ბიტკოინი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პოპულარული ქოინია კრიპტოვალუტების სამყაროში. ციფრული აქტივების პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო იმატებს მათი გამოყენება. შენ შეგიძლია უამრავი სერვისი თუ პროდუქცია შეიძინო ბიტკოინის გამოყენებით, თუმცა ამას გარდა, შეგიძლია განსაკუთრებული სარგებელიც ნახო.
ამ ბლოგში მოგიყვებით და გაჩვენებთ რა სარგებელი მოაქვს Bitcoin-ს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საინვესტიციო და დანაზოგის გაჩენის კუთხით.
გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!
რა არის ბიტკოინი და რისი ყიდვა შემიძლია მისი გამოყენებით?
2009 წელს გამოჩენილი ციფრული აქტივი, სახელად ბიტკოინი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, რომლის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციაც დღეის მდგომარეობით 535 მილიარდ დოლარს სცდება. ბიტკოინის პოპულარობა განპირობებულია მისი თვისებებით, იყოს დეცენტრალიზებული, ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი და ხელმისაწვდომი. თუ დეტალურად და მარტივად გაინტერესებს, რა არის ბიტკოინი, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო:
თუკი მოგშივდა და გადაწყვიტე რომ რომელიმე Fast Food-ის ქსელს ესტუმრო, თანხა კი მხოლოდ კრიპტოვალუტაში გაქვს, არ ინერვიულო, ბიტკოინის დახმარებით შენ შეგიძლია Wendy’s-ში შეიძინო ნებისმიერი რამ, რაც მოგინდება.
მარტივად, ირჩევ სასურველ მენიუს, მიდიხარ სალაროსთან და QR კოდის გამოყენებით შენი საფულიდან იხდი, ზუსტად ისე, როგორც ტრადიციული ვალუტის, ლარის შემთხვევაში მოიქცეოდი.
თუ კრიპტო საფულე ჯერ კიდევ არ გაქვს, Cryptal იდეალური ადგილია ფეხი შეაბიჯო კრიპტო სამყაროში. პლატფორმაზე შეგიძლია სულ რამოდენიმე კლიკით ბიტკოინ საფულე დააგენერირო და ის მუდმივად შენს განკარგულებაში იქნება.
ბურგერის ბიტკოინით ყიდვა Gastro Bar-შიც შეგიძლია. გადახდის პროცესი აქაც ანალოგიურია, როგორც ლარის გამოყენების შემთხვევაში.
თუ კრიპტოვალუტებით და ბიტკოინით ტექნიკის ყიდვა მოგინდა, იქნება ეს ტელევიზორი, სმარტფონი თუ სხვა, არც ეს არის პრობლემა. Megatechnica-ს პლატფორმაზე, ონლაინ შეგიძლია შენთვის სასურველი ნივთი შეარჩიო და ბიტკოინის გამოყენებით შეიძინო.
რა სარგებელი მოაქვს ბიტკოინს? - ინვესტიცია
კრიპტოვალუტა შექმნის დღიდან პროგრესირებს ფასის ზრდის კუთხით. მას შემდგომ რაც 2009 წელს უცნობმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ბიტკოინი შექმნა, ფასისა და პოპულარობის არნახული ზრდა დაფიქსირდა.
შედარებისთვის, ბიტკოინის პირველი დაფიქსირებული ფასი ერთ ცენტზე ნაკლები იყო. 2009 წლის 5 ოქტომბერს ის განთავსდა ვებ-გვერდ New Liberty Standard-ზე, სადაც 1309 ბიტკოინი $1 ივაჭრებოდა, სადაც 1 ბიტკოინის ფასი ცენტზე ნაკლები გამოდის.
რაც შეეხება პირველ დადასტურებულ ტრანზაქციას, რომელიც ბიტკოინით განხორციელდა, ჯერ კიდევ 2010 წელს ვხვდებით, როდესაც ლაზლო ჰაიეცმა ორ პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინის პირველი რეალური ტრანზაქციული ფასი არა ტრადიციულ ვალუტაში, არამედ პიცაში დაფიქსირდა.
პირველი საგრძნობი ფასის ზრდა 2013 წელს შეიმჩნა, როდესაც ბიტკოინის ფასი $1000 გაუტოლდა. მას შემდგომ განვითარებული მოვლენები კი, ისტორიაა.
ყველაზე დიდი ფასი აქტივმა 2021 წლის ნოემბერში აჩვენა, როდესაც 1 ბიტკოინი $69 000 ივაჭრებოდა.
სწორედ ამ ფასის ზრდის გამო, უამრავი ინვესტორი განიხილავს ბიტკოინს, როგორც ინვესტირების საუკეთესო გზას.
მაგალითად: თუ ინვესტორი 2010 წელს 500₾ ღირებულების ბიტკოინს იყიდდა, დღეს მისი განხორციელებული ინვესტირება 36 მილიონი ლარის ექვივალენტი იქნებოდა, რაც შვიდ ნიშნა პროცენტულ ზრდას ნიშნავს.
შედარებისთვის: თუ ინვესტორი 2010 წელს 500₾ ღირებულების საქართველოს ბანკის აქციებს შეიძენდა, დღეს მისი ხუთას ლარიანი ინვესტირება 6 500 ლარის ღირებულების იქნებოდა, რაც 1 200%-იანი ზრდა არის.
შეჯამება
უამრავი ინვესტორისთვის ბიტკოინი გახდა სასარგებლო აქტივის სინონიმი. კრიპტო აქტივის ფასის ზრდისა და დანაზოგის შექმნის გათვალისწინებით, ბიტკოინს აქვს გაცილებით დიდი უპირატესობა და სარგებელი, ვიდრე ტრადიციულ ფიატ ვალუტებს.
თუ გადაწყვეტ, რომ ინვესტირების დროა, ბიტკოინის ყველაზე მარტივად ყიდვა გაყიდვას Cryptal-ზე შეძლებ.
გისურვებ წარმატებულ ინვესტირებას!