Სარჩევიchevron-down
რა მოხდა კრიპტოში 2023 წელს?
ბიტკოინი და 2023 წელი
ხელოვნური ინტელექტი (AI) და 2023 წელი
მიმები, მიმ ქოინები და 2023 წელი
რიპლი vs SEC
FTX, ბაინანსი და CZ
რა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა 2023 წლის ყოველ თვეს?
იანვარი - კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია
თებერვალი - SEC და სტეიკინგი
მარტი - ბიტკოინ ორდინალების პირველი ჩანასახი
აპრილი - PEPE-ს აღმავლობა
მაისი - მზარდი მიმ ქოინები
ივნისი - კრიპტო რეგულაციები
ივლისი - ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტა
აგვისტო - PayPal და კრიპტოვალუტა
სექტემბერი - ჩეინლინკი
ოქტომბერი - FTX-ის კრახი
ნოემბერი - ბაინანსის პრობლემა
დეკემბერი - ფასების ზრდა
10 მნიშვნელოვანი მოლოდინი კრიპტოში 2024 წელს?
მოლოდინი 1 - ბიტკოინი $80,000 ასცდება
მოლოდინი 2 - ბიტკოინის ETF
მოლოდინი 3 - ბიტკოინის განახევრება
მოლოდინი 4 - სტაბილური კრიპტოვალუტების აღმავლობა
მოლოდინი 5 – J.P. Morgan და აქტივების ტოკენიზაცია
მოლოდინი 6 - ეთერიუმით მიღებული შემოსავალი გაორმაგდება
მოლოდინი 7 – NFT-ის გამოცოცხლება
მოლოდინი 8 - ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტა
მოლოდინი 9 - კრიპტოს დასტეიკება და ფსონების განთავსება
მოლოდინი 10 - ეთერიუმის საკომისიო რეკორდულად დაეცემა
Calendar on the left side of the visual with Georgian text on the right side
2024-01-05clock10 minutes

რა მოხდა კრიპტოში 2023 წელს?

მთელი 2023 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა აქტუალური თემა იყო დანერგილი სიახლეების, კრიპტოზე ფასების აღმასვლა-დაღმასვლისა და უამრავი საინტერესო ნიუანსის გამო.

გასულ წელს მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები ვიხილეთ, როგორც ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, ასევე კრიპტო რეგულაციების შემოღების კუთხითაც, ეს ყოველივე კი საბოლოოდ, მომხმარებლების აქტივებზე და პოტენციურ საინვესტიციო გეგმებზე საგრძნობლად აისახა.

მთელი 2023 წლის კრიპტო ბაზარი გაჯერებული იყო 2022 წლის ნარატივით, რომლის განმავლობაშიც ბაზარზე “დათვები” აქტიურობდნენ, თუმცა წლის მიწურულს მაინც გამოიდარა და აქტივებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ამის პარალელურად, ა.შ.შ.-ს მთავარი მარეგულირებელი ორგანო SEC მნიშვნელოვან სიგნალებს ავრცელებდა კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების კუთხით და კრიპტო ენთუზიასტთა დიდი ნაწილი ახლა ETF-ების გამოსვლას ელოდება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, გასული წელი გაჯერებული იყო 2022 წლის უარყოფითი გავლენებით, თუმცა ბიტკოინმა მისი მფლობელები მაინც დააჯილდოვა და აქტივმა დაიბრუნა ფასის ზრდის ტენდენცია, რა დროსაც წლის ბოლო 3 თვეში ერთეულის ღირებულება დაახლოებით $20,000-ით გაიზარდა.

ბიტკოინი და 2023 წელი

მთელი წლის განმავლობაში არსებული რთული მაკროეკონომიკური გარემოს მიუხედავად, კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია გაუმჯობესდა და $1.4 ტრილიონს გადასცდა, რაშიც დიდი როლი მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტა ბიტკოინმა შეასრულა.

მაგალითად, 2023 წლის პირველ თვეში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 50%-ით გაიზარდა და $16,600-დან $24,000-ზე ავიდა. სწორედ ამ მაჩვენებლის გამო, ცნობილმა საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs-მა ბიტკოინი 2023 წლის იანვრის თვის საუკეთესო საინვესტიციო აქტივად დაასახელა.

