
ბიტკოინის ფასი და მისი გავლენა სხვა კრიპტო აქტივებზე
ბიტკოინი (BTC), მსოფლიოში პირველი და ყველაზე დიდი კრიპტო აქტივი, კვლავაც რჩება ციფრული ვალუტების ბაზარზე მოქმედ მთავარ ფაქტორად და მთლიანი ინდუსტრიის წამყვან აქტივად. მისი ფასის ცვალებადობა მხოლოდ ბიტკოინის მფლობელებზე არ აისახება, არამედ ის მოქმედებს ისეთი ქოინების მფლობელებზეც, როგორიც ეთერიუმი და ზოგადად, მიმქოინები არიან.
ბიტკოინთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილვადი საკითხი მისი ფასის ვოლატილობაა. 2009 წელს, ბაზარზე გამოჩენის შემდგომ, ბიტკოინის ფასმა მრავალი ვოლატილური პერიოდი გაიარა, უეცარი აღმავლობითა და ფასების მკვეთრი ვარდნის ჩათვლით. უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას ბიტკოინის ფასზე, იქნება ეს მაკროეკონომიკური ფაქტორები, მოთხოვნა-მიწოდების მარტივი ასპექტი თუ სხვადსხვა რეგულაციები.
ბიტკოინის ფასის მოძრაობას ხშირად მრავალმხრივი ეფექტი აქვს სხვა ისეთ ციფრულ ვალუტებზეც, როგორიც ეთერიუმი, ალტქოინები და მიმქოინები არიან, შესაბამისად, ამ გავლენის კარგად გაგება მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, ვინც აქტივების შეძენით არის დაინტერესებული, რადგან სწორედ BTC ფასი განსაზღვრავს ზოგადად ბაზრის ტენდენციასაც.
დამატებით, ბლოგში გაიგებთ როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა მარტივად და უსაფრთხოდ, ისეთი პლატფორმის დახმარებით როგორიც კრიპტალია. ნახავ, რა გზებსა და მეთოდებს გთავაზობს ბირჟა - იქნება ეს კონვერტაცია, პირდაპირ Visa/Mastercard ბარათით ყიდვა თუ Spot ბირჟის გამოყენება.
მოკლედ, ამ ბლოგში ვისაუბრებთ:
- რა მთავარი ფაქტორები ახდენს გავლენას ბიტკოინის ფასზე
- რა ზეგავლენა აქვს ბიტკოინის ფასს სხვა კრიპტო აქტივებზე
- როგორია BTC მომავალი
- რა არის საუკეთესო გზა, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ბიტკოინის ფასზე?
ბიტკოინის ფასი უამრავ შიდა თუ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული და მას უბრალოდ ქაოსური მოძრაობა არ ახასიათებს. მასზე კონკრეტული ეკონომიკური და საბაზრო ფაქტორები ახდენენ გავლენას, BTC ფასი სენსიტიურია მნიშვნელოვან მოვლენებზე, შესამისად ყველა ინვესტორმა და კრიპტოს ყიდვის მსურველმა უნდა იცოდეს ეს ფაქტორები და ესმოდეთ, როგორ მოქმედებენ ისინი აქტივის ღირებულებაზე მანამ, სანამ ქოინის ყიდვას გადაწყვეტენ. ქვემოთ მოცემულია ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ბიტკოინის ღირებულებაზე მოქმედებენ:
- ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა
ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური თვისება, მისი შეზღუდული რაოდენობაა. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებიც ცენტრალურმა ბანკებმა შეუძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით დაბეჭდონ, ბიტკოინს შეზღუდული, 21 მილიონიანი, რაოდენობა აქვს. 2024 წლისთვის 19.6 მილიონი BTC დამაინინგდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 1.4 მილიონი BTC კიდევ დარჩა ქსელში ჩასაშვებად.
სიმცირე და შეზღუდული რაოდენობა დროის გრძელვადიან პერიოდში პოზიტიურად მოქმედებს ბიტკოინის მზარდ ღირებულებაზე. როდესაც Bitcoin-ზე მოთხოვნა სხვადასხვა მიზეზით იზრდება, მისი რაოდენობა უცვლელი რჩება, ეს კი ბუნებრივად იწვევს ფასის ზრდას.
