
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ X-ზე? - რას ნიშნავს ეს კრიპტო მომავლისთვის
უახლოეს კვირებში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებმა კრიპტო და აქციები პირდაპირ X-ის (ყოფილი Twitter) პლატფორმიდან იყიდონ. თავდაპირველად ბევრმა იფიქრა, რომ ტრანზაქციებს თავად X გამართავდა, მაგრამ ახალი ინფორმაცია უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარიგებებისა და ტრანზაქციების უკან ტრადიციული კრიპტო ბირჟები იქნებიან.
სრულად რა ტიპის end-to-end გამოცდილება იქნება, ჯერ ბოლომდე არ არის განსაზღვრული, მაგრამ მთავარი იდეა უკვე ნათელია: ფინანსურ ბაზრებზე წვდომა შეიძლება პირდაპირ სოციალური ქსელიდან გახდეს შესაძლებელი.
დამწყებებისთვის ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ბარიერს, როცა პირველად იწყებ კრიპტოში შესვლაზე ფიქრს. კრიპტოს ყიდვა უფრო ახლოს გადმოდის იქ, სადაც შენს დროს ისედაც ატარებ – ყოველდღიურ სოციალურ ქსელში.

კრიპტოს ყიდვა X-ზე – რას ვიგებთ აქამდე
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ფუნქციონალი, საშუალებას მოგცემს, რომ თრეიდინგი X-ის პლატფორმაზე დაიწყო ისე, რომ აპლიკაციიდან სხვაგან არ გადახვიდე. ამასთან, X სრულფასოვან ბირჟად, სავარაუდოდ, არ იმუშავებს და ტრადიციული პლატფორმის ფუნქციებს არ შეითავსებს. გარიგებების შესრულება, შენახვა და მსგავსი სერვისები როგორც ჩანს, პარტნიორ პლატფორმებზე გადავა, რომლებიც რეგულირებულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ.
შენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, პროცესი შეიძლება ასე გამოიყუროს:
- ხედავ პოსტს ბიტკოინზე ან სხვა აქტივზე
- ფიდზე ხედავ „Trade“ ან „Buy“ ღილაკს
- დაასრულებ ტრანზაქციას დაკავშირებული პარტნიორი პლატფორმისსაშუალებით
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ეს ინტეგრაცია უკვე მიანიშნებს დიდ ცვლილებაზე იმაში, როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა და ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე წვდომა მომავალში განვითარდეს.
რატომ არის ეს მხოლოდ კომფორტზე მეტი
ერთი შეხედვით, X-ზე კრიპტოს ყიდვა უბრალოდ კომფორტად შეიძლება ჩანდეს – ნაკლები კლიკი, ნაკლები გადასვლა სხვადასხვა აპებს შორის. მაგრამ რეალური ცვლილება დისტრიბუციაშია. X ცდილობს, რომ არა კლასიკურ ბირჟად, არამედ ფინანსური ბაზრების დისტრიბუციის ფენად პოზიციონირდეს.
დღეს ბევრ პლატფორმაზე შენ მიზანმიმართულად შედიხარ, როცა კრიპტოს ყიდვა გინდა. X-ის შემთხვევაში ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა პირდაპირ შენს ყოველდღიურ ონლაინ აქტივობაში შეიძლება „ჩაშენდეს“.
ამით იცვლება:
- კრიპტო შენთვის უკვე სქროლვის დროს ჩნდება, არ არის საჭირო მიზანმიმართული ძიება
- ყიდვა შესაძლოა გადაიქცეს ერთნაბიჯიან პროცესად
- ყურადღება და ლიკვიდობა უფრო მჭიდროდ ერთდება
როცა ფინანსური ინსტრუმენტები სოციალურ გარემოში ერთვება, ბაზარში მონაწილეობა აღარ რჩება მხოლოდ აქტიურ თრეიდერებს შორის და ბევრად ფართო აუდიტორიაზე ვრცელდება.
