დახმარების გუნდი კრიპტობირჟის ფუნქციონირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
აუცილებელია, რომ სასურველ საკითხზე, ნებისმიერ დროს შეგეძლოს კომპეტენტურ და ოფიციალურ წარმომადგენელს მიმართო და შესაბამისი პასუხი მიიღო.
ბლოგში ვისაუბრებთ, რა მნიშვნელობა აქვს დახმარების გუნდს ზოგადად და ასევე, როგორ გამოიყენოთ Cryptal-ის საფორთი ნებისმიერი რელევანტური საკითხისათვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი დახმარების გუნდი?
ბირჟაზე რეგისტრაციისას, რამდენადაც მომხმარბელზე ორიენტირებული და მორგებული არ უნდა იყოს პლატფორმა, შესაძლოა მაინც გაჩნდეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხზე.
მაგ: როგორიც არის რეგისტრაციის ან/და ვერიფიკაციის სხვადასხვა ეტაპი.
Cryptal-ზე ხელმისაწვდომია 70-ზე მეტი სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტი და იდიკატორი. ასევე, აქტივების ყიდვისა და გაყიდვის ფუნქციონალი, როგორიც არის კონვერტაცია და Spot ბირჟა. შესაბამისი ფუნქციონალების უკეთ გასაგებად ან გამოყენებაში დასახმარებლად Cryptal-ის დახმარების გუნდი მუდმივად ხელმისაწვდომია.
რა პლუსები აქვს Cryptal-ის დახმარების გუნდს?
კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია დროის ფაქტორის გათვალისწინება და ინფორმაციის სიზუსტე. სწორედ ამიტომ, თუ რაიმე დაგჭირდა, Cryptal-ის გუნდი ხელმისაწვდომია მუდმივად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
დახმარებისთვის შეგიძლია შემდეგ არხებზე მოგვმართო:
- ელექტრონული ფოსტა
- ზენდესკი
- ცხელი ხაზი - (+995 322 053 253)
- ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
რაც მთავარია, მუდმივ კავშირთან ერთად, შეგიძლია ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღო.