სხვადასხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროს გარდა, A.I. ტექნოლოგია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების სამყაროში.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განვითარება ამ სფეროში არის A.I. Token-ების გამოჩენა. ის წარმოადგენს კრიპტოვალუტის ტიპს, რომელიც სპეციალურად შექმნილია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებთან გამოსაყენებლად.
A.I. Tokens არის ციფრული აქტივების ახალი კლასი, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად. ისინი აგებულია blockchain ტექნოლოგიაზე, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხო, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შესაქმნელად და პროდუქტებისა თუ სერვისების განსათავსებლად. A.I. Tokens უნიკალურია იმით, რომ ისინი გვთავაზობენ ინვესტიციის ახალ გზას და პარალელურად ხელს უწყობენ AI ინდუსტრიის ზრდას.
ამ ტოკენების ღირებულება განპირობებულია A.I. აპლიკაციებისა და სერვისების მოთხოვნადობით, რომლებთანაც ისინი არიან დაკავშირებულნი. რადგანაც A.I. ტექნოლოგია აგრძელებს ზრდას და წინსვლას, ზოგიერთი ინვესტორი მოიაზრებს, რომ A.I. ტოკენებზეც გაიზრდება მოთხოვნა დროთა განმავლობაში. ზრდას კი განაპირობებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში.
რამდენადაც A.I. ინდუსტრია აგრძელებს ზრდას, სავარაუდოა, რომ A.I. Token-ებიც ითამაშებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს A.I. აპლიკაციების შემუშავებასა და დანერგვაში. საერთო ჯამში, A.I. Tokens წარმოადგენს საინტერესო შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს ინვესტირებას A.I. და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში. ტექნოლოგიისა და ფინანსური სარგებლის უნიკალური ნაზავით, ინვესტორები ხდებიან საკვანძო მოთამაშეები სწრაფად განვითარებად A.I. ინდუსტრიაში.
TOP 5 A.I. ტოკენი
ბლოგის ამ ნაწილში შემოგთავაზებთ ტოპ 5 მაზრდ ტოკენს, რომელიც სწორედ AI ინდუსტრიას ეფუძნება.
Fetch.ai არის ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს დეცენტრალიზებული, ღია კოდით და მიზნად ისახავს ციფრული გარემოს შექმნას ავტონომიური სუბიექტებისთვის ეკონომიკური საქმიანობის შესასრულებლად. მარტივად რომ ვთქვათ, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანებს, თავიანთი ბიზნესი ციფრულ გარემოში აკეთონ მარტივად. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა ჩამოაყალიბოს საერთო ეკონომიკა, სადაც ამ ერთეულებს შეუძლიათ უსაფრთხოდ და ეფექტურად აწარმოონ ტრანზაქცია ერთმანეთთან.
FET ტოკენი განიხილება, როგორც პერსპექტიული A.I. კრიპტოვალუტა იმის გამო, რომ აქცენტი კეთდება A.I.-ზე მომუშავე ავტონომიური ეკოსისტემის შექმნაზე.
Fetch.ai-ის ამჟამინდელი ღირებულება $0.38 ცენტს შეადგენს და მისი საერთო Market Cap $318 მილიონ დოლარს უტოლდება.
VeChain არის ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც კონცენტრირებულია მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტზე. იგი იყენებს A.I.-ს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან ერთად, რათა მონიტორინგი და ავთენტიფიკაცია გაუწიოს სხვადასხვა პროდუქტებსა და მონაცემებს, დაწყებული საკვებიდან და მედიკამენტებიდან დამთავრებული სხვადასხვა საწარმოო საქონლით და სამრეწველო ნივთებით.
ანუ, იგი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ავტომატიზირებულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროდუქტის დახარისხებას. VeChain ტოკენის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა მისი უამრავ სფეროში დანერგვა. პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს გადაწყვეტილებების მთელ რიგს, მათ შორის ჭკვიანი კონტრაქტის განხორციელებას, აქტივებზე თვალყურის დევნებას, მონაცემთა შენახვას და დამატებით სხვადასხვა ბიზნეს ოპერაციებს. ქსელში ტრანზაქციები მხარდაჭერილია VET ტოკენის მხრიდან, რომელიც აჯილდოვებს მომხმარებლებს მათი მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, VeChain-ის A.I. გადაწყვეტილებები ბიზნესს აძლევს მეტ ღირებულ ინფორმაციას მიწოდების ჯაჭვის პროცესების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში იძლევა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას.
