bitcoin
2023-06-26clock7 minutes

შესავალი

ბაზარზე “დათვების” მცირე ხნიანი გააქტიურების შემდგომ ისევ გამოიდარა და უამრავი კრიპტოვალუტა და ქოინი ზრდას განაგრძობს.

ერთი კვირის ჭრილში უამრავ აღმავალ კრიპტოს შორის საუკეთესო პროცენტული ზრდა ბიტკოინ ქეშმა დააფიქსირა და უამრავი ინვესტორის იმედი გაამართლა.

ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის კვირის ლიდერი ქოინი ბიტკოინ ქეში, რა ზრდა ჰქონდა ქოინს 7 დღის განმავლობაში და სად იყიდი მას ყველაზე სწრაფად და მარტივად საქართველოში.

რა არის ბიტკოინ ქეში?

ბიტკოინ ქეში არის 2017 წელს ორიგინალი ბიტკოინის ჰარდ ფორკის შედეგად წარმოქმნილი კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტის არსი უკეთ რომ გავიგოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა არის Hard Fork, ანუ ის, რამაც ბიტკოინ ქეშის შექმნას დაუდო საფუძველი.

ჰარდ ფორკი არის ბლოკჩეინის პროტოკოლში წესების ფუნდამენტური ცვლილება, რომლის შემდგომაც ქოინის ძველი ვერსია აღარ მიესადაგება ახალ ქსელს, ანუ ბლოკჩეინს, შესაბამისად იქმნება ახალი ქოინიც.

ჰარდ ფორკის დროს, ბლოკჩეინში უკვე არსებული ტრანზაქციები დუბლირდება და გადადის ახალ ქსელში, საიდანაც ისინი „ახალ სიცოცხლეს“ იწყებენ და ძველი ბლოკჩეინისგან განსხვავებული წესებით მოქმედებენ.

ჰარდ ფორკი და ახალი ქოინის დაბადება შეიძლება რამოდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:

1. პროტოკოლის განახლება: ზოგიერთი გაყოფა, ანუ ჰარდ ფორკი, შესაძლოა ბლოკჩეინში პროტოკოლის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს. თუ მოგინდა, რომ შენს ქსელს ქონდეს ახალი ფუნქციების მარტივად დანერგვის შესაძლებლობა, ეს მოითხოვს ქსელის მოდიფიკაციას.

2. განხეთქილება კრიპტო საზოგადოებაში: დეცენტრალიზებულ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს ერთი მმართველი აქტორი, შესაძლოა ქსელის მოქმედებასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვას დეველოპერებს, მაინერებსა და უბრალოდ კრიპტოვალუტის მომხმარებლებს შორის. თუ პრობლემასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ შედგა, ჰარდ ფორკი, ანუ ქსელის გაყოფა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

ბიტკოინ ქეში ძალიან ბევრ თვისებას იზიარებს „მშობელ“ ბიტკოინთან, თუმცა პარალელურად ახასიათებს მნიშვნელოვანი განსხვავებები. ქოინის შექმნის მთავარი მამოძრავებელი მოტივი ბლოკის ზომის გაზრდა და ტრანზაქციების სისწრაფის გაუმჯობესება იყო.

ორიგინალი ბიტკოინის მსგავსად, ბიტკოინ ქეშიც დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტაა, სადაც არ არსებობს ერთი მთავარი პირი ან ორგანო, რომელიც სხვადასხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს ქოინის ირგვლივ. ბიტკოინ ქეშით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს პირდაპირ, შუამავლების გარეშე გაუგზავნონ კრიპტო აქტივები. დეცენტრალიზებულობა უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და ფინანსურ თავისუფლებას.

რა უპირატესობები აქვს ბიტკოინ ქეშს?

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც ბიტკოინ ქეშს აქვს არის ბლოკის ზომა. მაშინ, როცა ორიგინალი ბიტკოინის ბლოკს შეუძლია 1 მეგაბაიტამდე ინფორმაცია დაიტიოს და გადაიტანოს, ბიტკოინ ქეშის ბლოკი 8 მეგაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციას იტევს. ბლოკის გაუმჯობესებული ზომა კი, ერთ ჯერზე გადატანილი ტრანზაქციების რაოდენობასაც ავტომატურად ზრდის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის სისწრაფესა და სიიაფეს, რომელიც ინვესტორებსა და კრიპტო ენთუზიასტებს ასე ძალიან უყვართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, თუ ყოველდღიურ კრიპტო ტრანზაქციებს ახორციელებ.

რა ბლოკჩეინზე მუშაობს ბიტკოინ ქეში?

როგორც ვახსენეთ, ბიტკოინ ქეში ორიგინალი ბიტკოინისაგან განსხვავებულ და განახლებულ ქსელზე, ანუ ბლოკჩეინზე არის დაფუძნებული.

