halving-geo-1000x300
2023-10-25clock10 minutes

რას გაიგებ ბლოგში? - ბიტკოინი, ჰალვინგი და თრეიდინგი

ამ ბლოგში გეტყვით რა არის ბიტკოინის ჰალვინგი, ანუ პროცესი, რის შემდგომაც ბიტკოინის ფასი მთვარისკენ მიფრინავს და მოგიყვებით, რატომ უნდა იყიდო კრიპტოვალუტა მის ჰალვინგამდე.

დამატებით, მოგიყვებით რატომ არის ბიტკოინი კრიპტოვალუტების სამყაროს ნამდვილი პიონერი და ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი, მოგიყვებით ამ კრიპტოვალუტის შესახებ მცირე ისტორიას და გაჩვენებთ რა გზა გაიარა იმ პოპულარობამდე, რომელიც ქოინს დღეს აქვს.

აქვე გაჩვენებთ, როგორ იყიდი ბიტკოინს საქართველოში ყველაზე მარტივად ონლაინ კრიპტო ბირჟა კრიპტალის დახმარებით და რა უპირატესობებს გთავაზობს ამ მეთოდის გამოყენება.

რა არის ბიტკოინი?

ბლოკჩეინი, რომელიც კრიპტოვალუტების მამოძრავებელი ტექნოლოგიაა, დეცენტრალიზებული ქსელია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქსელს არ ჰყავს ერთი მარეგულირებელი, რომელიც მისი წესებისა და კანონების მიხედვით შეცვლის კრიპტო ეკონომიკას.

სწორედ ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული ხანის დასაწყისის პირველი წარმომადგენელი და მისი ისტორია 2009 წლიდან იწყება, როდესაც უცნობმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა სახელწოდებით სატოში ნაკამოტო, გადაწყვიტა ონლაინ ფორუმზე დაიწერა ბიტკოინის Whitepaper, ანუ დოკუმენტი თუ როგორ უნდა იმუშავოს ბიტკოინმა.

წლების განმავლობაში ბიტკოინი თანდათანობით იკრებდა პოპულარობას და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვებოდა კრიპტო ციებცხელებაში, საბოლოოდ კი ის ჭეშმარიტად ანონიმურ აქტივად გადაიქცა, რა დროსაც მიაღწია ნახევარ მილიარდზე მეტ საბაზრო კაპიტალიზაციას, ხოლო ერთი ბიტკოინის ფასი ამჟამად $34 000-ის ფარგლებშია.

საინტერესო ფაქტები ბიტკოინზე:

  1. ბიტკოინის პირველი ტრანზაქცია 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც ლაზლო ჰანიეცმა 10 000 ბიტკოინის სანაცვლოდ ორი პიცა შეუკვეთა. დღევანდელი ფასის გათვალისწინებით, მის მიერ პიცაში გადახდილი თანხა დაახლოებით $260 000 000 ტოლია.

  2. 3-დან 4 მილიონამდე დაკარგული ბიტკოინი არსებობს საფულის დავიწყებული პაროლების, დაზიანებული მყარი დისკებისა და სხვა უიღბლობების წყალობით.

  3. ბიტკოინს ლიმიტირებული რაოდენობა აქვს და ის სულ რაღაც 21 მილიონ BTC-ს შეადგენს. 2022 წლის მდგომარეობით დაახლოებით 19 მილიონ ბიტკოინამდე უკვე ჩაეშვა ქსელში.

რაში შეიძლება ბიტკოინის გამოყენება?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტა ბიტკოინს რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს. პირველ რიგში, თავისუფლად შეიძლება მისი მეშვეობით ანონიმური და უსაფრთხო ტრანზაქციების განხოცრიელება.

მარტივად, შენს ბიტკოინის საფულეში არსებულ ქოინს რიცხავ სხვა ადამიანთან სწორედ ისე, როგორც საბანკო გადარიცხვას ახორციელებ.

დამატებით, ბიტკოინი ამარტივებს საერთაშორისო ფულად გადარიცხვებს, რადგან ტრადიციული ვალუტის გამოყენების შემთხვევაში, შენ უამრავ ბიუროკრატიულ ეტაპს აწყდები და პროცესი დროში იწელება, რაც ყველაზე მთავარია კი, საკომისიოების სახით უამრავ გადასახადს იხდი. ბიტკოინის დახმარებით კი, თავს არიდებ ყველა ამ პროცესს.

