კრიპტოს ყიდვა მარტივად და იაფად - ყველაფერი რაც უნდა იცოდე
კრიპტოვალუტა სულ უფრო მშობლიური ცნება ხდება ქართველი მომხმარებლებისათვის, კრიპტო ბაზარზე კი, ყოველდღიურად უამრავი ისეთი ციფრული აქტივი ჩნდება, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს კრიპტოს ყიდვის მსურველთათვის, პროექტის პერსპექტიულობიდან გამომდინარე.
შესაძლოა, რომელიმე კრიპტოვალუტა დიდი პოტენციალით გამოირჩეოდეს და შენ მისი ყიდვა ადრეულ ეტაპზე გადაწყვიტო, რადგან ელოდები, რომ მისი ფასი უახლოეს ან შორეულ მომავალში ძალიან გაიზრდება, ასეთი ქოინი კი, კრიპტალზე არ შეგხვდეს.
ამ ბლოგში გეტყვით, როგორ შეძლება ნებისმიერი, შენთვის სასურველი კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად და რაც მთავარია იაფად, ნაკლები საკომისიოებითა და ზედმეტი დანახარჯებით.
ასევე, გაჩვენებთ, როგორ შეიძლება კრიპტალი გამოიყენო ხიდად, სხვა კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებისათვის და როგორ გაიმარტივებ ქოინების ყიდვას მისი დახმარებით, მაშინაც კი, თუ ჩვენთან ესა თუ ის კრიპტოვალუტა ჯერ არ არის განთავსებული.
რა არის ბრიჯი, ანუ ხიდი კრიპტო სამყაროში?
თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, ბაზარზე უამრავი ალტერნატივა და პლატფორმა არსებობს, ქართული თუ უცხოური, რომლებიც ქოინებისა და ტოკენების შეძენის შესაძლებლობას მოგცემს.
მრავალფეროვან არჩევანში ყოველ კრიპტო ბირჟას საკუთარი უპირატესობა აქვს, რომელსაც მომხმარებელს მისი სურვილებისა და საჭიროებისამებრ სთავაზობს, იქნება ეს კრიპტოს ყიდვის გზა, ფიატ ვალუტების შეტანა თუ გატანა და სხვა.
უზარმაზარ კრიპტო სამყაროში კი, მრავალფეროვან სავაჭრო პლატფორმებზე უფრო მეტი მხოლოდ ერთი რაიმე არის და ეს კრიპტოვალუტებია. შეუძლებელია ერთ კრიპტო ბირჟას ყველა კრიპტოვალუტა საკუთარ პლატფორმაზე ჰქონდეს განთავსებული, ამიტომ, შეიძლება სასურველი კრიპტოს ყიდვისთვის მომხმარებელს რამოდენიმე ბირჟაზე რეგისტრაცია და ვაჭრობა უწევდეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ამა თუ იმ ბირჟის ფუნქციონალი.
სწორედ აქ შემოდის ცნება, რომელიც კრიპტოს ყიდვის მსურველებისათვის ახალი არ არის და მას ბრიჯი, ანუ ხიდი ჰქვია. თუკი რომელიმე კრიპტო ბირჟაზე კრიპტოვალუტების ყიდვა შენთვის კომფორტულია, ან სულაც კარგი საკომისიოებია, მაგრამ შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა არ არის დალისთული, ანუ განთავსებული, მაშინ ბრიჯის ცნება საშენოა.
მარტივად რომ გავიგოთ, წარმოიდგინე რომ 10 სართულიან შენობაში ცხოვრობ, შენი სახლი კი, მე-6 სართულზე მდებარეობს. სახლში მოსახვედრად იძახებ ლიფტს და უთითებ შესაბამის სართულს, რადგან ლიფტი შენთვის სასურველ სართულზე მოსახვედრად ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მარტივი გზაა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბე, რომელიც ასევე მიგიყვანს მე-6 სართულზე, მაგრამ გაცილებით დიდი დანახარჯებით.
სწორედ იმავე როლს ასრულებს კრიპტალი, რომელსაც სხვა კრიპტო ბირჟებთან დამაკავშირებლად, ანუ ხიდად გამოიყენებ.
თუკი, კრიპტოვალუტა გინდა იყიდო, რატომ უნდა გადაიხადო მეტი საკომისიო ან გაირთულო ვაჭრობის პროცესი იმ კრიპტო ბირჟის გამო, რომელზეც როგორც წესი არ ვაჭრობ, მაგრამ შენთვის სასურველი კრიპტოვალუტა მდებარეობს.
შეგიძლია სხვა პლატფორმებთან დასაკავშირებლად, მარტივად კრიპტალი გამოიყენო, რომელიც შენთვის ლიფტის ფუნქციას შეასრულებს და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიზნამდე მიგიყვანს.
