Სარჩევიchevron-down
Cryptal-ზე Keepz გამოჩნდა
რა არის Keepz?
რატომ არის Keepz-ის ინტეგრაცია მნიშვნელოვანი Cryptal-ის მომხმარებლებისთვის?
როგორ შეიძლება ბალანსის შევსება Cryptal-ზე Keepz-ის გამოყენებით?
ფინანსები მარტივად - ფიატ ვალუტა და კრიპტო ერთ სივრცეში
keepz-geo-1000x300
2025-11-05clock3 minutes

Cryptal-ზე Keepz გამოჩნდა

Cryptal-ზე ბალანსის შესავსებად მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი ახალი და სწრაფი გზა გამოჩნდა - Keepz. თანამედროვე გადახდის სისტემა, რომელზეც მხარდაჭერილია ფიატ და კრიპტო აქტივები.

ინტეგრაციის წყალობით, Cryptal-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა ანგარიშზე რამოდენიმე კლიკითა და გზით შეიტანონ, იქნება ეს ონლაინ ბანკინგი, Apple Pay, Google Pay, თუ კრიპტო.

Keepz-ის დანიშნულება ყოველდღიურ გადარიცხვებში და გადახდებში ბარიერების შემცირებაა, მისი კრიპტალზე გამოჩენა კი, იდეალურად ემთხვევა პლატფორმის მიზანს, ციფრული ფინანსები გახადოს მარტივი და ხელმისაწვდომი.

სიახლე ნიშნავს მეტ სიმარტივესა და მოქნილობას. ამით კი, ტრადიციულ საბანკო და კრიპტო ეკონომიკას შორის კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი ჩნდება.

რა არის Keepz?

Keepz არის გადახდების თანამედროვე სისტემა, რომელსაც ყოველდღიურ ტრანზაქციებში სისწრაფე, მოქნილობა და სიმარტივე შემოაქვს. განკუთვნილი როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისათვის, Keepz მყისიერ გადახდებსა და დაბალ საკომისიოებს გვთავაზობს.

სელერებისთვის Keepz უნაღდო გადახდებს ნიშნავს, ხოლო მყიდველებისთვის ციფრულ ალტერნატივას, სადაც არ არის საჭირო ნაღდი ფულის ან ბარათების თან ქონა. გადახდების განხორციელება შესაძლებელია, ინტერნეტ ბანკის, Apple Pay, Google Pay და კრიპტოს გამოყენებით.

დამატებით, Keepz გამოირჩევა კომფორტული მობილური აპლიკაციით, სადაც მომხმარბელებს გადახდისას უბრალოდ QR კოდის დასკანერება უწევთ და სულ ეს არის.

რატომ არის Keepz-ის ინტეგრაცია მნიშვნელოვანი Cryptal-ის მომხმარებლებისთვის?

Cryptal-ზე Keepz-ის გამოჩენა მომხმარებლებს ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს, რაც სისწრაფეს, მოსახერხებულობასა და სიმარტივეს უკავშირდება. პარტნიორობის ფარგლებში კი, კრიპტო ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

  • მომენტალური შევსება: კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანა წამებში - შეფერხებებისა ან ტრანზაქციის ხელით დადასტურების გარეშე.
  • გადახდის რამოდენიმე გზა: აირჩიე სასურველი მეთოდი, იქნება ეს Apple Pay, Google Pay, ონლაინ ბანკინგი თუ კრიპტო.
  • დაბალი საკომისიოები: Keepz-ის ტრანზაქციები დაბალი საკომისიოებით გამოირჩევიან - 0.5%, მაქსიმუმ კი - 0.5 თეთრი.
  • კომფორტი: მომხმარებლებს ფიატ ვალუტებისა და კრიპტო აქტივების ერთი სივრციდან მართვა შეუძლიათ.
  • სიმარტივე: მარტივი გადარიცხვები, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით რთული ეტაპების გავლას.

Keepz-ის გამოყენებით Cryptal-ის ბალანსის შევსება ყველა მომხმარებლისათვის მარტივი და ხელმისაწვდომია.

როგორ შეიძლება ბალანსის შევსება Cryptal-ზე Keepz-ის გამოყენებით?

Cryptal-ის ბალანსის შევსება Keepz-ის გავლით არის მყისიერი და კომფორტული. რამოდენიმე ნაბიჯში მომხმარებელს საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ კრიპტალის ანგარიშზე შეუძლია თანხის გადატანა, ამისათვის კი, შემდეგი ნაბიჯებია საჭირო:

  1. Cryptal-ზე, საფულის სივრციდან გადადი შევსების ველზე.
  2. შევსების მეთოდში მიუთითე ბანკი - შემდგომ - ღია ბანკინგი.
  3. აირჩიე სასურველი ბანკი - BOG, TBC და ა.შ.
  4. Keepz ავტომატურად ხსნის ონლაინ ბანკინგის აპლიკაციას, სადაც უნდა მიუთითო თანხის სასურველი რაოდენობა.
  5. ონლაინ ბანკინგის გახსნის შემდგომ, მიუთითე ის ანგარიში, რომლიდანაც გინდა რომ თანხა გადაირიცხოს.
  6. დაადასტურე ტრანზაქცია და სულ ეს არის, კრიპტალის ბალანსი მომენტალურად შეივსება.

ფინანსები მარტივად - ფიატ ვალუტა და კრიპტო ერთ სივრცეში

Cryptal-ზე Keepz-ის გამოჩენა უბრალოდ გადახდის კიდევ ერთი მეთოდის გამოჩენა არაა - ეს ტრადიციული ფინანსებისა და კრიპტო სამყაროს დაკავშირების მორიგი ნაბიჯია. მომხმარებლებს თავიანთი აქტივების ბანკიდან პლატფორმაზე გადატანა მარტივად, წამებში შეუძლიათ.

კოლაბორაცია კი, კარგად წარმოაჩენს კრიპტალის მიზანს - ინოვაციების შექმნით კრიპტო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მომხმარებლისათვის.

Support