Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
1024 x 365 Geo - WEEKEND
2022-12-23clock4 minutes

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასამუშაო დღეებში დადეპოზიტებული თანხა გვიან, ან სულაც მომდევნო სამუშაო დღეს ისახება.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ გადახდის საშუალება, რომლის დახმარებითაც, კვირის ნებისმიერ დღეს, რომელი საათიც არ უნდა იყოს, დადეპოზიტებული თანხა წამიერად აგესახებათ.

იმისთვის, რომ 24/7-ზე ნებისმიერ დროს, წამებში აგესახოთ თანხა საფულეში, დაადეპოზიტეთ აქტივები საქართველოს ბანკის ანგარიშიდან, Wire ტრანსფერის გამოყენებით, ანუ მობაილ ბანკიდან IBAN-ის დახმარებით.

• გადადით საფულეში

• აირჩიეთ Swift (International Bank Transfer)

• აირჩიეთ საქართველოს ბანკი

• დააკოპირეთ ანგარიშის ნომერი

• გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ უნიკალური კოდი

გადარიცხული თანხა რამდენიმე წამის განმავლობაში აისახება თქვენს საფულეში

Wire ტრანსფერით განხორციელებული გადარიცხვა, საკომისიო გადასახადის გარეშეა შესაძლებელი, ნებისმიერი Fiat ვალუტის შემთხვევაში (EUR, GEL, USD)

არასამუშაო დროს თიბისი ბანკის ანგარიშიდან Swift-ით შემოტანილი თანხა აისახება სამუშაო დროს, თუმცა, საკომისიო გადასახადი ამ შემთხვევაშიც 0%-ია.

Visa/Mastercard-ით შემოტანილი თანხა (როდესაც ბარათი მიბმულია თქვენს საფულეზე) ნებისმიერ დროს მომენტალურად აისახება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მოგიწევთ საკომისიოს გადახდა.

US დოლარი - 4%

ქართული ლარი - 3%

Wallypay-დან Cryptal-ის საფულეზე თანხის გადმოტანა, ასევე 24/7-ზეა შესაძლებელი და თანხაც რამდენიმე წამში დაგიჯდებათ საფულეში.

შეგახსენებთ, რომ Cryptal-ზე დეპოზიტი 0%-ია!

Support