Სარჩევიchevron-down
APR და APY: კრიპტო საპროცენტო განაკვეთების მარტივი და სრული ახსნა
რას ნიშნავს APR და APY?
რატომ არის APR-სა და APY-ს შორის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანი?
რა არის APR - წლიური საპროცენტო განაკვეთი?
რა არის APY - წლიური პროცენტული სარგებელი?
APR და APY კრიპტოში
რომელ მაჩვენებელს უნდა მიაქციო მეტი ყურადღება?
შეჯამება
vs-geo-1000x300
2026-07-15clock8 minutes

APR და APY: კრიპტო საპროცენტო განაკვეთების მარტივი და სრული ახსნა

კრიპტოში საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებისას ხშირად შეხვდები ორ ტერმინს: APR-ს - წლიურ საპროცენტო განაკვეთს და APY-ს - წლიურ პროცენტულ სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წლიურ შემოსავალს ან ხარჯს პროცენტულად გამოხატავს, ისინი სარგებელს განსხვავებული მეთოდით ითვლიან.

APR-სა და APY-ს შორის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან გამოთვლის მეთოდმა შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს იმაზე, რამდენს გამოიმუშავებ ინვესტიციით ან რამდენის გადახდა მოგიწევს ციფრული აქტივების სესხად აღებისას.

იქნება ეს კრიპტოს სტეიკინგი, Earn პროდუქტის გამოყენება, ციფრული აქტივების გასესხება თუ კრიპტოს ყიდვის შემდეგ სხვადასხვა ფინანსური სერვისის შედარება, APR-ისა და APY-ის სწორად გაგება უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.

ამ გზამკვლევში გაიგებ, რა განსხვავებაა ამ ორ მაჩვენებელს შორის, როგორ ითვლება თითოეული, სად გამოიყენება ისინი ყველაზე ხშირად და რატომ უნდა მიაქციო მათ ყურადღება კრიპტო ბაზარზე მოქმედებისას.

რას ნიშნავს APR და APY?

ერთი შეხედვით, APR და APY შეიძლება ერთმანეთის იდენტური ჩანდეს, რადგან ორივე წლიურ საპროცენტო მაჩვენებელს გამოხატავს. თუმცა მათი გამოთვლის მეთოდები განსხვავდება და დროთა განმავლობაში ამ განსხვავებამ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს.

APR - Annual Percentage Rate, ანუ წლიური საპროცენტო განაკვეთი, ასახავს ერთი წლის განმავლობაში მისაღებ ან გადასახდელ პროცენტს რთული პროცენტის გათვალისწინების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, სარგებელი მხოლოდ საწყისი თანხის მიხედვით ითვლება.

APY - Annual Percentage Yield, ანუ წლიური პროცენტული სარგებელი, რთული პროცენტის ეფექტსაც მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ მიღებული სარგებელი პერიოდულად ემატება საწყის ბალანსს, შემდეგი სარგებელი კი უკვე გაზრდილი თანხიდან ითვლება.

მთავარი განსხვავებები

  • APR მარტივ წლიურ პროცენტს ითვლის.
  • APY რთული პროცენტის ეფექტს მოიცავს.
  • რეგულარული კომპაუნდირებისას ეფექტური APY შესაბამის APR-ზე მაღალია.
  • APR ხშირად გამოიყენება სესხებსა და კრიპტოს სესხად აღებასთან დაკავშირებულ პროდუქტებში.
  • APY უფრო ხშირად გვხვდება სტეიკინგში, Earn პროდუქტებსა და სარგებლის მომტან კრიპტო ანგარიშებში.

თავდაპირველად განსხვავება შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში რთულმა პროცენტმა საბოლოო შემოსავალი საგრძნობლად შეიძლება გაზარდოს. ამიტომ კრიპტო პროდუქტების შედარებისას აუცილებლად შეამოწმე, პლატფორმა APR-ს უთითებს თუ APY-ს.

რატომ არის APR-სა და APY-ს შორის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანი?

