. ამ პროტოკოლის მიხედვით, ტრანზაქციების ვერიფიკაცია რამდენიმე შერჩეული სანდო ნოდის მიერ ხდება, რაც ტრანზაქციების გატარების სისწრაფეს საშუალოდ 3-5 წამში უზრუნველყოფს.

XLM, იგივე ლუმენსი, არის სტელარის ქსელის ტოკენი, გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისათვის, რომელიც ტრადიციულ ფინანსურ სისტემებზე ბევრად უფრო სწრაფი და იაფია. მაგალითისათის, თუ სამხრეთ კორეა გამოიყენებს სტელარის ქსელს რომ ფული გაგზავნოს ბრაზილიის ბანკში, სტელარი ავტომატურად გადააკონვერტირებს ვონს XLM-ში, ტრანზაქცია გატარდება ბლოკჩეინზე და ბოლოს XLM გადაკონვერტირდება ბრაზილიურ რეალში იმ მომენტში მოცემული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

logoRipple(XRP)XRP
6.59704
15,318.100000
arrow-down-red0.56 %
ჯამური მიწოდება: 99986904872
მიმოქცევაშია: 57117231849
შეიქმნა: 2013-08-04

რიპლი უნიკალური კრიპტოვალუტაა, რომლის მიზანი საერთაშორისო ფულადი გზავნილების გამარტივება და გაიაფებაა. სწორედ ამ დანიშნულებით შეიქმნა ეს კრიპტოვალუტა 2012 წელს. რიპლის ოდენობა 100 მილიარდია, აქედან ნახევარი, უშუალოდ Ripple Labs-ის მფლობელობაშია. ეს მიდგომა განსხვავდება სხვა კრიპტოვალუტებისგან, რომლებშიც საკონტროლო ოდენობა არ არის თავმოყრილი რომელიმე ჰოლდინგის მფლობელობის ქვეშ.


საერთაშორისო ფულად გადარიცხვას 3-დან 5 სამუშაო დღემდე სჭირდება. რიპლის საშუალებით კი ასეთი ოპერაცია შესაძლოა მოხდეს წამებში. გადარიცხვის საკომისიოც მნიშვნელოვნად დაბალია, თუკი მას შევადარებთ თანხას, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტები და სხვა კრიპტოვალუტები იღებენ.

რიპლს აქვს ძალიან მკაფიო გამოყენება - საერთაშორისო გადახდები.

რიპლი არის იმ მცირე კრუპტოვალუტების პლატფორმებს შორის, რომლებიც რეალურ დროში იტესტებიან, მაგალითად რიპლის პლატფორმას იყენებს კომპანია ,,ამერიქან ექსპრესი’’

რიპლი 2017 წლის მეორე კვარტალში ტოპ კრიპტოვალუტებს შორის მოხვდა. იმის შემდეგ ის იზრდება და მერვე კრიპტოვალუტაა ტოპ 10 ყველაზე ღირებულ კრიპტოვალუტას შორის.

Support