apocalypse-geo-1000x300
2023-09-11clock5 minutes

შესავალი: 51%-იანი შეტევა - რას ნახავ ბლოგში

ყველა დეცენტრალიზებული ქსელის მონაწილისათვის 51%-იანი შეტევა ნამდვილი აპოკალიფსის ტოლია. მაშინ, როდესაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებასთან ასოცირდება, მაინც არსებობს გარკვეული რისკები.

ამ ბლოგში გაიგებთ რა არის 51%-იანი შეტევა, რა შეიძლება გაკეთდეს მის აღსაკვეთად და ასევე, მოგიყვებით ასეთი შემთხვევების შესახებ და როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას.

რა არის 51%-იანი შეტევა?

51%-იანი შეტევის უკეთ გასაგებად საჭიროა კრიპტოს საწყისებში ერკვეოდეს ადამიანი. 2009 წელს, ბიტკოინის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ წარმოადგინა Proof-of-Work (PoW) ალგორითმი, რომლის თანახმადაც ქსელში ჩართულმა ყველა მონაწილემ გარკვეული მათემატიკური სირთულეები და ამოცანები უნდა ამოხსნან ძლიერი კომპიუტერის წყალობით, რათა გამოიმუშაონ ჯილდოები და ბლოკჩეინში ახალი ბლოკები დაამატონ, რითიც დაადასტურებენ ტრანზაქციებისა და გადარიცხვების ავთენტურობას.

მაშინ, როდესაც ერთი ასეთი ადამიანი, ანუ მაინერი ან მათი ჯგუფი ხელში აიღებს ქსელის კომპიუტერების 51%, სრულიად ბლოკჩეინის გაკონტროლება შეუძლიათ. ქსელის კონტროლით კი, არაკეთილსინდისიერ ადამიანებს შეუძლიათ ორმაგი გახარჯვის პრობლემა შექმნან და პარალელურად, თვითონ გადაწყვიტონ რომელი ტრანზაქცია დაადასტურონ და რომელი არა, ანუ პირდაპირ აკონტროლებენ ბლოკჩეინში ახალი ბლოკების დამატების პროცესს.

თუმცა, მაინერი, რომელიც ქსელის 51% ჩაიგდებს ხელში, ვერ წაშლის უკვე მომხდარ და ბლოკჩეინში ჩაწერილ ტრანზაქციებს, ვერ მოიპარავს აქტივებს თრეიდერების ანგარიშებიდან და ვერ შექმნის ახალ ქოინს.

ხოლო Proof-of-Stake (PoS) ალგორითმის შემთხვევაში, თრეიდერმა ბაზარზე არსებული კრიპტოვალუტების 51% უნდა ჩაიგდოს ხელში.

51%-იანი შეტევის შემთხვევები კრიპტოში

საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები ხშირად არ ხდება კრიპტო სამყაროში, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ბლოკჩეინ ინდუსტრიას ჰქონია მსგავსი გამოცდილება.

Bitcoin Cash (BCH)

ბიტკოინ ქეშზე გამიზნული 51%-იანი შეტევა 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაინერების ორმა გაერთიანებამ - BTC.top და BTC.com-მა ერთობლივად მიიტანეს ქსელზე იერიში, რათა აღეკვეთათ უცნობი მაინერის ქმედება, მიეთვისებინა ქოინები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა.

უცნობი მომხმარებელი Twitter-ზე დაპოსტილი ადრესებით ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა სხვა კრიპტო მომხმარებლები და მათი კუთვნილი აქტივები, კონკრეტულად ბიტკოინ ქეში, მიეთვისებინა.

საპასუხოდ, მაინერთა ორმა დიდმა გაერთიანებამ 51%-იანი შეტევის გზა გამოიყენა და თაღლითური სქემა აღკვეთა, თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა და ზოგიერთ მომხმარებელს კითხვები გაუჩნდა ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუკი მათ სათანადო რაოდენობის კომპიუტერული მოწყობილობები ექნებათ, შესაძლებელია ქსელზე შეტევის განხორციელება.

