კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, ერთ-ერთი პირველი რაც შეიძლება ისწავლო, არის თუ როგორ იყიდო ან/და გაყიდო აქტივები.
არსებობს ორი ტიპის ორდერი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ეს გააკეთო: Market Order და Limit Order.
რა არის Market Order?
- Market ორდერი არის აქტივის კონკრეტულ დროში, ბაზარზე საუკეთესო ფასად ყიდვის, ან გაყიდვის ბრძანება. ასეთი ტიპის ორდერები, როგორც წესი მომენტალურად სრულდება.
მისი მთავარი უპირატესობა არის სისწრაფე, ეფექტურობა და მარტივი აღსრულება. ყველა ეს თვისება შენთვის გამოსადეგია თუ აქტივების მიმოცვლა მოკლე დროში, დაყოვნების გარეშე გესაჭიროება.
Market Order-ები განკუთვნილია იმ თრეიდერებისთვის, რომლებსაც აქტივების გადაცვლა მომენტალურად უნდათ და მცირე რისკის აღებასაც არ ერიდებიან.
მაგალითად, თუ ხედავ, რომ რომელიმე კრიპტო აქტივის ფასი სწრაფად იმატებს და გინდა რომ იყიდო, მარკეტ ორდერი საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს მისი სწრაფად აღსრულებიდან გამომდინარე.
რა არის Limit Order?
- Limit Order არის ბაზარზე არსებულ ან უფრო დაბალ ფასად გაყიდვისა და ყიდვის ბრძანება
ლიმიტ ორდერები მარკეტ ორდერებისგან განსხვავებით მომენტალურად არ აღსრულდება. დადებული ბრძანება შესრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თრეიდერის მიერ გასაყიდად გამოტანილი ან შესაძენი კრიპტო აქტივების წინასწარ მითითებული ფასი გაუტოლდება სხვა თრეიდერის დადებულ ორდერის ფასს.
მაგალითად, თრეიდერს სურს, რომ 1 BTC შეიძინოს $10.000 სანაცვლოდ და არ უნდა რომ ამ თანხაზე მეტი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, ის დადებს ბრძანებას (Limit Order) – 1BTC $10.000-ის სანაცვლოდ.
ეს ბრძანება ავტომატურად ორდერ ბუქში გადადის. თუ ბაზარზე BTC-ის ფასი იქნება სასურველი $10.000 ან უფრო ნაკლები, თრეიდერის მიერ დადებული ყიდვის ბრძანება დაწყვილდება სხვა თრეიდერის მიერ დადებულ გაყიდვის ბრძანებასთან და ტრანზაქცია ავტომატურად შესრულდება მინიმუმ წინასწარ განსაზღვრულ ფასად ($10.000).
ხოლო თუ უკეთესი შემოთავაზება იარსებებს ბაზარზე, ანუ წინასწარ მითითებულ $10.000-ზე ნაკლები, Limit Order-ის მეშვეობით ავტომატურად შენს განსაზღვრულ ფასზე უკეთეს თანხადაც იყიდი კრიპტო აქტივებს.
თუ ბაზარზე შესაბამისი ორდერები არ გაჩნდა და შენთვის მისაღები $10.000 ან უფრო ნაკლები არ დაფიქსირდა, ბრძანება ორდერ ბუქში მანამ იარსებებს, სანამ არ გაუქმდება ან შესრულდება.
Limit Order-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თრეიდერს თავად შეუძლია ფასის კონტროლი. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც დიდი მოცულობის აქტივების კარგ ფასად შეძენა გსურს.
Market და Limit ორდერები არის თრეიდინგის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ყველა თრეიდერს უნდა ესმოდეს. თითოეულ ორდერის ტიპს აქვს თავისი უპირატესობა.
თუ გინდა გაიგო, რა სხვაობაა აქტივების ყიდვა & გაყიდვაში Market & Limit Order-ებისა და Instant Trade-ის გამოყენებით, ეს ბლოგი შენთვის არის.