მექანიზმი, რომელზეც მუშაობის პრინციპია დამყარებული Proof of Work (PoW) ჰქვია. ასეთი ტიპის ქსელში მაინერები, ანუ ადამიანები სპეციალიზებული კომპიუტერული ტექნიკით, ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის ქსელში არსებულ მათემატიკურ თავსატეხს, რითაც ერთი მხრივ დაადასტურებენ ტრანზაქციის ავთენტურობას და მეორე მხრივ - გამოიმუშავებენ „ჯილდოებს“.

ბიტკოინ ქეშის ერთ ბლოკში ყველანაირი ინფორმაცია გამჭვირვალედ და დაცულად ინახება. ბლოკის ბლოკჩეინ ქსელში დამატების თანავე, ის იქ სამუდამოდ განთავსდება.

როგორ გაიზარდა ბიტკოინ ქეში 7 დღის განმავლობაში და რატომ გახდა ის კვირის საუკეთესო ქოინი?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნეგატიური ტრენდი დამყარდა და კრიპტოვალუტებმა ფასის დაკლება დაიწყეს, მწვანე ტალღამ მაინც იმარჯვა და საბოლოო ჯამში ბაზარი კვლავ გააქტიურდა.

უამრავმა ქოინმა მოიმატა საკუთარი ფასი და მათ შორის ყველაზე წარმატებული პროცენტული ზრდის კუთხით ერთი კვირის ჭრილში ბიტკოინ ქეში გამოდგა, რომელსაც ფასი საშუალოდ 83%-ით გაეზარდა.

აქტივის ერთეულის ყიდვა $195 შეგიძლია, რაც მისი ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასისგან, ანუ All-Time-High-საგან დაშორებული რიცხვია, თუმცა ბიტკოინ ქეში პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს და იქნებ ისტორია მეორდება კიდეც.

თუ კრიპტალის მომხმარებელი გასული კვირის ორშაბათს შეიძენდა 1000 ლარის ღირებულების ბიტკოინ ქეშს, დღეს მისი აქტივები პროცენტული ზრდის გათვალისწინებით 1830 ლარის ექვივალენტური იქნებოდა, რაც 7 დღის ჭრილში 830 ლარიან ნამატს ნიშნავს.

ბოლო მონაცემებით, ბიტკოინ ქეშის საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიარდამდე დოლარს შეადგენს, ხოლო გასული ერთი დღის ნავაჭრი საშუალოდ $865 მილიონს უტოლდება, რაც დიდი ინვესტორების აქტიურობაზე მეტყველებს.

ფასის მატებასთან ერთად, ადამიანები სულ უფრო დაინტერესდნენ აქტივის შეძენით, რასაც საბოლოო ჯამში პოზიტიური გავლენა ექნება კრიპტოს ღირებულებაზე.

ბიტკოინ ქეში თავისი მოცულობით coinmarketcap-ზე მე-20 ადგილს იკავებს, რაც მიუთითებს იმას, რომ კრიპტოვალუტა ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მოთამაშეა“ და ბევრი კრიპტო ინვესტორი მასზე იმედს ამყარებს.

სად და როგორ ვიყიდო ბიტკოინ ქეში?

თუ თვლი, რომ ბიტკოინ ქეშის საყიდლად კარგი დროა და არ იცი, სად და როგორ შეიძენ აქტივს საქართველოში, არ იდარდო.

კრიპტალზე ხელმისაწვდომია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კრიპტოვალუტები და მათ შორის არის ბიტკოინ ქეშიც, რომლის ყიდვისათვისაც მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა დაგჭირდება.

ამის შემდგომ, კრიპტოვალუტის საყიდლად შეგიძლია ორი მარტივი გზა გამოიყენო:

ბირჟა

ათავსებ მოთხოვნას, რომ მზად ხარ შენთვის სასურველი რაოდენობის ბიტკოინ ქეში შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.

სწრაფი კონვერტაცია

სწრაფი გადაცვლის, ანუ მარტივი კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, მომხმარებელს, რომელსაც ბიტკოინ ქეშის ყიდვა ან გაყიდვა სურს, არ უწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სანაცვლოდ, შენ კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.

შეჯამება

ბიტკოინ ქეში მომხმარებლებს სთავაზობს ახალ და ინოვაციურ გზას აღიქვან და გამოიყენონ ციფრული აქტივები უფრო ეფექტურად და მოსახერხებლად.

მისი ბლოკის დიდი ზომა უზრუნველყოფს შენი აქტივების სწრაფად და იაფად გადაგზავნას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ყოველდღიურობაში საკმაოდ გამოსადეგია და შესაბამისად ბევრი კრიპტო ენთუზიასტისთვის ბიტკოინ ქეში მოთხოვნადი აქტივია.

გასული ერთი კვირის განმავლობაში აქტივის ფასმა დაახლოებით 83%-ით მოიმატა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია და ამ მაჩვენებლით, კრიპტოვალუტების დიდ ოკეანეში არსებულ უამრავ კრიპტოვალუტას სათავეშიც ჩაუდგა.

Support