ბლოგში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც Accumulation/Distribution Indicator-ს ეხება - რისთვის გამოიყენება და როგორ ამოიკითხება მის მიერ გაცემული სიგნალები.
რა არის A/D ინდიკატორი?
A/D არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელიც ფასებისა და ბაზარზე არსებული აქტივების მოცულობის გაანალიზებით ადგენს, თუ რამდენად მყარია მარკეტზე არსებული ტრენდი.
ინდიკატორი აანალიზებს, თრეიდერები რა ტიპის აქტიურობით არიან დაკავებულები - აქტივებს ყიდიან თუ ყიდულობენ.
ბაზარზე აქტივების მოძრაობაზე დაყრდნობით ინდიკატორი აგზავნის სიგნალებს, სადაც გვეუბნება ტრენდი აღმავალია თუ დაღმავალი, მარკეტი Bull ფაზაშია თუ Bear-ში და ა.შ
თუკი რომელიმე აქტივის ფასი იზრდება, თუმცა ინდიკატორის სიგნალი არსად ჩანს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბაზარზე შესყიდვები და აქტივების არსებული მოცულობები, ფასის ზრდის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის და ტრენდი შეიცვლება.
როგორ გამოვიყენოთ A/D Indicator?
როგორც წესი, ჩარტის წაკითხვისას A/D გამოიყენება სხვა ტექნიკურ ინდიკატორებთან ერთად, რათა ტრენდის ცვლილება დადასტურდეს.
ინდიკატორის დამატებით Trading Chart-ზე Line Chart გამოჩნდება.
როგორ ამოვიკითხო სიგნალები?
თუ ბაზარზე აქტივების დახურვის საბოლოო ფასი, წინა პერიოდის დახურვის საბოლოო ფასთან შედარებით მაღალია, მაშინ მარკეტზე აქტივების მოცულობა (MFV) პოზიტიურია და A/D ინდიკატორი შესაბამის სიგნალს გვიგზავნის.
ეს მანიშნებელია, რომ რომელიმე კრიპტოვალუტის შესყიდვაზე მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, ეს ყიდვის პოტენციური სიგნალია.
ხოლო, თუ აქტივების დახურვის საბოლოო ფასი, წინა პერიოდის დახურვის საბოლოო ფასთან შედარებით დაბალია, ესეიგი MFV (მარკეტზე აქტივების მოცულობა) უარყოფითია.
თუ თრეიდერებს თავიანთი აქტივები გასაყიდად გამოაქვთ - A/D გვანიშნებს, რომ გაყიდვის დროა.
1 BTC-ის ფასი გუშინ $38.000 იყო, დღეს დახურვისას კი - $40.000.
ბაზარზე მიმოქცევაში ჯამურად არის 5 BTC.
A/D ინდიკატორის მუშაობის პრინციპი:
გუშინ: (38 000 – 38 000) * 5 = 0 * 5 = 0
დღეს: (40 000 – 38 000) * 5 = 2000 * 5 = 10 000
ინდიკატორი გვანიშნებს, რომ ის პოზიტიურია, რადგან დღევანდელი საბაზრო მოცულობა აღემატება გუშინდელს.
მნიშვნელოვანია, რომ A/D ინდიკატორთან ერთად, გამოიყენოთ სხვა დამატებითი ინდიკატორებიც, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ.
როგორ დავაყენოთ Accumulation/Distribution Indicator?
- შევდივართ Spot Trade-ზე
- Trading Chart-ის პანელზე ვირჩევთ Indicators
- ვირჩევთ Accumulation/Distribution Indicator