გარდა ამისა, საბაზრო კაპიტალიზაციის გაჯანსაღებაში დიდი წვლილი ბიტკოინის ETF-ს მიუძღვის, რომლის გამოსვლასაც კრიპტო ენთუზიასტების დიდი ნაწილი ელოდება. 2023 წლის განმავლობაში ETF-ებით მსოფლიოში ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია BlackRock დაინტერესდა, რომელთა მმართველობაშიც $9.4 ტრილიონის ღირებულების აქტივებია. სწორედ მათმა ინტერესმა გამოიწვია მომხმარებლების მოლოდინიც და ბაზარზე პოზიტიური სიგნალებიც.

დამატებით, საინტერესოა ისიც, რომ ბიტკოინის ორდინალებმა ახალი სტიმული მისცეს კრიპტოვალუტასა და მის მფლობელებს, რომ ეყიდათ და შეენახათ მეტი ციფრული აქტივი.

ხელოვნური ინტელექტი (AI) და 2023 წელი

გარდა ამისა, 2023 წელი მნიშვნელოვნად გარდამტეხი გამოდგა ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხითაც. სწორედ გასულ წელს ჩაეშვა ისეთი ცნობილი AI პროდუქტი, როგორიც ChatGPT არის. სწორედ OpenAI-ის ძალისხმევის შემდგომ დაინტერესდნენ ინდუსტრიით ისეთი გიგანტები, როგორებიც Google და Meta არიან და მათაც დაიწყეს თავიანთი ხელოვნური ინტელექტის მოდელის შემუშავება.

ChatGPT-ის გაშვების გარდა, მნიშვნელოვანი იყო მისი GPT-3-დან GPT-4-ზე გადასვლა, რამაც პროდუქტი უფრო დახვეწილი, ჭკვიანი და ინდივიდუალური გახადა. დამატებით, ხელოვნურ ინტელექტს აქვს DALL·E 3 მხარდაჭერა და მას შენს მიერ ნაკარნახევი ტექსტის მეშვეობით ვიზუალური ფოტოების შექმნა შეუძლია.

სწორედ ამ მიმდინარეობის განვითარების წყალობით, კრიპტო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უამრავი ახალი ინდუსტრია და შესაძლებლობა გაჩნდება მომავალში, მაგალითად უკვე შესაძლებელი ხდება NFT და კრიპტო & Play-to-Earn სათამაშო სივრცეების განვითარება.

ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელების წყალობით AIტოკენებმა განსაკუთრებული ზრდა ნახეს 2023 წლის პერიოდში, რა დროსაც მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $8 მილიარდიდან $28 მილიარდამდე გაუმჯობესდა.

მიმები, მიმ ქოინები და 2023 წელი

2023 წელი გარდამტეხი გამოდგა მიმებზე დაფუძნებული კრიპტოვალუტებისა და მათი მფლობელებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე მეტად მათ იხეირეს.

სხვადასხვა მიზეზების გამო, კრიპტოვალუტებზე და განსაკუთრებით მიმ ქოინებზე 2023 წლის პერიოდში ცნობიერება გაიზარდა და ადამიანები ამ კრიპტოს ყიდვით უფრო მეტად დაინტერესდნენ, შესაბამისად მათ ფასებიც ცაში გაფრინდა.

მაგალითად, შიბა ინუს მიმ ქოინმა წელი დადებითი ზრდით ჩახურა. 2023-ის პერიოდში 2.35%-იანი მატება დააფიქსირა და $5 მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიუახლოვდა. ჩამორჩენა არც დოჯქოინს ჰქონია, რომელმაც 18.78%-იანი ზრდით ინვესტორები გაახარა, თუმცა 1 წლის პროცენტულ ზრდაში მიმ ქოინებს შორის ნამდვილი ჩემპიონი ყველასათვის ცნობილი Pepe (PEPE)-ია. ეს ქოინი წლიურად 456%-ით გაიზარდა და მისმა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ $444 მილიონი შეადგინა.

რიპლი vs SEC

2023 წელი მნიშვნელოვანი გამოდგა რიპლისა და ზოგადად ალტქოინებისთვის. გასული წლის განმავლობაში აქტიური განხილვის საგანი იყო სასამართლო დავა კრიპტოვალუტა რიპლსა და SEC-ს შორის. დამატებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იდგა კრიპტო რეგულაციების საკითხი.

კრიპტო ბაზარი მნიშვნელოვნად შეირყა, როდესაც 2020 წელს SEC-მა რიპლსა და მის დამაარსებელ კრის ლარსენს უჩივლა, თუმცა საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარეობა სწორედ 2023 წლის პერიოდში დადგა.

