როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, Signature Bank-მა Binance-ს უარი განუცხადა ა.შ.შ დოლარის დეპოზიტების გატარებაზე. მიზეზი ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის დოლარის დადეპოზიტება, 8 თებერვლიდან ხელმიუწვდომელია.
Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის Changpeng Zhao-ის განცხადებით, ყოველთვიურად მომხმარებელთა მხოლოდ 0.01% იყენებდა დოლარს დეპოზიტისთვის. მიუხედავად ამისა, Zhao ხაზს უსვამს ფაქტს, რომ დოლარის დეპოზიტის შეჩერება მხოლოდ დროებითია და Binance-ის გუნდი უკვე მუშაობს ალტერნატიული გზის დამატებაზე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ Cryptal-ის საფულეში დოლარის დადეპოზიტება და განაღდება საკომისიო გადასახადის გარეშე, შეუფერხებლადაა შესაძლებელი. 0%-იანი დეპოზიტისა და განაღდების შესაძლებლობა, ასევე ხელმისაწვდომია ევროსა და ლარის შემთხვევაშიც!