Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with the Polygon and Cardano logo on the right side
2023-02-16clock6 minutes

გასულ იანვრის თვეში და თებერვლის პირველ ნახევარში ინვესტორებისათვის ყველაზე საინტერესო აქტივი Altcoin-ები გამოდგა, განსაკუთრებით საგულისხმო კი - Cardano და Polygon.

აქტივების გაყიდვის ნაცვლად, მსხვილი ინვესტორები სხვადასხვა Altcoin-ების შეძენით და და-HODL-ით არიან დაკავებულნი. მათ შორის ყველაზე პოპულარული ქოინები Cardano და Polygon აღმოჩნდა.

WhaleStats-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, Binance Smart Chain (BSC)-ზე მოვაჭრე ტოპ 100 ვეშაპს შორის, Cardano ყველაზე მიმზიდველი აქტივი იყო. პარალელურად, ეს ქსელი წარმოჩინდა როგორს Ethereum-ის ალტერნატივა Smart Contract-ების ჭრილში. ამან დამატებითი ინტერესი გამოიწვია კრიპტო ენთუზიასტებსა და ინვესტორებში.

Layer 2-ის დროს ბაზარზე ვიხილეთ აქტივების დიდი რაოდენობით შესყიდვა და დაგროვება. მაგალითისთვის ADA გახდა ყველაზე შესყიდვადი კრიპტო ეთერიუმის 500 ყველაზე დიდ ინვესტორს შორის. ერთ-ერთმა ვეშაპმა 50 მილიონი ა.შ.შ. დოლარის მატიკიც კი შეიძინა Whale Alert-ის ტვიტერის პროფილს თუ დავუჯერებთ.

ამ ბლოგში კი, ერთად განვიხილავთ ალტკოინების მიმართ ვეშაპების გაზრდილი ინტერესის შესაძლო მიზეზებს.

რა ხდება Cardano-ს ირგვლივ?

Ethereum-ის კონკურენტი Cardano პერიოდულად ხვეწს საკუთარ ახალ Stablecoin-ს სახელად DJED. სტაბილური ქოინის ჩაშვება მნიშვნელოვანი მოვლენაა Cardano-სთვის, ვინაიდან პროექტის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ამ მომენტს.

გაშვების პირველ კვირებში Stablecoin-მა მრავალი მომხმარებელი მიიზიდა კრიპტო სამყაროში, მათ შორის ისინი, ვინც აქამდე აღფრთოვანებით არ ელოდა ამ პროექტს. შესაბამისად DJED-ის პოზიტიურმა მიღებამ შესაძლოა დიდი როლი იქონიოს ახალი ინვესტორების მოზიდვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატებული სტაბილური ქოინის არსებობა, რათა ეკოსისტემის ირგვლივ DeFi-ს ზრდა შეუქცევადი იყოს.

DJED-ის წარმატებამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს Cardano-ს ჩაკეტილ მთლიან ღირებულებაზე (TVL), რომლის გამოშვების დღიდან შეინიშნება 39%-იანი ზრდა.

TVL ანუ Total Value Locked არის DeFiეკოსისტემის სიჯანსაღის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი. TVL თავის თავში მოიცავს ისეთ პარამეტრებს, როგორებიც არის მიმოქცევაში მყოფი საერთო აქტივების რაოდენობა, აქტივის ფასი და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ვეშაპების ყურადღება მიიპყრო, Liqwid’s Mainnet-ის გაშვება არის.

Liqwid’s Mainnter არის ლიკვიდურობის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც საშუალებას აძლევს მასში ჩართულ ადამიანებს გახდნენ მსესხებლები, გამსესხებლები და ლიკვიდურობის მიმწოდებლები შესაბამისი საპროცენტო სარგებლით.

მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა რაოდენობის აქტივების, როგორც სესხად აღება, ასევე ფინანსური სარგებლის ინტერესის საფუძველზე მათი გასესხება და ამ აქტივობით ბაზარზე ლიკვიდურობის შექმნა. რაც მთავარია, Liqwid-ის გამოყენებით შუამავლების საჭიროება არ არსებობს.

ეს დანამატი შესაძლოა საკმაოდ მიმზიდველი ფაქტორი აღმოჩნდეს ინვესტორებისთვის და გარკვეულწილად აიხსნას ის აქტივობა, რაც Cardano-ს ირგვლივ ბოლო ხანებში შეინიშნება.

რა ხდება Polygon-ის ირგვლივ?

Polygon თავის მხრივ მნიშვნელოვან პროექტებშია ჩართული. მაგალითად, ბოლო ხანს მათ გამოუშვეს NFT კოლექცია Dorito-სთან პარტნიორობით. იანვარში განახლდა ეკოსისტემა, რამაც გააუმჯობესა მისი ქსელის მუშაობა და შეამცირა არსებული საკომისიო გადასახადები.

ინვესტორები ხშირად ითვალისწინებენ ტრანზაქციის საკომისიოს ქსელის არჩევისას და პოლიგონის ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებამ საკომისიოების გადასახადის სისტემაში შესაძლოა ქსელი გაცილებით მიმზიდველი გახადოს პოტენციური მომხმარებლებისთვის. ვეშაპები სავარაუდოდ ამას მოელოდნენ და აქტივს წინასწარ აგროვებდნენ.

ამავედროს Polygon MATIC-ის ქსელი ემზადება ღია კოდის zk-Rollup-ის გასაშვებად. ის მომხარებლებისთვის უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას. ეს კიდევ ერთ-ერთი საბაბია, რომ Polygon-ის აქტივების შესყიდვა უფრო სასურველი და პოტენციურად მომგებიანი იყოს ინვესტორებისთვის.

მსხვილი ვეშაპების მიერ ალტკოინების Cardano (ADA)-სა და Polygon (MATIC)-ის გაზრდილი შესყიდვა მიუთითებს ამ ციფრული აქტივების მიმართ ინტერესის მნიშვნელოვან ზრდაზე.

შეჯამება:

როგორც ბლოგში ვნახეთ, ალტკოინების მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი, განსაკუთრებით კი იანვრის თვეში და თებერვლის პირველ ნახევარში. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ამ ორი აქტივის ფასის ცვალებადობას და მათ ირგვლივ სიახლეებს თვალს მივადევნებთ.

შეგახსენებთ, რომ Cardano-სა და Polygon-ის ყიდვა Cryptal-ზეც არის შესაძლებელი სწრაფი გადაცვლისა და Spot ბირჟის გამოყენებით.

Support