APR-სა და APY-ს შორის განსხვავების ცოდნა სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის ზუსტად შედარებაში დაგეხმარება. ორ კრიპტო პლატფორმას შეიძლება ვიზუალურად მსგავსი საპროცენტო მაჩვენებელი ჰქონდეს, თუმცა რეალური შედეგი განსხვავებული იყოს, რადგან APY რთულ პროცენტს ითვალისწინებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტეიკინგის ჯილდოების, Earn პროდუქტების, კრიპტოს გასესხების პლატფორმებისა და სესხის სერვისების შეფასებისას. მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებელზე დაკვირვებამ, მისი გამოთვლის მეთოდის ცოდნის გარეშე, მოსალოდნელი შემოსავლის ან სესხის ხარჯის შესახებ არასწორი წარმოდგენა შეიძლება შეგიქმნას.

APR-ისა და APY-ის ცოდნა დაგეხმარება:

  • უფრო ზუსტად შეადარო საინვესტიციო შესაძლებლობები;
  • უკეთ გამოთვალო სავარაუდო წლიური შემოსავალი;
  • გაიგო, როგორ მოქმედებს რთული პროცენტი დროთა განმავლობაში;
  • მიიღო უფრო ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები;
  • თავიდან აირიდო კრიპტო პროდუქტების შეფასებასთან დაკავშირებული გავრცელებული შეცდომები.

გრძელვადიანი ინვესტორისთვის APR-სა და APY-ს შორის მცირე სხვაობაც კი დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. ამ ცნებების ცოდნა საშუალებას გაძლევს, მხოლოდ რეკლამირებულ პროცენტს არ დაეყრდნო და რეალურად შეაფასო, როგორ შეიძლება იმუშაოს პროდუქტმა ერთი წლის განმავლობაში.

რა არის APR - წლიური საპროცენტო განაკვეთი?

APR - წლიური საპროცენტო განაკვეთი ასახავს ინვესტიციაზე ან სესხზე ერთი წლის განმავლობაში დარიცხულ პროცენტს რთული პროცენტის გათვალისწინების გარეშე. სხვა სიტყვებით, APR მარტივ წლიურ განაკვეთს მხოლოდ საწყისი თანხის საფუძველზე ითვლის.

მაგალითად, თუ პროდუქტი 10%-იან APR-ს გთავაზობს, სარგებელი მხოლოდ შენს თავდაპირველ ინვესტიციაზე დაითვლება. წლის განმავლობაში მიღებული სარგებელი ახალი პროცენტის გამოსათვლელად საწყის თანხას ავტომატურად არ ემატება.

რადგან APR მარტივ პროცენტს იყენებს, ის სესხის წლიური ღირებულების ან გარკვეული ფინანსური პროდუქტების მოსალოდნელი შემოსავლის გასაგებად მარტივ მაჩვენებელს წარმოადგენს.

სად გამოიყენება APR ყველაზე ხშირად?

APR ფართოდ გამოიყენება როგორც ტრადიციულ ფინანსებში, ისე კრიპტო ინდუსტრიაში - განსაკუთრებით სესხების გაცემასა და აღებასთან დაკავშირებულ პროდუქტებში.

გავრცელებული მაგალითებია:

  • კრიპტოს სესხად აღების პლატფორმები;
  • კრიპტოს გასესხების სერვისები;
  • პირადი და ბიზნეს სესხები;
  • საკრედიტო პროდუქტები;
  • ზოგიერთი დეცენტრალიზებული ფინანსების - DeFi - სასესხო პროტოკოლი.

სესხის სხვადასხვა ვარიანტის შედარებისას APR წლიური საპროცენტო განაკვეთის შეფასებაში დაგეხმარება. თუმცა პროდუქტის სრული პირობებიც აუცილებლად უნდა შეამოწმო, რადგან დამატებითმა საკომისიოებმა ან სხვა მოთხოვნებმა საერთო ღირებულება შეიძლება გაზარდოს.