- ბიტკოინის განახევრება (Halving)
კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ფასს განსაზღვრავს ბიტკოინის განახევრებაა. პროცესი, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და მაინინგის ჯილდოს 50%-ით ამცირებს - მაინერებისთვის ანახევრებს ბლოკჩეინში ბლოკის დამატებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას. ეს პროცესი ბიტკოინს კიდევ უფრო იშვიათ აქტივად აქცევს, რაც ფასის საგრძნობ ზრდას იწვევს. ისტორიულად, ბიტკოინის განახევრება (halving) ბაზარზე პოზიტიურ ტრენდს იწვევდა და BTC ღირებულებაზე საგრძნობლად აისახებოდა.
ბიტკოინის განახევრება და მისი გავლენა ფასზე:
- 2012 წლის განახევრება: BTC ფასი სულ რაღაც ერთ წელში $12-დან $1,000+ გაიზარდა.
- 2016 წლის განახევრება: ბიტკოინის ფასი $650-დან თითქმის $20,000-მდე გაიზარდა.
- 2020 წლის განახევრება: BTC ღირებულება $8,000-დან მაშინდელ ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე ავიდა 2021 წლისათვის - $69,000.
- 2024 წლის განახევრება: აქტივის ღირებულება $60,000-დან გაიზარდა ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე და 2025 წლის 20 იანვარს შეადგინა $109,000.
- პოპულარობის ზრდა
ბიტკოინის მიმართ ინსტიტუციური წარმომადგენლების მხრიდან გამოჩენილი დაინტერესება მისი ფასის მატების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა. დიდი ფინანსური კორპორაციები ზრდიან ბიტკოინის მათ პორტფელში ინტეგრაციის ტემპს და ამით ცდილობენ თავი დაიზღვიონ ეკონომიკური არასტაბილურობითა და მაღალი ინფლაციით გამოწვეული დანაკარგებისგან.
დიდი კომპანიები, რომლებიც ბიტკოინს ფლობენ:
- MicroStrategy: ფლობს 152,000 BTC-ზე მეტს ($4+ მილიარდი).
- Tesla: 2021 წელს კომპანიამ $1.5 მილიარდის ღირებულების BTC შეისყიდა.
- BlackRock, Fidelity, Goldman Sachs: თავიანთ სერვისებში დაამატეს ბიტკოინთან დაკავშირებული საინვესტიციო პროდუქტები.
ქვეყნები, რომლებიც ბიტკოინს ფლობენ:
- ამერიკის შეერთებული შტატები (ა.შ.შ.): ფლობს დაახლოებით 198,109 ჩამორთმეულ BTC-ს, რაც დაახლოებით $18.59 მილიარდის ღირებულების არის.
- ჩინეთი: ასევე ჩამორთმეული, 190,000 BTC რომელთა ღირებულებაც $17.9 მილიარდს უტოლდება.
- დიდი ბრიტანეთი: კრიმინალური გამოძიების შედეგად ამოღებული 61,000 BTC - £3 მილიარდის ღირებულების.
- ელ სალვადორი: მათი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რაც გულისხმობს ყოველდღე 1 BTC ყიდვას, ქვეყანას 2024 წლის დეკემბრისთვის რეზერვში 6,001 BTC აქვს, რომელთა საერთო ღირებულებაც $560 მილიონს აჭარბებს.
- საქართველო: ქვეყანა დაახლოებით 66 BTC ფლობს, რომელთა დაახლოებითი ღირებულებაც $6.19 მილიონს უტოლდება.
როდესაც ინსტიტუციური ინვესტორები აგროვებენ ბიტკოინს, მასზე მოთხოვნა იზრდება, შედეგად ფასები მაღლა ადის. პროცესს ხელს საცალო ინვესტორებიც, ანუ ჩვეულებრივი ადამიანებიც უწყობენ, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ კრიპტო ადაპტაციასა და მისი პოპულარობის ზრდაში, რაც ასევე პოზიტიურად მოქმედებს მოთხოვნისა და ფასის ზრდის ტენდენციაზე.
- ბაზრის განწყობა და სამთავრობო პოლიტიკა
ბიტკოინის ფასი საკმაოდ სენსიტიურია ბაზარზე არსებული განწყობის მიმართ. ისეთ პოზიტიურ სიახლეებს, როგორიც სარეგულაციო პოლიტიკის შემსუბუქება ან ტექნოლოგიური განვითარებაა, პოზიტიური ტრენდის დაწყება შეუძლია, თუმცა ნეგატიურ სიახლეებს, იქნება ეს უსაფრთხოების გარღვევა თუ მთავრობების გამკაცრებული რეგულაციები, ფასებზე მწვავე ზეგავლენა აქვს.