რატომ და როგორ შეიძლება გამოიყენო კრიპტალი ბრიჯად?
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტალზე წარმოდგენილია უამრავი პოპულარული კრიპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა, მაინც შეიძლება არსებობდეს ისეთი ციფრული აქტივი, რომელიც აქ ვერ ნახო და თვლიდე, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს.
შესაძლოა ასეთ კრიპტოს წააწყდე ბაინანსზე, ან სულაც ქოინბეისზე, სადაც სხვადასხვა ბლოკჩეინსა და ქსელზე დაფუძნებული უამრავი კრიპტოა წარმოდგენილი, მაგრამ პლატფორმებზე ნავიგაცია არც თუ ისე კომფორტულია, განსაკუთრებით დამწყებთათვის.
თუმცა ახალი, პერსპექტიული კრიპტოვალუტა ბაინანსზე და სხვა ცენტრალურ ბირჟებზე მეტად DEX-ებზე, ანუ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გვხვდება, რომლებზეც ფიატ ვალუტების შეტანა შეუძლებელია და აქტივების მიმოცვლა, მხოლოდ კრიპტოვალუტების დახმარებით ხდება. DEX ბირჟები ახალი ციფრული აქტივების აღმოსაჩენად შეიძლება საუკეთესო ადგილიც იყოს და შესაბამისად ბრიჯის გამოყენება ყველაზე ეფექტური ამგვარ პლატფორმებზე კრიპტოს ყიდვისას აღმოჩნდეს.
სწორედ აქ შემოდის საქმეში ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი, რომელიც შენ კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში მეგზურობას გაგიწევს და დაგეხმარება, სასურველი ციფრული აქტივი იყიდო, მარტივად და ზედმეტი საკომისიოების გარეშე.
პლატფორმაზე საქართველოსა თუ გლობალურ ბაზარზე არსებულ ბირჟებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოები მოქმედებს, როგორც კრიპტოს ყიდვისა და გაყიდვის, ასევე ფიატ ვალუტების შემოტანისა და გატანის (განაღდება) შემთხვევაში.
მაგრამ, როგორ გამოიყენო კრიპტალი სხვა კრიპტო ბირჟებთან დასაკავშირებლად? - დავუშვათ გინდა იყიდო, კრიპტოვალუტა იუპიტერი (JUP), რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოირჩა ფასის ზრდით და უამრავი ადამიანისა და თრეიდერის ინტერესი მიიპყრო, თუმცა ამ კრიპტოს კრიპტალზე ვერ ნახავთ.
თუკი შენ მას ბაინანსზე მოიძევ, ნახავ რომ მისი ყიდვა იქ შეგიძლია, თუმცა ბირჟაზე არსებობს საკომისიოები, რომლებიც შენს შესყიდვას საბოლოო ჯამში უფრო გააძვირებს, პრობლემურია ბირჟაზე ფიატ ვალუტის, იქნება ეს ლარი თუ ა.შ.შ დოლარი, შეტანა და არც პლატფორმაა მარტივად სანავიგაციო, რა უნდა ქნა ამ დროს?
- კრიპტალზე ბალანსის შევსება:
ქართული საბანკო ბარათების გამოყენებით, იქნება ეს საქართველოს ბანკი თუ თიბისი ბანკი, კრიპტალზე მარტივად ივსებ ბალანსს, როგორც TOGEL-ში, ასევე TOUSD-სა და TOEUR-ში, რომლებიც შესაბამისად ლარის, ა.შ.შ დოლარისა და ევროს ექვივალენტია და პლატფორმაზე ისინი ავტომატურად კონვერტირდებიან.
- კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა:
შევსებული ბალანსის დახმარებით ყიდულობ კრიპტოვალუტას. ჩვენს შემთხვევაში ავიღოთ ცნობილი სტაბილური კრიპტო USDT, რომელიც შენს კრიპტო საფულეში კონვერტაციის ფუნქციით გამოყენებით მომენტალურად, რამოდენიმე წამში აისახება.
თანაც კრიპტოს საყიდლად არ გჭირდება გამოცდილების ქონა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება პირველივე ცდაზე.
- კრიპტალი, როგორც ბრიჯი, დამაკავშირებელი ბაინანსთან:
USDT, რომელიც იყიდე შენს კრიპტო საფულეშია, ახლა კი დროა კრიპტალი, როგორც კრიპტიო ბრიჯი, ისე გამოიყენო.
საჭიროა, რომ შენი კრიპტოვალუტა ბაინანსზე არსებულ USDT-ის საფულეში გადარიცხო.
კრიპტალიდან კრიპტოს გატანა ნებისმიერი მიმართულებით მინიმალური საკომისიოებით იბეგრება, მაგალითად USDT-ის ბაინანსზე გადარიცხვას სულ რაღაც 1 USDT-ად ანუ 1 დოლარად შეძლებ.