SEC ამბობდა, რომ რიპლი ტრადიციული საინვესტიციო აქტივი იყო და შესაბამისად უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა მოქცეულიყო, რაც ავტომატურად ყველა ალტქოინს ამ კატეგორიაში მოაქცევდა და რეგულაციების ტალღას გამოიწვევდა.

თუმცა, რიპლმა რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში გაიმარჯვა და ის კრიპტოვალუტად განისაზღვრა, რომლითაც ვაჭრობა კრიპტო ბირჟებზე არის შესაძლებელი, შესაბამისად აირიდა დამატებითი რეგულაციები და გარდა ამისა, ბაზარზე გაჩნდა სიგნალი, რომ კრიპტოვალუტა რეალურად დეცენტრალიზებულ აქტივად დარჩება, ამან კი ფასების ზრდა გამოიწვია არა მხოლოდ რიპლზე, არამედ ზოგადად ალტქოინებზე.

FTX, ბაინანსი და CZ

გარდა პოზიტიური სიგნალებისა, 2023 წელს კრიპტო საზოგადოებაში გარკვეული რყევებიც შეინიშნა.

2022 წელს FTX-ის დამაარსებელი სემ ბენკმენ-ფრაიდი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდგომ, 2023 წლის 3 ნოემბერში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო შვიდ პუნქტში, რომელიც აქტივების მითვისებას ეხებოდა.

2023 წელს კიდევ ერთი დამაარსებელი “შეეწირა” და ამჟამად საუბარი ბაინანსის შემქმნელ, ჩანგპენგ ჟაოზეა, რომელსაც კრიპტო საზოგადოებაში უფრო CZ-ის სახელით იცნობენ. მას არალიცენზირებულ ტრანზაქციებს ედავებოდნენ, რაც ამერიკული საბანკო წესების უხეში დარღვევაა. CZ-ის სასამართლო მოსმენა 2024 წლის თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

რა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა 2023 წლის ყოველ თვეს?

იანვარი - კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია

გასული წლის იანვარი კრიპტო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან წლის პირველივე თვეში კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ აქამდე არნახულ რიცხვს, $1 ტრილიონს მიაღწია.

თებერვალი - SEC და სტეიკინგი

თებერვლის თვეში SEC კრაკენის სტეიკინგის სისტემაში ჩაერია და კომპანია $30 მილიონით დააჯარიმა.

მარტი - ბიტკოინ ორდინალების პირველი ჩანასახი

მუშაობა დაიწყო ბიტკოინის უმცირესი ნაწილაკის, სატოშის ტრანზაქციებზე, რომლებშიც სხვადასხვა უნიკალური ინფორმაცია იქნებოდა ჩატვირთული სურათების, აუდიო ფაილებისა და ვიდეოების სახით.

აპრილი - PEPE-ს აღმავლობა

მიმ ქოინების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელის, PEPE-ს ფასი 1000-ჯერ გაიზარდა ერთი თვის განმავლობაში.

მაისი - მზარდი მიმ ქოინები

აპრილში PEPE-ს აღმავლობის შემდგომ სხვა მიმ ქოინებმაც განაგრძეს ზრდა და ეს პერიოდი, ზოგადად ამ ტიპის ციფრული აქტივების (Meme Coins) ზრდით გამოირჩა.

მაისის სულ რამოდენიმე დღეში ისეთმა მიმ კრიპტოვალუტებმა როგორებიც Bob, Ladys და Miladay არიან 20-ჯერ მოიმატეს ღირებულებაში.

ივნისი - კრიპტო რეგულაციები

2023 წლის ივნისი SEC-ისა და რეგულაციების გააქტიურებით გამოირჩა, რა დროსაც ისეთი დიდი კრიპტო ბირჟა, როგორიც Coinbase არის, ახალ შეზღუდვებში მოექცა.

გარდა ამისა, ამ პერიოდში მასტერქარდი ინტერესდება ბლოკჩეინ ინდუსტრიით და კრიპტო ადაპტაციით.

ივლისი - ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტა

სწორედ ივლისის თვეში გახდა ცნობილი WorldCoin-ის შესახებ, რომელიც OpenAI-ის CEO-მ, სემ ალტმენმა დააანონსა და რომლის მიზანიც მსოფლიოს საერთო კრიპტოვალუტის ჩამოყალიბებაა. ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტების გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.

აგვისტო - PayPal და კრიპტოვალუტა

2023 წლის აგვისტო თვე ისტორიული გამოდგა იმ კუთხით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგადახდო სისტემის კომპანია PayPal კრიპტო ტრანზაქციებით დაინტერესდა და საკუთარი სტაბილური კრიპტოვალუტაც შექმნა.

