Სარჩევიchevron-down
შესავალი
1) Mastering Bitcoin: Programming on the Open Blockchain – Andreas M. Antonopoulos
2) The Basics of Bitcoin and Blockchains – Antony Lewis
3) Blockchain Basics: A Non-Technical Introduction in 25 Steps – Daniel Drescher
4) Bitcoin Billionaires – Ben Mezrich
5) The Truth Machine: The Blockchain and the Future of Everything – Michael J. Casey და Paul Vigna
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with books and bitcoin logos on the right side 1000x300
2024-05-27clock5 minutes

შესავალი

მოელი თუ არა, მზად ხარ თუ არა, კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაუბრკოლებლად შემოდის, ცვლის ფინანსურ სამყაროსა და დიდ ინტერესს იწვევს ინვესტორებში. მათთვის, ვინც კრიპტო ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს ან უბრალოდ ცოდნის გაღრმავება უნდა, შესაბამისი ლიტერატურა დაეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ახალგაზრდა სფეროებია, მათ შესახებ უკვე არსებობს საკმაოდ ბევრი ლიტერატურული მასალა. წიგნებში, რომლებზეც ბლოგში ვისაუბრებთ, კრიპტოვალუტა გასაგებ ენაზეა წარმოჩენილი.

მოკლედ, აქ ნახავ 5 წიგნს, რომელიც დაგეხმარება გაიგო მეტი რა არის ბიტკოინი, ბლოკჩეინი, ეთერიუმი და ზოგადად კრიპტოვალუტა. წიგნები მხოლოდ ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი.

1) Mastering Bitcoin: Programming on the Open Blockchain – Andreas M. Antonopoulos

ანდრეას ანტონოპულოს მიერ დაწერილ წიგნს აქვს ყველაფერი, რათა უფრო ღრმად გააცნობს მკითხველს „ინტერნეტის ფული“.

თავად ავტორი კი, კრიპტო ინდუსტრიაში კარგად ცნობილი ფიგურაა, რომელიც დიდი ხანია კრიპტოსა და ღია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე აქტიურად საუბრობს. მას ამჟამად ბიტკოინთან დაკავშირებული სამი კომპანია აქვს და ზოგადად, ბიტკოინ სტარტაპების ერთ-ერთ პიონერად ითვლება.

წიგნი განკუთვნილია ინვესტორებსა და ბიზნესმენებზე, რომლებიც სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ კრიპტო ინდუსტრიაში. ნაშრომი დამატებით ღირებულებას კი, დეველოპერებისთვისაც ქმნის.

ანტონოპულოსი განიხილავს ბიტკოინის დეცენტრალიზებულ ბუნებას, Peer-to-peer კავშირს, კრიპტო უსაფრთხოებასა და ბლოკჩეინში ტრანზაქციების პრინციპებს. აქ ასევე შეხვდებით დეტალურ ინფორმაციას მისამართებზე, Key-ებზე და კრიპტო საფულეებზე.

2) The Basics of Bitcoin and Blockchains – Antony Lewis

ენტონი ლევისის კრიპტო წიგნი იმ ნამუშევრებს შორის არის, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. ავტორი მკითხველებს სთავაზობს კრიპტოში შემოსასვლელად ყველა საწყის პირობას. გარდა კრიპტოსა, ნაშრომში ზედაპირულად ვხვდებით ზოგადად ფულისა და საბანკო სისტემის ისტორიას.

როგორც წიგნის სახელი გვეუბნება - „ბიტკოინისა და ბლოკჩეინის საწყისები“ - აქ ყველა იმ კონცეპტსა და ტერმინს შეხვდები, რომელიც ამ ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელია. გაიგებ, რა არის და როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე საუბარია ჭკვიან კონტრაქტებზე და ზოგადად, როგორ და რა გზებით შეიძლება კრიპტოს ყიდვა თანამედროვე სამყაროში.

დამატებით კი, წიგნში საუბარია იმ რისკებზე, რომლებიც კრიპტოვალუტებს უკავშირდებათ, იქნება ეს ზოგადი საინვესტიციო რისკები, თაღლითური სქემები თუ სხვა მსგავსი ნიუანსები.

