RNDR, CSPR, INJ, ICP and WOO logos with Georgian text above
2023-05-01clock6 minutes

კრიპტო კრიტიკოსების მოლოდინის მიუხედავად, რომ კრიპტო აქტივები ზრდას შეწყვეტდნენ და რეცესიაში გადავიდოდნენ, არ გამართლდა.

კრიპტოვალუტების ბაზარზე კვლავ ხარები აქტიურობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ქოინის ფასი იზრდება და ინვესტორები, რომლებმაც კრიპტო აქტივებში განახორციელეს ინვესტიცია, საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ.

ამ ბლოგში მოგიყვებით რა ზრდა დააფიქსირა აპრილის თვეში Render Token (RNDR), Casper (CSPR), Injective (INJ), Internet Computer (ICP) და WOO Network (WOO)-მ და როგორ შეიცვლებოდა შენი პორტფელი ამ ქოინების ყიდვის შემთხვევაში.

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის.

მე-5 ადგილი:

გასული თვის მზარდ ქოინებში, მე-5 ადგილი დაიკავა Internet Computer (ICP)-მა, რომელმაც თვის ჭრილში 17.67%-იანი ზრდით კრიპტო ინვესტორები გაახარა.

მისი შეძენა შესაძლებელია $6 და საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია სამ მილიარდ დოლარს უახლოვდება.

Internet Computer-ის ბლოკჩეინი ფუნქციონირებს, როგორც “მსოფლიო კომპიუტერი“, აძლევს საშუალებას მომხმარებლებს მის ქსელში ინტეგრირებული აპლიკაციები და ონლაინ სერვისები შექმნან, პარალელურად კი, მიიღონ სარგებელი სწორედ ICP კრიპტოში.

ონლაინ სერვისებისადმი გაზრდილი მოთხოვნის გამო, ინვესტორებისთვის Internet Computer-ში აქტივების დაბანდება საინტერესო ინიციატივაა.

მე-4 ადგილი:

აპრილის თვის განმავლობაში შთამბეჭდავი ზრდა ჰქონდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ WOO Network-ს, რომელმაც ჯამში 23.6%-იანი ზრდა აჩვენა.

გასული პერიოდის განმავლობაში WOO ყოველკვირეული საუკეთესო ქოინების სიაში რამოდენიმეჯერ მოხვდა, რითიც დაამტკიცა რომ საკმაოდ სტაბილური კრიპტოვალუტაა და მასში ინვესტირება კარგი აზრია.

დღეის მონაცემებით WOO-ს შეძენა შესაძლებელია $0.2. კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია კი, ნახევარ მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

Woo Network არის მსოფლიოში პირველი სოციალური მედიის ბლოკჩეინ ქსელი, რომელიც მომხმარებლებს უნიკალური კონტენტის შექმნისათვის აჯილდოებს. WOO მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნით გამოიმუშაონ Woo ქულები, რომელთა გადაცვლას კრიპტოსა და კოინებშია შესაძლებელი.

თუკი კონტენტ კრეატორი ხარ და ქსელის მუშაობის პრინციპმა მიგიზიდა, შეგიძლია ძალები თავად მოსინჯო.

მე-3 ადგილი:

დეველოპერების ერთ-ერთი საყვარელი კრიპტო ეკოსისტემა Casper Network-ია, რომელიც დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას მარტივად იძლევა.

ქსელის კრიპტოვალუტა კი, Casper (CSPR) არის, რომლის შეძენაც $0.05 არის შესაძლებელი. ბევრი კრიპტო ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ აქტივზე მოთხოვნა გაიზრდება, ვინაიდან იზრდება დეველოპერების რაოდენობაც, რომლებიც სწორედ ამ ქსელში მუშაობენ.

აპრილის თვის განმავლობაში Casper-ს თითქმის 50%-იანი ზრდა ქონდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ კრიპტო აქტივები სწრაფი ზრდით გამოირჩევიან დროის მოკლე პერიოდში, შესაბამისად, ინვესტორებმა და დეველოპერებმა, რომლებმაც არჩევანი Casper-ზე შეაჩერეს, 30 დღიან პერიოდში თავიანთი ინვესტიციები თითქმის გაიორმაგეს.

ინვესტორმა, რომელმაც პირველ აპრილს Casper-ში 2000 ლარიანი ინვესტიცია განათავსა, თვის ბოლოს მისმა საერთო აქტივებმა 3000 ლარი შეადგინეს.

