Სარჩევიchevron-down
Chat GPT და სემ ალტმენის საგა
რა კავშირშია კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი და Chat GPT?
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კრიპტოვალუტები
კრიპტოვალუტა და ხელოვნური ინტელექტი - მომავლის ორი ტექნოლოგია
Georgian text on the left side of the visual and Chat GPT interface on the right side
2023-12-06clock6 minutes

Chat GPTდა სემ ალტმენის საგა

გასული ნოემბრის თვე გარდამტეხი გამოდგა არა მხოლოდ კრიპტოვალუტებისა და კრიპტო ბაზრისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვისაც.

გაურკვევლობა მაშინ დაიწყო, როდესაც Chat GPT-ის შემქმნელი კომპანიის OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს სემ ალტმენი.

უამრავი ადამიანი, რევოლუციური პროდუქტის Chat GPT-ის აღმავლობასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს სწორედ სემს უკავშირებდა და შესაბამისად მისი ამ პოზიციიდან გათავისუფლება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

OpenAI 2015 წელს დაარსდა და მათი ყველაზე წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი Chat GPT სულ ერთი წლის წინ გამოუშვა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ყველაზე სწრაფად შეაგროვა მომხმარებლები ცნობილ ონლაინ პლატფორმებს შორის, იქნებიან ისინი Facebook, Google, YouTube თუ ა.შ.

გაშვებიდან მხოლოდ 5 დღეში ChatGPT-ის 1 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, დღეის მდგომარეობით კი, ხელოვნურ ინტელექტს 180 მილიონი ადამიანი იყენებს.

სემ ალტმენის თანამდებობიდან გაშვების შემდგომ, მომხმარებლებისათვის გაუგებარი პერიოდი დადგა, თუ რა ბედი ეწეოდა იმ ინოვაციურ პროექტს, რომელმაც ჩვენს ყოველდღიურობაში უკვე აქტიურად ვხვდებით და ვიყენებთ.

თუმცა საგა სემის კომპანიიდან წასვლით არ დასრულებულა, სულ რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდა რომ ის OpenAI-ის ხელმძღვანელად ბრუნდებოდა, მას შემდგომ რაც მთლიანი სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა.

უკვე ინოვაციური კომპანიის გარდამტეხი პერიოდი კი აქ იწყება, როდესაც სემმა დააანონსა რომ ისინი პარტნიორობას იწყებდნენ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-თან და უახლოეს მომავალში ახალ პროდუქტებს შესთავაზებდნენ მომხმარებლებს.

რა კავშირშია კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი და Chat GPT?

ხელოვნური ინტელექტის მსგავსად, კრიპტოვალუტა ის სფეროა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ის ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება.

გარდა ამისა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალაა, ხელოვნური ინტელექტის მსგავსად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიაა.

გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ორი სფერო ერთმანეთთან გადაიკვეთება და ეს უკვე მოხდა, CoinMarketCap-ის სიაში უამრავ კრიპტოვალუტას ვხვდებით, რომლებიც სხვადასხვაგვარად დაკავშირებულნი არიან ხელოვნურ ინტელექტთან, AI სერვისების გადახდებთან და ა.შ.

მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისში გაეშვა OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის დაანონსებული პროექტი Worldcoin.

პროექტის მიზანია რომ ციფრული აქტივები და კრიპტოვალუტა მთელს მსოფლიოში გავრცელდეს, როგორც გადახდების საშუალება და ადამიანებს რეალური, ფინანსური თავისუფლება ჰქონდეთ.

WLD, რაც Worldcoin-ის აბრევიატურაა, უკვე სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე გამოჩნდა და მისი შეძენა მომხმარებლებს $2.4-ის ფარგლებში შეუძლიათ.

Worldcoin-ს საკმაოდ საინტერესო სისტემა და ალგორითმი აქვს. მისი მთავარი მამოძრავებელი მიზანი, გარდა ფინანსური თავისუფლებისა და კრიპტო რევოლუციისა, მსოფლიო მოქალაქეობის მსგავსი მიდგომის შექმნაა, სადაც ადამიანებს World ID ექნებათ და ისინი დედამიწის მოქალაქეები იქნებიან, გადახდებისათვის კი ანონიმურ WLD ქოინს გამოიყენებენ.

უშუალოდ ქოინს საკმაოდ საინტერესო ალგორითმი აქვს, რომელიც კრიპტოვალუტების სამყაროში გავრცელებული Proof of Work-სა და Proof of Stake-საგან ძალიან განსხვავდება. ადამიანმა ტრანზაქციებისა და სხვადასხვა კრიპტო ოპერაციების გაკეთებისას, სპეციალურ მოწყობილობაში ჩახედვითა და თვალის გარსის ანალიზით უნდა დაადასტუროს რომ რეალურად ადამიანია და პროცესს Proof of Personhood ეწოდება, შემდგომ კი წვდომა ექნება სხვადასხვა ციფრულ სერვისებზე.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კრიპტოვალუტები

დიდი ხანია სამყარო კრიპტო ციებ-ცხელებაშია ჩართული და ტექნოლოგიურ ბუმს არც ხელოვნური ინტელექტი ჩამორჩა.

