Bull და Bear მარკეტი - რას კავშირშია ის კრიპტოსთან?
ფინანსური მარკეტის მიმოხილვისას ხშირად შეხვდები ტერმინებს Bull და Bear, რომლებიც ბაზრის მდგომარეობას გამოხატავენ. ხარები და დათვები ახალი ტერმინები არც კრიპტოვალუტებისთვის და კრიპტო ბაზრისთვის არ არის, სადაც ხარები, ანუ Bull-ს, ბაზრისათვის პოზიტიურ ტრენდს წარმოადგენენ, დათვები (Bears) კი, ნეგატიურს.
თუმცა, რას ნიშნავს Bull და Bear მარკეტი კრიპტოსთვის, როგორ ამოიცნო ისინი და რა უნდა მოიმოქმედო შენი კრიპტო ინვესტიციის დასაცავად, ამ ყველაფერს ჩვენს ბლოგში გაიგებ.
რა არის Bear და Bull მარკეტები და საიდან მოდის მათი დასახელება?
ტექნიკურად, კრიპტო ბაზრის მიმართ ეს ორი ტერმინი გამოიყენება მაშინ, თუკი რეცესიული ან კრიპტოს ფასის ბაზარზე ასვლა გარკვეული პერიოდით უწყვეტად გრძელდება. ოფიციალურად არ არსებობს რაიმე რიცხვი და აღმნიშვნელი წერტილი, თუმცა კრიპტო თრეიდერები 25% აღმავლობას ან დაღმავლობას ასახელებენ იმ ნიშნულად, რომლის შემდგომაც ბაზარს Bull ან Bear ეწოდება.
საიდან მოდის ტერმინი Bull Market?
როგორც ვახსენეთ, Bull და Bear ტერმინები პირველად სხვა ფინანსურ ბაზრებში გაჩნდა, მოგვიანებით კი კრიპტოვალუტების სამყაროში მიგრირდა. შესაბამისად, ისინი საკმაოდ ძველი ტერმინებია და ხარების მარკეტი, ანუ Bull Market-იც არა-ტექნიკური ტერმინია. ამ ტრენდს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ბაზარზე აქტივებზე ფასების ასვლა და გადაადგილება სწორედ ხარის მიერ მატადორისადმი მოქნეული რქების მოძრაობას წააგავს - ქვემოდან ზემოთ. შეინიშნება ბიტკოინის თუ სხვა კრიპტოვალუტების ფასების მაღლა ასვლა, რაც ქმნის აღმავალ ტრენდს და ფასების ისარი ზევით მიემართება. პირველად ტერმინი 1989 წელს გამოიყენეს, ტრადიციული ფინანსური მარკეტის აღმავალი ტრენდის აღსაწერად.
ხოლო კრიპტო სამყაროში ფეხის შემოდგმის საპატივცემულოდ, მაიმიში 2022 წლის ბიტკოინის ფორუმზე რობოტიზირებული ხარის ძეგლი დაიდგა.
საიდან მოდის ტერმინი Bear Market?
ხარის ანალოგის მსგავსად, დათვის, ანუ Bear Market-ის დასახელებაც ამ ცხოველის მიერ მოქნეული თათის ტრაექტორიიდან მოდის, რომელიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და შესაბამისად დაბლა ვარდ, ანუ რეცესიულ ბაზარს აღნიშნავს.
თუმცა არსებობს მეორე ვარაუდიც, რომელიც მე-16 საუკუნის ინგლისურ გამოთქმას ეფუძნება - დათვის ტყავს დათვის დაჭერამდე ყიდის.
რას ნიშნავს Bear Market კრიპტო სამყაროში?
კრიპტო სამყაროში დათვების ტრენდის გაძლიერებისას ცუდი ამბები შეინიშნება. ინვესტორთა ნდობა აქტივისადმი ეცემა, ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი აქტივის შეძენა ნაკლებ სასურველი ხდება, რაც მოთხოვნის ვარდნას და შესაბამისად ფასების დაცემას იწვევს. ყველა აქტივს ატყდება თავს Bear Market, არ აქვს მნიშვნელობა აქტივი კრიპტოა თუ ტრადიციული საფინანსო ბაზრის წარმომადგენელი. ნებისმიერი თრეიდერი მზად უნდა იყოს ამ მოვლენისათვის და უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ დროს პანიკური შესყიდვები და გაყიდვები კარგი არ არის. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ყველა Bear Market-ს მოყვება აღმავალი ტრენდი, ეს უბრალოდ დროის ამბავია.
Bearish ტენდენციის გააქტიურება ბაზარზე არა მხოლოდ ახალი ინვესტორების შემოდინებას ამცირებს, არამედ მათაც კი ნეგატიურ განწყობას უქმნის, ვინც უკვე კარგად გამოცდილი თრეიდერია და დიდი ხანია რომელიმე აქტივს HODL-ავს, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა დიდი კრიპტო.
ამ დროს ფასები დაბლა ჩამოდის, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა ეცემა, ადამიანები ნაკლებად ინტერესდებიან რომელიმე აქტივის შესყიდვით და ეს ყველაფერი ბაზრის საერთო მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.
როგორ ამოვიცნოთ Bear Market?
