სანამ ბიტკოინის ყიდვას დაიწყებ
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, სანამ ბიტკოინის ყიდვას დაიწყებ.
ამ ბლოში კი ნახავ, დანარჩენ 5 რჩევას, რომელიც გამოგადგება კრიპტოს წარმატებით ყიდვასა და ინვესტიციაში.
მეექვსე რჩევა - არასოდეს გაუზიარო Private Key სხვას
შესაბამისი ბიტკოინის საფულის შერჩევის შემდგომ, მნიშვნელოვანია რომ მის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად იზრუნო. Private Key არის ერთგვარი პაროლი, რომლის მეშვეობითაც წვდომა გაქვს საკუთარ ბიტკოინთან.
კარგად შეინახე ის, რომ არ დაკარგო და არავის გაუზიარო შენი Private Keys!
მეშვიდე რჩევა - თვალი ადევნე კრიპტო ბაზარს
წარმატებული კრიპტო მოგზაურობისათვის აუცილებელია მუდმივად ხელი გეჭიროს კრიპტო პულსზე. გაეცანი ბაზარს და ადევნე თვალი რა ტენდენციები და სიახლეებია ბიტკოინის ირგვლივ.
სხვადასხვა დიდი ინვესტორის ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ბიტკოინის ფასზე იმოქმედოს, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალი მუდმივად ადევნო კრიპტო ბაზარზე არსებულ სიახლეებს.
მერვე რჩევა - იყიდე იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია
კრიპტოვალუტები საკმაოდ ვოლატილური აქტივებია, შესაბამისად ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ ისეთი დროში გამოცდილი და დიდ საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე აქტივიც კი, შეიძლება რისკის ქვეშ იდგეს, როგორიც ბიტკოინია.
დაიმახსოვრე კრიპტოვალუტების ყიდვის პირველი წესი, იყიდი მხოლოდ იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია და არასდროს განახორციელო სრული დანაზოგის ან თანხის ინვესტირება.
მეცხრე რჩევა - არ განახორციელო ბიტკოინის ყიდვა & გაყიდვა ემოციების ფონზე
პანიკური და ემოციურ ფონზე განხორციელებული შესყიდვები ან გაყიდვები კრიპტოვალუტებისა და თრეიდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა.
როდესაც კრიპტო ბაზარი ეცემა და ფასები ქვემოთ ჩამოდის, ნუ შეშინდები, არ დაიწყო შენი ბიტკოინის გაყიდვა მხოლოდ ამ მიზეზით.
დაიმახსოვრე, ნებისმიერ საფინანსო ბაზარს აქვს როგორც დაღმასვლები, ასევე აღმასვლები და ეს გარდაუვალი მომენტია.
მეათე რჩევა - შეინახე ბიტკოინი: HODL!
ადამიანებს, რომლებსაც ბიტკოინის ენთუზიასტებს უწოდებენ, ოქროს წესი აქვთ - თავიანთ ბიტკოინს ისინი საფულეში უსაფრთხოდ დიდი ხნით ინახავენ, ანუ HODL-ავენ.
უამრავი კრიპტო თრეიდერის და ექსპერტის მოლოდინია, რომ ბიტკოინი $100,000 ნიშნულს მიუახლოვდება, შესაბამისად რატომ გაყიდი აქტივს მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი მხოლოდ $50,000?
მისი შენახვით და დროის გარკვეულ მონაკვეთში აქტივის საფულეში დაყოვნებით შენი კრიპტოვალუტის ფასი მოსალოდნელია რომ გაიზარდოს, ვინაიდან ბიტკოინს აქვს ლიმიტირებული რაოდენობა, ბაზარზე მისი შემცირება კი, რაც ბუნებრივი მოვლენაა, მოთხოვნის გარდაუვალ გაზრდას გამოიწვევს.