რეალური მაგალითები, თუ როგორ მოქმედებს პოზიტიური სიახლეები ბიტკოინის ფასზე:
- ილონ მასკის ტვიტები (2021 წელი): მას შემდგომ, რაც ილონ მასკის კომპანია Tesla-მ დააანონსა, რომ კომპანია BTC მიიღებდა, როგორც საგადახდო საშუალებად, ბიტკოინის ფასი $64,000-მდე გაზარდა.
- SEC-ის მიერ ETF-ების დამტკიცება (2023 წელი): ETF-ების დამტკიცებასთან დაკავშირებული ხმების გავრცელება საკმარისი აღმოჩნდა, რომ აქტივის ღირებულება მომენტალურად გადამცდარიყო $30,000.
- ელ სალვადორი და ბიტკოინი: მას შემდგომ, რაც 2021 წელს ელ სალვადორმა BTC ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა, ბიტკოინი $52,000 გადასცდა.
ბიტკოინი მუდმივად ცვალებად სამყაროში მუშაობს, სადაც სხვადასხვა რეგულაციები ხშირად მიიღება. მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ BTC ფასსა და ინვესტორების ქცევაზე. საბაზრო სენტიმენტებსა და სიახლეებზე თვალის მიდევნება სოციალური ქსელების თუ სხვა გზების მეშვეობით უმნიშვნელოვანესია, თუ წარმატებული თრეიდერი გინდა იყო.
პოზიტიურის გარდა, არსებობს ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც BTC ფასზე გავლენას ახდენენ:
- ჩინეთის კრიპტო აკრძალვა (2021 წელი): მას შემდგომ, რაც ჩინეთმა აკრძალა ყველანაირი კრიპტო აქტივი, BTC ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა.
მომავალში რაიმე რეგულაცია, იქნება ეს Bitcon ETF-ები გაშვება, გადასახადების დაწესება თუ სხვა საკანონმდებლო ქმედება, აუცილებლად იმოქმედებს გავლენას BTC ფასზე.
- მაკროეკონომიკური ფაქტორები: ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთი
ბიტკოინს ხშირად „ციფრულ ოქროდაც“ მოიხსენიებენ, რადგან მას ინფლაციის საწინააღმდეგო აქტივად იყენებენ. როდესაც იზრდება ინფლაცია, ტრადიციული აქტივები, ფიატ ვალუტა და აქციები, კარგავენ თავიანთ ღირებულებას, შესაბამისად ინვესტორები ბიტკოინისკენ იხრებიან.
მაგალითად, 2020-2021 წელს, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ფულის ბეჭდვა უფრო აქტიურად დაიწყეს, შედეგად დაიწყო ინფლაცია, ბიტკოინის ფასი კი, $10,000-დან $69,000-მდე გაიზარდა.
თუმცა, საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად მოქმედებს ბიტკოინის პოპულარობაზე. როდესაც ა.შ.შ.-ს ფედერალურმა რეზერვმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, ინვესტორების დაინტერესება უფრო მეტად გადაიხარა ტრადიციული ვალუტისაკენ, რამაც ბიტკოინის ფასი შეამცირა.
რა ღირს ბიტკოინი?
1 ბიტკოინის ფასი ამჟამად $97,000 ფარგლებშია. როგორც ვნახეთ, ქოინის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - ეკონომიკური მდგომარეობა, ბაზრის ტენდენციები, ინვესტორთა დაინტერესება, ტექნოლოგიური გარდატეხა და ა.შ.
BTC ფასი ხშირად იცვლება, მაგრამ სხვა ისეთ ციფრულ ვალუტებთან შედარებით, როგორებიც ლაითქოინი (LTC), შიბა ინუ (SHIB) და სხვები არიან, ბიტკოინი ყველაზე სტაბილურად გამოიყურება.
BTC-ის ყველა დროის ყველაზე დიდი ფასი (ATH) 2025 წლის 20 იანვარს დაფიქსირდა - $109,144. მისი ღირებულების მატება პოზიტიურად აისახა სხვა ქოინების ფასებზეც. გაიზარდა მეორე ყველაზე დიდი კრიპტოს, ეთერიუმის ფასი და ზოგადად, ინდუსტრია ყოველთვის მისდევს ბიტკოინის მოძრაობის ტრაექტორიას.
