ისევ ბიტკოინის ბუმი?
2-3 დეკემბრის შაბათ-კვირას ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილება გვაჩვენა და უკვე 4 დეკემბრის ორშაბათ დილას ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა, მიაღწია $41,000-იან ნიშნულს.
ბიტკოინის ფასი ოქტომბრის შემდგომ სტაბილურად იზრდება, როდესაც ის $35,000-იან ნიშნულს გადასცდა. ასეთი რიცხვები 2022 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა ინდუსტრიაში.
ეს უკანასკნელი ფასის აღმავლობა ბიტკოინისთვის 2023 წლის პერიოდში რეკორდული აღმოჩნდა, რა დროსაც ერთი წლიან პერიოდში კრიპტო აქტივმა 154%-იანი ზრდა დააფიქსირა და ორშაბათსვე მიაღწია ჯერ-ჯერობით წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს - $42,000.
შესაბამისად, ბიტკოინმა ყველა ის პოზიცია დაიბრუნა, რომელიც წინა წლინახევრის დროს დაკარგა, საუბარია 2022 წლის ტერა ლუნას კრახის შემდგომ პერიოდზე.
პარალელურად, მაშინ როცა ბიტკოინის ფასი საგრძნობლად და დაუბრკოლებლად იზრდება ჩვენს თვალწინ, მარათონს არც სხვა კრიპტოვალუტები ჩამორჩნენ. გასული დღეების პერიოდში ეთერიუმსაც ჰქონდა ზრდა, რა დროსაც კრიპტოს ფასმა $2,200 მიაღწია, ნიშნულს, რომელიც 2022 წლის მაისის შემდგომ არ დაფიქსირებულა.
რატომ იზრდება ბიტკოინის ფასი?
ბიტკოინის ფასის ზრდაში ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ინვესტორებისა და კრიპტო ენთუზიასტების ოპტიმიზმია, რომელიც ამერიკის ფედერალურ რეზერვსა და მის მიერ დაწესებული მკაცრი პოლიტიკის შერბილებას ეხება.
გასული პერიოდის განმავლობაში მედიაში ფედერალური რეზერვის ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარები ვრცელდებოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ სამთავრობო უწყება აპირებდა შეერბილებინა საკუთარი მკაცრი პოლიტიკა კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად, ბიტკოინის მიმართ. ამ ყველაფერმა კი, კრიპტოს ყიდვის მსურველებში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედები გააჩინა, რამაც ფასზეც იქონია გავლენა.
უფრო კონკრეტულად კი, იცვლება ფედერალური რეზერვის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, რომლებიც ბანკებს სესხების გაძვირებისკენ უბიძგებდა და მომხმარებლებსაც უფრო ძვირიანი სესხის გამოტანა უწევდათ, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის შეფერხებას იწვევს. თუკი საპროცენტო განაკვეთი რეალურად იცვლება და დაბლა იწევს, ეს ნიშნავს რომ ინვესტორებსა და კრიპტოს ყიდვის მსურველებს მეტი აქტივი გამოუთავისუფლდებათ კრიპტოვალუტების საყიდლად და ბიტკოინში ინვესტიციის განსახორციელებლად.
დამატებით მნიშვნელოვანია ვახსენოთ ETF-ები და მათი სტატუსი, სადაც ისინი ამერიკული რეგულაციების ბოლო ეტაპზე არიან და შესაძლოა მალე დღის შუქიც იხილონ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული SEC მწვანე შუქს უნთებს ETF-ებითა და ფიუჩერსებით ვაჭრობას სხვადასხვა ონლაინ კრიპტო პლატფორმებზე და კრიპტო ადაპტაციის მიმართ წინ დგამს ნაბიჯებს.
დეკემბერი დადგა, თუმცა კრიპტო ზამთარი დასრულდა?
2022 წლის გაზაფხულიდან ბიტკოინსა და კრიპტოვალუტებს რთული პერიოდი უდგათ, რა დროსაც ისინი ფასების ვარდნას, ნეგატიურ ტრენდებს, გაკოტრებასა და მსგავს სიტუაციებს ხვდებოდნენ, რაც საბოლოო ჯამში კრიპტო ინდუსტრიაზე ცუდად აისახებოდა.
ხოლო საბოლოოდ, კრიპტო ზამთარი 2022 წლის მაისში დადგა, როდესაც ტერა ლუნამ კრახი განიცადა და ჩამოიშალა. ამ ყველაფერს დაემატა 2022 წლის ნოემბერში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტო ბირჟა FTX-ის ამბებიც, რაც ინდუსტრიისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
2023 წლის პერიოდში ამერიკულმა რეგულატორებმა და სამთავრობო სტრუქტურებმა გარკვეული რეგულაციების შემოღება დაიწყებს კრიპტო ინდუსტრიაში მომუშავე პლატფორმებისა და ინდივიდების მიმართ. რეგულაციები უმსხვილეს კრიპტო ბირჟებსაც შეეხოთ და ზოგიერთმა მათგანმა მსოფლიოში ყველაზე დიდი, ამერიკული ბაზარიც კი დატოვა.
ამ ყველა ფაქტორის მიუხედავად, რამოდენიმე თვეა კრიპტო ინდუსტრია გამოცოცხლების გზაზეა და ამაზე კარგად ეთერიუმისა და ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასები მეტყველებს. როგორც იქნა ჩვენთვის საყვარელი კრიპტო აქტივები თავიანთ ადგილს უბრუნდებიან და უამრავ ადამიანს კრიპტო ინდუსტრიისკენ ატრიალებენ, აძლევენ რა მათ საშუალებას განახორციელონ ინვესტიციები და ნახონ მოგება.
თუ გინდა ციებ-ცხელებას არ ჩამორჩე, როგორ იყიდი ბიტკოინს?
ბიტკოინის ყიდვისთვის ყველაზე მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი გზა კრიპტო ბირჟების გამოყენებაა. საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოები და მარტივი პლატფორმა კრიპტალს აქვს, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოსა და ბიტკოინის ყიდვას ორი გზით სთავაზობს: Spot ბირჟა და კონვერტაცია.
- კონვერტაცია: არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შენ არ გჭირდება გამოცდილება, რომ ბიტკოინი იყიდო. უთითებ სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და აკლიკავ ყიდვას, სულ ეს არის, ბიტკოინი სულ რამოდენიმე წამში შენს საფულეში აღმოჩნდება.
კონვერტაციის მთავარი პლიუსიც ეს არის, ყოველგვარი ზედმეტი ცოდნისა და პროცედურების გარეშე მომენტალურად ყიდულობ ბიტკოინს.
- Spot ბირჟა: არის ადგილი, რომელიც კრიპტოს ყიდვისა და გაყიდვის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ შენ ათავსებ შენს მოთხოვნას ბიტკოინის ყიდვასთან დაკავშირებით და ელოდები ადამიანს, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მის ბიტკოინს მოგყიდის.
სპოტ ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის და ამ მეთოდის გამოყენებით შენ კრიპტოვალუტის საუკეთესო ფასის დაჭერა შეგიძლია.