თუმცა, კარგი ამბებიც გვაქვს. ბაზარზე ყოველთვის არის რაღაც ნიშნები, რომელიც გვეუბნება, რომ მალე ფასები დაბლა დაიწევს და კრიპტო სამყაროში დათვები გააქტიურდებიან:
- ფასების დაცემის დიდხნიანი ტენდენცია
- აქტივებზე მოთხოვნის შემცირება
- ინვესტორების ნდობის გაქრობა
- მედიაში ნეგატიური ინფორმაციები
რატომ დგება Bear Market კრიპტო ბაზარზე?
მაშინ, როდესაც Bull Market-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტორების ოპტიმიზმია, Bear Market-ისათვის დამახასიათებელია შიში და სკეპტიციზმი. ბაზრის ნეგატიური ტრენდის დასამკვიდრებლად კი, უამრავი ფაქტორი თამაშობს როლს, როგორებიც გლობალური კრიზისები, პანდებია, ომები და მთავრობების მიერ დაწესებული რეგულაციებია.
კრიპტოვალუტების ბაზარი გარკვეულწილად ტენდენციებს ეყრდნობა, შესაბამისად აგორებული ცუდი ამბები ერთმანეთს ებმის და საერთო ჯამში დიდი რეცესიული ტალღა წარმოიქმნება.
რას ნიშნავს Bull Market კრიპტო სამყაროში?
როდესაც კრიპტო სამყაროში Bull Market დგება და ბაზარზე ხარები აქტიურდებიან ეს ნიშნავს ერთ რამეს - კრიპტოვალუტებზე ფასების მაღლა ასვლა. ამ დროს ყველა კრიპტო ინვესტორი და თრეიდერი ბედნიერია და როგორც კრიპტო სამყაროში მიღებულია, კრიპტო აქტივები მთვარეზე მიფრინავს!
როგორც წესი, კრიპტო ბაზარზე ფასების 25% ზრდისას, ამბობენ რომ Bull Market არის და ამ დროს ფასების 50%-იანი მატებაც კი მოსალოდნელია ზოგიერთი კრიპტოვალუტის შემთხვევაში.
შესაბამისად, ტერმინი Bullish გამოიყენება, როდესაც ბაზარზე პოზიტიური ტრენდია, ინვესტორები ოპტიმიზმით უყურებენ აქტივებს და ფასების ზრდას კვლავ ელიან. ინვესტორთა გარკვეული ნაწილი კი, ამ დროს აქტივებს ყიდის, ვინაიდან დიდ მოგებას ნახულობენ გაზრდილი ფასებით.
როგორ ამოვიცნოთ Bull Market-ის ნიშნები?
მარკეტის პოზიციურ ტრენდს რამოდენიმე გამორჩეული ნიშნით ამოიცნობ:
- აღმავალი განგრძობითი ფასები
- აქტივებზე მოთხოვნის ზრდა
- კრიპტო სამყაროში ახალი ინვესტორების გამოჩენა
ასევე, მნიშვნელოვანია თვალი ადევნო ყველა სიახლეს, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ბაზრის ტენდენციებსა და ინდუსტრიაზე.
რა ფაქტორებია Bull Market-ის გამომწვევი?
როგორც ვთქვით, კრიპტო ბაზარზე ხარების გააქტიურების უმთავრესი მამოძრავებელი ძალა თავად ინვესტორები და კრიპტო ენთუზიასტები არიან, რომლებიც ბაზარს ოპტიმისტურად უყურებენ და კრიპტოვალუტებზე მოთხოვნასაც ქმნიან, თუმცა ამას გარდა, არსებობს გარკვეული ფაქტორებიც. მაგალითად, თუკი რომელიმე ცნობილი ადამიანი, რომელიმე კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, სწორედ ისე, როგორც ილონ მასკი დოჯქოინის მიმართ. მათი აქტიურობა კრიპტოვალუტებზე ფასების ზრდის ერთგვარი გარანტია.
გარდა ამისა, ზოგიერთი საფინანსო თუ საინვესტიციო ორგანიზაციის პროგნოზებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, მაგალითად, როდესაც Goldman Sachs-მა იწინასწარმეტყველა, რომ ბიტკოინის ფასი $100 000 მიაღწევდა, ამან დიდი გავლენა მოახდინა ბაზრის მდგომარეობაზე.
ასევე, თუკი რომელიმე დიდი საინვესტიციო კომპანია რაიმე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პროდუქტს დაამატებს საკუთარ პორტფელში, ინვესტორებისათვის ეს პოზიტიური სიგნალია და ბაზარიც მაღლა მიდის.
ხარები და დათვები კრიპტოში
არ აქვს მნიშვნელობა კრიპტო სამყაროში ბაზარზე ხარები ლიდერობენ თუ დათვები, გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია. თუმცა, ტენდენციების დაჭერა და გაბატონებული მიმდინარეობის სწორად გამოცნობა ყოველთვის ზრდის ჩვენი ინვესტიციის წარმატების შანსს.
არსებობს რამოდენიმე ნიშანი, რომელიც ბაზრის ტენდენციას ამოგვაცნობინებს და გვიჩვენებს, ხარები უფრო აქტიურები არიან, ანუ ფასების მაღლა ასვლა ივარაუდება, თუ კრიპტოს დათვები დაეპატრონნენ და ქოინები რეცესიაშია.