როგორ გაიზარდა ბიტკოინის ფასი?
2024 წელი ბიტკოინისათვის ისტორიული და მნიშვნელოვანი გამოდგა, განსაკუთრებით კი ბოლო რამოდენიმე თვე. კრიპტოს ფასი წლის დასაწყისში დაახლოებით $70,000 ფარგლებში იყო, თუმცა წლის ბოლოსთვის BTC ღირებულება $90,000 გადასცდა, რითაც 30%-იანი ზრდა დააფიქსირა.
უამრავმა ადამიანმა და ინდუსტრიაში ჩართულმა თრეიდერებმა წარმატებული პროცენტული ზრდა კიდევ ერთ Bull Run მოიხსენიეს, რომელიც ციფრული ვალუტის ისტორიაში აუცილებლად შევა.

თუმცა, ნამდვილი გარდამტეხი მომენტი 2025 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, რა დროსაც ინდუსტრიამ BTC-ის ყველაზე მაღალი ფასი იხილა და აქამდე არსებული ყველა მწვერვალი დაჩრდილა.
წარმატებული ნიშნულის შემდგომ, აქტივის მიმართ კიდევ უფრო დიდი მოლოდინები გაჩნდა. გაიზარდა პოპულარობაც და უამრავ ადამიანს, რომელსაც აქამდე ინდუსტრიასთან შეხება არ ჰქონიათ, კრიპტოში შემოსვლის სურვილი გაუჩნდათ.
როგორ მოქმედებს ბიტკოინის ფასი სხვა კრიპტო აქტივებზე?
ბიტკოინი განცალკევებულად, იზოლაციაში არ არსებობს. როგორც ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტო, ბიტკოინის ფასი პირდაპირ და ირიბად აისახება მთლიან კრიპტო ეკოსისტემაზე და სხვა აქტივების ღირებულებაზე.
1. Bitcoin vs. Ethereum (ETH)
მეორე ყველაზე დიდი კრიპტო აქტივი, ეთერიუმი, ისტორიულად და სტატისტიკურად ყოველთვის ბიტკოინის ტენდენციას მიჰყვებოდა. როდესაც BTC პოზიტიურ ტრენდზე, ანუ Bull Run-ზე იყო, ეთერიუმიცა და სხვა ალტქოინებიც მის ტენდენციას მიჰყვებოდნენ.
- 2021 წლის Bull Run: როდესაც ბიტკოინის ფასი $69,000-მდე გაიზარდა, ეთერიუმის ღირებულებაც $800-დან $4,800-მდე ავიდა.
როდესაც იზრდება ბიტკოინის ღირებულება, როგორც წესი, იზრდება ეთერიუმის ფასიც, რადგან ინვესტორებში ჩნდება ნდობა.
2. მიმქოინი: როგორ აისახება ბიტკოინის ფასი სპეკულაციურ აქტივებზე
Dogecoin (DOGE) და Shiba Inu (SHIB)-ის მსგავსი მიმქოინები ძლიერ არიან დამოკიდებული საბაზრო სენტიმენტებზე და შესაბამისად, მაღალი ვოლატილობა გააჩნიათ. ამ ტოკენების ფასი, ბიტკოინის ღირებულებას ფეხდაფეხ მიჰყვებიან.
🟢 Bitcoin Bull Markets (2021): DOGE-ის ფასი 12,000%-ით გაიზარდა.
🔴 Bitcoin Bear Markets (2022): BTC ფასის კლების პარალელურად, მიმქოინებმა თავიანთი ღირებულების 80%+ დაკარგეს.
ბიტკოინის ფასი ნათლად ასახავს საბაზრო სენტიმენტსა და ინვესტორების განწყობას. ბიტკოინის ფასის მოძრაობის პარალელურად, დოჯქოინი, შიბა ინუ და სხვა მსგავსი მიმქოინებიც იმეორებენ მის გზას, სწორედ ამიტომ ისინი სპეკულაციურ და მაღალ ვოლატილურ აქტივებად ითვლებიან.
როგორია Bitcoin მომავალი?
- BTC ფასის შემდეგი მწვერვალი
მას შემდგომ, რაც კრიპტო ექსპერტების მიერ ჯერ კიდევ 2024 წელს ნავარაუდები პროგნოზი გამართლდა, რომ ბიტკოინის ფასი $100,000 გადასცდებოდა, უკვე ახალ მწვერვალს ვუმიზნებთ.
