0
2023-08-11clock6 minutes

რას გაიგებ ბლოგში? – HODL ისტორია, წარმატებული სავაჭრო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა

კრიპტოვალუტების სამყაროში HODL საკმაოდ ცნობილი ტერმინია. წერაში დაშვებული შეცდომიდან დაწყებული საუკეთესო კრიპტო სავაჭრო სტრატეგიამდე ერთი ნაბიჯია.

თუმცა ტერმინისა და სტრატეგიის უკეთ გასაგებად, ამ ბლოგში მოგიყვებით რას ნიშნავს HODL, საიდან დაიწყო მისი ისტორია და რატომ არის ასეთი წარმატებული კრიპტო სტრატეგია.

რა არის HODL?

მარტივად რომ ავხსნათ, HODL არის ერთ-ერთი კრიპტო საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც უამრავი კრიპტო ინვესტორი და თრეიდერი იყენებს. ის ნიშნავს იყიდო შენთვის სასურველი კრიპტო აქტივი და ბაზრის ცვალებადობის მიუხედავად შეინახო შენს ციფრულ საფულეში გარკვეული დროით, სანამ აქტივის ფასი დასახულ მიზანს არ მიაღწევს.

ტერმინი შემთხვევით წარმოიშვა ინგლისური სიტყვა hold-ის არასწორი დაწერისაგან და საბოლოო ჯამში მივიღეთ კრიპტო თრეიდერების საყვარელი სტრატეგია - HODL.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, HODL არის აქტივების გაყიდვის ცდუნებისაგან თავის შეკავება, მაშინაც კი, როცა კრიპტოაქტივი ნაყიდზე გაცილებით ძვირად ფასობს.

საიდან წამოვიდა ტერმინი HODL?

2013 წლის დეკემბერში Bitcoin ფორუმის წევრმა ერთ-ერთ კრიპტოვალუტაზე დაწერა “I AM HODLING”. პოსტის ავტორი კრიპტოვალუტების ფორუმზე ცნობილი იყო, როგორც არც თუ ისე კარგი კრიპტო ინვესტორი და შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ ბიტკოინის ინვესტიციას არცერთ შემთხვევაში არ გაყიდა. ამით კი, ის ამ სტრატეგიის კრიპტო სივრცეში ერთ-ერთი პირველი გამომყენებელი გახდა.

ტერმინმა მალევე მოიარა კრიპტო საზოგადოება და გახდა გრძელვადიანი ინვესტიციების სინონიმად.

HODLing - ანუ „იყიდე და შეინახე“ სტრატეგია

როგორც ვახსენეთ, ინვესტორები, რომლებიც HODL სტრატეგიას იყენებენ აქცენტს გრძელვადიან სავაჭრო სტრატეგიაზე აკეთებენ, მიუხედავად იმისა აქტივის ფასი მოკლევადიან პერიოდში იზრდება თუ მცირდება.

HODL-ინგი ხშირად მარტივ და ეფექტურ სტრატეგიად აღიქმება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვაჭრობის სტრესის თავიდან აცილება სურს. მის ფუნდამენტურ აზრს, რომ კრიპტოვალუტა მცირე რხევების მიუხედავად გრძელვადიან პერიოდში საბოლოო ფასის ზრდას მაინც ნახავს, უამრავი კრიპტო თრეიდერი იზიარებს. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, ამ სტრატეგიასაც აქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსები:

რა უპირატესობები აქვს HODL-ს?

  • სიმარტივე:
    დამწყები ინვესტორებისათვის HODL სავაჭრო სტრატეგია ყველაზე მარტივად გასაგები და აღსასრულებელია
  • მომგებიანობა:
    დიდი სარგებლის მიღების პოტენციალი. ბიტკოინის მფლობელების მაგალითზე ვნახეთ, რომ წარსულში დაბალ ფასად ნაყიდი კრიპტო აქტივი მომავალში მაღალ ამონაგებს გვპირდება
  • სტაბილურობა:
    ემოციური სტრესის შემცირება. HODLსტრატეგია ინვესტორს პანიკური გაყიდვებისა და შესყიდვებისგან იცავს, რაც შეიძლება კრიპტო პორტფელისთვის დამაზარალებელი იყოს

რა მინუსები აქვს HODL სავაჭრო სტრატეგიას?