რა არის APY - წლიური პროცენტული სარგებელი?

APY - წლიური პროცენტული სარგებელი ზომავს სარგებლის მთლიან ოდენობას, რომლის მიღებაც ერთი წლის განმავლობაში რთული პროცენტის ეფექტის გათვალისწინებით შეგიძლია.

APR-ისგან განსხვავებით, APY ითვალისწინებს, რომ მიღებული სარგებელი პერიოდულად ემატება საწყის ბალანსს. შედეგად, მომდევნო სარგებელი უკვე როგორც თავდაპირველ თანხაზე, ისე მანამდე მიღებულ შემოსავალზე ირიცხება.

ამ პროცესს კომპაუნდირება, ანუ რთული პროცენტის დარიცხვა ეწოდება. მისი დახმარებით ინვესტიცია დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება.

რაც უფრო ხშირად ხდება სარგებლის კომპაუნდირება - ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად - მით უფრო მაღალი შეიძლება იყოს ეფექტური წლიური შემოსავალი შესაბამის APR-თან შედარებით.

სწორედ ამიტომ APY ხშირად უფრო ზუსტად აჩვენებს იმ საინვესტიციო პროდუქტის მოსალოდნელ წლიურ შემოსავალს, რომელიც მიღებულ სარგებელს ავტომატურად აბრუნებს ბალანსზე.

სად გამოიყენება APY ყველაზე ხშირად?

კრიპტო ინდუსტრიაში APY ძირითადად გვხვდება პროდუქტებში, რომლებიც რთული პროცენტის დახმარებით პასიური შემოსავლის მიღებას ემსახურება.

გავრცელებული მაგალითებია:

  • კრიპტოს სტეიკინგი;
  • კრიპტო Earn პროდუქტები;
  • სარგებლის მომტანი კრიპტო ანგარიშები;
  • Yield Farming;
  • ზოგიერთი DeFi პროტოკოლი.

საინვესტიციო შესაძლებლობების შედარებისას მნიშვნელოვანია იცოდე, რამდენად ხშირად ხდება სარგებლის კომპაუნდირება. ორ პროდუქტს შეიძლება მსგავსი მაჩვენებელი ჰქონდეს, თუმცა დარიცხვის სიხშირემ და მეთოდმა საბოლოო შედეგი შეცვალოს.

APR და APY კრიპტოში

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ინდუსტრიაში APR-იც და APY-ც ფართოდ გამოიყენება, ისინი, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტს მიეკუთვნება.

იმის ცოდნა, თუ რომელი მაჩვენებელია გამოყენებული, შესაძლებლობების უფრო ზუსტად შედარებასა და მოსალოდნელი შემოსავლის ან სესხის ხარჯის რეალისტურად შეფასებაში დაგეხმარება.

მახასიათებელიAPRAPY
ითვალისწინებს რთულ პროცენტსარაკი
პროცენტის გამოთვლამარტივი პროცენტირთული პროცენტი
ხშირად გამოიყენებასესხები და კრიპტოს სესხად აღებასტეიკინგი, Earn პროდუქტები და შემნახველი ანგარიშები
მოსალოდნელი წლიური შედეგიითვლება საწყისი თანხის მიხედვითითვალისწინებს უკვე მიღებულ სარგებელზე ახალ დარიცხვას

პრაქტიკაში, თუ კრიპტოს სასესხო პლატფორმიდან იღებ, განაკვეთი ხშირად APR-ის სახით არის წარმოდგენილი. ის გაჩვენებს სესხის წლიურ ღირებულებას რთული პროცენტის გათვალისწინების გარეშე.

ამის საპირისპიროდ, თუ კრიპტოს ასტეიკებ ან Earn პროდუქტს იყენებ, შემოსავალი ხშირად APY-ის სახით არის ნაჩვენები. ეს მაჩვენებელი უკვე ითვალისწინებს დამატებით სარგებელს, რომელიც მიღებული ჯილდოების ხელახალი დარიცხვით წარმოიქმნება.

