კრიპტოვალუტის ყიდვა - რას გაიგებ ბლოგში?
საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ დაინტერესება ძალიან გაზრდილია და ციფრული აქტივების პოპულარობა ყოველწლიურად იმატებს. სულ უფრო მეტი ქართველი ინტერესდება კრიპტო ინდუსტრიით და სხვადასხვა ქოინებისა თუ ტოკენების ყიდვით, ხოლო ქართული ბიზნესები სულ უფრო კრიპტო მეგობრულები ხდებიან.
კრიპტო ბუმიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტო აქტივების მარტივად ყიდვისა და მათი განკარგვის სურვილი. დღევანდელი მოცემულობით, კრიპტო აქტივების ყიდვა შესაძლებელია ონლაინ, კრიპტო სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით, სადაც მომხმარებელი სხვა თრეიდერებისგან ან პირდაპირ პლატფორმისგან ყიდულობს აქტივებს, კრიპტომატების მეშვეობით, რა დროსაც მომხმარებელი კრიპტოვალუტას ტრადიციული ბანკომატის მსგავსი მოწყობილობიდან ქეშის მეშვეობით ყიდულობს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დახმარებით, რომელიც შედარებით ახალი მეთოდია და ფულის საბანკო ანგარიშზე შეტანის მსგავსი პროცედურაა.
ამ ბლოგში გეტყვით როგორ შეგიძლიათ იყიდოთ კრიპტო ვალუტა ონლაინ, კრიპტალის დახმარებით სახლიდან გაუსვლელად და ასევე, როგორ იყიდოთ კრიპტო ყველაზე მარტივად, თუ ქეშით გინდათ შესყიდვის განხორციელება.
კრიპტოს ყიდვა სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და სწრაფად
თუ გინდა, რომ პოპულარული კრიპტოვალუტები, როგორებიც არიან ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვა. იყიდო სახლიდან გაუსვლელად, სულ რამოდენიმე წამში, მარტივად და თანაც საქართველოში საუკეთესო კურსით, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.
გაითვალისწინე, კრიპტო აქტივების შეძენა შეგიძლია, როგორც ლარის, ასევე ა.შ.შ დოლარისა და ევროს გამოყენებით, რომლებიც პლატფორმის მეშვეობით ავტომატურად დაკონვერტირდება იდენტური ღირებულების და დანიშნულების ტოლარად, ტოდოლარად და ტოევროდ.
კრიპტალზე კრიპტო აქტივების ყიდვა შესაძლებელია ორი გზით, Spot ბირჟა და კონვერტაცია, თუმცა დღეს ყურადღებას კონვერტაციაზე გავამახვილებთ, რადგან ეს გზა დამწყები თრეიდერებისთვის ან მომენტალური კრიპტო ტრანზაქციებისთვის საუკეთესო და ყველაზე მარტივი არჩევანია:
- კონვერტაცია: თუ გინდა, რომ კრიპტო აქტივი რამოდენიმე წამში, ლოდინის გარეშე იყიდო და ის მომენტალურად აღმოჩნდეს შენს საფულეში, შემდგომ კი სურვილისამებრ ნებისმიერ მისამართზე გადარიცხო ერთი კლიკით, კონვერტაცია საუკეთესო გამოსავალია.
თუ კრიპტოს საყიდლად კრიპტალზე ლარის შემოტანა დაგჭირდა, არც ეს არის პრობლემა, უბრალოდ შენს საბანკო ბარათს მიაბამ პლატფორმას და თანხას კრიპტალის ანგარიშზე უმარტივესად, დროის დაკარგვის გარეშე გადაიტან, ისე რომ სახლიდან გასვლაც არ მოგიწევს.
რა პლიუსებს იღებ კრიპტალის გამოყენებით კრიპტოს ონლაინ ყიდვისას?
- სიმარტივე: კრიპტალის პლატფორმა და კონვერტაცია გამოირჩევა სიმარტივით, შენ სასურველი კრიპტოვალუტის საკუთარ საფულეში მისაღებად სულ რამოდენიმე კლიკი გაშორებს.
- სისწრაფე: შენს ნაყიდ კრიპტოვალუტას, იქნება ის ლაითქოინი, ბიტკოინი თუ სხვა, იღებ მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინისა და დაყოვნების გარეშე.
