რა ხდება? – Cryptal და CoinGecko დამეგობრდნენ
პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი და CoinGecko დამეგობრდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ Cryptal გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც საერთაშორისო პლატფორმა CoinGecko.com-ზე გამოჩნდა და დაილისთა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ კრიპტო ბირჟისათვის საერთაშორისო და ავტორიტეტულ CoinGecko-ს პლატფორმაზე გამოჩენა მნიშვნელოვან ბენეფიტებს აძლევს კომპანიას, სიახლე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისა და საქართველოში კრიპტო ადაპტაციისათვის.
საქართველო და ბიტკოინის მაინინგი ახალი ამბავი არ არის, თუმცა ამჯერად ქვეყანა კიდევ უფრო დიდად გამოჩნდება მსოფლიოს კრიპტო რუკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციფრული ლარი იქმნება და კრიპტო სულ უფრო პოპულარული ხდება.
რა არის CoinGecko?
CoinGecko არის კრიპტოვალუტებისა და კრიპტო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის აგრეგატორი პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს გიგანტურ კრიპტო სამყაროში სანავიგაციოდ ეხმარება, სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით. 2014 წელს გაშვებული CoinGecko მომხმარებლებს ათასობით კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ პროექტის მიმოხილვას სთავაზობს ყოველდღიურად. კონკურენტი პლატფორმებისგანაც სწორედ ეს განასხვავებს, საიტზე არა მხოლოდ უბრალოდ ფასების მონიტორინგი შეგიძლია, არამედ აქ ხვდებიან გადამოწმებული კრიპტოვალუტები და კრიპტო ბირჟები, რეალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციითა და სტატისტიკით.
გარდა ამისა, CoinGecko მომხმარებლებს სთავზობს Gecko Score შეფასების სისტემას, რომლის მეშვეობითაც იზომება კრიპტო პროექტის, იქნება ის ქოინი თუ ბირჟა, სხვადასხვა ასპექტი. რამდენად დიდია კრიპტოვალუტის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა რაოდენობა, რა აქტივობა არსებობს სოციალურ ქსელში, რა ლიკვიდურობა მოიპოვება და ა.შ.
თუ გინდა, რომ წარმატებული კრიპტო თრეიდერი იყო, აუცილებლად უნდა იყენებდე იმ შესაძლებლობასა და ბენეფიტებს, რომელსაც CoinGecko გთავაზობს.
რა პლიუსები აქვს Cryptal და CoinGeckoდამეგობრებას?
როგორც ვახსენეთ, CoinGecko-ზე კრიპტალის გამოჩენას ბევრი პლიუსი აქვს როგორც კრიპტო ბირჟისთვის, ასევე ქართული კრიპტო გარემოსა და მომხმარებლებისათვის:
- გაზრდილი ცნობადობა - ისეთ ცნობილ და გლობალურ პლატფორმაზე გამოჩენა, როგორიც CoinGecko არის, რთულ პროცედურებს უკავშირდება. თუმცა საიტზე კრიპტალის დალისთვა ქართული ბირჟის ცნობადობას უცხოურ ბაზრებზე ზრდის, რაც მეტი თრეიდერის შემოდინებასა და ლიკვიდურობის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი, შენ დაგეხმარება იმაში, რომ კრიპტოვალუტის ყიდვა გაგიმარტივდეს, შეძლო უამრავი აქტივის, მათ შორის ბიტკოინის ყიდვა ან სულაც გაყიდვა, უფრო სწრაფად და უფრო კარგ ფასში.
- გაუმჯობესებული რეპუტაცია - CoinGecko ბირჟებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ვებ-გვერდზე გამოჩენა უნდათ, უამრავ მოთხოვნასა და რეგულაციას უწესებს. მათი დაკმაყოფილება კი, ნიშნავს რომ ბირჟა სრულ სინქრონშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
- გამჭვირვალობა - CoinGecko-ზე ინტეგრაცია ბირჟებს ავალდებულებს მეტ გამჭვირვალობას, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ კრიპტო ბირჟაზე და ყოველდღიურ რეჟიმში ადევნონ თვალი პლატფორმებზე მიმდინარე მოვლენებს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება წარმატებული ინვესტირებისა და კრიპტო თრეიდინგისათვის.
კრიპტალი და CoinMarketCap
გარდა CoinGecko-სა, კრიპტალი ასევე კიდევ ერთ მსხვილ პლატფორმა CoinMarketCap-ზეც გვხვდება. აქ, კრიპტო მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ სხვადასხვა კრიპტო ბირჟებსა და კრიპტოვალუტებს, მათ ფასების დინამიკას და ყველა იმ წვრილმან ასპექტს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს კრიპტოვალუტების ყიდვისას მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
Cryptal კი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია და კრიპტო ბირჟაა, რომელიც ორივე ავტორიტეტულ პლატფორმაზე არსებობს. მსგავს ვებ-გვერდებზე გამოჩენა პოზიტიურად მოქმედებს, როგორც ქართულ კრიპტო ინდუსტრიაზე, ასევე მომხმარებლების კრიპტო თავგადასავალზე და მათ კრიპტოსთან ყოველდღიურ ინტერაქციაზე.