როცა მასშტაბი ყველაფერს ცვლის
ამ განვითარებაზე საუბარში მთავარი თემა მასშტაბია. სხვადასხვა შეფასებით, X-ს დაახლოებით 560 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. შედარებისთვის, Coinbase-ს დაახლოებით 105 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი და მხოლოდ 10.8 მილიონი თვიური აქტიური თრეიდერი ჰყავს. სხვაობა დისტრიბუციის მასშტაბში უზარმაზარია.
გავითვალისწინოთ მარტივი სცენარი:
- X-ის თვიური აქტიური მომხმარებლები: ~560 მილიონი
- თუ მათგან მხოლოდ 5%-მა სცადა ტრეიდინგი: ~28 მილიონი მომხმარებელი
- Coinbase-ის თვიური აქტიური ტრეიდერები: ~10.8 მილიონი
X-ზე თუნდაც ძალიან მოკრძალებულმა ჩართულობამ შეიძლება უკვე გადააჭარბოს მსხვილი ბირჟების აქტიურ ბაზას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ავტომატურად მოხდება, მაგრამ აჩვენებს, როგორ შეიძლება X-ის მსგავსი სოციალური პლატფორმის შიგნით კრიპტოს ყიდვამ რადიკალურად შეცვალოს მომხმარებლების მოზიდვის და ბაზარზე შემოსვლის მოდელი.
როგორ ხდება კრიპტოს აღმოჩენა პასიურ პროცესად
თუ შესაძლებელი გახდება, რომ კრიპტოს ყიდვა პირდაპირ შენივე ფიდიდან შეძლო, აღმოჩენის პროცესი მიზანმიმართული კვლევიდან პასიურ გამოცდილებად გადაიქცევა. კრიპტო აქტივების საძებნად გამოყოფილი დროის ნაცვლად, შენ შეიძლება უბრალოდ გადახედო პოსტებს, დისკუსიებს და ტრენდულ თემებს – და იქვე ნახო ყიდვის ან გაყიდვის ღილაკი.
ამით ქცევა იცვლება:
- ვირუსული პოსტი ბიტკოინზე ერთ წამში ყიდვის შესაძლებლობად იქცევა
- ბაზრის რეაქციები შეიძლება დაჩქარდეს, რადგან სოც. მედიაში ჰაიპი პირდაპირ ვაჭრობაში გადაიზრდება
- ფინანსურ გადაწყვეტილებებს იქ იღებ, სადაც სიახლეებს კითხულობ და არა ცალკე აპში
როცა ტრეიდინგ ინსტრუმენტები უშუალოდ მსგავს პლატფორმებში ერთვება, აღმოჩენა და შეძენა/გაყიდვა ერთმანეთს ერწყმის. დამწყებთათვის კრიპტოს ყიდვას ბევრად ნაკლებ ტექნიკურად და უფრო „ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად“ აქცევს. ხოლო ბაზრებისთვის შეიძლება ნიშნავდეს უფრო მაღალი მოკლევადიანი ვოლატილობის რისკს – რადგან სოციალური ნარატივები და თრეიდინგი უფრო მჭიდროდ გადაიკვეთება.
როგორი შეიძლება იყოს მომხმარებლის გამოცდილება
მიუხედავად იმისა, რომ სრული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მოსალოდნელია, რომ გამოცდილება მაქსიმალურად შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. წარმოიდგინე, სქროლავ X-ს, ხედავ პოსტს ბიტკოინზე, კონკრეტულ აქციაზე ან ბაზრის სიახლეებზე და ინტერფეისში მაშინვე გხვდება ვაჭრობის ვარიანტი. ტრანზაქციას კი ფონზე ისევ პარტნიორი ბირჟა ასრულებს.
