რა არის 2FA?
2FA, ანუ ორ-ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია დამატებითი პარამეტრია თქვენი ანგარიშების უსაფრთხოებისთვის. იგი უზრუნველყოფს ანგარიშში მხოლოდ რეალური მეპატრონის ავტორიზაციას მაშინაც კი, როდესაც პაროლი სხვამაც იცის.
როგორ მუშაობს 2FA?
ავთენტიფიკატორი 30 წამში ერთხელ აგენერირებს ერთჯერად კოდს, რომელიც პაროლთან ერთად უნდა შეიყვანოთ. ეს კი, დამატებითი გარანტია იმისა, რომ ავტორიზაცია მხოლოდ რეალურმა ანგარიშის მფლობელმა შეძლოს.
იმისთვის, რომ თქვენს ანგარიშზე გააქტიურდეს ორმაგი უსაფრთხოება, პირველ რიგში, აუცილებელია ავთენტიფიკაციის აპლიკაციის გადმოწერა (ჩვენი რეკომენდაციით Google Two-factor authenticator).
- გაიარეთ ავტორიზაცია Cryptal-ზე
- გადადით „უსაფრთხოება და პროფილის“ გვერდზე
- გახსენით პარამეტრების ფანჯარა
- მონიშნეთ „Google ავთენტიფიკაცია“
ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდი.
კოდის შეყვანის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ახალი ფანჯარა, რომელზეც ნაჩვენები იქნება QR და უნიკალური კოდი, რომლებიც ფუნქციურად ერთი და იგივეა.
- გახსენით ავთენტიფიკატორის აპლიკაცია
- დაასკანერეთ ზემოთ ნახსენები QR, ან დააკოპირეთ უნიკალური კოდი და ჩასვით აპლიკაციაში
- აპლიკაციაში გამოგიჩნდებათ ერთჯერადი 30 წამიანი კოდი, რომელიც უნდა ჩაწეროთ საიტზე ამონათებული QR კოდის ქვედა გრაფაში
ამით თქვენი ანგარიში გახდება ორმაგად უსაფრთხო. საიტზე ყოველ ჯერზე შესვლისას და ტრანზაქციების განხორციელებისას, ერთჯერადი პაროლის გამოყენება აუცილებელია.