სექტემბერი - ჩეინლინკი

სექტემბრის თვე მნიშვნელოვანი გამოდგა Oracle-ის ტიპის აქტივებისთვის, რომლებსაც რეალურ სამყაროში მომხდარი ცვლილებები ავტომატურ რეჟიმში გადააქვთ ბლოკჩეინში და შესაბამისად, საჭიროებისამებრ ამუშავებენ სმარტ კონტრაქტებისა თუ სხვა საქმიანობისთვის.

სწორედ Oracle-ის ტიპის აქტივია Chainlink, რომლის სექტემბრის ზრდაც გასაოცარი აღმოჩნდა მისი ინვესტორებისათვის.

ოქტომბერი - FTX-ის კრახი

ოქტომბრის თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა FTX-ის CEO-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენებია, რა დროსაც სემ ბენკმენს პირველად დასდეს ბრალი ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში.

სწორედ FTX-ით დაიწყო 2023 წელს უმსხვილესი კრიპტო ბირჟების პრობლემები.

ნოემბერი - ბაინანსის პრობლემა

როგორც ვახსენეთ, ოქტომბრის თვე რთული გამოდგა FTX-ის CEO-სათვის, 2023 წლის ნოემბერი კი, დასამახსოვრებელი ამჟამად მორიგი უმსხვილესი ბირჟის პრობლემებით იყო, საუბარია ბაინანსზე და მის დამფუძნებელ CZ-ზე.

კრიპტო ბირჟამ არსებული დარღვევების ფონზე $4.3 მილიარდის ჯარიმა გადაიხადა, ხოლო მის დამფუძნებელს პირადად მოუწია $50 მილიონიანი ჯარიმის გადახდა.

დეკემბერი - ფასების ზრდა

2023 წლის ბოლო თვე მოახლოებული Bull Market-ის ყველაზე ადრეული საწყისად წარმოგვიდგა და კრიპტო ინვესტორებს სანტა კლაუსის გამოჩენის იმედი დაუბრუნა.

სწორედ დეკემბრის თვეში დაიწყო ბიტკოინმა ყველაზე სწრაფი ტემპით აღმავლობა და მისი ფასიც როგორც იქნა გაჯანსაღების გზას დაადგა.

2023 წლის ბოლო დღეები კრიპტო ინდუსტრიამ პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა.

10 მნიშვნელოვანი მოლოდინი კრიპტოში 2024 წელს?

2023 წელი ტურბულენტური გამოდგა სრულიად კრიპტო სამყაროსათვის, თუმცა როგორც კრიპტოვალუტების აღმავალმა ფასებმა გვაჩვენა, წელი მაინც პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა.

პოზიტიური სიგნალები 2024 წელსაც გადაჰყვა უამრავ კრიპტოვალუტას და გარდა ამისა ადამიანებს სხვადასხვა პროდუქტებისა თუ დაგეგმილი განახლება/განახევრების მოლოდინი აქვთ.

მოლოდინი 1 - ბიტკოინი $80,000 ასცდება

2023 წლის განმავლობაში ბიტკოინმა ნაჩვენები ზრდის მიხედვით ყველა აქტივსა თუ აქციას გადაასწრო და გასაოცარი, 128%-იანი ზრდა დააფიქსირა.

მაგალითისთვის, S&P 500-მა 21%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ოქროს ღირებულებამ - 12%.

უამრავ ინვესტორს 2024 წელს სწორედ ამ ტრენდის გაგრძელების მოლოდინი აქვს და ვარაუდობენ, რომ ახალ რეკორდსა და All-time high-ს ვიხილავთ, რა დროსაც ბიტკოინის ფასი $80,000 ნიშნულს გადასცდება.

ამის მიზეზად კი ორ უმთავრეს მოვლენას ასახელებენ - ბიტკოინ ETF და მისი განახევრება.

ბიტკოინის ETF სავარაუდოდ 2024 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება და კრიპტოვალუტის ფასზე საგრძნობლად პოზიტიურად იმოქმედებს, ხოლო ბიტკოინის განახევრება აპრილშია და ყოველი ჰალვინგის შემდგომ ისტორიულად აქტივზე ფასი იზრდება.

მოლოდინი 2 - ბიტკოინის ETF

უამრავი ანალიტიკოსი და ავტორიტეტული გამოცემა ვარაუდობს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ბიტკოინ ETF-ები ხელმისაწვდომი გახდება.

