Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual and Vitalik Buterin on the right side
2023-05-19clock6 minutes

კრიპტოვალუტების სამყაროში უამრავი გამორჩეული კრიპტოვალუტა არსებობს, ეთერიუმიც ერთ-ერთი მათგანია. თუ უკვე ფლობ ამ კრიპტო აქტივს ან ფიქრობ, ხომ არ გეყიდა, მაშინ ეს ბლოგი შენთვის არის.

აქ მოგიყვებით, რა სარგებლობა მოაქვს Ethereum-ს, როგორც მისი უშუალო მფლობელებისთვის, ასევე ზოგადად კრიპტო სამყაროსა და მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისათვის.

რა არის ეთერიუმი?

ეთერიუმი არის კრიპტოვალუტა, რომელიც კრიპტო ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ეთერიუმს აქვს ღია ტიპის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი, სადაც დეველოპერები ჭკვიანი კონტრაქტების (სმარტ კონტრაქტები) დახმარებით ქმნიან დეცენტრალიზებული აპლიკაციებს, ანუ dApps-ებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეთერიუმის წყალობით იქმნება ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციები.

ეთერიუმს რამოდენიმე მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოყენება აქვს. ის შეიძლება გამოიყენო, როგორც ვახსენეთ, დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად, ასევე NFT კოლექციის დასამინთად და მთავარი - როგორც კრიპტოვალუტა, ანუ გადახდისა და ინვესტირების საშუალება.

ეთერიუმის დახმარებით თანხის გამომუშავება შესაძლებელია, როგორც მაინინგით, ასევე ტრანზაქციებზე არსებული საკომისიოებით.

რა არის მაინინგი?

მაინინგი არის რთული მათემატიკური ოპერაციების გადაჭრა და ამით ბლოკჩეინში განხორციელებული სხვადასხვა ტრანზაქციის ავთენტურობის დადასტურება. მაინერები, ანუ ადამიანები, რომლებიც ტრანზაქციებს ადასტურებენ ჯილდოვდებიან ეთერით (Ether). ხოლო ტრანზაქციების საკომისიოებს იხდიან მომხმარებლები, რომლებიც კრიპტოვალუტას აგზავნიან ან იღებენ.

არის თუ არა ეთერიუმი ბიტკოინზე უკეთესი?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ორი, ბიტკოინი და ეთერიუმი, სხვადასხვა დანიშნულების კრიპტოვალუტებია. ბიტკოინი ძირითადად გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება და ინვესტირების მეთოდი, ეთერიუმი კი - დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად და სმარტ კონტრაქტების დასადებად, თუმცა ეთერიუმიც აქტიურად გამოიყენება გადახდებსა და ინვესტირებაშიც.

რა სარგებლობა მოაქვს ეთერიუმს? - სმარტ კონტრაქტები

ეთერიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სმარტ კონტრაქტები, ანუ ჭკვიანი კონტრაქტებია. ჭკვიანი კონტრაქტები არის ბლოკჩეინში ასახული კონტრაქტი, რომლის დადების შემთხვევაშიც მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია. ეს კი არის გარანტი, რომ კონტრაქტში მონაწილე მხარეები მუდმივად ჩართულნი იქნებიან მისი შესრულების პროცესში.

ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენება სხვადასხვა საპარტნიორო ურთიერთობებში აქრობს მესამე მხარის არსებობის აუცილებლობას.

მაგალითად: თუ უძრავ ქონებას ყიდი ტრადიციული ხერხების გამოყენებით, პროცესში ჩართულია მყიდველი, გამყიდველი და უძრავი ქონების აგენტი. ხოლო თუ იგივე ტრანზაქცია სმარტ კონტრაქტის მეშვეობით განხორციელდება, გაყიდვის აქტი ჭკვიან კონტრაქტში ჩაიწერება და შეთანხმებისთანავე აქტივების გადარიცხვა ავტომატურად მოხდება.

რადგანაც სმარტ კონტრაქტებში ჩადებული პუნქტები სრულად ავტომატიზებულია, ის აქრობს ტრანზაქციაში ჩართული მესამე მხარეს და მის გადასახადსაც, შესაბამისად ჭკვიანი კონტრაქტები გაცილებით დაბალ ხარჯიანი და დროის დამზოგველი საშუალებაა ბიზნეს საქმიანობის წარმოებაში.

რა სარგებლობა მოაქვს ეთერიუმს? - ინვესტიცია

კრიპტოვალუტები გამოჩენის დღიდან უამრავი ადამიანისთვის იქცა ინვესტირების ერთ-ერთ გზად. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ წარმატებულ შემთხვევას ვიგებთ, რომლებიც სწორედ ციფრულ აქტივებში ინვესტირებას უკავშირდება.

ეთერიუმი კრიპტო სამყაროში 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდგომ სტაბილური ზრდით გამოირჩევა, რაც ინვესტორებისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

2015 წელს, ანუ ETH-ის გამოსვლისას მისი ფასი $1 უტოლდებოდა, 2016 წელს უკვე $10-იან ნიშნულს მიაღწია, ხოლო 2021 წლის ნოემბერში აქტივზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი ფასი - $4 815.

თუკი კრიპტო ინვესტორი 2015 წელს გადაწყვეტდა, რომ 500$-ის ღირებულების 500 ცალი Ethereum ეყიდა და ის დღემდე თავის ციფრულ საფულეში შეენახა, დღეს, როცა ეთერიუმის ფასი $1 803-ია, მისი ინვესტირების ჯამური ღირებულება დაახლოებით მილიონი დოლარის ექვივალენტი იქნებოდა ($901 500).

საინვესტიციო სარგებლის სანახავად, არ არის აუცილებელი რომ რომელიმე კრიპტო აქტივი წლების განმავლობაში გქონდეს შენახული ციფრულ საფულეში. კრიპტოვალუტები და ეთერიუმი, გამოირჩევიან მცირე დროში მაღალი პროცენტული აღმავლობით.

პარალელურად, თუ ეთერიუმის საინვესტიციო პოტენციალს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიების აქციების ფასს და მათ საინვესტიციო პოტენციალს შევადარებთ, გაცილებით დიდ სხვაობას დავინახავთ ეთერიუმის სასარგებლოდ.

მაგალითად, 2015 წელს Amazon-ის აქციის ღირებულება $15 ფარგლებში მერყეობდა, შეგახსენებ, რომ ეთერიუმის ღირებულება ამ დროს $1-ია. დღეს კი, 2023 წელს ამაზონის აქციის ღირებულება $113-ია, Ethereum-ის ფასი კი - $1 803.

ამაზონის აქციებზე პროცენტულად ფასი 653%-ით გაიზარდა, ხოლო Ethereum-ის - 180 200%-ით.

შეჯამება

Ethereum გვაძლევს ფინანსურ სარგებელს, რაც გამოიხატება მის დიდ საინვესტიციო პოტენციალში. უამრავმა ინვესტორმა ნახა დიდი სარგებელი ეთერიუმის ყიდვით და დაჰოლდვით. გარდა ინვესტორებისა, სწორედ ეთერიუმია ის კრიპტო აქტივი, რომელმაც უამრავი ადამიანი დააინტერესა კრიპტო ინდუსტრიით.

გარდა ინვესტირებისა, შეგიძლია სტეიკინგი დაიწყო და დამატებით სარგებელი მიიღო შენს კუთვნილ აქტივებზე.

სმარტ კონტრაქტები კი, უზრუნველყოფს შენი და შენი აქტივების უსაფრთხოებას.

Support