Georgian text on the left side of the visual with Payment machine on the right side
2023-03-27clock2 minutes

კრიპტოვალუტა მომავალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გარკვეული უნდობლობისა, რომელიც ამ ეკოსისტემის ირგვლივ შეიმჩნევა, რთულია იმის უარყოფა, რომ კრიპტო მომავალია და ინდუსტრია ნაბიჯ-ნაბიჯ შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინტერნეტის ახალი თაობა, რომელსაც Web3-ს ვუწოდებთ კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ ეკოსისტემაზე დგას. როგორც თავის დროზე ინტერნეტმა შეცვალა სამყარო, და ჩვენი, ადამიანების ურთიერთობა ტექნოლოგიასთან, სწორედ ასეთ რევოლუციას გვიმზადებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაც.

დღითი დღე კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი იზრდება და ჩვენს ყოველდღიურ ფინანსურ აქტივობებში სულ უფრო მეტი როლი უჭირავთ. შესაბამისად, ჩვენთვის გამოწვევაა კრიპტოვალუტების მარტივად შეძენაა და გაყიდვა.

სწორედ ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის, კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ!

პარტნიორობის ფარგლებში - კრიპტოს შეძენა უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განლაგებული ფეიბოქსებითაც იქნება შესაძლებელი.

დღეიდან მარტივად და სწრაფად, სულ რამოდენიმე კლიკით იყიდი კრიპტო აქტივებს.

როგორ გააკეთო ეს?

  • აკლიკავ “კრიპტოს შეძენა”-ს
  • შეგყავს პირადი ნომერი და სმს კოდი
    ავტორიზაციის მიზნით საჭიროა შენი პირადი ნომრისა და სმს-ად მოსული კოდის შეყვანა
  • ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას – Bitcoin (BTC), Litecoin (LTC), Tether (USDT)
  • ასკანერებ შენი საფულის QR-ს
  • იღებ კრიპტოს შენს საფულეზე.

კრიპტოვალუტების ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად შემოსვლის პარალელურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასზე მარტივი და სწრაფი წვდომა.

სწორედ ამიტომ, Cryptal-სა და PayBox-ის პარტნიორობით გეძლევათ საშუალება, სულ რამდენიმე კლიკით კრიპტო აქტივები თქვენს საფულეში აღმოჩნდეს!

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support