მაგალითად, Bloomberg-ის ETF-ების ანალიტიკოსის ვარაუდით, პროდუქტის გამოჩენა 2024 წლის პირველ სამ თვეშია მოსალოდნელი.

სხვადასხვა წყაროს ვარაუდით, ბიტკოინის ETF, უკვე არსებული ETFბაზრის 1%-იან წილს აითვისებს, რაც მომავალ ხუთ წელში უხეშად $72 მილიარდის შემოდინებას ნიშნავს კრიპტო ინდუსტრიაში.

მოლოდინი 3 - ბიტკოინის განახევრება

2023 წლის მსგავსად, 2024 წლის მთავარი მოვლენა ბიტკოინი და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უნდა იყოს.

2024 წლის აპრლიში კრიპტო ენთუზიასტების ყურადღება ბიტკოინის განახევრებისკენ (ჰალვინგი) იქნება მიმართული.

მომავალი ჰალვინგის შემდგომ განახევრდება ჯილდო, რომელსაც მაინერები ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციების დადასტურებისათვის იღებენ.

ამჟამად ჯილდო 6.25 BTC შეადგენს, ხოლო 2024 წლის განახევრების შემდგომ 3.125 BTC გახდება.

მოლოდინი 4 - სტაბილური კრიპტოვალუტების აღმავლობა

სტაბილური კრიპტოვალუტები ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება და გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა. გასული 4 წლის განმავლობაში მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $137 მილიარდამდე გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში კი, სტაბილური კრიპტოვალუტებით განხორციელებული გადარიცხვები გაცილებით გაიზარდა და პოპულარული გახდა.

კრიპტო საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ აღმავლობა გაგრძელდება და გადახდებისათვის სტაბილურ კრიპტოს უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს, ვიდრე Visa-ს სერვისებს.

მოლოდინი 5 – J.P. Morgan და აქტივების ტოკენიზაცია

2023 წლის მონაცემებით $5.5 მილიარდის ღირებულების აქტივები (აქციები, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება და ა.შ.) არის ტოკენიზებული და განთავსებული ბლოკჩეინში.

The Global Financial Markets Association (GFMA)-ის ვარაუდით კი, 2030 წლისთვის $16 ტრილიონის ღირებულების აქტივები იქნება ბლოკჩეინში განთავსებული.

სწორედ ამ ტენდენციას აუღო ალღო მსოფლიოში ყველაზე დიდმა ბანკმა J.P. Morgan-მა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიით სერიოზულად დაინტერესდა და ახლახან გამოსცადა ტოკენიზაცია Avalanche-ის ბლოკჩეინზე.

შესაბამისად, კრიპტო ენთუზიასტები ყურადღებით ადევნებენ თვალს J.P. Morgan-ის ყველა ნაბიჯს და მოლოდინი არსებობს, რომ 2024 წელი სწორედ აქტივების ტოკენიზაციის წელი იქნება.

მოლოდინი 6 - ეთერიუმით მიღებული შემოსავალი გაორმაგდება

ეთერიუმის მსგავსი ბლოკჩეინ ტექნოლოგიები fiatვალუტების მიმოქცევის წყაროა. მართალია, კრიპტოვალუტები ეროვნული ვალუტების საწინააღმდეგო პრინციპებია, თუმცა ეთერიუმის ქსელში არსებული სხვადასხვა აპლიკაციები და სერვისები მომხმარებლებს ნაღდი ფულის გადახდის შესაძლებლობებს აძლევენ.

2023 წლის განმავლობაში მომხმარებლებმა ასეთი სერვისების სანაცვლოდ $2.3 მილიარდის ღირებულების საკომისიოები გადაიხადეს. კრიპტოვალუტის მოხმარების ტემპის გათვალისწინებით, სადაც ეთერიუმი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო აქტივია ამ კუთხით, სავარაუდოა, რომ ETH-ს ქსელით მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და დაახლოებით $5 მილიარდი გახდება.

მოლოდინი 7 – NFT-ის გამოცოცხლება

2023 წლის მონაცემებით ტეილორ სვიფტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუსიკოსია. მხოლოდ Spotify-ზე დაყრდნობით, მის ალბომებს ჯამში 26 მილიარდჯერ მოუსმინეს.

გარდა პოპულარობისა, ტეილორ სვიფტი ცნობილია მისი ტექნოლოგიების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით და ინოვაციების მიმართ გახსნილობით. ამ ინდუსტრიაში კი, NFT ტექნოლოგიები უკვე შემოიტანეს ისეთმა არტისტებმა, როგორიც Snoop Dogg და Eminem არიან, ახლა ტეილორ სვიფტის ჯერი დადგა.

