შესავალი: რა მოხდა ბიტკოინის ირგვლივ?
გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინი დევალვაციას განიცდიდა და ფასს კარგავდა, თუმცა კულმინაციური მომენტი გუშინდელი დღე, 20 აგვისტო გამოდგა, როდესაც რამოდენიმე წუთში კრიპტო ოქროს ფასი 10%-ით შემცირდა და შედეგად დაახლოებით 1 მილიარდი ა.შ.შ დოლარის აქტივების ლიკვიდაცია მოხდა.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ რა შესაძლო მიზეზებით შეიძლება გამოწვეულიყო ბიტკოინის ფასის ვარდნა, რასაც შემდგომ სხვა პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი კრიტპო აქტივების ფასებიც მიჰყვა და ბაზარზე დათვებმა, ანუ წითელმა ტალღამ დაისადგურა.
ჩინეთის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანია, China Evergrande, გაკოტრდა
ჩინური დეველოპერული კომპანია, რომელიც მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს და ძირითადად მაღალი და საშუალო კლასის აპარტამენტებს აშენებს მთელი დედამიწის მასშტაბით, გაკოტრდა.
კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანჰეტენის საფონდო ბირჟაზე შესაბამისი განაცხადიც შეიტანა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა აქტმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროზე, არამედ ზოგადად გლობალურ ეკონომიკაზე და შესაბამისად აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია, გამონაკლისი კი, არც კრიპტო აქტივები გამოდგა.
ილონ მასკის SpaceX-მა $400 მილიონის ბიტკოინი გაყიდა?
კრიპტო საზოგადოებაში ხმა გავრცელდა, რომ დიდი კრიპტო ენთუზიასტისა და ზოგის აზრით, სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმის უკან მდგომი ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა საკუთარ ბალანსზე არსებული ყველა ბიტკოინი გაყიდა, რაც ჯამურად თითქმის $400 მილიონს უტოლდება.
ცნობა ბიტკოინის სრულად გაყიდვასთან დაკავშირებით დადასტურებული არ არის და ზოგიერთი ექსპერტი SpaceX-ის როლზე არც ამახვილებს ყურადღებას, რადგან ბიტკოინზე ფასის დაცემა მოსალოდნელი იყო და სხვა ფაქტორები ამაზე აშკარად მეტყველებდა.
ფაქტორებს შორის მოიაზრება SpaceX-ის გარდა სხვა ვეშაპების, ანუ ბიტკოინის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მფლობელების მიერ აქტივის ბაზარზე გამოტანა და მისი გაყიდვა, ასევე მცირე და საშუალო თრეიდერების ნეგატიური სენტიმენტები, რომლებმაც ასევე გაყიდეს ბაზარზე კრიპტოვალუტა.
ასევე, კრიპტო ექპსერტებს მაგალითად მოჰყავთ ილონ მასკის მეორე კომპანია, ტესლას გასული წლის აქტიურობა, როდესაც მათ ბიტკოინის დიდი მარაგები გამოიტანეს გასაყიდად, თუმცა მაშინ ბაზარს ამგვარი რეაქცია არ ჰქონია, კრიპტოვალუტის ფასი არ დაცემულა და შესაბამისად ახლაც ვარაუდობენ, რომ SpaceX-ის ფაქტორი ნაკლებ გასათვალისწინებელია.
ბაზარზე $1 მილიარდის ბიტკოინი გაიყიდა
სხვადასხვა კრიპტო ბირჟების დახმარებით ინვესტორებმა დაახლოებით $1 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი გამოიტანეს გასაყიდად მხოლოდ გასულ 24 საათში. აღნიშნულ აქტიურობაში ჩართული დაახლოებით 167 000 ბიტკოინ თრეიდერი იყო ჩართული.
გარდა ბიტკოინისა, ლიკვიდაციაში ეთერიუმიც მოხვდა და მისი ფასიც 10.5%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი ლიკვიდაციის ტრანზაქცია ბაინანსზე დაფიქსირდა, სადაც $56 მილიონის ღირებულების ETH გამოიტანეს გასაყიდად.
ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ თრეიდერების უმეტესობა ფასების დაცემისთვის ემზადებოდა, რამაც გარდა გაყიდვებისა, ცვლილება შეიტანა სავაჭრო განწყობაში და შესაბამისად ბიტკოინზე ფასი შემცირდა.
შეჯამება: ბიტკოინის დაცემა
ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი მის ყველა დროის ყველაზე მაღალ ფასს დაახლოებით 61%-ით ჩამორჩება. გარდა ამისა, კრიპტოვალუტების უმთავრესს ქოინს უკან მიჰყვა სხვა კრიპტოვალუტებიც და ზოგადად კრიპტო ბაზარი, შესაბამისად მეორე ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, ეთერიუმმაც განიცადა ფასის 66%-იანი დევალვაცია.
დაღმასვლაში ასევე ჩაერთო რიპლიც, ლაითქოინიცა და დოჯქოინიც, შესაბამისად კრიპტო ბაზარი ამჟამად დაღმასვლაშია. რთულია ივარაუდო, თუ რა იქნება მომავალში, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც კრიპტოვალუტებია. ინვესტორებისთვის კი, მნიშვნელოვანია მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები და თვალი ადევნონ სიახლეებს, თუ როგორ მოქმედებენ დიდი ინვესტორები, სხვადასხვა კრიპტო კომპანიები და ა.შ
მეორე მხრივ კი, ფასების ვარდნა შესაძლებელია აღქმული იქნას, როგორც ფასდაკლება ამა თუ იმ კრიპტოვალუტაზე, რადგან, როგორც კრიპტო ისტორია გვეუბნება, ყოველ დაღმასვლას, მწვანე ტალღა და აღმასვლა მოჰყვება. დაცემული ბიტკოინი კი, ფეხზე აუცილებლად წამოდგება.
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა!