
Cryptal და PayBox დამეგობრდნენ
კრიპტო აქტივები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო დიდი დოზით შემოდის. პოპულარობის ზრდასთან ერთად კი, მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათ სასურველ კრიპტოსთან წვდომა, იქნება ეს ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) თუ USDT, მარტივად და სწრაფად ჰქონდეთ.
სწორედ ამიტომ, Cryptal და PayBox დამეგობრდნენ. შედეგად, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა პირდაპირ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შეუძლიათ.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება სასურველი კრიპტოს ყიდვა ამ მეთოდის გამოყენებით ნაბიჯ-ნაბიჯ და რა უპირატესობებს ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის.
PayBox-ით კრიპტოს ყიდვა:
პირველ რიგში საჭიროა, რომ მომხმარებელმა PayBox სწრაფი გადახდის აპარატი მოიძიოს, აირჩიოს კრიპტოს ყიდვა, შემდგომ კი:
ნაბიჯი 1: პირადი ნომრის შეყვანა
ანგარიშის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში საკუთარი პირადი ნომერი შეიყვანოს.

ნაბიჯი 2: მობილური ნომრის დადასტურება
პირადი ნომრის შეყვანის შემდგომ, PayBox ავტომატურად გამოაჩენს მომხმარებლის მობილურის ნომერს. თუკი ეკრანზე გამოტანილი ნომერი სწორია, არჩევა-ზე დაკლიკვის შემდგომ, მომდევნო ნაბიჯზე გადავალთ.

ნაბიჯი 3: SMS კოდის შეყვანა
მითითებულ ნომერზე, უსაფრთხოების პარამეტრებიდან გამომდინარე, გამოიგზავნება ერთჯერადი SMS კოდი, რომლის შეყვანის შემდგომაც დასრულდება ანგარიშის ვერიფიკაცია.

ნაბიჯი 4: Cryptal-ის სივრცეში გადასვლა
ვერიფიკაციის ორი ეტაპის გავლის შემდგომ, მომხმარებელი შემდეგ ღილაკზე დაჭერით Cryptal-ის სივრცეში მოხვდება.

ნაბიჯი 5: კრიპტო აქტივის არჩევა
კრიპტოს ყიდვის ამ ეტაპზე, მომხმარებელი ირჩევს სასურველ ციფრულ ვალუტას, რომლის შეძენაც სურს - ბიტკოინი (BTC), ლაითქოინი (LTC), ეთერიუმი (ETH) ან USDT.

ნაბიჯი 6: QR კოდის დასკანერება
სასურველი კრიპტო აქტივის შერჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დაასკანეროს საკუთარი კრიპტო საფულის QR კოდი - მისამართი, სადაც მის მიერ შეძენილი კრიპტო გადაირიცხება.

ნაბიჯი 7: თანხის შეტანა
კრიპტოს ყიდვის ბოლო ეტაპი კი, PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში თანხის მოთავსებით სრულდება. მომხმარებელს მინიმუმ 20 ლარის ღირებულების ციფრული ვალუტის ყიდვა შეუძლია.

სულ ეს არის, შეძენილი ციფრული ვალუტა მომხმარებლის კრიპტო საფულეში სულ რამდენიმე წამში, სწრაფად და მარტივად აისახება.
რა დაგჭირდება?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა Cryptal-ზე PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით სასურველი კრიპტოს ყიდვა შეძლოს, სულ ორი რამ არის საჭირო:
- ნაღდი ფული
- კრიპტოს ყიდვის სურვილი
რა უპირატესობები აქვს?
სასურველი ციფრული ვალუტის ამ მეთოდის შეძენას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- სიმარტივე - კრიპტოს ყიდვა რთული არ უნდა იყოს, თუ მომხმარებელს ერთხელ მაინც შეუვსია მობილურის ბალანსი ან უბრალოდ გამოუყენებია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი სხვადასხვა დანიშნულებით, კრიპტოს ყიდვა არანაირ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.
- სისწრაფე - PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეძენილი ციფრული აქტივები მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მყისიერად, რამდენიმე წამში აისახება.
- მოქნილობა - კრიპტოს ყიდვა ამ მეთოდის გამოყენებით სრულად გამორიცხავს საბანკო სერვისების საჭიროებას, რაც უამრავი ადამიანისთვის დიდ კომფორტსა და მოქნილობას ქმნის. საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატი და Cryptal-ის ანგარიში.
- ხელმისაწვდომობა - სასურველი ციფრული ვალუტის ყიდვა - Bitcoin, Ethereum, Litecoin თუ USDT - მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით PayBox-ის 1000-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეუძლია, რომლებიც 24/7-ზე მუშაობენ.
შეჯამება
კრიპტო აქტივები ბევრი ადამიანის გონებაში ჯერ კიდევ რთულ და კომპლექსურ საკითხთან ასოცირდება, თუმცა მათთან წვდომა ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა.
Cryptal-სა და PayBox-ის პარტნიორობის ფარგლებში, კრიპტო უკვე ქუჩის ყოველ კუთხეშია - სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მომხმარებლებს პოპულარული ციფრული ვალუტის შეძენა მომენტალურად, მათთვის ნაცნობი გზის გამოყენებით შეუძლიათ, ზუსტად ისე, როგორც მობილური ბალანსის შევსება ან კომუნალური გადასახადების გადახდა ხდება.
ამ მეთოდით კრიპტოს ყიდვა კი, უამრავ ისეთ უპირატესობას უკავშირდება, როგორიც სიმარტივე, სისწრაფე, მოქნილობა და ხელმისაწვდომობაა - ყველა ეს საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც დამწყები, ასევე უკვე კარგად გამოცდილი ადამიანებისთვის.