- საუკეთესო კურსი: კრიპტალს კრიპტოვალუტების ყიდვისას საქართველოში საუკეთესო კურსი აქვს, ხოლო შეძენილი კრიპტოს სხვის საფულეზე გადარიცხვისას მინიმალურია, ლაითქოინის შემთხვევაში კი, საკომისიო საერთოდ არ არსებობს!
ანუ, თუ შენ მეგობარს გადაურიცხავ 1 ლაითქოინს, ის სრულად მის ანგარიშზე დაჯდება და არანაირი საკომისიო არ ჩამოგეჭრება.
- კომფორტი: კრიპტოვალუტის ყიდვისას არ გიწევს სახლიდან გასვლა და სასურველ აქტივს სულ რამოდენიმე კლიკით ყიდულობ, როგორც ლეპტოპიდან, ასევე შენი სმარტფონიდან.
PayBox - კრიპტოვალუტები ყოველი ქუჩის კუთხეში
საქართველოში კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდა საგრძნობლად შეინიშნება, შესაბამისად საჭირო გახდა, რომ მომხმარებლებისათვის შესაძლებელი ყოფილიყო კრიპტოს შეძენის მრავალფეროვანი და მოსახერხებელი გზების შეთავაზება.
სწორედ ამიტომ, კრიპტალისა და PayBox-ის პარტნიორიბით უკვე შესაძლებელია კრიპტოს ყოველი ქუჩის კუთხეში! ალბათ უკვე შეხვდებოდი საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში სწრაფი გადახდის აპარატებს, რომლებიც ყველასაგან გამორჩეულია არა-მხოლოდ ვიზუალით, არამედ იმითაც, რომ მისი დახმარებით კრიპტოს შეძენა შეგიძლია.
PayBox-ის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი კრიპტო აქტივების ყიდვა - ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და ბოლო დროს ძალიან მოთხოვნადი - ტეზერი (USDT).
როგორ იყიდო კრიპტო ვალუტა PayBox-ის დახმარებით?
პირველ რიგში საჭიროა იპოვო PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატი, რაც რთული არ უნდა იყოს, რადგან კრიპტალისა და ფეიბოქსის მეგობრობით კრიპტო ქუჩის ყოველ კუთხეშია. შემდგომ:
- აირჩიე კრიპტოს შეძენა
- აირჩიე სასურველი კრიპტოვალუტა - Bitcoin, Ethereum, Litecoin ან USDT
- დაასკანერე შენი საფულის QR კოდი
სულ ეს არის, სასურველი კრიპტოვალუტები მომენტალურად შენს კრიპტალის ანგარიშზე აღმოჩნდება.
რა პლიუსები აქვს კრიპტო ვალუტების PayBox-ით შეძენას?
- მოქნილობა: თუ კრიპტო აქტივების ქეშით ყიდვა გინდა, უფრო კონკრეტულად კი ლარით, მაშინ PayBox საშენო არჩევანია.
- სისწრაფე: სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ციფრული აქტივების შეძენისას, სასურველი ქოინი თუ ტოკენი შენს კრიპტო საფულეში მომენტალურად აღმოჩნდება, ყველანაირი დაყოვნების გარეშე.
- ხელმისაწვდომობა: PayBox-ის სწრაფი აპარატები საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოწყობილობაა, რომლითაც სარგებლობა შეგიძლიათ. შესაბამისად, კრიპტოს ყიდვა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში არის შესაძლებელი.
კრიპტოს ყიდვის შენზე მორგებული გზა - Cryptal და PayBox
საქართველოში კრიპტო პოპულარობის ზრდასთან ერთად, კრიპტალი და PayBox ზრუნავენ კრიპტო აქტივების ხელმისაწვდომობაზე. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ ონლაინ კრიპტო სავაჭრო პლატფორმა კრიპტალი და სწრაფი გადახდის აპარატები PayBox, როგორც ციფრული აქტივების ყიდვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებები.
თუ გინდა, რომ კრიპტო მარტივად და სწრაფად იყიდო სახლიდან გაუსვლელად, მაშინ კრიპტალი საშენო არჩევანია, მისი ინტერფეისი კი, ნებისმიერი მსურველისთვის, დამწყებია ის თუ არა, გასაგებია.
ხოლო თუ კრიპტო აქტივების ყიდვა ქეშით გინდა, PayBox გამოგადგება, რომელსაც საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ქუჩაში შეხვდები.