Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
swift-geo-1000x300
2023-01-30clock6 minutes

SWIFT გადარიცხვა საბანკო სექტორისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქციაა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კრიპტო სამყაროა, სადაც მომხმარებლები კრიპტო ინვესტირების განსახორციელებლად საჭირო ტრადიციულ fiat ვალუტებს SWIFT-ის მეშვეობით ყიდულობენ ან ყიდიან.

ბლოგში საუბარი გვექნება იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 2023 წლის პირველი თებერვლიდან შედის.

რა იცვლება?

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტო ბირჟა Binance-მა სიახლის შესახებ რამოდენიმე დღის წინ დააანონსა.

ცვლილების მიხედვით, ბანკი, რომელიც ემსახურება Binance-ის მომხმარებლებს, თებერვლის პირველი დღიდან (1 თებერვალი) დაამუშავებს მხოლოდ იმ კლიენტთა ტრანზაქციებს, რომელთა თანხაც აღემატება $100.000-ს.

ბაინანსის განცხადება ბლუმბერგზე გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ:

ჩვენმა საბანკო პარტნიორმა, Signature Bank-მა, განაცხადა, რომ იგი აღარ დაუჭერს მხარს 100.000 ა.შ.შ დოლარზე ნაკლები თანხის ღირებულების აქტივების SWIFT ტრანზაქციებს 2023 წლის პირველი თებერვლიდან. ეს ეხება ყველა მათ მომხმარებელს, რომელიც ასევე იყენებს Binance-ის სერვისს.

შესაბამისად, მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ აღნიშნულ თანხაზე ნაკლების შემთხვევაში SWIFT გადარიცხვების განხორციელება.“

აღნიშნულმა ცვლილებამ მრავალი კითხვა გააჩინა ჩვენს მომხმარებლებშიც - თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა მათზე.

რა შეიცვლება Cryptal-ის მომხმარებლებისთვის?

კრიპტალის მომხმარებლებისათვის ამ კუთხით არაფერი იცვლება. SWIFT ტრანზაქციები ჩვეულებრივ, ძველებური პირობებით განხორციელდება როგორც კრიპტო აქტივების შესაძენად საჭირო თანხის დასადეპოზიტებლად, ასევე გამომუშავებული fiat ვალუტის გამოსატანად.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ Binance-ის მომხმარებლებს, ხოლო სხვა ყველა კრიპტო ბირჟის თრეიდერს, მათ შორის Cryptal-ის, ეს ცვლილება არ შეეხება.

გარდა იმისა, რომ ამ მხრივ Cryptal-ის მომხმარებლებისათვის არაფერი იცვლება და მათ პრობლემა არ შეექმნებათ Swift ტრანზაქციებზე, ძალაში რჩება განახლებული ტარიფებიც:

  • $-ის განაღდების საკომისიო 0%
  • ₾-ის განაღდების საკომისიო 0.5%
  • €-ს განაღდების საკომისიო 1%

ასევე, შეგახსენებთ, რომ გარდა დაბალი საკომისიოებისა, Cryptal-ზე Swift-ის მეშვეობით თანხის გატანაც ულიმიტოა.

ანუ, თქვენ შეგიძლიათ Swift-ის სერვისის გამოყენებით, საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშებზე ნებისმიერი რაოდენობის თანხა გადაიტანოთ შეზღუდვების გარეშე.

დეტალურად საკომისიოებისა და ლიმიტების შესახებ იხილეთ აქ.

როგორ გამოვიყენო Swift გადარიცხვა?

  • ეწვიეთ თქვენს საფულეს
  • აირჩიეთ Swift გატანა
  • შეიყვანეთ პირადი მონაცემები
  • ჩაწერეთ თანხის სასურველი ოდენობა
  • დაკლიკეთ ღილაკზე „გატანა“

გაითვალისწინეთ, რომ შემცირებული პროცენტებით თანხის გატანა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშებზე!

თუ დამატებითი შეკითხვები გექნება, შეგიძლია დაგვიკავშირდე შემდეგი გზებით:

P.S. აქვე შეგახსენებთ, ჩვენი რეფერალური პროგრამის შესახებ

Cryptal-ზე ამოქმედდა განახლებული რეფერალური პროგრამა, სადაც მეგობრის მოწვევით იღებთ 2 სარგებელს ერთდროულად, როგორც შენ, ისე შენი მეგობარი.

თქვენ დაგერიცხებათ მოწვეული მეგობრის მიერ Spot ბირჟაზე ნავაჭრი თანხის საკომისიოს 20% და ასევე ფიქსირებული ბონუსი - $5 ღირებულების USDT.

გაითვალისწინეთ, რომ ბონუსის მისაღებად მოწვეულმა მეგობარმა თანხა Cryptal-ის საკუთარ ანგარიშზე, აუცილებლად უნდა შემოიტანოს საბანკო ბარათით ან Wire ტრანსფერის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ Wire ტრანსფერის შემთხვევაში, SWIFT დეპოზიტებზე კრიპტალის მომხმარებლებს პრობლემა არ შეექმნებათ და ჩვეულებრივ შეძლებენ ნებისმიერი ოდენობის თანხის დადეპოზიტებას სრულიად უპროცენტოდ.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ჩვენი ბლოგი განახლებულ რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით.

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support