პროგნოზის მიხედვით BTC ფასი მიმდინარე წელს $150,000 გადასცდება და ახალ რეკორდულ ნიშნულს დააფიქსირებს. პროგნოზირებაში ექსპერტებისა და ადამიანების გარდა, ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთო და სხვადასხვა AI პროგრამებმაც, იქნება ეს Chat GPT თუ Grok, იმავე საფასო ნიშნულს ვარაუდობს.
- მასობრივი ადაპტაცია
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო აქტივია, ფასის ზრდა მაინც იწვევს პოპულარობის დამატებით მატებას.
აქტივით ამჯერად ბიზნესები და კორპორაციები დაინტერესდნენ. უამრავი კომპანია თავიანთ სერვისებში ამატებენ კრიპტო გადახდებს.
ამის პარალელურად კი, გაიზარდა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რეზერვების სახით ყიდულობენ ბიტკოინს და მას სამომავლოდ ინახავენ.
- ბლოკჩეინ ტექნოლოგია
საინვესტიციო პოტენციალის გარდა, ბიტკოინი მიმზიდველი აქტივია მისი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოც, რომლის დახმარებითაც მთელ რიგ ინდუსტრიებს ეძლევათ შესაძლებლობა გამჭვირვალედ და შეუცდომლად აწარმოონ სხვადასხვა პროცესები, იქნება ეს ხარჯთაღრიცხვა, ლოჯისტიკური საკითხები თუ სამედიცინო სფეროს გამართვაც კი.
საბოლოოდ, ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს BTC პოპულარობის ზრდას და ფართომასშტაბიან გამოყენებას, რაც აუცილებლად აისახება მის ფასში.
როგორ ვიყიდო ბიტკოინი Cryptal-ზე?
იმისათვის, რომ ციფრული აქტივების მიღება შეძლო რამოდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი ასეთი მეთოდი კი, კრიტპო ბირჟების გამოყენებაა. ბაზარზე უამრავი პოპულარული და სანდო პლატფორმა არსებობს, იქნება ეს ბაინანსი, CEX თუ სხვა.
მაგრამ თუ კრიპტოს ყიდვა, კონკრეტულად კი, ბიტკოინის შეძენა გადაწყვიტე და გინდა მთელი პროცესი, თანხის ანგარიშზე შეტანიდან, აქტივის მიღებამდე უსაფრთხოდ, მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე გაიარო, ამაში კრიპტალი დაგეხმარება.
პლატფორმა ერთნაირად მორგებულია როგორც დამწყებებზე, რომლებიც ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ, ისე უკვე კარგად გამოცდილ ინვესტორებზე, რომელთათვისაც ვაჭრობა ახალი არ არის.
დამწყებები ნახავენ გზას, თუ როგორ შეუძლიათ ბიტკოინი მომენტალურად, რამოდენიმე კლიკით მიიღონ და გახდნენ თავიანთი პირველი კრიპტო აქტივის მფლობელნი, ხოლო გამოცდილი ინვესტორები ბირჟის გამოყენებით სასურველ ქოინზე საუკეთესო ფასს მიიღებენ.
სწორედ ამ ინდივიდუალური გამოცდილების გათვალისწინებით, კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი. გაითვალისწინე, იმისათვის, რომ ნებისმიერი აქტივის ყიდვა შეძლო, ბალანსზე თანხა გჭირდება, ბალანსის შევსება კი შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე ბარათების გამოყენებით. მას შემდგომ, რაც ბარათს დააკავშირებ და ბალანსის შევსებას შეძლებ, ბიტკოინის მისაღებად რამოდენიმე, მომხმარებლებზე მორგებული გზა არსებობს:
- კონვერტაცია - ბიტკოინი მომენტალურად
კონვერტაცია აქტივის ყიდვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. მისი მთავარი უპირატესობა მის სისწრაფესა და მოხერხებულობაშია, რომელსაც ალღოს დამწყები ადამიანებიც აუღებენ, თუნდაც სრულიად პირველად ყიდულობდნენ რომელიმე კრიპტო აქტივს.
Bitcoin-სა და სხვა პოპულარული აქტივების შეძენა, სწორედ კონვერტაციის დახმარებით, სულ რამოდენიმე კლიკშია შესაძლებელი.
როგორ მუშაობს კონვერტაცია?