პროცესი პოტენციურად შეიძლება დაახლოებით ასეთი იყოს:
- ხედავ პოსტს კრიპტო აქტივზე
- ხედავ „Sell“ ან „Buy“ ღილაკს
- ადასტურებ თანხას დაკავშირებული ანგარიშიდან
- ტრანზაქცია სრულდება გარე პარტნიორი პლატფორმის საშუალებით
შენახვისა და უსაფრთხოების საკითხი
ნებისმიერ მსგავს ინტეგრაციაში მთავარი თემა შენახვაა. თუ შენ X-ის საშუალებით კრიპტოს ყიდვას შეძლებ, დიდი ალბათობით აქტივები თავად X-ში კი არა, პარტნიორ ბირჟაზე იქნება შენახული.
აქ ჩნდება რიგი კითხვები: სად ინახება კრიპტო? შეგეძლება თუ არა, რომ ის გარე საფულეში გადაიტანო? როგორ იმართება ანგარიშის უსაფრთხოება?
დამწყებებისთვის კასტოდიური (custodial) გადაწყვეტები ხშირად უფრო მარტივად აღსაქმელია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საკუთარ აქტივებზე წვდომას მესამე მხარეს ანდობ.
მნიშვნელოვანია, იცოდე:
- ვინ აკონტროლებს private key-ებს
- როგორ მუშაობს გატანა გარე საფულეებზე
- რა სახის დაცვა და დაზღვევა აქვს პლატფორმას
ეს ყველაფერი კრიტიკულია, თუ გინდა, რომ კრიპტოს ყიდვა X-ის საშუალებით არა მხოლოდ მარტივი, არამედ უსაფრთხოც იყოს.
რას ნიშნავს ეს კრიპტო ბაზრისთვის
თუ მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა შეუძლიათ პლატფორმიდან, რომელსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ბაზრის მთლიანი სურათი შეიძლება სერიოზულად შეიცვალოს. ეს ყველაფერი, მეტ მონაწილეობას ნიშნავს – განსაკუთრებით დამწყებებისთვის, რომლებიც ვერ ან არ შედიან შედარებით რთულ ბირჟის ინტერფეისებში.
როცა ფინანსურ სერვისებზე წვდომა სოციალური ქსელის შიგნით ირთვება, აღმოჩენა, დისკუსია და შესრულება ერთსა და იმავე გარემოში ხდება. ეს აჩქარებს მოკლევადიან რეაქციებს ბაზარზე, რადგან ტრენდები სწრაფად ვრცელდება ადამიანებს შორის და იმავე წუთში ფინანსურ მოძრაობად გადაიქცევა.
ამასთან, იცვლება ისიც, როგორ ერთვებიან ახალბედა მომხმარებლები კრიპტო ეკოსისტემაში.
შეჯამება
კრიპტოს X-ზე შეძენის შესაძლებლობა არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ უზარმაზარ ტრენდში, სადაც ფინანსური ბაზრები უფრო მეტად „ვრცელდებიან“ იქ, სადაც უკვე არის შენი ყურადღება – სოციალურ პლატფორმებში. ეს ინტეგრაცია, დიდი ალბათობით, ბირჟებს არ ჩაანაცვლებს, არამედ ახალი საწყისი წერტილი იქნება, სადაც კონტენტი და ბაზარზე წვდომა ერთმანეთს ხვდება.
როცა ტრეიდინგ ინსტრუმენტები სოციალური პლატფორმის შიგნით ერთვება, ბარიერი კონტენტის მოხმარებასა და ფინანსურ მონაწილეობას შორის მნიშვნელოვნად ქრება. X-ის მასშტაბის გათვალისწინებით, თუნდაც მომხმარებლების მცირე პროცენტმა დაიწყოს კრიპტოს ყიდვა პლატფორმიდან, დისტრიბუციის მოდელი შეიძლება მკვეთრად გადავიდეს უფრო პასიურ, სოციალური ნარატივებით ნაკარნახევ დანერგვაზე.