3) Blockchain Basics: A Non-Technical Introduction in 25 Steps – Daniel Drescher

გამოცდილი ფინანსისტი და საბანკო სფეროში მოღვაწე დენიელ დრეშერი მარტივად, 25 პუნქტით უხსნის მკითხველებს თუ რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ისე რომ შენ არ გჭირდება პროგრამული ენის ცოდნა, კომპლექსური მათემატიკა და მსგავსი რთული საკითხების გარკვევა.

წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაწილს, სადაც საუბარია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემთა დამუშავებას, ავტომატიზებულ მექანიზმებსა და ხელოვნურ ინტელექტს.

კრიპტო წიგნი წარმოაჩენს ამბავს, თუ რა როლი შეიძლება კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინს ჰქონდეს ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში. მკითხველები ასევე გაიგებენ, რა როლს ითამაშებს კრიპტო ქსელი მომავალში ჩვენს ყოველდღიურ ტრანზაქციებში და როგორ აისახება ეს მსხვილ თუ მცირე ბიზნესებზე.

4) Bitcoin Billionaires – Ben Mezrich

წიგნში ბიტკოინის მილიარდერები საუბარია ძმები ვინკლევოსების რეალურ ისტორიაზე, რა დროსაც მათ დავა ჰქონდათ ფეისბუქის შემქმნელ მარკ ცუკენბერგთან, რის შემდგომაც ძმებმა კრიპტო ინდუსტრიაში გადაინაცვლეს და ამ სფეროში საკუთარი კვალი დატოვეს.

ავტორი წიგნში დეტალურად საუბრობს თუ რა გზა გაიარეს ძმებმა ვინკლევოსებმა, რამდენი ბიზნეს საქმიანობა არ გამოუვიდათ და რამდენი წარუმატებლობა ნახეს მანამ, სანამ ისინი 2017 წლის ნოემბრისათვის პირველი ბიტკოინ მილიარდერები არ გახდნენ.

წიგნი ხასიათდება, როგორც მარტივად საკითხავი, ვინაიდან აქ იშვიათად შეხვდები ტექნიკურ ტერმინებს და ეს უფრო ისტორიაა, როგორც კონკრეტულად ვინკლევოსების შემთხვევაზე, ისე ზოგადად, ბიტკოინ მილიარდერებზე.

მოკლედ, თუკი კრიპტოვალუტების პირველ დღეებში გინდა გადახვიდე და გაიგო, როგორ დაიწყო მისი მასობრივი გავრცელება, ეს წიგნი ზუსტად საშენოა.

5) The Truth Machine: The Blockchain and the Future of Everything – Michael J. Casey და Paul Vigna

მიშელ კასისა და პოლ ვინიას წიგნში ყურადღება გამახვილებულია ბლოკჩეინის იმ თვისებაზე, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს არა მხოლოდ საფინანსო სექტორისათვის, არამედ ზოგადად ყველა ინდივიდისთვის.

ავტორები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ბანკებმა თანამედროვე სამყაროში დომინანტური როლი შეიძინეს. არ არსებობს პრივატულობა და თაღლითური სქემები სულ უფრო გავრცელებული ხდება.

პასუხად კი, წიგნში წარმოჩენილია ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა, რომელიც მონაცემთა დამუშავების ერთადერთი ანონიმური გზაა და შესაბამისად, ფინანსური თავისუფლების გარანტია.

შეჯამება

ჩვენს სიაში ჩამოთვლილი და მოხვედრილი წიგნები რეალურად მკითხველს სთავაზობს მეტ ინფორმაციას ბიტკოინზე, ეთერიუმზე და ზოგადად კრიპტო ტექნოლოგიაზე. ასევე, ამ ნამუშევრების გაცნობით მომხმარებელი გაიგებს, რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია და რა როლი შეიძლება მომავალში ჰქონდეს მას ჩვენს ცხოვრებაზე.

თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ წიგნებში მოცემული მნიშვნელოვან ინფორმაცია საბაზისო და სტატიკური წყაროა, კრიპტო სამყარო კი, ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება, შესაბამისად საჭიროა მუდმივად გქონდეს კავშირი ამ სამყაროსთან, რათა მოვლენებს არ ჩამორჩე.

Support