Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
CARDANO-geo-1000x300
2023-02-15clock3 minutes

კარდანოში სტაბილური ქოინის დამატება ნამდვილად კარგი ამბავია DeFI ეკოსისტემისთვის. გარდა ამისა, ის გაამარტივებს გლობალურ ტრანზაქციებს“ - განაცხადა EMURGO-ს ხელმძღვანელმა და Cardano-ს კომერციულმა დირექტორმა ვაინეთ ბჰუვანაგირიმ.

ცოტა ხნის წინ მან ისაუბრა სტაბილური ქოინების უპირატესობებზე და მათ სამომავლო გამოყენებაზე. ასევე, ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და შემდგომ მიმართულებაზე.

სტაბილური ქოინი, რომლის გამოსვლაც 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, ა.შ.შ. დოლარით იქნება გამყარებული. მოსალოდნელია, რომ Stablecoin სარგებელს მოუტანს Cardano-ს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს Web3 ეკოსისტემაში, გარდა ამისა, იგი შეეცდება გაამარტივოს ტრანზაქციები და პროცესი გახადოს ბევრად სწრაფი.

მოსალოდნელია, რომ Cardano-ს მომავალი USDA Stablecoin გააძლიერებს ბლოკჩეინის პლატფორმასა და დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi) საერთო ჯამში.

როგორც კომერციულმა დირექტორმა ისაუბრა, ეთერიუმთან შედარებით კარდანოზე არც ისე ბევრი სტაბილური ქოინია დაფუძნებული. ეს ბევრ პრობლემას ქმნის, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს Cardano-ს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ეკოსისტემას.

ტოკენიზაციის საწყისი ნაბიჯები ა.შ.შ. დოლარში გადაიდგმება და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სტაბილური ქოინი აღნიშნულ ვალუტაში გადაცვალონ.

ამავე დროს Cardano-ს გუნდი გეგმავს, რომ იმავე გაიმეოროს ძვირფას ლითონებთან მიმართებაშიც. ანუ შესაძლებელია, რომ აღნიშნულ სტაბილურ ქოინს ზურგს უმაგრებდეს არა-მხოლოდ ა.შ.შ. დოლარი, არამედ რომელიმე ძვირფასი ლითონი, ან თუნდაც ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა აქციები.

რას უნდა ველოდოთ?

სპეციალისტის თქმით, სტაბილურ ქოინებს პერსპექტიული მომავალი აქვთ. Cardano-ს კომერციული დირექტორის თქმით, სტაბილური ქოინები ზრდას გააგრძელებენ, რადგან ისინი კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პროდუქტები გახდებიან თავიანთი სიმარტივიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე.

Cardano-ს ახალმა Stablecoin-მა გარკვეულწილად უნდა ჩაანაცვლოს გადარიცხვების ტრადიციული საბანკო მეთოდები, რომლებიც კვლავ ძირითად მეთოდად რჩება. სტაბილურმა ქოინმა უნდა შეითვისოს ის სიმარტივე და დაბალი მომსახურების პროცენტები, რომლებიც ტრადიციულ გადარიცხვის გზებს ასე აკლიათ.

გარდა ამისა, შემქმნელები ვარაუდობენ, რომ იგი ასევე ჩაანაცვლებს fiat ვალუტებს, როგორც ინვესტირების მეთოდს და დანაზოგის შესაქმნელ საშუალებას, რადგან სტაბილური ქოინი უფრო მდგრადი უნდა იყოს ინფლაციური ფაქტორების მიმართ, ვიდრე ტრადიციული ვალუტები. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები ხელისშემწყობი უნდა იყოს პროექტში მეტი ადამიანის მისაზიდად.

Cardano-ს კომერციული დირექტორის თქმით, სტაბილური ქოინების პარალელურად პოპულარობას იძენს ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული აქტივები (CBDC), თუმცა ნაკლებსავარაუდოა რომ ისინი Stablecoin-ებს ჩაანაცვლებენ, რადგან CBDC-ებს ბევრად ნაკლები დიაპაზონი და ფუნქციონალი აქვთ.

Cardano-ში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის გეგმებში შედის მარტივი პროცესების გამართვა და პოპულარიზაცია, მაგალითად როგორიც არის ახალი სტაბილური ქოინის გამოყენებით მცირე ტრანზაქციების განხორციელება. ასევე, კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ვალუტების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესის გარდაქმნა.

მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ დაუბრკოლებელი შესაძლებლობა გადაიტანონ თავიანთ საკუთრებაში არსებული კრიპტო აქტივები ანონიმურად სხვადასხვა რეგულირებად ანგარიშებზე, იქნება ეს საბანკო ანგარიში თუ სხვა, თანაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწრაფად და მარტივად.

მაგალითად, ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ მაღაზიაში შეიძინოს ჩაი ან ყავა ADA-ს გამოყენებით. პროცესი შესაძლოა მოიცავდეს შემდგომ ნაბიჯებს: შენი ანონიმური ანგარიშიდან გადაირიცხოს შესაბამისი რაოდენობის აქტივები რეგულირებად საბანკო ანგარიშზე და განხორციელდეს ტრანზაქცია შესაბამის ობიექტში.

შეჯამება

Cardano-ში ამბობენ, რომ თავიანთი ახალი სტაბილური ქოინის გამოშვებით, ისინი რევოლუციურ გარდაქმნებს ახორციელებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აახლოებენ კრიპტოსამყაროსთან.

მათ განცხადებით, ეს სიახლე კარგი მხოლოდ ADA-ს მომხმარებლებისა და Stablecoin-ის მხარდაჭერებისათვის არ არის, არამედ პოზიტიურია მთლიანი ინდუსტრიისთვის.

Support