  • დანაკარგები:
    კრიპტოვალუტები ვოლატილობით გამოირჩევიან, შესაბამისად სავსებით შესაძლებელია, რომ ინვესტორმა გრძელვადიან პერსპექტივაში მოგების სანაცვლოდ მიიღოს გაუფასურებული კრიპტო აქტივი
  • სტაბილური შემოსავლის არ არსებობა:
    ტრადიციული აქციებისა და უძრავი ქონებისგან განსხვავებით, რომლებსაც დივიდენდების ან ქირის სახით შეუძლიათ სტაბილური მოგება მოიტანონ, შენახული, ანუ და-HODL კრიპტო აქტივები სტაბილურ შემოსავალს არ იძლევა
  • რისკი:
    თუკი კრიპტოვალუტის პროექტი ჩავარდება, ინვესტორები თავიანთ ინვესტიციას სრულად რისკის ქვეშ აყენებენ

როგორ გავხდე წარმატებული HODL-ერი?

რომელიმე კრიპტოვალუტის წარმატებული ჰოდლერი რომ იყო და გრძელვადიანი პერსპექტივისათვის დაიწყო ქოინების შენახვა, რამოდენიმე ოქროს წესი უნდა დაიმახსოვრო:

  1. ინვესტირებამდე ჩაატარე კვლევა:
    სანამ რომელიმე კრიპტოაქტივის ყიდვასა და მის გრძელვადიანად შენახვას გადაწყვეტ, კარგად მოიძიე პროექტი, მისი ავტორები და გაერკვიე ზოგადად რას წარმოადგენს ესა თუ ის კრიპტოვალუტა.
  1. დივერსიფიკაცია - არ შეინახო მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტა:
    ფსონი მხოლოდ ერთ კრიპტოვალუტაზე არ განათავსო. გაითვალისწინე, რომ შესაძლოა რომელიმე კრიპტოაქტივი მოკლევადიან პერიოდში უფრო მომგებიანი იყოს და შენ მისი გრძელვადიანად შენახვით დიდი ზარალი ნახო. ამიტომ, შეიძინე რამოდენიმე კრიპტოვალუტა, ასე უფრო მეტი შანსი გაქვს.
  1. იყავი მზად დანაკარგებისათვის:
    გაითვალისწინე, კრიპტო მარკეტი დიდი ვოლატილობით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა შენმა კრიპტოვალუტებმა და ქოინებმა ფასი დაიკლოს. ამან არ შეგაშინოს, ეს ნებისმიერ სფეროში ჩვეულებრივი ამბავია, დაიმახსოვრე რომ შენ გრძელვადიანი სტრატეგია და მიზანი გაქვს.
  1. იყიდე იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია:
    დაიმახსოვრე კრიპტოვალუტებში ინვესტირების ოქროს წესი: იყიდე იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია.
  1. იყავი მომთმენი:
    ყოველთვის გახსოვდეს, რომ HODLარის გრძელვადიანი სტრატეგია და ის შეიძლება რამოდენიმე წელზეც გაიწელოს, ასე რომ არ განახორციელო პანიკური გაყიდვა და შესყიდვა, მიჰყევი შენს დასახულ გეგმას მოთმინებით.

ბიტკოინის და-HODL-ვა შესაძლებელია?

არ არსებობს კრიპტოვალუტა, რომლის და-HODL-ვაც ტექნიკურად შესაძლებელი არ არის. ბიტკოინის გრძელვადიანად შენახვა კი, სავსებით მიღებული პრაქტიკაა. უფრო მეტიც, ტერმინი HODL სწორედ იმ ფორუმზე წარმოიქმნა, სადაც დაიბადა თავად ბიტკოინი.

რა არის საჭირო კრიპტოვალუტის HODL-ისთვის?

როგორც გავიგეთ, HODL გრძელვადიანი პერსპექტივაა და ის შეიძლება დროში რამოდენიმე წელზეც დაიგეგმოს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ამ სავაჭრო სტრატეგიის სწორად აღსასრულებლად საჭირო.

პირველ რიგში საჭიროა იყიდო შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა, რომელსაც თვლი, რომ სამომავლოდ გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ახლა.

შემდგომ შენი ნაყიდი კრიპტო აქტივი თუ ქოინი შესაბამის ადგილას უნდა განათავსო უსაფრთხოდ და დაცულად, სადაც მხოლოდ შენ გექნება წვდომა. ამისათვის კი, კრიპტო საფულე დაგჭირდება.

კრიპტო საფულე უზრუნველყოფს შენი აქტივების უსაფრთხოდ დაცვას, სწორედ ისე, როგორც ტრადიციული fiat ვალუტის შესანახი სეიფი, თუმცა ერთი განსხვავებით. ისინი ფიზიკურ სეიფებზე უფრო დაცულები და მოსახერხებლები არიან.

თუ არ იცი რომელი ციფრული საფულეებია საუკეთესო და რომელია შენზე მორგებული, წაიკითხე ჩვენი ბლოგი:

Support