- ბაინანსი: USDT-ის Jupiter-ში გადაცვლა:
მას შემდგომ, რაც კრიპტალიდან ბაინანსზე გადარიცხული კრიპტოვალუტა შენს საფულეში აღმოჩნდება, უკვე შეგიძლია USDT-ის ქოინი Jupiter-ში გადაცვალო და უკვე შენი სასურველი აქტივის მფლობელი ხარ, კრიპტალის დახმარებით, რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯით.
რა ხდება, თუ შენს მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტის განაღდება მოგინდა?
შენს ბაინანსის ანგარიშზე არსებულ Jupiter-ის ტოკენს გადაცვლი ისევ USDT-ში ან სხვა, ნებისმიერ კრიპტოვალუტაში, რომელიც კრიპტალზე შეგხვდება, გადაცვლილ ქოინს კი გადმოირიცხავ კრიპტალზე, სადაც უკვე მისი გაყიდვა და სასურველ ფიატ აქტივში - ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო - გადაცვლა შეგიძლია.
გადაცვლილი ფიატ აქტივი კი, შეგიძლია საბანკო ბარათებზე, სულ რამოდენიმე კლიკით გადაიტანო, ეს ოპერაცია კი მინიმალური საკომისიო დაგიჯდება:
თიბისი ბანკი - 1 TOGEL (1 ლარი)
საქართველოს ბანკი - 1.2 TOGEL (1.2 ლარი)
ხოლო, TOUSD (დოლარი)-ის განაღდება საბანკო გადარიცხვით სრულიად უპროცენტოა, რამდენსაც გაიტან, ზუსტად იმდენი დაგერიცხება საბანკო ანგარიშზე. TOEUR (ევრო)-ს შემთხვევაში კი, საკომისიო სულ რაღაც 1% შეადგენს - 100 ევროს განაღდების შემთხვევაში გადასახდელი საკომისიო 1 ევრო იქნება.
დეტალური ინფორმაცია ლიმიტებისა და საკომისიოების შესახებ მარტივად შეგიძლია ნახო კრიპტალის ვებ-გვერდზე.
რა პლიუსები აქვს კრიპტალის გამოყენებას?
- ბალანსის მარტივი შევსება და განაღდება:
როდესაც საუბარი ფინანსებს ეხება, აუცილებელია რომ შენი აქტივების, იქნება ეს ფიატ ვალუტა თუ კრიპტოვალუტა, მარტივად განკარგვა შეგეძლოს.
კრიპტოვალუტების ყიდვისთვის კი, ფიატ ვალუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კრიპტალზე ბალანსის შევსება მარტივად შეგიძლია, საქართველოსა და თიბისი ბანკის საბანკო ბარათების გამოყენებით, რამოდენიმე კლიკით.
იგივე პრინციპი მოქმედებს განაღდების შემთხვევაშიც, რა დროსაც შენი აქტივები ბარათზე მარტივად და სწრაფად აგესახება, ყოველგვარი ბუნდოვანი და რთული პროცედურების გარეშე.
- დაბალი საკომისიოები:
როგორც ვახსენეთ, კრიპტალზე, ბაზარზე არსებულ ქართულ თუ უცხოურ ალტერნატივებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოებია, რაც ნიშნავს იმას, რომ შენს მიერ გატანილი თუ შემოტანილი თანხის თითქმის სრული უმრავლესობა შენს საფულეში იქნება.
დაბალი საკომისიოების პრინციპი ეხება, როგორც კრიპტოვალუტის ყიდვა & გაყიდვას, ასევე ფიატ ვალუტების შემოტანასა და გატანას (განაღდება) და ქოინების სხვაგან გადარიცხვას.
- კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა მარტივად:
კრიპტალზე სანავიგაციოდ კომფორტული გარემოა, როგორც გამოცდილი თრეიდერებისთვის, ისე დამწყებთათვის.
მარტივად შეძლებ კრიპტოს ყიდვას კრიპტალის კონვერტაციის გამოყენებით, სადაც უთითებ სასურველ კრიპტოვალუტასა და რაოდენობას, შემდგომ აკლიკავ ყიდვას ან გაყიდვას და სულ ეს არის, ტრანზაქცია რამოდენიმე წამში შესრულდება, ლოდინისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე.
- დახმარების გუნდი (Support):
თუკი შენი კრიპტო ტრანზაქციისა და ნავიგაციის პროცესში რაიმე დაბრკოლებას წააწყდი ან უბრალოდ შეკითხვა გაგიჩნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლია კრიპტალის დახმარების გუნდს მიმართო, სადაც ოფიციალური პირებისგან ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს მიიღებ.
კრიპტალის დახმარების გუნდი საკმაოდ მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული სტრუქტურაა, რომელიც შენს არცერთ კითხვას არ დატოვებს პასუხგაუცემელს.