1. მთავარ გვერდზე იპოვე კონვერტაცია
2. დაკლიკე იყიდე BTC
3. აირჩიე ვალუტა და ბიტკოინი
4. ჩაწერე კრიპტოს რაოდენობა
5. დაკლიკე ყიდვა
სულ ეს არის, შენ ბიტკოინის მფლობელი გახდი, შეძენილი აქტივი კი, მომენტალურად, შენს კრიპტო საფულეში აისახება.
რა უპირატესობა აქვს კონვერტაციას?
სისწრაფე - სასურველი ციფრული აქტივი დაყოვნების გარეშე, სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია იყიდო. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, შეძენილი აქტივი ანგარიშზე საფულეში აგესახება.
სიმარტივე - კონვერტაცია BTC ყიდვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა და მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე.
- Visa/Mastercard ბარათით ყიდვა - BTC მარტივად
Bitcoin-ის ამ გზის გამოყენებით ყიდვა ინდუსტრიაში სიახლეა. თუ ერთხელ მაინც გიშოპინგია ისეთ ონლაინ პლატფორმებზე, როგორიც ამაზონი, Veli Store და სხვები არიან, ან თუ ოდესმე ტანსაცმელი გამოგიწერია ონლაინ, მაშინ კრიპტოს ყიდვა შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
მთავარია, რომ შენს ანგარიშში დამატებული გქონდეს Visa/Mastercard ბარათები, რომელთა გამოყენებითაც კრიპტოს ყიდვა პირდაპირ შეგიძლია. მოკლედ, თუ სისწრაფე და სიმარტივე მნიშვნელოვანია ან ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად შენთვის კარგად ნაცნობ გზებს ეძებ, საბანკო ბარათების გამოყენებით აქტივების შეძენა საშენოა.
როგორ მუშაობს საბანკო ბარათით ყიდვა?
1. მთავარ გვერდზე იპოვე ველი - იყიდე კრიპტო
2. აირჩიე სასურველი აქტივი - ბიტკოინი
3. მიუთითე თუ სად გაიგზავნოს კრიპტო - სხვა საფულეში თუ კრიპტალის ანგარიშზე
4. ჩაწერე კრიპტოს რაოდენობა
5. დაკლიკე გაგრძელება
6. აირჩიე გადახდის მეთოდი - ბარათი
7. დაკლიკე ყიდვა
ამ ეტაპის გავლის შემდგომ ბიტკოინი შენს კრიპტო საფულეში აისახება ან შენს მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნება, თანხა კი, შენი ბარათიდან ჩამოიჭრება.
რა უპირატესობები აქვს ბარათით ყიდვას?
სისწრაფე - კონვერტაციის მსგავსად, აქტივის ბარათით ყიდვა მყისიერია და BTC შენს მიერ მითითებულ მისამართზე რამოდენიმე წამში აისახება.
ნაცნობია - იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინის ბარათით ყიდვა შედარებით ახალი ფუნქციაა, მთლიანი პროცესი ნებისმიერი მომხმარებლისთვის ნაცნობი უნდა იყოს, რადგან ის იმეორებს პოპულარული ონლაინ პლატფორმების გზას.
- Spot ბირჟა - ქოინები საუკეთესო ფასად
BTC-სა და სხვა აქტივების ყიდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გზა Spot ბირჟაა. ეს არის ციფრული მარკეტი, სადაც თავს კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები იყრიან და აქტივებს ერთმანეთში ცვლიან, თანხის ან სხვა აქტივის სანაცვლოდ.
ბირჟა კრიპტო პლატფორმების უმთავრესი ფუნქციონალია, რადგან რეალური ვაჭრობაც სწორედ აქ მიმდინარეობს. თუ რომელიმე აქტივის ყიდვა გინდა, ჩვენს შემთხვევაში კი, ბიტკოინი, ბირჟაზე განთავსებული გაყიდვის „განცხადებები“ უნდა ნახო, რომლებსაც სხვა ადამიანები ათავსებენ.
მათ ანგარიშზე აქვთ ბიტკოინი და სანაცვლოდ ფულის მიღება სურთ, შესაბამისად ათავსებენ ერთგვარ განცხადებას, აქტივის გაყიდვასთან დაკავშირებით და უთითებენ, თუ რა რაოდენობას ყიდიან და რა ფასის დიაპაზონში არიან მზად, მათი აქტივები შენ დაგითმონ, თუ ეს გარიგება შენთვისაც მისაღები იქნება, მას დათანხმდები და ვაჭრობაც შედგება.
