Სარჩევი
Visa/Mastercard:
Wire ტრანსფერი:
SEPA ტრანსფერი:
შეიძლება გამოგადგეს:
2022-12-274 minutes
Cryptal-დან აქტივების განაღდება სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ, ესენია: საბანკო ბარათებზე (Visa/Mastercard), Swift გადარიცხვა და SEPA Wire ტრანსფერი.
გაითვალისწინეთ, Fiat ვალუტებით სარგებლობისთვის უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია.
Visa/Mastercard:
- საბანკო ბარათებზე შესაძლებელია მხოლოდ ქართული ლარის გატანა
- Cryptal-ის პლატფორმას აქვს საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბარათების მხარდაჭერა
- ₾-ის განაღდებისას მოქმედებს ფიქსირებული საკომისიო გადასახადი: საქ. ბანკი - 1.2₾, ხოლო TBC ბანკი - 1₾
- ვერიფიცირებულ მომხმარებელს ყოველდღიურად შეუძლია გაიტანოს 3,000₾, ხოლო თვის ჭრილში - 30,000₾
Wire ტრანსფერი:
- Wire ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია Swift-ის საშუალებით
- შესაძლებელია ა.შ.შ. დოლარის, ევროსა და ლარის განაღდება
- ა.შ.შ. დოლარის განაღდების საკომისიო 0%
- ₾-ის განაღდების საკომისიო - 0.5%
- ევროს განაღდების საკომისიო 1%
- ვერიფიცირებულ მომხმარებელს ყოველთვიურად ულიმიტო ოდენობის თანხის გატანა შეუძლია, ხოლო ერთჯერადად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 5,000,000 ერთეულის.
SEPA ტრანსფერი:
- SEPA უზრუნველყოფს მხოლოდ ევროს ტრანზაქციებს
- ევროს განაღდების საკომისიო - 1%
- ვერიფიცირებულ მომხმარებელს ყოველთვიურად ულიმიტო ოდენობის თანხის გატანა შეუძლია, ხოლო ერთჯერადად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 5,000,000 ევროსი.
შეგახსენებთ, რომ Cryptal-ზე Swift-ით ნებისმიერი ოდენობის დოლარის გატანას უპროცენტოდ შეძლებთ!