სწორედ Spotify-ის დახმარებით, ის ტესტავს ახალ, ტოკენზე დამოკიდებულ სერვისს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს კონკრეტული მუსიკის მოსმენა მხოლოდ შესაბამისი NFT-ის ფლობის შემთხვევაში ექნებათ.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოსმენადი მომღერლის ინდუსტრიაში ჩართვა კი, NFT სფეროს საგრძნობი გამოცოცხლება უნდა გამოიწვიოს.

მოლოდინი 8 - ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტა

დღევანდელ დღეს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევების ხანაში ვცხოვრობთ და ამ ხანის შემადგენელი ნაწილია ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ხორცი 2023 წელს შეესხა. ChatGPT ჩაშვებიდან ყველაზე სწრაფი პლატფორმა გახდა, რომელმაც 5 მილიონი მომხმარებელი მოაგროვა.

ეს არის ნიშანი იმისა, თუ რაოდენ პოპულარობით სარგებლობს AI და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა მოხდება, ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტების სფეროს დაკავშირებით.

სულ უფრო პოპულარული ხდება ხელოვნური ინტელექტის „აგენტები“, ანუ ხელოვნური ინტელექტის წყალობით „გაცოცხლებული“ ტექნოლოგია, რომელიც დღის განმავლობაში შენს მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებს, იქნება ეს ფრენის ბილეთის მოძიება თუ სხვა და ერთგვარი ასისტენტის როლს თამაშობს.

თუმცა, რეალური ფუნქცია მათ მაშინ ექნებათ, როდესაც ინფორმაციის მოძიების გარდა ქმედების განხორციელება შეეძლებათ, ანუ ბილეთის პოვნის შემთხვევაში მისი ყიდვა შეეძლებათ. სწორედ აქ შემოდის კრიპტოვალუტა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო მშობლიური უნდა იყოს, ვიდრე ტრადიციული fiat ვალუტა.

მოლოდინი 9 - კრიპტოს დასტეიკება და ფსონების განთავსება

გინდა ფსონი განათავსო თუ ვინ გახდება ა.შ.შ-ს მომავალი პრეზიდენტი? ან სულაც როგორი ტემპი ექნება გლობალურ დათბობას? იქნებ გინდა ფსონი განათავსო 2024 წლის 15 იანვარს დაგეგმილი ბიტკოინის ETF-ის გაშვებაზე? ეს ყველაფერი სხვადასხვა კრიპტო პლატფორმების წყალობით შეგიძლია.

რაიმეზე ფსონის განთავსება ახალი პრაქტიკა არ არის და ის ადამიანის არსებობასთან ერთად მუდმივად ჩვენთან იყო. თუმცა, კრიპტოვალუტა ინდუსტრიას კიდევ უფრო წინ წევს და ჭკვიანი კონტრაქტების და მისი მსგავსი ტექნოლოგიის წყალობით უფრო დახვეწილს ხდის.

ადამიანები სხვადასხვა ქმედებებზე კრიპტოს მეშვეობით განათავსებენ ფსონებს, კრიპტო კი სრულიად უსაზღვრო და ჭეშმარიტად თავისუფალი მიმოქცევის აქტივია. ეს კი, ზრდის და უფრო მოქნილს ხდის ფიუჩერსებით ვაჭრობის პროცესს.

გარდა ამისა, ფსონების განთავსება სპორტის განუყოფელი ნაწილია, კრიპტოვალუტების ამ ინდუსტრიაში შედინება კი სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს მილიონობით ადამიანისთვის და ზოგადად კრიპტოვალუტებისთვის.

მოლოდინი 10 - ეთერიუმის საკომისიო რეკორდულად დაეცემა

როგორც არაერთხელ ვახსენეთ, უამრავი ადამიანი ელოდება ბიტკოინის ETF-ის სხვადასხვა მიზეზების გამო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა EIP-4844 იქნება, რაც ეთერიუმის განახლებას ნიშნავს, ეს კი ეთერიუმის ტრანზაქციებზე საკომისიოების რეკორდულად დაცემას მოასწავებს.

ამჟამად ეთერიუმის ტრანზაქციების საკომისიო დაახლოებით $0,14 შეადგენს, ხოლო განახლების შემდგომ მოლოდინია, რომ ეს რიცხვი $0,001 გახდება.

Support