Სარჩევი
შეიძლება გამოგადგეს:
2022-12-203 minutes

რა არის კონვერტაცია და რა პლიუსები აქვს?

კონვერტაციის სერვისით სარგებლობის დროს, თქვენ კრიპტოვალუტას ყიდულობთ, ან ყიდით ბირჟისგან რომელზეც ვაჭრობთ. მაგალითისთვის, თუ Cryptal.com-ის პლატფორმაზე თქვენ გადაწყვეტთ რომ შეიძინოთ USDT კოინი, თქვენ მას ყიდულობთ Cryptal-ისგან.

Spot Trade-ისგან განსხვავებით, კონვერტაციის დროს თქვენ არ გიწევთ შეკვეთის განთავსება და ლოდინი, როდის იპოვით შესაბამის თრეიდერს, ვისთვისაც თქვენ მიერ შეთავაზებული გარიგება ხელსაყრელია.

რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?

კრიპტოსამყაროში ციფრული აქტივების ეფექტურად სამართავად სისწრაფე და მოქნილობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, სწორედ ამიტომ ბევრი თრეიდერი იყენებს კონვერტაციას.

  • მოქნილობა;
  • სისწრაფე;
  • სიმარტივე;
  • მაღალი ლიკვიდურობა;

ეს ის უპირატესობებია, რომლებიც Cryptal-ზე დაგხვდებათ კონვერტაციისას- იყიდე ან გაყიდე ნებისმიერი ოდენობის აქტივი Cryptal-ზე რამდენიმე წამში.

Instant Trade-ით სარგებლობა კრიპტალის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ, ზუსტად ისე, როგორც ინსტრუქციაშია:

  • პოულობთ Instant Trade-ს
  • უთითებთ ყიდვას ან გაყიდვას
  • ირჩევთ სასურველ კრიპტოვალუტას
  • ირჩევთ სასურველ Fiat ვალუტას
  • წერთ სასურველ რაოდენობას

Instant Trade საკომისიოების გარეშე!

კრიპტოვალუტების მიმოცვლისა და კრიპტო ეკოსისტემის სტიმულირებისათვის კრიპტალი სხვადასხვა აქტივობებს მიმართავს. ერთ-ერთი ასეთია Instant Trade-ის მეშვეობით USDT-ის უპროცენტო გადაცვლა.
მას, ვისაც აქვს USDT კოინები და სურს გადაცვლა US დოლარში, ჩვენთან სწრაფ გადაცვლას (Instant Trade) საკომისიოს გარეშე შეძლებს!
ასევე გატანის საკომისიო არის 0%, შესაბამისად, მომხმარებელი გაიტანს ზუსტად იმდენივე თანხას, რასაც გადაცვლის.

Support