Სარჩევიchevron-down
რჩევა:
შეიძლება გამოგადგეს:
DIDI
2023-01-12clock4 minutes

რა არის Advance-Decline (AD) Line?

AD Line არის კრიპტოვაჭრობაში ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც ზომავს აღმავალი და დაღმავალი ტრენდების ურთიერთკავშირს. ტრენდი აღმავლად ჩაითვლება მაშინ, როდესაც კონკრეტული აქტივის სავაჭრო ფასი აღემატება, გასული დღის დახურვისას დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

დაღმავალია ტრენდი, თუ მიმდინარე სავაჭრო ფასი ნაკლებია, ვიდრე გასული დღის დახურვისას დაფიქსირებული ბოლო ფასი.

AD ზომავს ბაზრის ზოგად სენტიმენტს და გვაწვდის მნიშვნელოვან სიგნალს, მარკეტის სიჯანსაღის შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის გამოითვლის თანაფარდობას აღმავალ და დაღმავალ ტრენდებს შორის, შედეგს Chart-ზე გამოხატავს გავლებული ხაზის სახით, რომელიც შედეგის შესაბამისად მოძრაობს, ან მაღლა - ან დაბლა.

რატომ არის AD Line მნიშვნელოვანი ინდიკატორი?

Advance-Decline Line მნიშვნელოვან როლს ასრულებს თრეიდერების ყოველდღიურობაში, რადგან ინდიკატორმა შეიძლება მოგვცეს მნიშვნელოვანი სიგნალები ბაზრის სიმყარისა და მომავალი ტრენდების შესახებ.

მატრივად რომ ვთქვათ, AD კონცენტრირებულია ბაზრის პოზიტიური ტრენდის აღმოჩენისა და თრეიდერისთვის ამ სიგნალის მიწოდებისკენ.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ხასიათი სწორად გვესმოდეს და წინასწარ გვქონდეს წარმოდგენა, რას შეიძლება ველოდოთ მომავალში კონკრეტული აქტივისაგან. Advance Decline ინდიკატორი კი, ცდილობს ტრენდი წინასწარ განსაზღვროს და თრეიდერს ამის შესახებ მაქსიმალურად ადრე გაუგზავნოს სიგნალი.

AD Line მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმის დასადგენად, თუ საით შეიძლება წავიდეს ბაზარი - გვაძლევს სიგნალებს, რომლის შესაბამისადაც უნდა ვივარაუდოთ პოტენციური ძვრები.

თუმცა, ჩვენი რჩევაა, რომ როგორც სხვა ყველა ინდიკატორი, ასევე Advance-Decline-იც გამოიყენოთ სხვა ინდიკატორებთან ერთად, რათა უფრო მოცულობითი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

AD Line შეიძლება გამოიყენოთ ისეთ ინდიკატორებთან ერთად, როგორებიცაა: Moving Averages, Relative Strength Index (RSI), Moving Average Convergence Divergence (MACD) და Ichimoku Cloud.

როგორ დავაყენოთ Advance-Decline Line?

  • შევდივართ Spot Trade-ზე
  • Trading Chart-ის პანელზე ვირჩევთ Indicators
  • ვირჩევთ Advance/Decline

AD Line თრეიდერებისთვის წარმოადგენს საკმაოდ ფასეულ ინდიკატორს, რომელსაც შეუძლია ბაზრის სენტიმენტების შესახებ შესაბამისი სიგნალები გამოგვიგზავნოს. AD-ის მუშაობის პრინციპის გაანალიზებით, თქვენი ვაჭრობის გამოცდილება გახდება უფრო მარტივი და წარმატებული თრეიდინგის საწინდარი.

Support