თუ კრიპტოს ყიდვა ყველაზე სწრაფად და მარტივად გინდა
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივების როლი ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად იზრდება და მათზე წვდომაც - ყიდვა, გაყიდვა და შენახვა - სულ უფრო მარტივი ხდება, დამწყები მომხმარებლები მაინც აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს.
სწორედ ამიტომ, კრიპტალზე გამოჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს სასურველი კრიპტოაქტივი, იქნება ის ბიტკოინი, ლაითქოინი თუ სხვა, მომენტალურად, ყველაზე სწრაფად იყიდო ყოველგვარი გამოცდილების გარეშე.
მოკლედ, თუ კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამ ან საერთოდ, გინდა რომ ციფრული აქტივი მყისიერად, დაყოვნების გარეშე მიიღო სასურველ საფულეში, ეს მეთოდი საშენოა.
ამის შესაძლებლობას სწორედ CRYPTAL-ის ახალი ფუნქცია იძლევა, რომლის გამოყენებითაც კრიპტოს მფლობელი ყველაზე სწრაფად გახდები.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა? - დეტალური ინსტრუქცია
იმისათვის, რომ საქართველოში ყველაზე სწრაფი გზით შეძლო კრიპტოს ყიდვა, საჭიროა რომ პლატფორმაზე ანგარიში შექმნა.
ხომ გახსოვს, კრიპტალის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევს კრიპტო პირდაპირ CRYPTAL-ის ანგარიშზე შეინახო, ან სასურველ კრიპტო საფულეში მყისიერად გადარიცხო.
მას შემდგომ, რაც დარეგისტრირდები ან ავტორიზაციას გაივლი:
ა. კრიპტოს ყიდვა და მისი CRYPTAL-ის ანგარიშზე შენახვა:
- დააკლიკე იყიდე კრიპტო-ს
- აირჩიე სასურველი კრიპტო აქტივი - ბიტკოინი, ლაითქოინი, USDT და ა.შ.
- აირჩიე - შეინახე კრიპტალის ბალანსზე
- ჩაწერე - რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა გინდა ან რამდენი ლარის (GEL) ყიდვა გსურს
- დააჭირე გაგრძელება-ს
- აირჩიე გადახდის მეთოდი - TBC Bank ან BOG
- დააკლიკე დადასტურება-ს
- შეიყვანე დადასტურების ერთჯერადი SMS კოდი
ბ. კრიპტოს ყიდვა და მისი სხვა საფულეში გადარიცხვა:
- დააკლიკე იყიდე კრიპტო-ს
- აირჩიე სასურველი კრიპტო აქტივი
- აირჩიე - გადარიცხე სხვა საფულეში
- შეიყვანე საფულის მისამართი
- დააკლიკე გადარიცხვა-ს
- აირჩიე გადახდის მეთოდი - TBC Bank ან BOG
- შეიყვანე დადასტურების ერთჯერადი SMS კოდი
გაითვალისწინე, იმისათვის, რომ კრიპტო სხვა საფულეში გადარიცხო, საჭიროა ამ საფულის მისამართების ცნობარში დამატება, ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული.
რა უპირატესობა აქვს?
- ნაცნობია - თუ ოდესმე ამაზონზე, ველიზე ან რომელიმე ონლაინ მაღაზიაში რაიმე პროდუქტი გიყიდია, ჩათვალე რომ კრიპტოს ყიდვა არაფრით განსხვავდება. იმეორებ იმ გზას, რომელიც უკვე კარგად ნაცნობი და სანდოა.
- მომენტალურია - კრიპტოვალუტა შენს კრიპტალის ან სხვა ნებისმიერ კრიპტო საფულეში მყისიერად, დაყოვენების გარეშე აისახება. CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა საქართველოში ყველაზე სწრაფად შეგიძლია.
- მარტივია - თუ დამწყები ხარ არ შეგეშინდეს, აქ ვერ ნახავ ზედმეტ ინფორმაციას, სავაჭრო ჩარტებსა და ა.შ. უთითებ რაოდენობას და პირდაპირ, TBC Bank ან BOG-ის ბარათების გამოყენებით ყიდულობ კრიპტო აქტივს.
- მოხერხებულია - კრიპტოს ყიდვისას შენ შეგიძლია შენზე მოხერხებული გზა შეარჩიო, თუ სად შეინახავ ნაყიდ აქტივებს. თუ გინდა ციფრული აქტივები პირდაპირ CRYPTAL-ის ანგარიშზე გაჩნდება ან შენთვის სასურველ, ნებისმიერ კრიპტო საფულეში გადაირიცხება.
შეჯამება - თუ კრიპტო მყისიერად და მარტივად გინდა
CRYPTAL-ის ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, რომელიც TBC Bank და BOG-ის ბარათების დახმარებით კრიპტოს ყიდვას გთავაზობს, მომენტალურად შეგიძლია სასურველი აქტივის მიღება, ზედმეტი პროცედურებისა და რთული ეტაპების გარეშე.
თუ დამწყები ხარ და ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამ ან სულაც მყისიერად, ლოდინის გარეშე გსურს კრიპტო სასურველ მისამართზე მიიღო, მაშინ ეს გზა თამამად შეგიძლია გამოიყენო.
ხოლო თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, ამაზონი, ველი და სხვა, რაიმე ნივთი ერთხელ მაინც გიყიდია, მაშინ კრიპტოს ყიდვა ამ გზით კიდევ უფრო გაგიმარტივდება.