მიუხედავად იმისა, რომ VeChain-ის ტოკენის ამჟამინდელი ღირებულება $.0.02 ცენტის ექვივალენტია, მისი ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $1 მილიარდს გადასცდა და იგი ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება.
DeepBrain Chain არის დეცენტრალიზებული A.I. გამოთვლითი ქსელი, რომელიც იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უსაფრთხო და ეფექტური A.I. ფუნქციონირებისათვის. ის მიზნად ისახავს დეცენტრალიზებული ბაზრის შექმნას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და მონაცემებისთვის, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებსა თუ ინდივიდებს ივაჭრონ A.I. სერვისებით შუამავლების საჭიროების გარეშე.
პლატფორმაზე ტრანზაქციებს ხელს უწყობს DBC Coin, DeepBrain Chain-ის მშობლიური კრიპტოვალუტა.
DeepBrain Chain-ის მიზანია შექმნას უფრო ეფექტური და ფუნქციური A.I. ეკოსისტემა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის ძალა, რათა გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები.
DeepBrain Chain-ის მშობლიური ტოკენი, DBC Coin ახლა იწყებს განვითარებას და პოპულარობის მოხვეჭას. თუმცა ხელოვნური ინტელექტის სფეროში განხორციელებული აქტივობების გამო, პროექტი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. DBC-ის შეძენას ამ ეტაპზე $0.006 ცენტად შეძლებთ.
SingularityNET არის დეცენტრალიზებული, ღია კოდის პლატფორმა A.I. სერვისებისთვის. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს განავითარონ თავიანთი ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ამავედროს გამოიმუშავონ ისეთი ტიპის A.I. სერვისებიდან, როგორიცაა კომპიუტერული სწავლების ალგორითმები, მონაცემთა ბაზის დამუშავება და A.I. მოდელები.
SingularityNET დაარსდა მეწარმეთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ, მათ შორის არის ბენ გოერცელიც. ის ასევე არის A.I. კვლევითი კომპანია OpenCog-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის მიზანია შექმნას ღია, დეცენტრალიზებული AI ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერს შეიტანოს წვლილი და გამოიყენოს A.I. სერვისები.
SingularityNET-ის ტოკენი, ჩვენს სიაში მოხვედრილ ტოკენთაგან ყველაზე პოპულარულია. აქტივის ერთეული ღირებულება $0.37 ცენტს შეადგენს, მისი საერთო კაპიტალიზაცია კი, ნახევარ მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
Ocean Protocol არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მონაცემთა გაზიარებას და გაცვლას. ის დაფუძნებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე და ავტონომიურ რეჟიმში იყენებს ჭკვიან კონტრაქტებს, რათა უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხო და გამჭვირვალე ტრანზაქციები.
Ocean Protocol-ის მიზანია შექმნას უფრო ღია და სამართლიანი მონაცემთა ეკოსისტემა, სადაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ექნებათ წვდომა და გააზიარებენ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის აპლიკაციებში გამოსაყენებლად.
ნებისმიერი A.I. Token შექმნილია უსაფრთხო და დეცენტრალიზებული პლატფორმის უზრუნველსაყოფად A.I. აპლიკაციების განვითარებისა და განლაგებისთვის.
მათ გარკვეულწილად უკვე აჩვენეს თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება შეუძლიათ შემოიტანონ როგორც კრიპტოვალუტების, ასევე ყველა სხვა სფეროში.
ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობით, სავარაუდოა, რომ A.I. ტოკენები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ორივე ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში.
Ocean Protocol-ის ტოკენი CoinMarketCap-ის სიაში 121-ე ადგილს იკავებს და აქტიურად მიიწევს TOP 100 კოინისაკენ. აქტივზე ერთეულის ფასი კი $0.42 ცენტია.
შეჯამება
A.I. Token-ები არიან ახალი და საინტერესო განვითარება კრიპტოვალუტისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სფეროში და მათ აქვთ პოტენციალი, მოახდინონ რევოლუცია ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზაზე.
მიუხედავად იმისა, ხართ გამოცდილი კრიპტოვალუტის ინვესტორი თუ ახლახან იწყებთ საქმიანობას, AI Token-ებზე ნამდვილად ღირს თვალყურის დევნება, რადგან ისინი, სავარაუდოდ, მთავარ როლს შეასრულებენ ორივე ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში ნახსენები არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის!
გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!