მაისის თვის საუკეთესო კრიპტო პროდუქტი - CoinMarketCap
თანამედროვე სამყაროში კრიპტოვალუტა კიდევ ერთი გზაა დაიწყო ფულის გამომუშავება, თუმცა მხოლოდ რომელიმე კრიპტოს ყიდვა საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ამ ინდუსტრიაში წარმატებული იყო საჭიროა ყველა დეტალის კომპლექსური ანალიზი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ აქტივის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი - ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა რომელიმე.
სწორედ ამიტომ, დღევანდელ და მომდევნო ბლოგებში წარმოგიდგენთ სხვადასხვა მარტივ, უფასო და რაც მთავარია რეალურად გამოსადეგ კრიპტო პროდუქტებს, რათა შენი კრიპტო მოგზაურობა მაქსიმალურად წარმატებული და მომგებიანი იყოს.
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ პოპულარულ პლატფორმა CoinMarketCap-ზე, რომელიც ყველა კრიპტო თრეიდერმა აუცილებლად უნდა იცოდეს. გეტყვით, რა არის ეს პლატფორმა, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ცოდნა და გამოყენება და რაც მთავარია - როგორ დაგეხმარება CoinMarketCap შენ.
რა არის CoinMarketCap?
თუკი ნებისმიერ საკითხზე გაინტერესებს რაიმე და სათანადო ინფორმაცია არ გაქვს, პირველი მის მოძიებას იწყებ. ამისათვის ენციკლოპედია, ვიკიპედია ან მსგავსი საინფორმაციო წყაროები გეხმარება.
CoinMarketCap-იც სწორედ ასეთი ფუნქციის პლატფორმაა, ოღონდ კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინისა და მათთან დაკავშირებული პროდუქტებისათვის. მეტიც, CoinMarketCap უფრო ვრცელ ინფორმაციას გაწვდის, ვიდრე უბრალოდ კრიპტოს ფასს.
მოკლედ რომ ვთქვათ, CoinMarketCap არის ენციკლოპედია კრიპტოვალუტებისათვის, იმ განსხვავებით, რომ პლატფორმაზე უბრალოდ მშრალი ინფორმაციის გარდა შეხვდები უამრავ დეტალურ ნიუანსს, ისტორიას კრიპტო ვალუტის, კრიპტო ბირჟის თუ სხვადასხვა NFT პროექტის შესახებ.
CoinMarketCap-ზე გაეცნობი როგორ და რამდენი პროცენტით შეიცვალა კრიპტოს ფასი დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს ამა თუ იმ ციფრულ აქტივს, რა ღირს ბიტკოინი და სხვა ქოინები, რა მოცულობის აქტივები ივაჭრეს თრეიდერებმა 24 საათის განმავლობაში, ვინ არიან ამა თუ იმ ვალუტების შემქმნელები და რა იყო მათი შექმნის მიზეზი.
დამატებით, შენ შეგიძლია კრიპტოვალუტები კატეგორიების მიხედვით დაყო. მაგალითად, თუ კონკრეტულად მიმქოინები გაინტერესებს და მათზე გინდა დეტალური ინფორმაცია, შესაბამის კატეგორიას აირჩევ, ან იქნებ საერთოდ სტაბილური კრიპტოვალუტა გაინტერესებს? - არც ეს არის პრობლემა.
გარდა კრიპტოვალუტისა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია კრიპტო ბირჟებზე, აქ შეხვდები როგორც ცენტრალიზებულ ისე დეცენტრალიზებულ პლატფორმებს.
თუკი NFT პროექტებითა და ინდუსტრიით ხარ დაინტერესებული, CoinMarketCap-ზე შენთვისაც მოიძებნება საინტერესო ინფორმაცია. მისი წყალობით გაიგებ რომელ NFT პროექტს აქვს ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელი კრიპტოვალუტა არის მხარდაჭერილი, რა საშუალო ფასი აქვს მათ მიერ შექმნილ პროდუქტს და ყველა ნიუანსს, რომელიც NFT სამყაროში მოგზაურობისას დაგჭირდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი CoinMarketCap?
