security-geo-1000x300
2023-06-28clock5 minutes

შესავალი კრიპტო უსაფრთხოებაში

მოგესალმები კრიპტოს მოყვარულო! ამ ბლოგში მოგიყვები ყველაფერს და 5 უმნიშვნელოვანეს რჩევას მოგცემ, რომელიც შენი კრიპტოვალუტების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

ციფრული აქტივების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია და ხანდახან უფრო მეტადაც კი, ვიდრე შენი ფიზიკური აქტივების.

სწორედ ამიტომ, დღეს საინტერესო რჩევებს მოგცემთ შენი უსაფრთხოებისთვის.

პირველი რჩევა: არ გახსნა საეჭვო ლინკები!

წარმოიდგინე მოგივიდა მეილი, სადაც საუბარია გასაოცარ კრიპტო სარგებელზე. მაცდურად ჟღერს არა? მაგრამ დაიმახსოვრე, უფრთხილდი თაღლითებს!

ამ ტიპის მეილები და შემოტევები მომართულია შენი სენსიტიური ინფორმაციის მოპარვისაკენ. დაიმახსოვრე, არასდროს დააკლიკო საეჭვო ლინკს და არ გადასცე სხვას შენი საფულის Private Key, ანუ ერთგვარი პაროლი.

ციფრული თაღლითები მეილების გარდა სხვა უამრავ გზას იყენებენ, იქნება ეს ტელეგრამის, ფეისბუქის თუ სხვადასხვა სოციალური არხების ყალბი ანგარიშები.

დარწმუნდი, ყველა მეილი და ანგარიში სწორი და ავთენტურია, ასევე შეამოწმე რამდენად საეჭვო წარმომავლობის ლინკია.

მეორე რჩევა: გააძლიერე შენი დაცვის სისტემები

შენი ფინანსური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია დაცვითი სისტემების მთელი რიგი! დაიწყე ყველაზე პირველით, შეარჩიე სანდო კრიპტო საფულე და კრიპტო ბირჟა.

ყურადღება მიაქციე, რომ შენს მიერ შერჩეული ბირჟაც და საფულეც მუდმივად ახლდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით.

მნიშვნელოვანია იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ ინტერნეტთან და შენ სარგებლობ სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციისთვის, დაყენებული იყოს ძლიერი და უახლესი დაცვითი სისტემა - ანტივირუსი.

მესამე რჩევა: გამოიყენე 2FA ანუ ორმაგი ავთენტიფიკატორი

2FA აპლიკაციები შენთვის ისეთივე როლს ითამაშებენ, როგორც ნებისმიერი სუპერგმირის დამხმარე პერსონაჟები. თუ დაცვის რომელიმე ზღუდე გადაილახა, 2FA ყოველთვის აქ არის კრიპტო აქტივებისა და სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად.

თუკი ვინმემ შენი პაროლი როგორღაც მოიპარა, მას ანგარიშში ავტორიზაციისთვის რამოდენიმე წამში ერთხელ დაგენერირებული კოდი დასჭირდება, რომელზეც წვდომა მხოლოდ შენ გაქვს.

მეოთხე რჩევა: შეარჩიე საშენო კრიპტო საფულე

შენი კრიპტო აქტივებისა და ქოინების დასაცავად ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი არ არის საჭირო! უბრალოდ შეარჩიე სწორი საფულე, რომელშიც შენი კრიპტოვალუტები უსაფრთხოდ იქნებიან განთავსებული.

მაგალითად, თუ გამოიყენებ ისეთ საფულეს, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ამით თაღლითებს შენს კრიპტო აქტივებთან კავშირს საგრძნობლად შეუმცირებ.

მეხუთე რჩევა: გამოიყენე ძლიერი პაროლი

პაროლები ჩვენი ყველაზე ძველი და სანდო მცველები არიან. დარწმუნდი, რომ შენი პაროლები მხოლოდ შენს ხელში იქნება. ერიდე მარტივად გამოცნობადი პაროლების, „123456“ ან „პაროლი“-ს გამოყენებას.

კარგი იქნება თუ პაროლის შერჩევისას რამოდენიმე სიტყვას გააერთიანებ, მაღალ და დაბალ ლათინურ ასოებს გამოიყენებ, ციფრებს დაურთავ თან და დამატებით სხვადასხვა სიმბოლოებს აირჩევ.

შეჯამება

გილოცავ, შენ ახლა ის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იცი, რომელიც შენი კრიპტოვალუტების უსაფრთხოებისთვის დაგეხმარება.

თუ თაღლითურ მეილებს ყურადღებას არ მიაქცევ, შენზე მორგებულ სწორ კრიპტო საფულეს შეარჩევ და დააყენებ ისეთ დაცვის სისტემებს, როგორიც ძლიერი პაროლი და 2FA აპლიკაციაა, პოტენციურ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებ.

დაიმახსოვრე, კრიპტო სამყარო სინათლის სისწრაფით ვითარდება, ამიტომ მუდმივად ადევნე თვალი დაცვის უახლეს სისტემებს და შენი კრიპტოვალუტები უსაფრთხოდ იქნებიან.

Support