მე-2 ადგილი:

თუკი ჯერ კიდევ არაფერი გსმენია Injective (INJ)-სა და მისი პროტოკოლის შესახებ, არ ინერვიულო, გვიანი ჯერ კიდევ არ არის ამ აქტივში ინვესტიცია.

აპრილის განმავლობაში INJ აქტიურად ინარჩუნებდა მწვანე ტალღას და კრიპტო აქტივი ზრდაზე მიდიოდა. დღეის მდგომარეობით მისი შეძენა $7.7 არის შესაძლებელი და კრიპტომ ამ დროის განმავლობაში 59%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ Injective თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კრიპტო ბრენდებთან, როგორებიც არიან Binance და Chainlink.

პირველი ადგილი

30 დღიან პერიოდში საუკეთესო პროცენტული ზრდა Render Token (RNDR)-მა დააფიქსირა. პირველი აპრილიდან, 30 აპრილამდე პერიოდში კრიპტომ ინვესტორებს 76%-იანი ზრდა მოუტანა.

ეს ნიშნავს, რომ თუ ინვესტორი პირველ აპრილს ქოინში განახორციელებდა 2000 ლარიან ინვესტიციას, სულ რაღაც 30 დღეში მისი საერთო აქტივების ღირებულება 3500 ლარი იქნებოდა. 30 დღეში - 1500 ლარის ნამატი.

რენდერ ტოკენი ჩვენს საუკეთესო კრიპტოვალუტების ყოველკვირეულ სიაში არაერთხელ მოხვედრილა, როგორც აპრილის, ასევე გასული თვეების განმავლობაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქოინი, გარდა მოკლე დროში მაღალი პროცენტული ზრდის მაჩვენებლისა, გამოირჩევა სტაბილურობით, რაც ინვესტიციისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მაგალითისთვის, რომ შევადაროთ აპრილის თვეში ცნობილი კომპანიების აქციების პროცენტულ ნამატს:

  1. აპრილის პერიოდში Apple-ის აქციების ზრდამ 1,8% შეადგინა
  2. Microsoft-ის აქციების ფასი $287-დან $307-მდე მერყეობდა, რაც თითქმის 7%-იანი ზრდაა
  3. თუ Amazon-ის აქციებში გადაწყვიტე ინვესტირება, შენი 30 დღიანი მოგება მხოლოდ 2.94%-ს შეადგენს.

ჩვენს სიაში მოხვედრილ თვის ტოპ 5 კრიპტოვალუტას გაცილებით დიდი ზრდა აქვს დაფიქსირებული, ვიდრე მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიებს. შესაბამისად, ინვესტორების ყურადღება ნელ-ნელა კრიპტო აქტივებისაკენ გადმოდის.

თუ დარწმუნდი, რომ კრიპტო ინვესტირება ყველაზე სწრაფი და კარგი გზაა აქტივების დასაგროვებლად, უკეთესს ხერხს გეტყვით.

Cryptal-ზე შეგიძლია კრიპტო სტეიკინგი დაიწყო, რა დროსაც შენს მიერ ნაყიდ კრიპტო აქტივს ინახავ შენივე საფულეზე, ზუსტად ისე, როგორც ტრადიციული საბანკო ანაბრის დროს და გერიცხება 30%-მდე სარგებელი.

თუ გაინტერესებს ეს როგორ გააკეთო, გაეცანი ჩვენს ბლოგს:

რა ხდებოდა Bitcoin (BTC) და Ethereum (ETH) ირგვლივ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ორმა კრიპტოვალუტამ 30 დღიანი მარათონი მწვანე ჩარტით დახურა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ქოინს ორნიშნა ციფრები არ უჩვენებია, ინვესტორებისა და კრიპტო მოყვარულთათვის მაინც მნიშვნელოვანია გასული პერიოდის რეცესიული ბაზრის მწვანე ტალღაზე დასრულება.

Bitcoin (BTC)-ის ღირებულება 0.46%-ით გაიზარდა, ხოლო Ethereum (ETH)-ის ფასი 1.07%-ით. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, დიდ ხნიანი რეცესიული ბაზრის შემდგომ, ასევე დიდ ხნიანი აღმავალი ბაზარი იწყება, შესაბამისად თუ გადაწყვეტ, რომ კრიპტოს ყიდვისთვის კარგი დროა და ამ სფეროში პოპულარული ქოინებით მოგინდა ფეხის შემოდგმა, Cryptal-ზე შეგიძლია Spot ბირჟა გამოიყენონ, ან სულ რამოდენიმე კლიკით, ყველაზე მარტივად Instant Trade-ის დახმარებით შენს საფულეში მოახვედრო ბიტკოინი და ეთერიუმი.

Support