Ethereum Classic (ETC)

2019 წელს, 51%-იანი შეტევის ფაქტი დაფიქსირდა ერთ-ერთ პოპულარულ კრიპტოვალუტა ეთერიუმ კლასიკზე, როდესაც ამ დრომდე უცნობმა მაინერმა ან მაინერთა გაერთიანებამ შეძლო და კრიპტო სოციუმში არსებული მაინინგ კომპიუტერების 63%-იანი წილი დაიკავა.

შეტევის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით, 10 საათის შემდგომ გავრცელდა და შესაბამისად თრეიდერებსა და მაინერებს საპასუხოდ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, თუმცა Coinbase-მა მოპარული ETC აქტივების გატანის აღსაკვეთად, დროებით შეაჩერა ყველა ტრანზაქცია მათ პლატფორმაზე და ასე დაიცვა მომხმარებლების გარკვეული აქტივები.

როგორ უნდა აღვკვეთოთ 51%-იანი შეტევა და კრიპტო ქსელის დაჰაკვა?

ზოგიერთ ბლოკჩეინ ქსელს ამგვარი პრობლემა და ჰაკერული თავდასხმა თითქმის არ ემუქრებათ. მაგალითად, ისეთი დიდი ქსელი, როგორიც ბიტკოინს აქვს, 51%-იანი შეტევის წინაშე დაცულია, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ამხელა ქსელში რომელიმე მაინერმა ან თუნდაც მაინერთა გაერთიანებამ ბლოკჩეინის წილის უმეტესი ნაწილი ხელთ იგდოს და რაიმე მანიპულაცია სცადოს. ბიტკოინის ბლოკჩეინში ხომ მილიონობით მაინერი და თრეიდერია ჩართული.

ზოგადადაც, ნებისმიერი ქსელისთვის, 51%-იანი შეტევა იშვიათობაა. ასეთი ტიპის ჰაკერული თავდასხმები ძლიერი კომპიუტერული ტექნიკის უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვს ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში.

მაინერთა გაერთიანებას კი, რომელიც თავდასხმას გადაწყვეტს, ამის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ერთ ადამიანს. ამის აღსაკვეთად კი, საჭიროა დიდ მაინერულ გაერთიანებებს, რომლებსაც mining pools ეწოდება, ყურადღებით დავაკვირდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ჯგუფი სათანადო ტექნიკასაც ფლობს.

თუკი გვინდა, რომ ქსელი 51%-იანი შეტევისგან დავიცვათ, შედარებით პატარა ბლოკჩეინების შემთხვევაში, რომელში ჩართული ადამიანების რაოდენობაც მეტ-ნაკლებად მცირეა, ყურადღება უნდა მივადევნოთ დიდ მაინერებს ან მათ გაერთიანებას, რომელსაც კრიპტო საზოგადოება ხშირად მაინერების კარტელს უწოდებს.

საწინააღმდეგო ზომებად, კეთილსინდისიერ მაინერთა გაერთიანებაც მოიაზრება, რომლებიც ხშირად 51%-იანი შეტევის აღსაკვეთად, თავად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც კომპიუტერულ მოწყობილობათა უმეტესობა მათ ხელშია და ამით არ აძლევენ საშუალებას სხვა სუბიექტებმა ხელთ იგდონ ბაზრის უმეტესი ნაწილი.

დიდი ბლოჩკეინების შემთხვევაში კი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დაცულები ვართ, რადგან ასეთ დროს ბაზრის დიდი წილის ხელში ჩაგდება პრაქტიკულად შეუძლებელია.

შეჯამება: ბლოკჩეინი, შეტევები და თავდაცვა

ისევე როგორც ყველა სფერო, კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ ქსელიც ხშირად ხდება ჰაკერული თავდასხმების სამიზნე. სხვა ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროსგან განსხვავებით, სადაც არსებობს ცენტრალური ორგანო ან ისეთი სუბიექტი, რომელიც ბევრი ადამიანის აქტივს აკონტროლებს, ასეთი თავდასხმები უფრო ხშირი და წარმატებულია, კრიპტო სფეროში კი, სადაც ტექნოლოგია დეცენტრალიზებულია, ასეთი შემთხვევები გაცილებით იშვიათია.

თუ გვინდა, რომ ჩვენი აქტივები დაცული იყოს, აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი დიდი მაინერების გაერთიანებებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება შედარებით პატარა ბლოკჩეინებს.

Support