როგორც Chat GPT-ის მაგალითმა გვაჩვენა, ადამიანები ინოვაციებს მალე ითვისებენ და სულ უფრო მეტ AI ხელსაწყოს იყენებენ, იქნება ეს Remini თუ სხვა მსგავსი გასართობი და შემეცნებითი საშუალებები.

ორი ინოვაციური ტექნოლოგიის გაერთიანებით - ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტა - მიიღება ბაზრის სრულიად ახალი მიმდინარეობა და მას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ქოინები ჰქვიათ.

ამჟამად, საბაზრო კაპიტალიზაციით წარმოდგენილ მსოფლიოში 100 ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტას შორის 6 აქტივს ვხვდებით, რომლებიც უშუალოდ არიან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული.

რომელია ეს AI ქოინები?

  • Internet Computer (ICP) - კრიპტო აქტივი, რომელსაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ნებისმიერი პლატფორმისა თუ სერვისის ონლაინ სივრცის მოწყობა შეუძლია, საგადახდო საშუალებაა და მისი შეძენა მომხმარებლებს $5 ფარგლებში შეუძლიათ. ის CoinMarketCap-ის სიაში 30-ე ადგილს იკავებს.

  • The Graph (GRT) - თუკი შენ ინფორმაციის გადატანა გინდა ბლოკჩეინში, რომელიც ეთერიუმის ტექნოლოგიის წყალობით საიმედოდ იქნება შენახული, The Graph საშენო კრიპტო აქტივია და მის შეძენას $0.15 შეძლებ. ინფორმაცია სწრაფად სწორედ ხელოვნური ინტელექტის წყალობით მუშავდება, შემდგომ კი ქსელში ხელუხლებლად ინახება.

  • Injective (INJ) - შემდეგი კრიპტოვალუტა, რომელიც AI-ს უკავშირდება CoinMarketCap-ის სიაში 48-ე ადგილს იკავებს და ის ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ აქტივებს შორის ყველაზე ძვირი, $15 ღირს. კრიპტოვალუტა DeFi და ციფრულ ფინანსურ სისტემაში საოპერაციოდ შექმნილი აქტივია.

თუმცა ყველაზე ცნობილი კრიპტოაქტივები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდებიან ამჟამად 100-ეულში ვერ ხვდებიან. მათ ფასში გარკვეული ვარდნა აქვთ, რაც შესაძლოა გასულ თვეში Chat GPT-ის ირგვლივ მომხდარ მოვლენებთან იყოს კავშირში, თუმცა კრიპტო აქტივებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუმჯობესება მაინც შეენიშნებათ, ისევე როგორც მთლიან კრიპტო ბაზარს.

ერთ-ერთი ასეთი კრიპტოვალუტა SingularityNET არის, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადახდებისა და მონეტიზაციის ეკოსისტემა, რომელსაც სხვადასხვა AI სერვისების გაყიდვითა თუ შეთავაზებით მიიღებს.

გარდა ამისა, უშუალოდ SingularityNET-ის ბაზარზეც წარმოდგენილია უამრავი სერვისი, რომელიც შენთვის შეიძლება იყოს საინტერესო ან სულაც შენს ბიზნესს საქმიანობას გამოადგეს, ამ სერვისის შეძენას კი, AGIX ტოკენით შეძლებ.

პლატფორმა პირველად 2017 წელს ჩაეშვა და დღეისათვის კრიპტოვალუტა $0.3 ღირს.

კრიპტოვალუტა და ხელოვნური ინტელექტი - მომავლის ორი ტექნოლოგია

როგორც დამკვიდრებული ტენდენცია გვეუბნება, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტა ჩნდება ჩვენს ბაზარზე და მათი გარკვეული ნაწილი იმ მოცულობის საბაზრო კაპიტალიზაციასაც აგროვებს, რომ 100 ყველაზე დიდ კრიპტო აქტივს შორის მოხვდნენ.

გარდა ამისა, Chat GPT-ის მაგალითი ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩვენი მომავალი წარმოუდგენელია და მისი ინოვაციურობით, დამატებით იქმნება უამრავი AI სერვისი კრიპტოვალუტების ინტეგრირებითა და საგადახდო სისტემაში დამატებით.

ასე რომ, მომავლის ორი ტექნოლოგია, კრიპტოვალუტა და ხელოვნური ინტელექტი თანაბრად საინტერესო და გარდაუვალია ჩვენთვის.

Support