Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
didi
2023-01-16clock6 minutes

Bollinger Bands არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკური ინდიკატორი თრეიდერებში, რომელიც ვაჭრობის პროცესს გაცილებით ინფორმაციულს ხდის.
ის გამოიყენება აქტივების ყიდვა-გაყიდვის პოტენციური სიგნალების აღმოსაჩენად.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რა არის Bollinger Bands, რისთვის არის ის და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში

რა არის Bollinger Bands, იგივე ბოლინჯერის ზოლები?

Bollinger Bands არის ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტი. ის გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის ცვალებადობა, ანუ ვოლატილობა აქვს ბაზარს.

მისი დანიშნულებაა, რომ თრეიდერს აჩვენოს, თუ როგორ არის განაწილებული ფასები საშუალო მნიშვნელობისგან. ამ ყველაფერს გრაფიკულად ჩარტზე საშუალო, ზედა და ქვედა ზოლები გამოხატავს.

როგორ მუშაობს ბოლინჯერის ზოლები?

Bollinger Bands-ის ორი გვერდითი ზოლი, ფასის ცვალებადობის პარალელურად რეაგირებს.

ისინი ფართოვდებიან, როდესაც ბაზარზე ვოლატილობა მაღალია, ხოლო ვიწროვდება როდესაც ვოლატილობა დაბალია.

შუა ზოლი წარმოადგენს მარტივ მოძრავ საშუალოს (Simple Moving Average).

საშუალო სტანდარტული გადახრა, კი გამოიყენება ზედა და ქვედა ზოლების განსაზღვრისას.

როგორ გამოვიყენოთ Bollinger Bands?

თუკი აქტივის ფასი მოძრავ საშუალოს (Simple Moving Average) აღემატება და სცდება ბოლინჯერის ზოლის ზედა დიაპაზონს, სიგნალი გვეუბნება, რომ შესაძლოა აქტივზე ხორციელდებოდეს გადაჭარბებული შესყიდვა.

ხოლო, თუ ფასი ბოლინჯერის ქვედა ზოლს ჩამოსცდება, აქტივი ბაზარზე ზედმეტადაა გაყიდული.

გაითვალისწინეთ, რომ Bollinger Bands მოკლევადიანი ვაჭრობისთვის გაცილებით შესაფერისი სავაჭრო ინსტრუმენტია.

როგორ დავამატოთ ბოლინჯერის ზოლები Trading Chart-ზე?

ბოლინჯერის ზოლების პრაქტიკაში განხილვა

Support