ბიტკოინის უმთავრესი გამოყენება მის საინვესტიციო პოტენციალზე მოდის. როგორც ლაზლო ჰანიეცის მაგალითზე ვნახეთ, კრიპტოვალუტის ფასი მუდმივად იზრდება, შესაბამისად შენს მიერ დღეს ნაყიდი ბიტკოინი სავსებით რეალურია რომ 6 თვეში, ან სულაც ერთ წელში გაცილებით მეტი ღირდეს.

ამ პროცესს ბიტკოინის ენთუზიასტები და კრიპტო თრეიდერები HODL-ს უწოდებენ, ანუ აქტივის შენახვას იქამდე, სანამ მისი ფასი შენთვის მისაღებ რაოდენობას არ მიაღწევს.

რა არის ბიტკოინის განახევრება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტისთვის?

თუ რატომ არის განახევრება ყველა კრიპტო თრეიდერისთვის მნიშვნელოვანი პროცედურა, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა არის ის და როგორ მუშაობს ბიტკოინი.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ერთი ადამიანი მეორესთან გადარიცხავს ბიტკოინს, ქსელში ჩართული უამრავი ადამიანი და კომპიუტერი მუშაობს იმ პროცესზე, რომ ამ ტრანზაქციის ავთენტურობა დაადასტურონ. ასეთ ადამიანებს მაინერები ეწოდებათ და მაინერი, რომელიც პირველი დაადასტურებს ტრანზაქციას, გასამრჯელოს სახით იღებს გარკვეული რაოდენობის ბიტკოინს. ხოლო დადასტურებული ტრანზაქცია ბლოკში სამუდამოდ ჩაიწერება და შემდგომ ბლოკჩეინში გადაინაცვლებს.

ბიტკოინის ყოველი 210 000 ბლოკის შექმნის შემდგომ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც სწორედ განახევრება ქვია - ანუ მაინერები, უფრო ნაკლებ და ნაკლებ ჯილდოს იღებენ.

ჰალვინგის, ანუ განახევრების პროცესი კი გაგრძელდება მანამ, სანამ ცირკულაციაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა 21 მილიონს არ მიაღწევს, რაც 2140 წლისათვის არის ნავარაუდები.

შემდგომი ბიტკოინის განახევრება 2024 წლის აპრილში იქნება და იგი ყოველ 4 წელში ერთხელ ხდება.

რატომ უნდა ვიყიდოთ ბიტკოინი მის განახევრებამდე?

ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით და ბიტკოინის ფასის გაანალიზებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განახევრების პროცესი ქოინის ფასზე გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად მოქმედებს და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება.

მაგალითად, 2012 წლის განახევრების შემდგომ, ბიტკოინის ფასმა მაშინდელ რეკორდულ ნიშნულს 2013 წლის ნოემბრისთვის მიაღწია და $1000 შეადგინა. სწორედ ამ მატების შემდგომ დაინტერესდა უამრავი ადამიანი ამ კრიპტოვალუტის შეძენით.

მსგავსად, 2016 წლის განახევრების შემდგომ, ბიტკოინის ფასმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ ნიშნულს, ახლა უკვე 2017 წლის 18 დეკემბერს, როდესაც კრიტპოვალუტამ $20 000-იანი ნიშნული დააფიქსირა. 2016 წლის განახევრებისა და ფასის ასეთი რადიკალური ზრდის შემდგომ, ბიტკოინის ციებ-ცხელებაც დაიწყო, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

უკეთესად რომ გავიაზროთ, როგორ ცვლის და მოქმედებს განახევრება ბიტკოინის ფასზე, შეგვიძლია დეტალურად მივყვეთ პროცესს:

  • 2012 წლის ნოემერბი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 50 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $12.35
    ფასი 5 თვის შემდეგ: $127
  • 2016 წლის ივლისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 25 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 12.5 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $650
    ფასი 5 თვის შემდეგ: $758
  • 2020 წლის მაისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 12.5 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 6.25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $8600
    ფასი 5 თვის შემდეგ: $15420

როგორც ვახსენეთ, ბიტკოინის შემდეგი განახევრება 2024 წლის აპრილში უწევს, მისი ფასი დღეის მდგომარეობით კი $34 000 ფარგლებშია. სტატისტიკური მონაცემები და წარსული გამოცდილება გვეუბნება, რომ დიდად სავარაუდოა ბიტკოინის ფასის ზრდა, შესაბამისად უამრავი ადამიანი ამ აქტივის ყიდვას და განახევრების დალოდებას გეგმავს, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ მათი ნაყიდი აქტივი, სტატისტიკაზე დაყრდნობით დაახლოებით, მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება.

