0
2023-08-09clock5 minutes

რა არის Transaction ID, ანუ კრიპტო გადარიცხვის სტატუსი

Transaction ID, ანუ შენს მიერ გადარიცხული კრიპტოს ტრანზაქციის სტატუსი არის უნიკალური კოდი, რომლითაც ხვდები რომ ესა თუ ის ტრანზაქცია შენს მიერ არის განხორციელებული.

ის შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს და დამოკიდებულია ტრანზაქციის ტიპზე, პლატფორმაზე და ა.შ.

უმეტეს შემთხვევაში, ტრანზაქციის ID ციფრებისა და ასოებისაგან შემდგარი უნიკალური კოდია. ის შეიძლება იყოს ძალიან გრძელი ან სულაც ძალიან მოკლე, როგორც ვთქვით, დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე.

რაში გვჭირდება Transaction ID?

  • შენი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად
  • ხარვეზის შემთხვევაში ანაზღაურების მოსათხოვნად
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში შენი ტრანზაქციის იდენტიფიცირებისათვის
  • უბრალოდ, შენს მიერ გადარიცხული ან მიღებული აქტივების გასაკონტროლებლად თუ რა ეტაპზეა ისინი შენს საფულეში მოხვედრამდე

რა არის ბიტკოინის Transaction ID?

როგორც ვიცით, ყველა კრიპტო ტრანზაქციას ენიჭება უნიკალური კოდი, შემდგომ კი კოდის შესაბამისად ისინი გადაინაცვლებენ ბლოკჩეინის ქსელში, ერთ რომელიმე ბლოკში და იქ ინახებიან სამუდამოდ.

ბიტკოინის ტრანზაქციის ID-იც ჩვეულებრივ, ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი კოდია, რომლითაც ვხვდებით და ვარჩევთ ჩვენსა და სხვა ადამიანების მიერ განხორციელებულ გადარიცხვებს.

მაგალითად: როდესაც ლაზლო ჰაინეცმა 2010 წლის მაისში ბიტკოინის დახმარებით პიცა იყიდა, მისი ტრანზაქციის ID ასე გამოიყურებოდა: a1075db55d416d3ca199f55b6084e2115b9345e16c5cf302fc80e9d5fbf5d48d

მისი გადამოწმება თავად შეგიძლიათ BlockExplorer-ის დახმარებით. ასევე, შესაძლებელია რომ შენი საკუთარი ტრანზაქციაც გადაამოწმო, თუ რა ეტაპზეა, ზუსტად იმავე უნიკალური Transaction ID-ის გამოყენებით.

აქ შენ უამრავი საჭირო ინფორმაციის ნახვა შეგიძლია, მაგალითად ტრანზაქციის მოცულობა, რომელ კრიპტოვალუტაში განხორციელდა, რა ეტაპზეა, რა არის მიმღების საფულის მისამართი და ა.შ

თუმცა, როგორც კრიპტოვალუტას სჩვევია, აქ არ ჩანს არანაირი პირადი ინფორმაცია.

Transaction ID-ის მეშვეობით შეგვიძლია სხვადასხვა საფულეში გაგზავნილი აქტივებიც გადავამოწმოთ.

რას ინახავენ ცნობილი ადამიანები საკუთარ კრიპტო საფულეში?

ვიტალიკ ბუტერინის საფულეში, რომელიც კრიპტოვალუტა ეთერიუმის შემქმნელია, დაახლოებით $15 მილიონის აქტივები იძებნება.

1

მისი გადამოწმება თავად შეგიძლიათ მისამართზე: 0xd8da6bf26964af9d7eed9e03e53415d37aa96045

ტრონის შემქმნელის, ჯასტინ სანის საფულეში (0x3ddfa8ec3052539b6c9549f12cea2c295cff5296) კი, $31 მილიონის აქტივები ინახება.

2

როგორ გვეხმარება Transaction ID?

თუ შენი ტრანზაქციის გადამოწმება მოგინდა, ორი რამ დაგჭირდება: Transaction ID და BlockExplorer.

განხორციელებული ტრანზაქციის შემდეგ, როდესაც შენს გადარიცხვას უნიკალური Transaction ID მიენიჭება, იყენებ BlockExplorer-ის ტრანზაქციების ძებნის ველს და ნახულობ, რა ეტაპზეა შენი გადარიცხვა სანამ კრიპტო საფულეში მოხვდება.

Support