პლატფორმა კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის ან უბრალოდ ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი რამოდენიმე მიზეზის გამო არის.
კრიპტო ინდუსტრია მუდმივად და სწრაფად ცვალებადი სფეროა, სწორედ ამიტომ, აუცილებელია რომ მომგებიანი გადაწყვეტილებების მისაღებად ყოველთვის მიგიწვდებოდეს ხელი ამ ინფორმაციაზე დროულად. CoinMarketCap-ზე კრიპტოვალუტებისა და კრიპტო ბირჟების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ახლდება, შესაბამისად პლატფორმა დაგეხმარება რომ ყოველთვის მოვლენების საქმის კურსში იყო.
მაგალითად ბიტკოინის ფასი ან ნებისმიერი სხვა კრიპტოს ფასი პირდაპირ რეჟიმში წერია პლატფორმაზე და წამის მეასედების ცვალებადობას ასახავს, როგორც უშუალოდ ქოინის ღირებულება, ასევე მისი პროცენტული ცვალებადობა.
გარდა ამისა, CoinMarketCap-ზე ყველა ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება სრულად გადამოწმებულია. შენ არა ჭორებს ან ინტერნეტში გაჟონილ საეჭვო წარმომავლობის სიახლეს ეცნობი, არამედ 100% დადასტურებულ ინფორმაციაზე მიგიწვდება ხელი, რაც სისწრაფესთან ერთად არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიაში.
დამატებით, პლატფორმა გთავაზობს დეტალურ ინფორმაციას და არა მხოლოდ მშრალ რიცხვებს. მაგალითად, თუ ბიტკოინის ყიდვა გინდა, პლატფორმაზე შეგიძლია ნახო: ბიტკოინის ფასი, ფასის პროცენტული ცვლილება ერთ საათის, 24 საათისა, ერთი კვირის ან სულაც 30 დღის ვადაში, ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია, 24 საათის ვაჭრობის მოცულობა, ბიტკოინის ჯამური ცირკულაცია და კრიპტოვალუტის ჩარტი, სადაც ჩანს რა მიმართულებით მოძრაობს კრიპტოს ფასი.
მეტად დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლია ნახო კრიპტოვალუტის სოციალური მედიები, ინფორმაცია ქსელის შესახებ, მისი წყვილები სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე და სრული ასორტიმენტი ნებისმიერი კრიპტოვალუტის შესახებ.
როგორ გეხმარება CoinMarketCap?
- ფასის ანალიზი - CoinMarketCap-ზე წარმოდგენილია 100 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა. როგორც მიმქოინები, ისე სტაბილური კრიპტოები და სხვა ყველა სახის ციფრული აქტივი. მომხმარებელს კი, ლაივ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა ფასს მონიტორინგი გაუწიოს, ნახოს როგორ იცვლება ამა თუ იმ კრიპტოს ღირებულება და საითკენ შეიძლება წავიდეს მომავალში ფასის ტრენდი.
- ინფორმაცია - კრიპტო ინდუსტრიაში ფასზე დიდ გავლენას არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, არამედ ადამიანების განწყობა და მოლოდინებიც ახდენს, ხელოვნურ თუ ბუნებრივ მანიპულაციებთან ერთად. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ყველა სოციალური ქსელი და მედია თითოეული კრიპტოვალუტისათვის, სადაც შეგიძლია დაზუსტებული ინფორმაცია გაიგო რომელი პროექტი რა ინოვაციასა და სიახლეს ნერგავს ან იქნებ რომელიმე ცნობილმა ადამიანმა ან ფირმამ ხომ არ განახორციელა დიდი ინვესტიცია კონკრეტულ კრიპტოვალუტაში.
- პორტფელი - CoinMarketCap-ზე რეგისტრაციით შეგიძლია საკუთარი ვირტუალური პორტფელი შექმნა. მისი წყალობით ადევნებ თვალს როგორ შეიცვლებოდა შენი ჯამური აქტივების ღირებულება, თითქოს ეს რეალურად გაქვს ნაყიდი. ეს კი შესაძლებლობას გაძლევს, უფრო დაუახლოვდე კრიპტოვალუტებს და რეალური ვაჭრობისას მეტად თავდაჯერებული და გამოცდილი იყო.
