რა ხდება? - თუ iPhone ყიდვა გადაწყვიტე, ბიტკოინი შენია
iPhone მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს ან აახლებს უკვე მოძველებულ მობილურს.
მაგრამ იცოდი, რომ თუ აიფონის ან ეფლის ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვა გადაწყვიტე, საჩუქრად ბიტკოინის მიღება შეგიძლია და ეს პირველად საქართველოში მომხმარებლებს iPlus-მა შესთავაზა.
ბიტკოინის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, თუკი iPlus-ის ქსელში შეიძენ Apple-ის ნებისმიერ პროდუქტს, ქეშბექის სახით ბიტკოინი Cryptal-ის ანგარიშზე დაგერიცხება.
სწორედ ეს მომგებიანი და ინოვაციური ქეშბექ მოდელი გახდა iPlus-სა და Cryptal-ის დამეგობრების მიზეზი.
როგორ შეგიძლია ბიტკოინის მიღება?
ბიტკოინის ქეშბექ სისტემის ფარგლებში, თუკი მომხმარებელი iPlus-ის ქსელში ეფლის ნებისმიერ, მისთვის სასურველ ნივთს შეიძენს, ის ავტომატურად საჩუქრდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული კრიპტოვალუტა ბიტკოინით. გაითვალისწინე, ქეშბექს ყოველ შენაძენზე მიიღებ და რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ.
ბიტკოინი მომხმარებელს ქეშბექის სახით ავტომატურად, Cryptal-ის ანგარიშზე, მის კრიპტო საფულეში დაერიცხება.
თუკი კრიპტო ბირჟაზე რეგისტრირებული ხარ, ავტორიზაციისას ბიტკოინი უკვე საფულეში დაგხვდება, ხოლო თუ ჯერ არ გაქვს ანგარიში გახსნილი, მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის შემდგომ, კრიპტოვალუტა შენს ანგარიშზე დაუბრკოლებლად დაგერიცხება.
რატომ არ უნდა გამოტოვო შეთავაზება?
მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება კრიპტოვალუტების პოპულარობა და ღირებულება, მათ შორის იზრდება ბიტკოინის ფასი. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას, როგორც საგადახდო ან საინვესტიციო საშუალებად.
საქართველოში კი, Cryptal და iPlus ცდილობენ კრიპტო ადაპტაცია დააჩქარონ და ინდუსტრია უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.
თუკი ბიტკოინის ყიდვა ბევრჯერ გიფიქრია და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხე ან თავი შეიკავე, მაშინ ეს შენი შანსია ბიტკოინი საჩუქრად მიიღო და გამოცადო, როგორია კრიპტოვალუტებთან ურთიერთობა.
გარდა ამისა, ქეშბექის სისტემა დაგარწმუნებს, რომ ბიტკოინის ფლობა არანაირ ტექნიკურ სირთულესა და განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს, კრიპტოს ყიდვა და მისი შენახვა ნებისმიერ მსურველს ზედმეტი პროცედურების გარეშე შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც შენ ინახავ ტრადიციულ ვალუტას შენს მობაილ ბანკში.
რატომ არის ბიტკოინი კარგი საჩუქარი?
- ბიტკოინი იზრდება - კრიპტოვალუტა ყოველწლიურად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ იმატებს მისი ღირებულება. ბიტკოინის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 120%-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენი ქეშბექით დაბრუნებული თანხა გაცილებით მეტი შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე რეალურად.
შექმნის დღიდან კი, ბიტკოინი არნახული, 103,000,000%-იანი ზრდით გამოირჩა, რაც არცერთ აქტივსა თუ კომპანიის აქციას არ დაუფიქსირებია. 2008 წელს 50 ლარის ღირებულების ბიტკოინი დღეს დაახლოებით 50 მილიონი ლარის ტოლია. ჯამურად, შექმნის დღიდან ნაჩვენები ზრდა კი, წელიწადში საშუალოდ 217% მატებას ნიშნავს.
- ბიტკოინი უფასოა - თუკი iPhone საჩუქრად ყიდულობ ან სულაც შენი ძველი ტელეფონის გამოცვლა მოგინდა, რატომ უნდა დაკარგო უფასო ბიტკოინის მიღების შანსი. iPlus-ის მაღაზიაში სასურველი პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში, შენ კრიპტალის ანგარიშზე საჩუქრად იღებ აქტივს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მუდმივად იზრდება და პოტენციურად ბევრად ღირებულია, ვიდრე ახლანდელი ქეშბექი.
პარალელურად კი, თუკი შეხება არ გქონია კრიპტოვალუტასთან, დგამ პირველ ნაბიჯებს და ხდები კრიპტოს მფლობელი.
რა არის Cryptal?
კრიპტალი არის პირველი ქართული კრიპტო ბირჟა, რომელიც გეხმარება ისეთი ცნობილი კრიპტოვალუტების ყიდვა გაყიდვასა და შენახვაში, როგორიც ბიტკოინი, ლაითქოინი, ეთერიუმი და სხვები არიან.
თუკი არ გინდა ქეშბექის სახით მიღებული ბიტკოინის შენახვა და მისი გადაცვლა გირჩევნია, Cryptal-ის დახმარებით შეგიძლია ის ლარში ან სულაც სხვა პოპულარულ კრიპტოვალუტებში გადაცვალო, ასეთს კი პლატფორმაზე 30-მდე შეხვდები.
რატომ უნდა აირჩიო iPlus?
iPlus Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და ამიერკავკასიაში უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით.
2019 წლიდან კომპანიამ მულტიბრენდული მიმართულება შეარჩია, რაც ნიშნავს, რომ უკვე არა მარტო ეფლის, არამედ სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც შეგიძლიათ შეარჩიოთ საქართველოს მასშტაბით 3 ქალაქსა და 6 ფილიალში და განაახლოთ ტექნიკა ოფიციალური გარანტიით.
შეჯამება: კრიპტოვალუტა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება!
იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტებს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს, როგორც საინვესტიციო საშუალებად, ასევე ყოველდღიურ საგადახდო სისტემადაც, მათი პოპულარობა საქართველოშიც იზრდება.
ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინტერესდება ისეთი ცნობილი ციფრული აქტივებით, როგორიც ბიტკოინი და სხვები არიან, კრიპტალი კი მათ საშუალებას აძლევს კრიპტო ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები გადადგან, ყოველგვარი ტექნიკური ცოდნისა და ზედმეტი სირთულეების გარეშე.
პლატფორმა კრიპტო ადაპტაციაში ეხმარება არა მხოლოდ კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მქონე ადამიანებს, არამედ ბიზნესებსაც, რომლებსაც ციფრული აქტივების მათ საქმიანობაში ინტეგრაციაც სურთ.