Სარჩევიchevron-down
Cryptal x საქართველოს ბანკი - კრიპტო კიდევ უფრო ხელმისაწვდომია
Cryptal-ის ბალანსის შევსება - ინსტრუქცია
რა უპირატესობები აქვს?
cryptal-bank-of-georgia-bog-1000x300
2025-05-15clock2 minutes

Cryptal x საქართველოს ბანკი - კრიპტო კიდევ უფრო ხელმისაწვდომია

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივების შესახებ ყველას სმენია, ეს სფერო ბევრი ადამიანისთვის კვლავაც რთულ ტერმინებსა და პროცედურებს უკავშირდება. ადამიანებს კრიპტოს ყიდვა, მისი შენახვა, ბალანსის შევსება და მსგავსი ნაბიჯები აშინებთ, თუმცა კრიპტო აქტივებთან ურთიერთობა ასე მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა.

პოპულარული კრიპტო აქტივები, როგორებიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC), USDT და სხვები არიან Cryptal-სა და საქართველოს ბანკის წყალობით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდნენ.

ამ ბლოგში გეტყვით, როგორ გამარტივდა კრიპტო, ანუ როგორ შეიძლება Cryptal-ის ბალანსის შევსება ნაღდი ფულის გამოყენებით, მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და რა უპირატესობებს ნიშნავს ეს მომხმარებლისათვის.

Cryptal-ის ბალანსის შევსება - ინსტრუქცია

ნაბიჯი 1 - აირჩიე კატეგორია
იმისათვის, რომ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანა შეძლო, საჭიროა აპარატში ელექტრონული საფულეების კატეგორია აირჩიო.



ნაბიჯი 2 - აირჩიე სერვისი
მას შემდგომ, რაც შესაბამის კატეგორიაში გადახვალ, სერვისების ჩამონათვალში კრიპტალი დაგხვდება.



ნაბიჯი 3 - აირჩიე ვერიფიკაციის მეთოდი
უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა რომ მომხმარებელმა ვერიფიკაცია გაიაროს. ვინაობის დასადგენად რამოდენიმე მეთოდია ხელმისაწვდომი:
- მობილბანკით
- საქართველოს ბანკის ბარათით
- პირადი ნომრით
- ID ბარათით
- პასპორტის ნომრით



ნაბიჯი 4 - შეიყვანე SMS კოდი
ვერიფიკაციის არჩევის შემდგომ კი, Cryptal-ზე მითითებულ ნომერზე ერთჯერადი SMS კოდი გამოგეგზავნება, რომელიც აპარატში უნდა შეიყვანოს.



ნაბიჯი 5 - შეიტანე თანხა
ბოლო ეტაპზე კი, სასურველი რაოდენობის თანხის შეტანა რჩება. გაითვალისწინე, ბალანსის შესავსებად მინიმალური რაოდენობის თანხა 1 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 1,500 ლარს შეადგენს.

რა უპირატესობები აქვს?

  • სწრაფია - ბალანსის შევსებას რამოდენიმე წუთი სჭირდება, ჩარიცხული თანხა კი, ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

  • მარტივია - Cryptal-ის ბალანსის შევსება საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ზუსტად იგივე ნაირად ხდება, როგორც მობილური ბალანსის შევსება ან კომუნალური გადასახადების გადახდა.

  • მოსახერხებელია - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბალანსი ნაღდი ფულის გამოყენებით, მინიმუმ 1 ლარის ოდენობით შეავსოს.

  • ხელმისაწვდომია - საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24/7-ზე მუშაობს. არ არსებობს უქმე დღე და არა სამუშაო დრო, კრიპტო მუდმივად ხელმისაწვდომია.
Support