მაგალითად, 10% APY უკვე ასახავს კომპაუნდირების შემდეგ მოსალოდნელ წლიურ სარგებელს. ხოლო 10% APR მარტივი წლიური განაკვეთია და მისი საბოლოო ეფექტური შემოსავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, ხდება თუ არა მიღებული ჯილდოების ხელახალი ინვესტირება და რამდენად ხშირად.

ამ განსხვავების ცოდნა საშუალებას გაძლევს, კრიპტო პროდუქტები ერთი და იმავე პრინციპით შეადარო და გადაწყვეტილება მხოლოდ რეკლამირებულ პროცენტზე არ დააფუძნო.

რომელ მაჩვენებელს უნდა მიაქციო მეტი ყურადღება?

APR უფრო მნიშვნელოვანია თუ APY, დამოკიდებულია იმ კრიპტო პროდუქტზე, რომელსაც იყენებ. არცერთი მათგანი არ არის ავტომატურად უკეთესი - ისინი წლიურ პროცენტს უბრალოდ განსხვავებული მეთოდით ზომავენ.

თუ კრიპტოს სესხად იღებ ან კრიპტო აქტივებით უზრუნველყოფილ სესხს იყენებ, შენთვის უფრო რელევანტური მაჩვენებელი, როგორც წესი, APR იქნება. ის გაჩვენებს საპროცენტო განაკვეთს, რომლის გადახდაც ერთი წლის განმავლობაში მოგიწევს, თუმცა დამატებითი საკომისიოები ცალკე უნდა გაითვალისწინო.

თუ ინვესტირებას, სტეიკინგს ან Earn პროდუქტებს იყენებ, ხშირად უფრო სასარგებლო მაჩვენებელი APY არის. რადგან ის რთულ პროცენტს მოიცავს, APY უკეთეს წარმოდგენას გაძლევს იმ წლიურ შემოსავალზე, რომელიც ჯილდოების ავტომატური რეინვესტირების შემთხვევაში შეიძლება მიიღო.

კრიპტო პროდუქტის არჩევამდე:

  • შეამოწმე, რეკლამირებული მაჩვენებელი APR-ია თუ APY;
  • გაარკვიე, რამდენად ხშირად ხდება სარგებლის კომპაუნდირება;
  • გაეცანი დამატებით საკომისიოებსა და პლატფორმისპირობებს;
  • შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროდუქტები ერთი და იმავე მაჩვენებლით შეადარე;
  • გაითვალისწინე შენი საინვესტიციო მიზნები და რისკის მიმართ დამოკიდებულება.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ APR და APY ხშირად ერთმანეთში ერევათ, მათ შორის განსხვავების ცოდნა კრიპტო ბაზარზე ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.

APR - წლიური საპროცენტო განაკვეთი მარტივ წლიურ პროცენტს ასახავს და რთული პროცენტის ეფექტს არ ითვალისწინებს. APY - წლიური პროცენტული სარგებელი კი კომპაუნდირებას მოიცავს, რაც მიღებულ ჯილდოებს დამატებითი შემოსავლის გამომუშავების საშუალებას აძლევს.

ორივე მაჩვენებელს თავისი დანიშნულება აქვს. APR ხშირად გამოიყენება სესხებსა და კრიპტოს სესხად აღებასთან დაკავშირებულ პროდუქტებში, ხოლო APY - სტეიკინგში, Earn პროდუქტებსა და სარგებლის მომტან კრიპტო ანგარიშებში.

იმის ცოდნა, თუ რომელ მაჩვენებელს იყენებს პლატფორმა, სხვადასხვა შესაძლებლობის ზუსტად შედარებასა და მოსალოდნელი შემოსავლის ან ხარჯის უკეთ შეფასებაში დაგეხმარება.

კრიპტო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ისეთი ფინანსური ცნებების გააზრება, როგორიცაა APR და APY, პროდუქტების უფრო თავდაჯერებულად გამოყენებისა და შენი მიზნებისა და რისკის ტოლერანტობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გაძლევს.

Support