Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian and English texts on the left side of the visual with Bitcoin and Bitcoin Cash logos on the right side
2023-03-02clock7 minutes

რა არის BTC და BTC ქეში?

კრიპტოვალუტის მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ Bitcoin-ის სისწრაფითა და საკომისიოებით, შესაბამისად Hard Fork-ის შედეგად 2017 წელს გაჩნდა BTC Cash. Hard fork შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ბლოკჩეინის ქსელის წესების ცვლილება ანუ განახლება. Bitcoin ქეშმა მოიტანა უფრო სწრაფი ტრანზაქციები და უფრო დაბალი საკომისიოები. ტრანზაქციების ზომის 32 მბ-მდე გაზრდის პარალელურად შესაძლებელი გახდა წამში 100 მეტი ტრანზაქციის განხორციელება.

თუ ბიტკოინი ცნობილია, როგორც ძირითადი საინვესტიციო აქტივი, ბიტკოინ ქეში გამოიყენება, როგორც ყოველდღიური კრიპტო ტრანზქციებისათვის. თუმცა, Bitcoin (BTC) კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად მისი მოხმარების რაოდენობიდან და უკანასკნელი, Lighting Network-ის განახლებიდან გამომდინარე, რამაც ქსელის გაცილებით ასწრაფება გამოიწვია.

რა სხვაობაა Bitcoin (BTC)-სა და Bitcoin Cash (BCH)-ს შორის?

თავდაპირველად შექმნილი, როგორც გლობალური დეცენტრალიზებული გადახდების ქსელი, ბიტკოინი პოპულარულობის ზრდასთან ერთად ტრანზაქციების შენელების პრობლემას აწყდება, ვინაიდან დამუშავებას მომხმარებლების ზრდასთან ერთად მეტი დრო ჭირდებოდა.

ქსელის ტექნოლოგიური ლიმიტირება და ტრანზაქციების მაქსიმალური 1 მეგაბაიტიანი ზომა არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად, 2017 წლის ივლისში Bitcoin-ის ვალიდატორთა დიდმა რაოდენობამ ხმა მისცა Segregated Witness (SegWit)-ის შექმნას, ანუ ტრანზაქციაში მონაწილე ბლოკის მოცულობის შემცირებას, რამაც დროის შემცირებაც გამოიწვია და შეიქმნა ახალი, ასწრაფებული და იაფი ქსელი.

ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებას არ ემხრობოდნენ და თვლიდნენ, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებდა, გადადგეს საპირისპირო ნაბიჯები და ბიტკოინის ბლოკის მოცულობა 1 მეგაბაიტიდან გაზარდეს 8 მეგაბაიტამდე. ანუ, ერთი ტრანზაქციით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი ინფორმაციის გაგზავნა, შესაბამისად კი - ქსელის ასწრაფება.

მომხმარებლებს შორის „უთანხმოებამ“ გამოიწვია Hard Fork, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ასე დაიბადა Bitcoin Cash.

ბლოკჩეინის ქსელის ცვლილებისა და ახალი კრიპტოვალუტის, Bitcoin Cash (BCH)-ის გაჩენის მიუხედავად, ორივე აქტივს აქვს საკუთარი დანიშნულება. Bitcoin (BTC) გამოიყენება, როგორც გრძელვადიანი ინვესტიციის საშუალება, ხოლო ბიტკოინ ქეში, როგორც ყოველდღიური ტრანზაქციების საშუალება.

თუმცა, Layer 2-ის განახლების პარალელურად, ბიტკოინის (BTC) ქსელს სერიოზული ცვლილებები შეეხო ტრანზაქციების აჩქარების კუთხით და იგი კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად.

ფაქტები BTC-სა და BTC Cash-ზე:

ბიტკოინი (BTC):

  1. ბიტკოინი 2009 წელს ანონიმური ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის, Satoshi Nakamoto-ს მიერ შეიქმნა
  2. Bitcoin-ს აქვს ლიმიტირებული მიწოდება - 21 მილიონი ქოინი. 2023 წლის თებერვლის მონაცემებით 18.7 მილიონი უკვე დამაინინგდა
  3. ბიტკოინის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციები ღია და გამჭვირვალე ბლოკჩეინზე იწერება
  4. ბიტკოინ მუშაობს peer-to-peer ქსელით, რაც ნიშნავს რომ ტრანზაქციები ბლოკჩეინზე მომხმარებლების მიერ დასტურდება
  5. BTC გამოიყენება მრავალი დანიშნულებით - ინვესტირების თუ გადახდის მეთოდი

ბიტკოინ ქეში (BCH):