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბოლო დროს, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში, კრიპტო ინდუსტრია საგრძნობ ცვლილებას განიცდის, ბიტკოინის ფასი კი მკვეთრად იზრდება.

ამჟამად ბიტკოინის ყიდვა დაახლოებით $34 000 არის შესაძლებელი და ერთი კვირის განმავლობაში აქტივმა 25%-ით მოიმატა საკუთარი ღირებულება. ბიტკოინს უკან მიჰყვნენ სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტებიც, რომელთა ფასებიც ასევე იზრდება. ეთერიუმს 13%-იანი ზრდა აქვს, რიპლს 12%-იანი, სოლანას ფასი 40%-ით გაიზარდა, ხოლო ლაითქოინი - 12%.

უამრავი თრეიდერი კრიპტოვალუტებისა და ბიტკოინის ფასის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი, ა.შ.შ-ს საფონდო ბირჟის მარეგულირებელი კომისია ბიტკოინისათვის სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები და თრეიდერები ბიტკოინის ყიდვას საფონდო ბირჟებზე შეძლებენ და მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ახლა უკვე უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზეც იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა, რომელთა მმართველობაში $8.5 მილიარდის აქტივებია, ბიტკოინის გადახდების დამატება გადაწყვიტა.

ამ ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ, თრეიდერების დიდი ინტერესი გამოიწვია, პარალელურად კი, ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ფასის მატება გამოიწვია.

როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი?

კრიპტოვალუტების საყიდლად რამოდენიმე გზა არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე სწრაფი, იაფი და მარტივი ონლაინ კრიპტო სავაჭრო პლატფორმების გამოყენებაა.

ერთ-ერთი ასეთი სავაჭრო პლატფორმაა პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი, რომელზეც კრიპტოვალუტის ყიდვა ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა კრიპტოვალუტებში დიდი გამოცდილება გაქვს თუ ამ სფეროში სულ პირველ ნაბიჯებს დგამ.

კრიპტალზე გადიხარ რეგისტრაციის მარტივ პროცედურას, რის შემდგომაც კრიპტოვალუტის საყიდლად გაქვს ორი გზა - კონვერტაცია და Spot ბირჟა:

  • კონვერტაცია - არის გზა, რომ მარტივად, სულ ორ კილკში მიიღო სასურველი კრიპტოვალუტა შენს კრიპტო საფულეზე მომენტალურად. უბრალოდ უთითებ თუ რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა გინდა, ჩვენს შემთხვევაში ბიტკოინი, აკლიკავ ყიდვას და სულ ეს არის.



    კონვერტაცია იდეალური არჩევანია დამწყები თრეიდერებისათვის ან ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტა წამებში აღმოჩნდეს მათ საფულეში.
  • Spot ბირჟა - არის გზა, რომელსაც შედარებით გამოცდილი თრეიდერები და ისეთი ადამიანები იყენებენ, რომლებსაც სურთ რომ კრიპტოვალუტა მათთვის მაქსიმალურად მისაღებ და კარგ ფასად იყიდონ.

    შედიხარ კრიპტალის ბირჟაზე და დებ ორდერს, თუ რა რაოდენობის ბიტკოინის ყიდვა გინდა და რა თანხის გადასახდელად ხარ მზად, შემდგომ კი ელოდები ადამიანს, რომელიც ამ თანხად გაყიდის შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინს.

ბიტკოინი და მისი განახევრება

ბიტკოინი მომავლის ციფრული ვალუტაა, რომლის საინვესტიციო პოტენციალისაც უამრავ ადამიანს სწამს და მისი ფასის ზრდას ელოდებიან, სწორედ ამ მიზნთ დიდი ხანია თავიანთ კრიპტო აქტივებს ბიტკოინის საფულეში ინახავენ.

განახევრების პროცესი კი, რომელიც 4 წელში ერთხელ ხდება, ბიტკოინის ფასზე სტატისტიკურად ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. თრეიდერებიც სწორედ განახევრებას ელოდებიან, რომ მათმა აქტივებმა ახალ მწვერვალებს მიაღწიოს, ზოგიერთი მანთგანი კი ბიტკოინის $100 000 ნიშნულამდე მიღწევასაც ვარაუდობს.

თუკი ბიტკოინის ყიდვა გინდა, საქართველოში ყველაზე მარტივი და იაფი გზა კრიპტალია, სადაც შეგიძლია კრიპტო, როგორც მარტივი კონვერტაციით, ისე Spot ბირჟის გამოყენებით იყიდო და შეინახო იგი შენს დაცულ ბიტკოინის საფულეში.

Support