Სარჩევიchevron-down
Cryptal-ზე თანხის შეტანა საქართველოს მობაილ ბანკის დახმარებით
როგორ შევიტანო თანხა ანგარიშზე საქართველოს ბანკის საბანკო გადარიცხვით?
რა უპირატესობები აქვს საბანკო გადარიცხვის გამოყენებით ბალანსის შევსებას?
Georgian text on the left side with Smartphone and GEL, USD and EUR symbols on the right 1000x300
2025-01-21clock5 minutes

Cryptal-ზე თანხის შეტანა საქართველოს მობაილ ბანკის დახმარებით

ბოლო დროს კრიპტო აქტივებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ინდუსტრიის განსაკუთრებული პოპულარობა ბიტკოინის ფასის ზრდამ გამოიწვია და შესაბამისად, უამრავ ადამიანს გაუჩნდა ბიტკოინისა და სხვადასხვა აქტივის შეძენის სურვილი.

თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, მაშინ გაითვალისწინე, კრიპტოს შეძენაში ისეთი ბირჟების დახმარება დაგჭირდება, როგორიც მაგალითად Cryptal-ია.

ამ პლატფორმაზე კი, შენთვის სასურველ ციფრულ აქტივს, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) და სხვები არიან, ფიატ ვალუტაში ცვლი - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო.

სწორედ ფიატ ვალუტის ბალანსის შესავსებად გჭირდება ინტერნეტ ბანკი, კერძოდ კი, BOG-ის ანუ საქართველოს ბანკის მობაილ ბანკი.

მისი გამოყენებით შეგიძლია საბანკო გადარიცხვა განახორციელო და კრიპტალის ბალანსი ნებისმიერ დროს, სწრაფად და მარტივად შეავსო სასურველი აქტივით, რათა კრიპტოს ყიდვა დაუბრკოლებლად განაგრძო.

ამ ბლოგში გეტყვით და გაჩვენებთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ზედმეტი პროცედურების გარეშე და რა უპირატესობებს გთავაზობს საქართველოს ბანკის საბანკო გადარიცხვის გამოყენება.

როგორ შევიტანო თანხა ანგარიშზე საქართველოს ბანკის საბანკო გადარიცხვით?

იმისათვის, რომ საბანკო გადარიცხვა განახორციელო ნებისმიერი ბანკის გამოყენებით, საჭიროა, რომ კრიპტალზე გავლილი გქონდეს რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. შემდგომ კი, მიჰყევი მარტივ ინსტრუქციას:

  • მთავარი გვერდიდან გადადი საფულე-ში
  • დააკლიკე შევსება-ს და აირჩიე სასურველი ვალუტა - TOL Lari (₾), TOL Dollar ($) ან TOL Euro (€)
  • აირჩიე ბალანსის შევსების მეთოდი - ბანკი
  • მონიშნე სასურველი ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი ან სხვა - ჩვენს შემთხვევაში BOG
  • გახსენი შენს სმარტფონში საქართველოს მობაილ ბანკი ან ინტერნეტ ბანკი

შემდგომ გახსენი საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია:

  • გადადი ტრანზაქციებში და აირჩიე სხვასთან გადარიცხვა
  • მიუთითე - საქართველოს ბანკში
  • აირჩიე ანგარიშის ნომრით
  • ჩაწერე კრიპტალზე მოცემული IBAN ანგარიშის ნომერი და დანიშნულებაში მიუთითე შენი პირადი ნომერი

სულ ეს არის, თანხა შენს კრიპტალის ბალანსზე მაქსიმუმ 1 წუთში აისახება და დაუბრკოლებლად შეძლებ სასურველი კრიპტო აქტივის შეძენას.

რა უპირატესობები აქვს საბანკო გადარიცხვის გამოყენებით ბალანსის შევსებას?

კრიპტალზე საქართველოს მობაილ ბანკის დახმარებით ბალანსის საბანკო გადარიცხვით შევსებას რამოდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, როგორც დამწყებთათვის, ასევე კრიპტოში გამოცდილი მომხმარებლებისთვის:

  • სწრაფია - კრიპტო ინდუსტრიაში სიჩქარეს ხშირად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქტივების ფასები შეიძლება მყისიერად იცვლებოდეს.

    BOG-დან განხორციელებული საბანკო გადარიცხვა კი, კრიპტალის ბალანსზე მაქსიმუმ 1 წუთში აისახება.

  • მარტივია - თუკი საქართველოს მობაილ ბანკი ან ზოგადად, ინტერნეტ ბანკი ერთხელ მაინც გამოგიყენებია, რთულს და განსხვავებულს ვერაფერს ნახავ.

    პლატფორმაზე ბალანსის შევსება კარგად ნაცნობი გზით ხდება, რომელიც არაფრით განსხვავდება მეგობართან თანხის გადარიცხვისგან.

  • მრავალფეროვანია - Cryptal-ზე მხარდაჭერილია სამი მთავარი ვალუტა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო. პლატფორმაზე მოხვედრის შემდგომ სამივე ვალუტა იმავე ღირებულებისა და რაოდენობის სტაბილურ ქოინში კონვერტირდება. ანუ 1 ლარი = 1 TOL Lari და ა.შ.

    საბანკო გადარიცხვის გამოყენებთ საშუალება გეძლევა სამივე სასურველი ვალუტა დაუბრკოლებლად შეიტანო შენს ანგარიშზე.

  • იაფაია - კრიპტო სამყაროში საკომისიოებს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო დაბალია გადადასახადი, მით უფრო მომგებიანია ის შენთვის.

    კრიპტალზე კი, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით შეტანილი თანხა სრულიად თავისუფალია საკომისიოებისგან. ბალანსზე აგესახება იმდენი, რამდენსაც საქართველოს ინტერნეტ ბანკის გამოყენებით გადმორიცხავ.
Support