  1. Bitcoin Cash შეიქმნა 2017 წელს, ბიტკოინის ბლოკჩეინზე შექმნილი განახლების (hard fork)-ის შედეგად
  2. BCH-ის შექმნის მთავარი მიზანი ტრანზაქციის ასწრაფება და გადატანილი ინფორმაციის 1 მეგაბაიტიდან 32 მეგაბაიტამდე გაზრდა იყო
  3. წამში 100-მდე ტრანზაქციით ბიტკოინ ქეში არა მარტო სისწრაფით, არამედ გაცილებით დაბალი საკომისიოებითაც გამოირჩევა
  4. CoinMarketCap-ის მონაცემებით Bitcoin Cash მე-6 ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, ხოლო 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ის საბაზრო კაპიტალიზაციის რაოდენობით 26-ე ადგილს იკავებს
  5. BCH გამოიყენება უამრავ ყოველდღიურ ტრანზაქციაში. სამოგზაურო სერვისების წამყვანმა კომპანია Expedia-მ უკვე დანერგა ბიტკოინ ქეშის გამოყენებით გადახდები.

Bitcoin (BTC) როგორც ინვესტირების ხერხი?

კრიპტოვალუტები, როგორც გადახდის მეთოდები, სულ უფრო პოპულარული ხდება. ბიტკოინი (BTC) კი, ლიდერობს, როგორც გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი ინვესტირების საუკეთესო საშუალება.

2021 წლის Bull Run-ის პერიოდში ბიტკოინი გახდა აქტივი, რომელიც ინვესტირების პარალელურად ყველაზე დიდ უკუგებას იძლეოდა. ამას ROI-ის ინდექსი, ანუ ინვესტირების დაბრუნებული სარგებელი ეწოდება.

მაგალითისთვის, 2017 წლის პირველ სექტემბერს 1 Bitcoin Cash (BCH)-ის ფასი დაახლოებით $400 დოლარი იყო, სამ წლიანი ინვესტირების შემდგომ, 2020 წლის პირველ სექტემბერს აქტივის გასაყიდი ფასი $600 დოლარს შეადგენდა, ანუ 3 წლის HODL-ის განმავლობაში აქტივმა ფასი $200-ით მოიმატა.

იგივე მაგალითი რომ ბიტკოინზე განვიხილოთ, 2017 წლის პირველ სექტემბერს აქტივის ფასი $4 400 დოლარი იყო, ხოლო სამი წლის შემდგომ - 2020 წლის სექტემბერში - $43 600. ასეთ შემთხვევაში ROI-ის ინდექსი, ანუ ინვესტირების უკუგება 986%-ია.

Bitcoin Cash (BCH) როგორც გადახდის საშუალება?

ბლოკჩეინის ქსელის ტრანზაქცია TPS-ით იზომება, რაც transaction per second იშიფრება, ანუ რამდენი ტრანზაქცია ხორციელდება წამში. 2023 წელს ბიტკოინის ქსელს წამში მხოლოდ 7 ტრანზაქციის გატარება შეეძლო, საპირისპიროდ Bitcoin Cash-ის ქსელს წამში 100 ტრანზაქციის გატარება შეუძლია.

გაზრდილი სიჩქარე და გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა მოქმედებს საკომისიოების შემცირებაზეც, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მომხმარებლებისთვის BCH-ის გამოყენება ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის გაცილებით მიმზიდველია.

შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა:

1.Bitcoin (BTC) და Bitcoin Cash (BCH) ერთიდაიგივე ბლოკჩეინზეა?

Hard Fork-ის წყალობით Bitcoin Cash გამოეყო Bitcoin-ს და მას საკუთარი ქსელი აქვს.

2.Bitcoin-ის და Bitcoin Cash-ის შესანახად ორი სხვადასხვა საფულე მჭირდება?

მოკლედ რომ ვთქვათ - დიახ. არსებობს საფულეები, რომლებიც იძლევა საშუალებას ეს ორი აქტივი ერთ სივრცეში ინახებოდეს და მათ მრავალფუნქციური საფულეები ჰქვიათ.

Cryptal-ზე ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშის შესანახად ორი სხვადასხვა მისამართი გჭირდებათ.

3.სად შემიძლია ვიყიდო Bitcoin და Bitcoin Cash?

თუ კრიპტოსამყაროში ახლახანს შემოაბიჯე ან უბრალოდ პორტფოლიოს გამრავალფეროვნება გადაწყვიტე, დაიწყე კრიპტო აქ, შეძინე Cryptal-ზე,როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის-გამოყენებით.

შეჯამება:

ბიტკოინ ქეში 2017 წელს წარმოიშვა, როგორც ბიტკოინის ალტერნატივა. მისი ბლოკის დიდი ზომა (32 მეგაბაიტი) იძლევა სწრაფი და მოცულობითი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას, რაც უფრო მეტად მიმზიდველს ხდის ქოინს, როგორც ყოველდღიური გადახდების სისტემაში გამოსაყენებლად.

Support