კრიპტალზე ბირჟას ორი სასარგებლო ფუნქციონალი აქვს:
ა. Market Order - თუ ბირჟაზე კრიპტოს ყიდვა საუკეთესო ფასად გინდა, მაშინ მარკეტ ორდერი უნდა გამოიყენო. მისი დახმარებით შენ ბირჟაზე არსებულ ყველაზე მომგებიან გაყიდვის განცხადებასთან კავშირდები.
თუ გინდა, რომ იმ მომენტში არსებული ყველაზე კარგი კურსით მიიღო აქტივი და თანაც სწრაფად შესრულდეს გარიგება, მაშინ მარკეტ ორდერი საშენოა.
ბ. Limit Order - ლიმიტ ორდერი გაძლევს საშუალებას მიუთითო ფასის ის მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც კრიპტო აქტივში გადაიხდი. გარიგება მხოლოდ მაშინ შესრულდება, თუ ბაზარზე ფასის ის დიაპაზონი გამოჩნდება, რომელიც შენს მიერ მითითებულ ლიმიტებში ჯდება.
გამოიყენე ლიმიტ ორდერი მაშინ, როდესაც გინდა კონტროლი გქონდეს ფასზე და დროის ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
როგორ მუშაობს Spot ბირჟა?
1. მთავარ გვერდზე იპოვე Spot ბირჟა
2. აირჩიე სავაჭრო წყვილი - ლარი (TOGEL) და ბიტკოინი
3. მიუთითე - Market Order ან Limit Order
ა. თუ Market Order აირჩიე: ჩაწერე კრიპტოს რაოდენობა
ბ. თუ Limit Order აირჩიე: ჩაწერე ფასის დიაპაზონი & აქტივის რაოდენობა
4. დაკლიკე Buy
რისკები და გამოწვევები
აქტივზე ფასის ზრდა ერთგვარ ჰაიპს იწვევს, რა დროსაც ბაზარზე უამრავი ახალი ინვესტორი შემოდის. მიზანი დიდი ფინანსური სარგებლის ნახვაა და მათი უმეტესობა FOMO-ს ქვეშ იღებს გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ეშინიათ გამოტოვონ გამდიდრების შანსი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყველას კარგად ესმოდეს თუ რა რისკებსა და გამოწვევებს შეიცავს ბიტკოინის ყიდვა.
- ვოლატილობა: მიუხედავად იმისა, რომ BTC სხვა კრიპტო აქტივებთან შედარებით მდგრადია ფასის სწრაფ ცვალებადობაზე, მასზე მაინც მოქმედებს ვოლატილური ფაქტორები და აქტივის ღირებულება შეიძლება დროის მოკლე პერიოდში შეიცვალოს.
- რეგულაციები: პოპულარობის ზრდისა და მთავრობების მხრიდან დაინტერესების მიუხედავად, კვლავაც დიდია რეგულაციები კრიპტო ინდუსტრიის მიმართ, რაც ბუნდოვანებას ქმნის ზოგადად, კრიპტოს მომავალთან დაკავშირებით.
შეჯამება
ბიტკოინის ფასის მოძრაობა მნიშვნელოვნად აისახება მთლიან კრიპტო ეკოსისტემაზე და კვლავაც რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მთელს კრიპტო ბაზარზე, რა დროსაც ზეგავლენას ახდენს ისეთ ალტქოინებზე, როგორიც ეთერიუმია ან ისეთ სპეკულაციურ აქტივებზე, როგორებიც მიმქოინები არიან. ყველა იმ ფაქტორის კარგად გაგება, რაც ბიტკოინის ფასზე მოქმედებს, იქნება ეს მოთხოვნა-მიწოდება, აქტივის სიმცირე, ინსტიტუციური ადაპტაცია, რეგულაციები თუ სხვა მაკროეკონომიკური ტრენდები, ინვესტორებს ეხმარება უკეთ შეძლონ ინდუსტრიაში ნავიგაცია და წარმატებული კრიპტო თრეიდინგი.
მათ, ვისაც ბიტკოინის ყიდვა უნდა, კრიპტალი საუკეთესო გზას სთავაზობს მრავალი მეთოდის გამოყენებით, როგორც დამწყებებს, ასევე უკვე კარგად გამოცდილ თრეიდერებს.