- შიშისა და სიხარბის ინდექსი - არის ექსკლუზიურად CoinMarketCap-ის ინდექსი, სადაც 0-დან 100-მდე ნიშნულით იზომება, თუ რა სიტუაციაა კრიპტო ბაზარზე. მაგალითად, თუკი ნიშნული 0-ზეა მისული, ნიშნავს რომ ბაზარზე შიშმა დაისადგურა და ინვესტორები კრიპტოს ყიდვას ერიდებიან. ხოლო თუ ნიშნული 100-სკენ არის გადახრილი, ნიშნავს რომ ბაზარზე ინვესტორებს სიხარბემ სძლიათ და მათ კრიპტოს ყიდვა დაიწყეს. ეს კარგი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოიქცე შენც.
რა პლიუსები აქვს CoinMarketCap-ს?
გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება CoinMarketCap დაგეხმაროს კრიპტოვალუტების დიდი ინდუსტრიაში ნავიგაციისათვის, პლატფორმას დამატებით კიდევ აქვს პლიუსები:
- უფასოა - პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასოა ყველა ადამიანისათვის. CoinMarketCap-ზე რეგისტრაციის გარეშე შეგიძლია მიადევნო თვალი უამრავ ინფორმაციას, ხოლო რეგისტრაციით, რომელიც ასევე უფასოა, შენ პორტფელის შექმნის შესაძლებლობა გეძლევა, სადაც მონიტორინგს გაუწევ სასურველ კრიპტოვალუტებს.
- ხელმისაწვდომია - CoinMarketCap წარმოდგენილია, როგორც ვებ ვერსიის სახით, ასევე არსებობს Android და iOS აპლიკაცია შენი მობილური მოწყობილობისათვის. მოკლედ, პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია შენთვის სასურველი და კომფორტული ნებისმიერი დევაისიდან.
- მარტივია - მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხედვისას CoinMarketCap შეიძლება რთულ პლატფორმად მოგეჩვენოს, ეს ასე სულაც არ არის. საიტი ძალიან მარტივი და გასაგებია, სადაც ნათლად წერია ყველა ინფორმაცია, ხოლო თუ რომელიმე შემოკლებული აბრევიატურა შენთვის უცხოა, მაუსის ამ წარწერაზე მიტანა განმარტებით ინფორმაციას გაწვდის.
კრიპტო ლექსიკონი
- კრიპტოვალუტა - ციფრული ვალუტა, რომელიც ონლაინ ინტერნეტში არის მიმოქცევაში დეცენტრალიზებული ქსელის წყალობით.
- NFT (Non-Fungible Token) - უნიკალური და განუმეორებელი ციფრული პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს დიჯიტალ მუსიკა, ნახატი ან ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც არ მეორდება.
- ბიტკოინი (BTC) - ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტა.
- კრიპტო ბირჟა - ციფრული ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთად ხვდებიან და ერთმანეთში კრიპტოვალუტებს ან ფიატ ვალუტებს ცვლიან.
- მიმქოინი - ინტერნეტში მიმების სახელით გავრცელებული სახუმარო ფოტოების კრიპტოვალუტებში გადატანილი ციფრული აქტივები.
- სტაბილური კრიპტოვალუტა - ციფრული აქტივები, რომელთა ღირებულებაც რომელიმე ფიატ ვალუტაზეა (მაგ: US დოლარი) მიბმული და რომელთა ფასიც მუდმივად ერთ ნიშნულზეა შენარჩუნებული.
- CoinMarketCap -კრიპტო პლატფორმა, სადაც ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია შეგიძლია უფასოდ მიიღო.
- კრიპტო თრეიდერი - ადამიანი, რომელიც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვით არის დაკავებული.
- ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია - მიმოქცევაში არსებული კრიპტოვალუტების საერთო, ჯამური ღირებულება.
- ჩარტი - კრიპტოს ფასის ცვალებადობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულება.